Page 1 of 4

შიომღვიმე, 30 მაისი

Posted: 26 მაი 2010, 22:16
by ნინი_85
მოგეხსენებათ მეგობრებო, რომ გასულ კვირას კარველებმა მოვაწყეთ ნაყინობა დიღმის ბავშვთა სახლში:
http://karavi.ge/viewtopic.php?t=4244&start=0
მოხდა ისე რომ აქციისთვის შეგროვდა იმაზე მეტი შემოწირულობა ვიდრე ვვარაუდობდით, ამიტომ მორჩენილი თანხით რომელიც შეადგენს 220ლარს გადავწყვიტეთ 30 მაისს, კვირა დღეს, არჩევნების გამო ბავშვთა სახლის აღსაზრდელები გავიყვანოთ ქალაქგარეთ, სუფთა ჰაერზე და მათთან ერთად გავატაროთ ერთი დღე.
არჩევნების დღე შეირჩა იმიტომ, რომ ბავშვთა სახლში არის გახსნილი ერთ-ერთი საარჩევნო უბანი და მოსალოდნელი ხალხმრავლობის გამო დირექტორმა შემოგვთავაზა, ბავშვებს გამოგატანთ თავის აღსაზრდელებიანადო, მათი საერთო რაოდენობა იქნება 40 ადამიანი.
სავარაუდოდ ვიქირავებთ 2 მინიბუსს ან თუ მოხერხდება 1 ავტობუსს, ვისაც სურვილი აქვს შეუძლია შემოგვიერთდეს.

ვიკრიბებით:

კვირას, 30 მაისს, დილის 9.30 საათზე, მაიაკოვსკის ძეგლთან,

ბავშვებს ადმინისტრაცია ატანს მათთვის დღის განრიგით განკუთვნილ მშრალ საკვებს, ამიტომ ჩვენ ჩვნს საკვებზე თვითონ ვიზრუნებთ, მოგვაქვს ყველას თავისი საკმარი.
წამოიღეთ ვისაც რა სათამაშო საშუალებები გაქვთ, იქნება ეს ბადმინტონი, ლახტი, ბურთი, მფრინავი თეფში და სხვა. მიიღება სხვადასხვა სათამაშო იდეებიც.

ველი თქვენს გამოხმაურებას :)

შიომღვიმე, 30 მაისი

Posted: 27 მაი 2010, 00:06
by limpompo
მშვენიერი იდეააა
ხომ არ წამოვიდე?

შიომღვიმე, 30 მაისი

Posted: 27 მაი 2010, 10:15
by Hereti
ნინი_85

მშვენიერი ჩანაფიქრია ნინი

შიომღვიმე, 30 მაისი

Posted: 27 მაი 2010, 10:40
by guruli
ნინი_85 - სად აპირებთ წაყვანას? რომელიმე ისტორიული ძეგლია გეგმაში თუ, უბრალოდ, ბუნებაში გასვლა?
საღამოს რომელზე დავბრუნდებით ქალაქში? კვირას ვმუშაობ და საღამოს მექნება ძირითადი საქმეები.

შიომღვიმე, 30 მაისი

Posted: 27 მაი 2010, 11:40
by MIRANDA
guruli
შიომღვიმე :)

ნინ, სათამაშო თეფშები ვანომ მე მომცა და მე წამოვიღებ.

შიომღვიმე, 30 მაისი

Posted: 27 მაი 2010, 12:14
by ნინი_85
limpompo

თუ სურვილი გაქვს შეგიძლია შემოგვიერთდე :)

Hereti

მადლობა, იმედია შემგვიერთდები :)

guruli

გეგმაშია ბავშვების ქალაქიდან გაყვანა, გადავწყვიტეთ შორს არ წავსულიყავით და შიომღვიმე ავირჩიეთ. დილით გავალთ 10 საათზე და უკან დავბრუნდებით არაუგვიანეს 8 საათისა.

