წინანდალი-ჭიკაანი- ძველი გავაზი, 09.04.2010

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
წინანდალი-ჭიკაანი- ძველი გავაზი, 09.04.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 02 აპრ 2010, 00:25

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმში, 7 იგრიკას,
ხარება დღეს, ცნობილი მხატვრის სალვადორ დალის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
წარმოდგენილი იქნება ვენაში დაცული ლითოგრაფია და ქანდაკება.
9ში, დასვენების დღეა და გავემგზავროთ.
ჭავჭავაძის მუზეუმი საქართველოში 1-1 საუკეთესო და მდიდრულია ბაღებით.
ასეთი დიდი დეკორატიული ბაღი, ჩვენში არც მეგულება.
ცხადია, თბილისისა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღებს არ ვგულისხმობ.
ცოტა ხნის წინათ მუზეუმი განახლდა და უკეთესადაც მოეწყო.
დალის ნამუშევრებთან 1ად მასაც დავათვალიერებთ.
ამის შემდეგ, ველისციხის გავლით ყვარლის რაიონში გადავინაცვლებთ და ჭიკაანისა და
ძველი გავაზის (ახლანდელი ახალსოფელი) ეკლესიებს ვნახავთ.
ძველი გავაზის ეკლესია 1-1 უძველესია საქართველოში.
ის მე6 საუკუნეში აიგო და ღვთისმშობლის სახელს ატარებს.
ლეკებმა ტაძარი ააოხრეს, მაგრამ მე19 საუკუნეში თავადმა ივანე ამილახვარმა აღადგინა, სოფელიც გამოაცოცხლა,
ახალსოფელიც ამის შემდეგ ეწოდა.
ის სწორედ ჭიკაანის მეზობლად მდებარეობს.
თავად ჭიკაანში თომა მოციქულის ტაძარი დგას.


შეკრების დრო და ადგილი:
9 იგრიკა, 2010
08.28 სთ
სასტუმრო :ივერიის: წინამდებარე მოედანი

ფასი:
მინიბუსის ფასი 200 ლარი
თანხა მგზავრებზე თანაბრად გადანაწილდება.
ჭავჭავაძის მუზეუმში შესასვლი ბილეთის სავარაუდო ფასი 3 ლარია

მინიბუსში მგზავრთა ტევადობა:
20

გასავლელი მანძილი:
მინიბუსით - 324 კმ
ფეხით - მცირე

ამინდი:
თბილი, ცვალებადღრუბლიანი ამინდი. შესაძლებელია ხანმოკლე მსუბუქი წვიმა

აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები:
საკუთარი საგზალი, არა1ჯერადი პირადი ჭურჭელი (უმაგისოდ არ დაგინახოთ), მუზეუმისთვის
შესაფერისად ჩაცმა. ყოველ შემთხვევაში, თან იქონიეთ საწვიმარი ლაბადა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Nini_A
იეტი
Posts: 1062
Joined: 05 აგვ 2008, 17:11
Location: GEORGIA
წინანდალი-ჭიკაანი- ძველი გავაზი, 09.04.2010

Post by Nini_A » 02 აპრ 2010, 00:34

ვაა გოგა ყოჩაღ, სად ხარ და მაინც ახერხებ კარავული გასვლს დაგეგმვას

მე მოვდივარ, მომიხარია :D
Vouloir c' est Pouvoir! :-)

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
წინანდალი-ჭიკაანი- ძველი გავაზი, 09.04.2010

Post by teo- » 02 აპრ 2010, 00:38

ვა გოგა დღეს ვფიქრობდი იდეებში გახსნას წინანდალითქო :))
მომენატრა სიყვარულის ბაღი :D
დიდი სურვილი მაქვს წამოსვლის
შენც მომენატრე გოგაააააააააააა
არა ექსკურსიას! Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
წინანდალი-ჭიკაანი- ძველი გავაზი, 09.04.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 02 აპრ 2010, 00:39

