Page 1 of 4
ნაყინობა დიღმის ბავშვთა სახლში შაბათს, 22 მაისს
Posted: 18 მაი 2010, 12:50
by marmenio
ნინი-85-მა მოგვაწოდა შესანიშნავი იდეა, რომ ნაყინობა მოგვეწყო ბავშვებისთვის და ერთი დღე გაგველამაზებინა მათთვის, თანაც ერთ-ერთი ბავშვის დაბადების დღე ემთხვევა.
წივწივამ კარგი იდეები შემოგვთავაზა. ბავშვებს საჩუქრებს წავუღებთ და
გასართობ თამაშებსაც ვითამაშებთ მათთან ერთად.
მსურველები შევიკრიბოთ შაბათს, 22 მაისს, 12:00 საათზე, დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლთან.
ნაყინს ადგილზე მოგვიტანს "ნიკორა"-ს წარმომადგენელი თავისი მანქანით და თანხასაც მაშინ მივცემთ. საოჯახო ნაყინები ასაღებ ფასად უნდა მოგვყიდონ 3.05 ლარად, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ბატონ ირაკლის.
ნაყინობა დიღმის ბავშვთა სახლში შაბათს, 22 მაისს
Posted: 18 მაი 2010, 12:52
by teo-
გუშინ შაბათსო ესე თქვეს და?
მოკლედ შაბათ-კვირას არის ვარიანტი რო აქ არ ვიყო დ აამიტო სხვა დღეებში მირჩევნია
ნაყინობა დიღმის ბავშვთა სახლში შაბათს, 22 მაისს
Posted: 18 მაი 2010, 13:01
by GAMARJOBA SAKARTVELO
შესანიშნავი გეგმაა.
ვისაც მონაწილეობა სურს, მაგრამ მისვლას ვერ ახერხებს, შემოწირვის ჩართვა შეუძლია
ნაყინობა დიღმის ბავშვთა სახლში შაბათს, 22 მაისს
Posted: 18 მაი 2010, 13:02
by tamuna_gudarexi
დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ გვერდით ვიქნები ამ დღეს!
ძალიან კარგი აზრია, ბავშვებს ცხელი მაისის ერთ დღეს გავუგრილებთ და გავულამაზებთ, ისინი კი ჩვენ გაგვილამაზებენ

ნაყინობა დიღმის ბავშვთა სახლში შაბათს, 22 მაისს
Posted: 18 მაი 2010, 15:28
by tamari-khevi
შემოწირულობის გადმოსაცემად ვის და სად შეოძლება მოგმართოთ?????????????
ნაყინობა დიღმის ბავშვთა სახლში შაბათს, 22 მაისს
Posted: 18 მაი 2010, 15:46
by marmenio
დღეს ვიქნებით გამოფენაზე ძველ მერიაში 7 საათზე. ან მე, ან ნინი-85-ს შეგიძლიათ მისცეთ თანხა, ვისაც რამდენის საშუალება გაქვთ.
ნაყინობა დიღმის ბავშვთა სახლში შაბათს, 22 მაისს
Posted: 18 მაი 2010, 16:01
by marmenio
ახლახანს ველაპარაკე დიღმის ბავშვთა სახლის დირექტორს და მითხრა სადილისთვის მოდითო, ბავშვები სამის ნახევარზე სადილობენ და ჩვენც მაგ დროისთვის მივიდეთ.
სავარაუდოდ იქნება ორმოცამდე ბავშვი. ზუსტად ბავშვების რაოდენობა მეცოდინება პარასკევ საღამოს.
გვინდა ვიყიდოთ: 2 ტორტი,ნაყინები, ლიმონათები, ბუშტები და სხვა და სხვა
ფერის ბისერები, რადგან ულამაზეს ზარდახშებს და სუვენირებს აკეთებენ.
როგორც მითხრეს "ზღარბს"- სცოდნია სხვა და სხვა გასართობი თამაშები და იქნებ რამდენიმე თამაში შემოგვთავაზოს. 
ნაყინობა დიღმის ბავშვთა სახლში შაბათს, 22 მაისს
Posted: 18 მაი 2010, 16:33
by Naia
გადასარევი იდეაა! რამენაირად შემოგიერთდებით
ნაყინობა დიღმის ბავშვთა სახლში შაბათს, 22 მაისს
Posted: 18 მაი 2010, 16:43
by MIRANDA
მეც შემოგიერთდებით... და წამოსვლასაც შევძლებ, მგონი

ნაყინობა დიღმის ბავშვთა სახლში შაბათს, 22 მაისს
Posted: 18 მაი 2010, 16:45
by nica-nica
მეც იმედი მაქვს რომ შემოგიერთდებით

ნაყინობა დიღმის ბავშვთა სახლში შაბათს, 22 მაისს
Posted: 19 მაი 2010, 17:35
by betqila
ძალიან მინდა ამ კეთილ საქმეში ჩემი წვლილი შევიტანო, მაგრამ 22-ში თბილიში არ ვიქნები ამიტო თუ ორგანიზატორთან მოვახერხებ როგორმე შეხვედრას თანხას მივცემდი.
იქნებ ვინმე შემეხმიანოს და დამეხმაროს.
ნაყინობა დიღმის ბავშვთა სახლში შაბათს, 22 მაისს
Posted: 19 მაი 2010, 17:38
by Mta Mkvarebia
betqila
პირადი შეტყობინება ნახე, თემის ავტორის და ერთერთი ორგანიზატორის ნომერს მოგწერ.
ჰოდა, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ალბათ მეც მოვახერხებ წამოსვლას

.
ნაყინობა დიღმის ბავშვთა სახლში შაბათს, 22 მაისს
Posted: 19 მაი 2010, 19:31
by marmenio
GAMARJOBA SAKARTVELO
tamuna_gudarexi
tamari-khevi
Naia
MIRANDA
nica-nica
smile traveller
Mta Mkvarebia
TEO-
BETQILA
ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის.
შეგიძლიათ შემოწირული თანხა მოგვაწოდოთ ხვალ, ხუთშაბათს, შვიდის ნახევარზე, სანაყინე "ანტრე"-ში,რუსთაველზე,ან თუ საღამოს ვერ ახერხებთ, დაუკავშირდით ნინი85-ს და ნებისმიერ დროს შეგხვდებათ. მისი ნომერია 898586323
ნაყინობა დიღმის ბავშვთა სახლში შაბათს, 22 მაისს
Posted: 19 მაი 2010, 21:40
by z g a r b i
გუშინ გავიგე ამ თემაზე და ახლა ვნახე კიდეც

რამდენჯერაც მსგავსი რამ დაიგეგმა ვერ შევძელი, წესით შაბათს უნდა შევძლო..
მოკლედ შემოგიერთდებით დიდი სიამოვნებით
marmenio
თამაშები 40 ბავშვში ცოტა გაჭირდება მაგრამ რამეს მოვიფიქრებთ, ნიცაც დამეხმარება
