რამოდენიმე კარაველის სურვილიდან გამომდინარე შევადგინე სპციალური გეგმა "ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" აპირლში 8-9-10-11
ეს რიცხვები შეირჩა რამოდენიმე მიზეზის გამო:
1. ყველაზე მნიშვნელოვანი ის რომ 9 აპრილი დასვენების დღეა ხოლო 10 და 11 შაბათ-კვირა, ამიტომაც სამსახურიდან თავის დაღწევა ერთი დღით ადვილია, მხოლოდ 8 აპრილის შვებულებაა საჭირო, რაც ადვილად მისაღწევია. (გამონაკლისი სამუშაოების გარდა).
2. 5 აპრილს ორშაბათს "მადლმოსილი ცეცხლი" უკვე თბილისში იქნება ჩვენ ამ ცეცხლს ტაო-კლარჯეთში ჩავიტანთ და მიტოვებულ ეკლესიებში მოვატარებთ (იგეგმება ასევე მამოს წამოყვანა, როგორც ხანძთელობას ოქტომბერში)
3. და ა.შ.
ფოტოები გამოყენებულია ჩემს მიერ მოწყობილი 2009 წლის ტურებიდან.
ეს ტური შევეცდები აგიღწეროთ ვირტუალურადაც
ტურის ფასია 200$ (350 ლარი)
ასევე მხოლოდ იმ კარაველებს ვისაც აქვს სურვილი მაგრამ საკმარისი საშუალება არა, ეს ტური TBC ბანკის ერთ წლიანი განვადებით თვეში 36,16 ლარად.
ფასში შედის:
კომფორტული მგზავრობა;
მეგზურის მომსახურება;
სასტუმრო ორჯერადი კვებით;
სამოგზაურო დაზღვევა; (ალდაგი ბი-სი-აი)
ადგილობრივი მოსაკრებელი; (ტრაპიზონში (აია სოფია; სუმელა....))
ამ ტურის მოკლე გეგმა:
1 დღე
გასვლა დილის 6 საათზე
საზღვრის გადაკვეთა 10:00
ქაჯთა ციხე (შაითან კალე) & პიკნიკი 12:00
ბანა
იშხანი
იუსუფელში გასეირნება
სასტუმრო "აგარა" & ვახშამი
2 დღე
საუზმე 9:00
პარხალი
ოთხთა
ხახული
ოშკი
ჩანჩქერი
სურვილის შემთხვევაში იუსუფლში გაჩერება
სასტუმრო & ვახშამი
3 დღე
დილით ბარგის ჩალაგება & საუზმე 9:00
არტანუჯი
ჯოჯოხეთის კანიონი
ტბეთი
ხაძთა
ოპიზა
დოლისყანა
ართვინი "კარაჰანი" & ვახშამი
4 დღე
საუზმე 9:00
უზუნგულის ტბა
სანტა ჰარაბელერი
სუმელა
აია სოფია
ტრაბზონის ცნობილი სავაჭრო ცენტრი "Forum Trabzon"
ქემელ-ფაშა
სარფი
ბათუმში აჭარული ხაჭაპურები
ეხლა კი ვირტუალური.
1 დღე
თბილისიდან გავალთ 6 საათზე.
დაახლოებით 10 საათზე ვალეს საბაჟოს გადაკვეთა.

12 საათზე ქაჯთა ციხე იგივე შაითან კალე.

იქვე პიკნიკი და გეზის აღება ბანასკენ....
გზა.... გზა სოფლებს შორის.... გზა.....

კლდეებს შორის რამოდენიმე კილომეტრი

და რამოდენიმე საათის შემდეგ როგორც იქნება გზიდან გამოჩნდება ბანა, რომლის დანახვაზე არა მარტო ქართველს ვისაც ნანახი აქვს თუ როგორი იყო ცრემლი მოადგება და ქართველს კი გულზე დააწვება თუ რა დავკარგეთ და რა გადავეცით თურქებს......

ბანა ახლოდან

ბანა შიგნიდან

შემდგომ გეზს ავიღებთ იშხნისკენ რომელიც იქვე მდებარეობს.
იშხნის გზა რომელსაც ავივლით

იშხნის უდაბნო

იშხანი


იშხნის პირველი წარწერა

იშხნის მეორე წარწერა

იშხნის მესამე წარწერა

შემდგომ გამომგზავრება ქალაქ იუსუფელში, გასეირნება და პატარა შოპინგი დოლარების თურქულ ლირაზე გადაცვლა.