ახლა კი, სია შევადგინოთ.
წინ სასიამოვნო გასვლა გველის.
მიიღება და განიხილება შენიშვნები და მოსაზრებები.
ყვარლის რაიონი ძეგლებით მდიდარი მხარეა.
თუ დრო გვექნება, რომელიმე საინტერესო ძეგლს ვნახავთ.
თუმცა, აქედანვე გეტყვით, გრემი-შილდა-ნეკრესი არ იქნება, რადგან მათ ნახვას სხვა გასვლაში მოვიაზრებ.
გავაზთან ახლოს სოფელი კუჭატანია და შეგვიძლია, შევიაროთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
წინანდალი-ჭიკაანი- ძველი გავაზი, 09.04.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 02 აპრ 2010, 00:40

Nini_A
teo-
მონატრებულ ხალხს დიიიიიიიიიიიდი გამარჯობა.
იმედია, წამოსვლას შეძლებთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
წინანდალი-ჭიკაანი- ძველი გავაზი, 09.04.2010

Post by qvevri » 02 აპრ 2010, 09:37

მე სწორედ მაგ დღეს კახეთში ვიქნები წასული, თორებ ამ დიდებულ შანსს ხელიდან არ გავუშვებდი...
ძველი გავაზის (რომელსაც ამხანად ახალსოფელი ქვია) გზაზე, არის არაერთი საინტერესო ისტორიული ძეგლი და იმედი მაქვს ყველას მოინახულებთ.
ალბათ თქვენც დააკვირდებით და მიხვდებით, მაგრამ მე მაინც მინდა ვთქვა, რომ გავაზის გზა, რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენს ალაზნის ველიდან ასახვევს, ძალიან წააგავს კახის (ჰერეთი) გზას... იქაც სწორედ ასეა მისასვლელი, ქვემოდან იწყება ასახვევი და მერე კავკასიონის ქედისაკენ მიემართება დიდი და სწორი, რამოდენიმე კილომეტრიანი აღმართი.
ერთადერთხელ ვარ ამ ადგილას ნამყოფი და დიდათ მომეწონა.მომეწონა სოფელი გავაზის (ახალი გავაზი) საუცხოო აივნებიანი სახლები, მაგრამ სურათები ვერ გადავიღე და გული მწყდება და განსაკუთრებით კი გამახარა ძვ. გავაზის ტაძრის ეზოში ზედაშეების სიმრავლემ...
ერთი საინტერესო ცნობა, რომლისთვისაც (და არა მარტო) მე ძველ გავაზში კვლავ ვაპირებ დაბრუნებას: მოგეხსენებათ საქართველო პურისა და ვაზის ქვეყანაა, მაგრამ ჩვენში არა მარტო ეს კულტურები არამედ სხვა ბევრი კულტურაცაა ენდემური! ვარაუდობენ, რომ კომშის წარმოშეობა კავკასიას და კერძოდ საქართველოს ტერიტორიას უკავშირდება და ამიტომაც ჩვენში, როგორც კომშის ისე ზოგადად ხილის ბევრი აბორიგენული ჯიში მოიპოვება. ხოდა თურმე არსებობდა კომშის ერთი ძალიან მშვენიერი ჯიში "გავაზური". ამავე სახელს უკავშირდება კახური წითელწურძნიანი ვაზის მცირედ გავრცელებული ჯიშიც, მაგრამ ამ ეტაპზე მე კომშის ჯიშ "გავაზურითა" ვარ დაინტერესებული, რადგან ეს ჯიში გადაშნების პირასაა მისული და თუ თქვენ მოსახლეობაში მოგიწევთ გავლა-გამოვლა იქნება გაიკითხოთ ამის შესახებ :?: თუკი რაიმე ხელმოსაკიდს იპოვით მე დაუყოვნებლივ დავადგები გზას ამ მახრეში.
და მექნება მეორე თხოვნა: ჭიკაანის წმ. თომა მოციქულის სახელობის ტაძარი ცოტა არ იყოს შეჭირვებულ მდგომარეობაშია, მოძღვარი შორიდან მოდის (თუ არ ვცდები რუსთავიდან) და მოკლედ როგორც მე ჩემივე ხანმოკლე ვიზიტის დროს შევატყვე უჭირთ და თუ საშუალება გექნებათ დიდი სანთლები შეიძინეთ და დაანთეთ, ეს ტაძარს ძალიან წაადგება. დანარჩენი თქვენ იცით.
თუ მოხდა ისე, რომ ჩემი კახეში წასვლა რაიმე მიზიზით გადაიდო მაშინ რა თქმა უნდა თქვენს გვერდში ვიქნები.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
წინანდალი-ჭიკაანი- ძველი გავაზი, 09.04.2010

Post by ლეონტი » 02 აპრ 2010, 10:32

qvevri wrote: მოგეხსენებათ საქართველო პურისა და ვაზის ქვეყანაა, მაგრამ ჩვენში არა მარტო ეს კულტურები არამედ სხვა ბევრი კულტურაცაა ენდემური! ვარაუდობენ, რომ კომშის წარმოშეობა კავკასიას და კერძოდ საქართველოს ტერიტორიას უკავშირდება ....
და დავამატებ უკანასკნელ მა კვლევებმა ცხადყო , რომ თურმე ამბროზია, სწორედ საქართველოდან მოხვდა ამერიკაში, სადაც გაველურდა და მთელ მსოფლიოს მოედო.

User avatar
nataliko-nataliko
მაწანწალა
Posts: 702
Joined: 29 აგვ 2008, 21:32
Location: მზის და ვარდების მხარე
წინანდალი-ჭიკაანი- ძველი გავაზი, 09.04.2010

Post by nataliko-nataliko » 02 აპრ 2010, 12:45

მეც მაქვს სურვილი წამოსვლის :)
99,9 % მოვდივარ და უკვე მიხარია...
Last edited by nataliko-nataliko on 02 აპრ 2010, 12:50, edited 1 time in total.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
წინანდალი-ჭიკაანი- ძველი გავაზი, 09.04.2010

Post by guruli » 02 აპრ 2010, 12:50

ძალიან დიდი სურვილი მაქვს სალვადორ დალის ნახატების და ჭავჭავაძიაანთ ბაღის ნახვისაც. თუ მაგ დროისთვის გურიიდან დავბრუნდი, აუცილებლად წამოვალ. მართალია, 9-ში არ ვისვენებ, მაგრამ მაინც - მინდა მაქაობა!

nica-nica
ბოდიალა
Posts: 294
Joined: 06 მარ 2009, 00:52
წინანდალი-ჭიკაანი- ძველი გავაზი, 09.04.2010

Post by nica-nica » 02 აპრ 2010, 18:04

მეც ძალიან მომინდა წამოსვლა. იმედია იქამდე გამოვჯანმრთელდები და შემოგიერთდებით :)

User avatar
jaa
ბოდიალა
Posts: 102
Joined: 06 იან 2010, 13:06
Location: ყველგან, სადაც საქართველოა
წინანდალი-ჭიკაანი- ძველი გავაზი, 09.04.2010

Post by jaa » 02 აპრ 2010, 23:30

ვაიმეე არ მჯერა! ჩემი სათაყვანებელი სალვადორ დალი! ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი რომ მის ნამუშევრებს ორიგინალში საქართველოში ვნახავდი, მე რათქმაუნდა მოვდივარ


Nini_A
teo-
jaa

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
წინანდალი-ჭიკაანი- ძველი გავაზი, 09.04.2010

Post by Tamusia » 03 აპრ 2010, 13:12

სავარაუდოდ წამოვალ

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
წინანდალი-ჭიკაანი- ძველი გავაზი, 09.04.2010

Post by Archil » 03 აპრ 2010, 15:29

Code: Select all

არა1ჯერადი პირადი ჭურჭელი
ეს რაღა ტერმინია

მრავალჯერადი გამიგია და არაერთჯერადი კიდევ რაღაც ძალით შექმნილია..
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
წინანდალი-ჭიკაანი- ძველი გავაზი, 09.04.2010

Post by Hereti » 03 აპრ 2010, 15:31

ე.ი 9-ში ორი გასვლაა? :D

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
წინანდალი-ჭიკაანი- ძველი გავაზი, 09.04.2010

Post by Archil » 03 აპრ 2010, 15:34

Hereti

ლაშქრობის სეზონზე კარავიდან ერთდროულად რამოდენიმე გასვლა ჩვეულებრივი მოვლენაა.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]