Page 1 of 1

ტაბაწყური(14-15-16 მაისი)

Posted: 13 მაი 2010, 13:16
by teo-
ხვალ 6ის ნახევრიდან ვიწყებთ შეკრებას სამთო ქიმიასთან. 6ზე გავდივართ სარეისოთი. ჩავდივართ ბაკურიანში და ვბანაკდებით გესთ ჰაუსსში.
მეორე დღEს დავაწვებით ტაბაწყურისკენ(მანძილი 28 კმ)
უღელტეხილის სიმაღლე 2700მ.


რაც შეეხება მგზავრობის თანხას 10 აქედან-10 იქედადImage
ესე საშინლად თემა მგონი არავის გაუხსნია :D

სია
1.ჯონი
2.ბაქარა
3.ნინია
4.მე
5.ჯონის და
5.?

ტაბაწყური(14-15-16 მაისი)

Posted: 13 მაი 2010, 14:26
by zura N.
:? :( :cry: :cry: :cry:

პ.ს. ისე 14-15-16 ხო არ უნდა დაგეწერა? აბა დაფიქრდი... :roll: :wink:

ტაბაწყური(14-15-16 მაისი)

Posted: 13 მაი 2010, 14:49
by Tamusia
აუ რა მგლების გასვლაა 8)


დასაფიქრებელია...

ტაბაწყური(14-15-16 მაისი)

Posted: 13 მაი 2010, 14:58
by burdiani
აუჰ 13 ში ანუ დღეეს? :(

ტაბაწყური(14-15-16 მაისი)

Posted: 13 მაი 2010, 15:44
by GT.ge
ჩვენ მივდივართ და გზაში დაგვეწიეთო? :D :)

საინეტერესო გასვლა ჩანს... 3 დღიანი შვებულების ფუფუნება სადაა. :(

ტაბაწყური(14-15-16 მაისი)

Posted: 13 მაი 2010, 15:48
by rifi
ისე ესეთი თავზეხელაგებული ლაშქრობები ცოტა თბილ ამინდებში არ ჯობია? შარშან ამ დროს ცხრაწყაროზე თოვლი იდო, თან ქცია-ტაბაწყური ზაფხულში გაცილებით ლამაზია, მოიცადეთ ცოტა :):)

ტაბაწყური(14-15-16 მაისი)

Posted: 13 მაი 2010, 18:49
by teo-
GT.ge
აუ შემშლიააააააააააააა
ხვალა გავდივართ

ტაბაწყური(14-15-16 მაისი)

Posted: 13 მაი 2010, 19:34
by teo-
zura N. wrote::? :( :cry: :cry: :cry:

პ.ს. ისე 14-15-16 ხო არ უნდა დაგეწერა? აბა დაფიქრდი... :roll: :wink:
შენზე კვირას ჩამოვაო ჯონიმ თქვა

ტაბაწყური(14-15-16 მაისი)

Posted: 13 მაი 2010, 19:49
by GAMARJOBA SAKARTVELO
ბაკურიანი (კოხტადან)-მიტარბი-ტაბაწყური 1 გზა 18 კმია.
ცოტა ადრე რომ მცოდნოდა თქვენი წასვლის ამბავი, იქაურებთან ფოტოებსა და მცირეოდენ ქართულ ტკბილეულს გაგატანდით.
სიმართლე ვთქვა, ბევრგან ჯერ კიდევ დიდი თოვლია და იქ სიარული ძნ დაგღლით.
თუმცა, იმედია, გადალახავთ დაბრკოლებებეს.
ისე კი, ბაკურიანი-ტაბაწყური სალაშქროდ მკათათვე-ენკენისთვის შუალედში მომწონს.
კეთილი ლაშქრობა

ტაბაწყური(14-15-16 მაისი)

Posted: 13 მაი 2010, 20:31
by teo-
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ბაკურიანი (კოხტადან)-მიტარბი-ტაბაწყური 1 გზა 18 კმია.
ცოტა ადრე რომ მცოდნოდა თქვენი წასვლის ამბავი, იქაურებთან ფოტოებსა და მცირეოდენ ქართულ ტკბილეულს გაგატანდით.
სიმართლე ვთქვა, ბევრგან ჯერ კიდევ დიდი თოვლია და იქ სიარული ძნ დაგღლით.
თუმცა, იმედია, გადალახავთ დაბრკოლებებეს.
ისე კი, ბაკურიანი-ტაბაწყური სალაშქროდ მკათათვე-ენკენისთვის შუალედში მომწონს.
კეთილი ლაშქრობა
არვიცი შეილება ორივეგზა იგულისხმა ჯონიმ, იქ გაზრდილია და მეეჭვება რამე შეშლოდა :)
აუცილებლად გადავლახავთ ყველა დაბრკოლებას:*

ტაბაწყური(14-15-16 მაისი)

Posted: 13 მაი 2010, 22:48
by baqo
ჩვენ წავალთ დიდიველის გავლით, 6 კილომეტრი მოაკლდება, ცოტა თოვლშიც მოგვიწევს სიარული , შეგვიძლია მცივანაზე ავიდეთ და მერე დავეშვათ, ხვალ შემოგთავაზებთ ყველა მარშუტს და თქვენ აირჩიეთ
Image
ქციას გადავკვეთავთ და დაბლა რო გზა ჩანს მანდ უნდა დავეშვათ.