Page 1 of 4

12.06 დუშეთის ბავშვთა სახლი და ბაზალეთის ტბა

Posted: 07 ივნ 2010, 14:03
by marmenio
აბა კიდევ ერთი კარგი საქმე გავაკეთოთ ერთად :)

შაბათს, 12 ივნისს, 10:00 სთ-ზე ვიკრიბებით სამთო ქიმიის შენობასთან.


შაბათს, 12 ივნისს მივდივართ დუშეთის ბავშვთა სახლში, სოფელ პირმისაანთკარში და მიგვაქვს წიგნები, რომელიც გამომცემლობა "პალიტრა ლ"-მა აჩუქა ბავშვებს. დაახლოებით 50 წიგნია. /ნოდარ დუმბაძის თითქმის ყველა მოთხრობა და ლექსი, ოტია იოსელიანის ზღაპრები, მსოფლიო ხალხის ზღაპრები, საბავშვო ლექსები, ჟიულ ვერნი...) ამ წიგნებს შორის არ არის
"ტომ სოიერი", "ჰეკბერ ფინი", "პეპი გრძელი წინდა", "უფლისწული და მათხოვარი", "პატარა უფლისწული", "ბიძია თომას ქოხი", "დავიდ კოპერფილდი".... :( ვისაც სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ თქვენც მოგვაწოდოთ საბავშვო ლიტერატურა. კარგი იქნება ზემოთ ჩამოთვლილი წიგნები რომ გაითვალისწინოთ.


ლედიმ ძალიან კარგი იდეა შემომთავაზა. წიგნები ისე უნდა მივცეთ ბავშვებს რომ ჩვენი წამოსვლის შემდეგ სულმოუთქმელად გადაიკითხონ.
ანუ თითოეულმა ჩვენგანმა, ვინც იქ ვიქნებით, ჩვენი წაღებული წიგნებიდან ამოვირჩიოთ ერთ-ერთი წიგნი და იქიდან საინტერესო ადგილები წავიკითხოთ, ისეთ ადგილამდე რომ გაგრძელებამ დააინტერესონ. ან ისეთი ნაწყვეტები, რომ ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში რაიმე კარგი ისწავლონ.


ბავშვების საერთო რაოდენობაა 38.
როგორც დირექტორმა მითხრა უთო არ ჰქონიათ.
ხვალ კიდევ დავრეკავ და ზუსტად მეტყვის რა სჭირდებათ.

წასვლის დროს ცოტა ხანში დავაზუსტებ.

12.06 დუშეთის ბავშვთა სახლი და ბაზალეთის ტბა

Posted: 07 ივნ 2010, 14:18
by marmenio
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=4212

კიკი მადლობა, შენ რომ არა, ამას ასე უცბად ვერ გავახორციელებდით.

12.06 დუშეთის ბავშვთა სახლი და ბაზალეთის ტბა

Posted: 07 ივნ 2010, 14:21
by z g a r b i
ყოჩაღ ეკა, მომწონს შენი აქტიურობა ;) :*
ეგ ის ბავშვები არიან მგონი, ბოკელებმა რომ შენობა გაურემონტეს, ჩემი ძმაც იყო და შთაბეჭდილებებით დაბრუნდა :)
სამწუხაროდ ანანური დავგეგმე და მე ვერ შემოგიერთდებით, დარწმუნებული ვარ არაჩვეულებრივად ჩაივლის ყველაფერი

12.06 დუშეთის ბავშვთა სახლი და ბაზალეთის ტბა

Posted: 07 ივნ 2010, 15:59
by marmenio
z g a r b i

ახლახანს ვნახე ბოკელების რეპორტაჟი. კი ის ბავშვთა სახლია.
არა უშავს, კიდევ ვაპირებთ სხა ბავშვთა სახლებში წასვლას და მერე შემოგვიერთდები. თუმცა შენი თავი მართლა დაგვაკლდება :)

12.06 დუშეთის ბავშვთა სახლი და ბაზალეთის ტბა

Posted: 07 ივნ 2010, 16:29
by Ledi
marmenio wrote:აბა კიდევ ერთი კარგი საქმე გავაკეთოთ ერთად :)

შაბათს, 12 მაისს მივდივართ დუშეთის ბავშვთა სახლში, სოფელ პირმისაანთკარში და მიგვაქვს წიგნები, რომელიც გამომცემლობა "პალიტრა ლ"-მა აჩუქა ბავშვებს. ამ წიგნებს შორის არ არის
"ტომ სოიერი", "ჰეკბერ ფინი", "პეპი გრძელი წინდა", "უფლისწული და მათხოვარი", "პატარა უფლისწული", "ბიძია თომას ქოხი", "დავიდ კოპერფილდი".... :( ვისაც სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ თქვენც მოგვაწოდოთ საბავშვო ლიტერატურა. კარგი იქნება ზემოთ ჩამოთვლილი წიგნები რომ გაითვალისწინოთ.