MIRANDA

ძალიან კარგი :)

შიომღვიმე, 30 მაისი

Posted: 27 მაი 2010, 12:17
by ARCHILI
ნინი_85

ჩემი ბიძაშვილია მანდ ბერი, მამა ნიკოლოზი, კარაველი ქოჩოს ძმა... ჰოდა, მოიკითხეთ, ჩვენგან მოკითხვები გადაეცით და ლოცვა-კურთხევა სთხოვეთ...

:)

შიომღვიმე, 30 მაისი

Posted: 27 მაი 2010, 12:28
by GT.ge
კარგი აზრია...

პ.ს. ერთი დიიიდი ფერადი ავტობუსი იქნება საჭირო.

შიომღვიმე, 30 მაისი

Posted: 27 მაი 2010, 14:02
by ika-bebo
ვაო ძაან კარგი აზრია ისე მეც შემოგიერთდებოდით დიდი სიამოვნებით :)

შიომღვიმე, 30 მაისი

Posted: 27 მაი 2010, 14:11
by Gvalva
ნინ, ეხლა თვალი მოვკარი ამ თემას, შიო მღვიმედან სხალტბაში ასვლა ბავშვებსაც ძალიან მოეწონებათ და ის გაშლილი მინდორი სწორედ რომ ამდენი ბავშვისთვისაა!!

მე სამწუხაროდ ალბათ ვერ წამოვალ, მაგრამ მონასტრიდან ჯვარი რომ ჩანს იმისკენ უნდა ახვიდეთ და იქედან ბილიკს დაინახავთ, საკმაოდ სახალისო სავალია და ის მდელო ძალიან გაახალისებს ბავშვებს.

ტრანსპორტი წავკისიდან ამოვიდეს სთხოვეთ.

თუ იდეა მოგეწონება, იქნებ რომელიმე კარაველი წამოგყვეს, ვინც ნამყოფია ამ ბილიკზე, 2-3ჯერ ვართ გადასულები მაგ გზით

შიომღვიმე, 30 მაისი

Posted: 27 მაი 2010, 15:41
by ნინი_85
ARCHILI

რა კარგია არჩილ რომ მითხარი, აუცილებლად გადავცემ მამა ნიკოლოზს მოკითხვას და ლოცვა-კურთხევასაც ვთხოვ :)


GT.ge

ერთი დიიიდი ფერადი ავტობუსი ნამდვილად დაგვხატავდა :D


ika-bebo

გაგვიხარდება თუ შემოგვიერთდები :)


Gvalva

ლელ, ძალიან კარგი იდეაა :)
გაშლილი მინდორი სწორედაც რომ ზედგამოჭრილი იქნება ბავშვებისთვის, მაგრამ მე სხალტბაში გადასასვლელი გზა არ ვიცი, თუ გზის მცოდნე რომელიმე კარველი გამოგვყვება, აუცილებლად განვახორციელებთ მაგ გეგმასაც :)

შიომღვიმე, 30 მაისი

Posted: 27 მაი 2010, 16:16
by Hereti
ნინი_85
5ში არ ვმუშაობ მგონი და თქვენტან ვარ :wink:

შიომღვიმე, 30 მაისი

Posted: 27 მაი 2010, 16:30
by guruli
ნინი_85
დილით გავალთ 10 საათზე და უკან დავბრუნდებით არაუგვიანეს 8 საათისა.
გულით მინდა, მაგრამ 8 საათი... :cry: :cry:
ვინმე ადრე დამბრუნებელი თუ იქნება, მთლად უკეთესი. ეგებ გამოჩნდეს ვინმე ჩემსავით მოუცლელი...
არადა, მანდ არ ვარ ნამყოფი. :oops: :oops: :? :?

შიომღვიმე, 30 მაისი

Posted: 27 მაი 2010, 17:20
by betqila
ნინი_85
თუ მიმიღებთ დიდი სიხარულით შემოგიერთდებით :D . ბავშვთ სახლში-დიღომში ვერ მოვახერხე წამოსვლა და აქ უცილობლად წამოვალ.

შიომღვიმე, 30 მაისი

Posted: 27 მაი 2010, 19:49
by Hereti
კარი ყველასთვის ღიაა