ყველაფრის დასრულების შემდეგ გავემართებით პარხალის ხეობაში სადაც ჩვენი სასტუმრო მდებარეობს "აგარა აპართ"

ვახშამი

და სურვილის შემთხვევაში ოთახში დასვენება ან საკალმახეებისა და იქაურობის დათვალიერება.

და ესე ტკბილად დამთავრდა ჩვენი პირველი დღე ვიძინებთ და ვთანხმდებით დილით 9 საათზე, რომ ყველა მზად იყოს საუზმისთვის.
2 დღე
დილით 9 საათზე საუზმე და გავემართებით პარხლისკენ.

რადგანაც სასტუმრო პარხალის ხეობაში მდებარეობს პარხალში მალევე მივალთ.



შემდგომ გეზს ავიღებთ ოთხთასკენ გზათ ვნახავთ კავკასიძეების ციხეს

ოთხთა



ოთხთის შემდგომ ჩვენი გზა ხახულისკენ გაგრძელდება
ხახული





ხახულიდან ოშკში
ოშკი






ოშკიდან თორთუმის ჩანჩქერში შევივლით




ამითი დასრულდება ჩვენი 2 დღე, ჩვენთვის ნაცნობ იუსუფელში სურვილის შემთხვევაში შევჩერდებით და სასტუმროში დავბრუნდებით
დაბრუნების შემდგომ ვახშამი და 2 დღის შეჯამება.
3 დღე
დილით ბარგის ჩალაგება, 9 სთ-ზე საუზმე და კლარჯეთისკენ გამომგზავრება
როგორც ჩვენთვის ცნობილია კაშხლის მშენებლობის გამო ართვინის გზა ორ-ორი საათით იკეტება და 30 წუთით იღება, ამიტომაც მეტი კომუნიკაბელურობა გვამრთებს ამ დღეს.
პირველი რასაც ვნახავთ ეს არის არტანუჯი
არტანუჯისკენ მიმავალი გზა

ქალაქი არტანუჯი

არტანუჯზე ასასვლელი გზა

არტანუჯი

პეტრე-პავლეს ეკელსიის ნანგრევები

არტანუჯის გალავანი

არტანუჯელი კალია

ჩვენი გზა შემდგომ "ჯოჯოხეთის კანიონში" მიდის


აქედან ტბეთში
ტბეთი სოფელი ჯევიზლი




ტბეთიდან დიდებულ ხანძთაში

ხანძთის წყარო

ხანძთის სამრეკლო

2009 ხანძთელობას მოწყობილი მოლოცვა, მამაომ პარაკლისი გადაიხადა.......


ხანძთიდან მეზობელ ოპიზას ვესტუმრებით



ოპიზიდან ართვინისკენ გავემართებით და მოსწრების შემთხვევაში დოლისყანასაც მოვილოცავთ. (თუ არ დაგვაღამდა)
დოლისყანა



ჩვენი მესამე დღის გეგმაც დამთავრდა ართვინისკენ სასტუმრო "კარაჰან"-ში მივემართებით
სასტუმრო "კარაჰანი"


ყველას გასაღებებიი დაგირიგდებათ და 1 საათში სავაღშმოდ შევიკრიბებით

ესეც ჩვენი მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში ამით დასრულდა ხვალ გავემგზავრებით დილიდანვე ტრაპიზონში
4 დღე
დილით 9 საათზე საუზმე და მივემართებით ტრაბზონისკენ.
ჩავდივართ ქალაქ რიზეში და არმისული ტრაბზონამდე გადავუხვევთ სანტა ჰარაბელერის სამონასტრო კომპლექსისკენ
გზად გავივლით და შევჩერდებით უზუნგულის ტბასთან

და მივალთ სანტა ჰარაბელერში




აქედან ვეწვევით სუმელას





სუმელადან აია სოფიაში







აქედან კი ექსკურსიით კმაყოფილები გავემართებით ტრაბზონის ცნობილ სავაჭრო ცენტრში "Forum Trabzon"



შემდგომ სარფის სასაზღვრო გამშვები პუნკტი

და ბოლოს ბათუმში აჭარული ხაჭაპურები

ნასიამოვნები გამოვემგზავრებით თბილისში.
პატივისცემით
მუდამ თქვენი
იკა-ბებო
ველი თქვენს რჩევებსა და შენიშვნებს