ბავშვების საერთო რაოდენობაა 38.

წასვლის დროს ცოტა ხანში დავაზუსტებ.
,,ტომ სოიერი" ,,ჰეკლბერი ფინი" ,,პეპი გრძელიწინდა" და ,,ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი"უკვე არის :D რაც შეეხება ,,დევიდ კოპერფილდს" ცოტა მეეჭვება ბავშვებს მისი წაკითხვის სურვილი გაუჩნდეთ :roll: ჰო ეს ჩემი ვარაუდია.

12.06 დუშეთის ბავშვთა სახლი და ბაზალეთის ტბა

Posted: 07 ივნ 2010, 16:58
by Hereti
დეტალები რომ დაგვეზსუტებინა ეკ??
საიდან გავდივართ?
რა არის საჭირო? და ა.შ

12.06 დუშეთის ბავშვთა სახლი და ბაზალეთის ტბა

Posted: 07 ივნ 2010, 17:46
by marmenio
Ledi
რა კარგი გოგო ხარ :)

Hereti

ჯერ ზუსტად არ ვიცით რამდენი შევიკრიბებით. თუ საკმაო რაოდენობის შევიკრიბეთ, მაშინ დავიქირავებთ სამარშურო ტაქსს და დიდუბეში შევიკრიბებით, სამთო ქიმიის შენობასთან, ალბათ 9:00 სთ-თვის.

სასურველია ბავშვებისთვის წიგნის წამოიღება და მცირე თანხის შეგროვება, რომ უთო ვიყიდოთ. (არ ჰქონიათ)

12.06 დუშეთის ბავშვთა სახლი და ბაზალეთის ტბა

Posted: 07 ივნ 2010, 17:47
by Hereti
რა პრობლემაა ვუყიდოთ

12.06 დუშეთის ბავშვთა სახლი და ბაზალეთის ტბა

Posted: 07 ივნ 2010, 17:50
by marmenio
მე ძალიან მიყვარს ,,დევიდ კოპერფილდი" და მე წამოვიღებ. რატომ არ უნდა გაუჩნდეთ მისი წაკითხვის სურვილი ლედი? :roll:

12.06 დუშეთის ბავშვთა სახლი და ბაზალეთის ტბა

Posted: 07 ივნ 2010, 17:52
by marmenio
Hereti
ძალიან კარგი. ე.ი გვიერთდები? :wink:

12.06 დუშეთის ბავშვთა სახლი და ბაზალეთის ტბა

Posted: 07 ივნ 2010, 17:56
by Hereti
marmenio
რათქმაუნდა ეკა წამოსვლით ალბათ ვერ წამოვალ ჯერ არ ვიცი, მაგრამ უთოს ხარჯებში თქვენტან ვარ

მირანდა მოდის?

12.06 დუშეთის ბავშვთა სახლი და ბაზალეთის ტბა

Posted: 07 ივნ 2010, 17:59
by Hereti
marmenio
12 მაისი გიწერია :wink: :wink:

12.06 დუშეთის ბავშვთა სახლი და ბაზალეთის ტბა

Posted: 07 ივნ 2010, 18:48
by marmenio
Hereti
გაიხარე მახო.

კი, მირანდა როგორც ვიცი მოდის.

12.06 დუშეთის ბავშვთა სახლი და ბაზალეთის ტბა

Posted: 07 ივნ 2010, 19:44
by ნინი_85
ყოჩაღ ეკა, ვამაყობ შენით !!!

ახლა კი მგონი დროა დუშეთის ბავშვთა სახლში წამსვლელების სია შევადგინოთ:

1. მარმენიო
2. ნინი_85
3. ლედი
4. :arrow: :idea:


პ.ს. სავარაუდოთ ხუთშაბათ საღამოს შევიკრიბებით და ცოტა საორგანიზაციო საკითხებზე გავისაუბრებთ :)

12.06 დუშეთის ბავშვთა სახლი და ბაზალეთის ტბა

Posted: 07 ივნ 2010, 19:47
by Hereti
ნინი_85
გამიკვირდა სიაში რომ არ იყავი :wink: