Page 1 of 13

ტაო-კლარჯეთი, სუმელა და აია სოფია, 14-16.05.2010

Posted: 10 მაი 2010, 23:33
by GAMARJOBA SAKARTVELO
უ1ლესად, აღვნიშნავ, რომ ეს არ არის კომერციული გასვლა.
ჰოლო, არაკომერციული გასვლის თაოსნები Nini_A და მე გახლავართ.
2010 წლის 14 ვარდობისთვეს, საღამოს 10.29ზე შევიკრიბებით
სასტუმრო :ივერია-რედისონთან:
და გეზს ისტორიული საქართველოსკენ ავიღებთ, კერძოდ, ტაო-კლარჯეთისკენ.
ვნახავათ ოშკის ტაძარს, ხანძთა-ოპიზას, ვაჩეძორს, რომელიც უსამართლოდ არ შედის ბევრ ტურისტულ გასვლაში.
ასევე, ვეწვევით სუმელასა და ტრაპიზონის აია სოფიას.
დროის შემთხვევაში, სხვა ქართულ ძეგლებსაც შევიტანთ.
წავალთ ბათუმით და ალბათ, ვალეთი დავბრუნდებით. თუ არადა, ისევ ტრაპიზონით.
ყველა შემთხვევაში, კვირა-2შაბათის ღამეს შინ ვიქნებით.

ეს გასვლა ცოტა უჩვეულოც არის.
კერძოდ, მონაწილეთა მიერ გადაღებული ოშკისა და ხანძთის ტაძრის ფოტოებით საქართველოში
მოეწყობა გამაფრთხილებელი ხასიათის გამოფენა და საზოგადოებას ვაჩვენებთ და მოვუთხრობთ
2 ძეგლის - ოშკისა და ხანძთის მძიმე ყოფის თაობაზე.
ჩემი სურვილია, რომ მთელი საზოგადოების ყურადღება მივიქციოთ, რომ იმავე ოშკის პრობლემა განცხადებებად არ დარჩეს.
ხანძთას რაც შეეხება, მისი გუმბათი მძიმე მდგომარეობის გამო, სულ უფრო და უფრო პატარავდება.
საგამოფენო პერიპეტიებზე ამ თემაში, მოდით, დიდად ნუ ვისაუბრებთ.
სხვა თემის საგანია.

ტაო-კლარჯეთი, სუმელა და აია სოფია, 14-16.05.2010

Posted: 10 მაი 2010, 23:55
by GAMARJOBA SAKARTVELO
ახლა კი პირობეზე:
წავალთ პარასკევს, ვარდობისთვის 14ში ბათუმით.
დილით ტრაპიზონში ჩაის დავლევთ. შემდეგ სუმელასა და აია სოფიას ვნახავთ.
იმევე დღეს ქართული ძეგლების სანახავად გავეშურებით და ვითარების მიხედვით, ან
ახალთაში (იუსუფელის ქართული სახელი) გავათევთ ან ართვინში.
ამ საკითხებზე ნინი არაბული დაგველაპარაკება.
ასევე, გვეტყვის, კვების საკითხი როგორ იქნება.
1ლი დღის საკვები ჩვენ აქედან უნდა წავიღოთ.
ტური 2 ღამისა და 2 დღისგან შედგება.
1ლ ღამეს, თბილისი-ბათუნი-ტრაპიზონის მონაკვეთს მინიბუსში გავათევთ.
შაბათს ღამით კი სასტუმროში.
კვირას თბილისისკენ გამოვემგზავრებით.
ფასს რაც შეეხება - არაუმეტეს 150 ლარისა კაცზე. შედის მძღოლისა და სასტუმროს ფასები.
აია სოფიასა და სუმელაში საჭიროა ბილეთი. 3-8 ლირის ფარგლებშია.
სასურველია, გასვლაში თან ვიქონიოთ აშშ-ის დოლარი. ზოგან ლარსაც ახურდავებენ.
კვირა რომ ღამდება და 2შაბათი, ანუ ვარდობისთვის 16 რომ დაიწყება, თბილისში ვიქნებით.
თუ 15ნი წავედით, წესით, გასვლის საფური 20 ლარით შემცირდება

ტაო-კლარჯეთი, სუმელა და აია სოფია, 14-16.05.2010

Posted: 11 მაი 2010, 00:01
by GAMARJOBA SAKARTVELO
2ოდე სიტყვა მეგზურეც (სიტყვა გიდი არ გამაგონოთ) - გარდა
იმისა, რომ ნინი_ა, მეც და სხვებიც არა1ხელ ვართ
ნამყოფი, მძღოლსაც შემოუვლია იქაურობა.
ამიტომ, 1მანეთის მეგზურნი ვიქნებით.
არ დავიკარგებით.

ტაო-კლარჯეთში წამომსვლეთა სია:


1. Nini_A
2-5. GAMARJOBA SAKARTVELO და მისი 3 +, ფრანსისი, ალექსანდრე, მარიუსი.
6. ...

ტაო-კლარჯეთი, სუმელა და აია სოფია, 14-16.05.2010

Posted: 11 მაი 2010, 00:08
by GAMARJOBA SAKARTVELO
მიიღება შენიშვნები და მოსაზრებები.
შემოგვი1დით აქაც და გამოფენაზეც, რომელიც, სავარაუდოდ, დამოუკიდებლობის დღესასწაულის
ფარგლებში თბილისის გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიამართება.
ვნახოთ, რა გამოვა.
ენთუზიაზმი გვაქვს.

ტაო-კლარჯეთი, სუმელა და აია სოფია, 14-16.05.2010

Posted: 11 მაი 2010, 00:14
by Nini_A
მონატრებულ კარავს სალამი, გოგამ ამ გასვლის შესახებ რომ დამირეკა ვგეგმავო ძალიან გამეხარდა, ულამაზესი დღე მქონდა, ვიყავი ბათუმის ტურიზმის გამოფენაზე (კოლეგებთან და მეგობრებტან ერთად), ვნახე ჩვენი უსაყვარლესი ლინდა ისიც მონაწილე იყო, დამირეკა გოგამ და ასევე ამ დღეს გათამაშებაში მოვიგე ორი ავია- ბილეთი

ეს ყველაფერი დავწერე რადგან მიხარია და მიხარიხართ.

რაც შეეხება ამ გასვლას, გოგამ თითქმის ყველაფერი ამომწურავად დაწერა როგორც სჩვევია ხოლმე, რაც შეეხება სასტუმროს უკვე დაჯავშნილია სასტუმრო აგარა პარხლის ხეობაში, ასევე დავჯავშნი სასტუმრო ართვინში რომ ვერ მოვასწროთ დროული დაბრუნება ხანძთიდან ახალთაში ანუ იუსუფელში. (ტავი დავიზღვიოთ მაინც)
სასტუმრო ღირს 20 დოლარი ორჯერადი კვებით (ვახსამი და საუზმე).
ბილეთები მცირე აია-სოფიაში და სუმელაში როგორც უკვე დაწერა გოგამ 3 და 8 ლირა, რაც შეეხება ტრანსპორტირებას ხარჯს ყველა თანაბრად გავიყოფთ.
საბოლოოდ კი ხარჯი 110 ლარიდან 150 ლარამდე იქნება.

სხვა ყველაფერი უკვე გარკვევით და ამომწურავად იქნა დაწერილი.
მიხარია თქვენტან ერთად უძველს ქართულ მიწაზე მოგზაურობა
:lol:

ტაო-კლარჯეთი, სუმელა და აია სოფია, 14-16.05.2010

Posted: 11 მაი 2010, 00:19
by Nini_A
1. Nini_A
2-5. GAMARJOBA SAKARTVELO და მისი 3 +, ფრანსისი, ალექსანდრე, მარიუსი.
6-8. ნინი_ა + ები
9...

ტაო-კლარჯეთი, სუმელა და აია სოფია, 14-16.05.2010

Posted: 11 მაი 2010, 00:23
by GAMARJOBA SAKARTVELO
Nini_A wrote:უკვე დაჯავშნილია სასტუმრო აგარა პარხლის ხეობაში
რადგან ღამეს პარხალის ხეობაში ვათევთ, ბარემ, პარხალიც ვნახოთ.
მე ნამყოფი ვარ. თუმცა, დაკეტილი კი დამიხვდა.
პარხალის, ისევე, როგორც ვაჩეძორის ნახვით იმათაც დავაინტერესებთ, ვინც ტაო-კლარჯეთში უკვე იყო,
ნახა ოშკი-ხანძთა (სხვაც, ცხადია) და ესენი კი ჯერ კიდევ სანახავი აქვთ.

ტაო-კლარჯეთი, სუმელა და აია სოფია, 14-16.05.2010

Posted: 11 მაი 2010, 00:29
by GAMARJOBA SAKARTVELO
მგონი, ნაია და მთაშენკა აპირებენ წამოსვლას.
თუ წამოსვლას დაგეგმავენ, თავად ჩაეწერებიან.
აქვე დავძენ, რომ გასვლის ხასიათიდან გამომდინარე, არ მიიღება სიაში კითხვის ნიშნებითა თუ %ენბით ჩაწერა.
+ების მხრივ შეზღუდვა არ არის.
ბევრი მსურველის შემთხვევაში, მე2 მინიბუსი დაემატება.

ტაო-კლარჯეთი, სუმელა და აია სოფია, 14-16.05.2010

Posted: 11 მაი 2010, 09:19
by Naia
რა თქმა უნდა მოვდივარ!

1. Nini_A
2-5. GAMARJOBA SAKARTVELO და მისი 3 +, ფრანსისი, ალექსანდრე, მარიუსი.
6-8. ნინი_ა + ები
9. ნაია
10. ?

ტაო-კლარჯეთი, სუმელა და აია სოფია, 14-16.05.2010

Posted: 11 მაი 2010, 09:37
by Mta Mkvarebia
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:მგონი, ნაია და მთაშენკა აპირებენ წამოსვლას.
..
მართლა ავენთე გოგა მაგ იდეით, მიუხედავად იმისა რომ 1 თვის წინ ვიყავი მაგ მხარეში. მაგრამ ახლა ისეთი სიტუაცია მაქვს, ჯობია ქალაქიდან 2 დღიანი გასვლებისგან (მით უმეტეს ასე შორს), თავი შევიკავო.

მშვიდობიან და ნაყოფიერ მოგზაურობას გისურვებთ :D .

ტაო-კლარჯეთი, სუმელა და აია სოფია, 14-16.05.2010

Posted: 11 მაი 2010, 10:58
by GAMARJOBA SAKARTVELO
Mta Mkvarebia wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:მგონი, ნაია და მთაშენკა აპირებენ წამოსვლას.
..
მართლა ავენთე გოგა მაგ იდეით, მიუხედავად იმისა რომ 1 თვის წინ ვიყავი მაგ მხარეში. მაგრამ ახლა ისეთი სიტუაცია მაქვს, ჯობია ქალაქიდან 2 დღიანი გასვლებისგან (მით უმეტეს ასე შორს), თავი შევიკავო.

მშვიდობიან და ნაყოფიერ მოგზაურობას გისურვებთ :D .
არაფერია მთაშენკ.
იმედია, სხვა დროს ისევ ნახავ ქართულ ტაო-კლარჯეთს

ტაო-კლარჯეთი, სუმელა და აია სოფია, 14-16.05.2010

Posted: 11 მაი 2010, 11:20
by marishka
ველოდებოდი ამ თემის გახსნას , რათა დეტალების შესახებ დაწვრილებით გამეგო.
სიამოვნებით და სიხარულით მოვდივარ!!!
აქამდე არასდროს ვყოფილვარ ტაო-კლარჯეთში.

ტაო-კლარჯეთი, სუმელა და აია სოფია, 14-16.05.2010

Posted: 11 მაი 2010, 11:22
by marishka
1. Nini_A
2-5. GAMARJOBA SAKARTVELO და მისი 3 +, ფრანსისი, ალექსანდრე, მარიუსი.
6-8. ნინი_ა + ები
9. ნაია
10. მარიშკა

ტაო-კლარჯეთი, სუმელა და აია სოფია, 14-16.05.2010

Posted: 11 მაი 2010, 11:32
by GAMARJOBA SAKARTVELO
marishka wrote:ველოდებოდი ამ თემის გახსნას , რათა დეტალების შესახებ დაწვრილებით გამეგო.
სიამოვნებით და სიხარულით მოვდივარ!!!
აქამდე არასდროს ვყოფილვარ ტაო-კლარჯეთში.
რადგან 1ლად მოდიხარ, ტაო-კლარჯეთის დაუვიწყარი განცდები შეგექმნება

ტაო-კლარჯეთი, სუმელა და აია სოფია, 14-16.05.2010

Posted: 11 მაი 2010, 11:53
by SHORENA
ამაზე კარგ დროს და საინტერესო ხალხთან ერთად როდის მოვხვდები ტაო-კლარჯეთში, ხოდა ვეწერები :)

1. Nini_A
2-5. GAMARJOBA SAKARTVELO და მისი 3 +, ფრანსისი, ალექსანდრე, მარიუსი.
6-8. ნინი_ა + ები
9. ნაია
10. მარიშკა
11. შორენა