Page 1 of 3
20.02.2010 დავათიდან ახატანში
Posted: 18 თებ 2010, 18:22
by Gvalva
რამდენი ხანია დავათიდან ახატანში გადასვლა გვინდა
ხან ზაფხულში, ხან ზამთარში დავათში ასვლისას...
ხოდა ეხლა წავედით
მდგომარეობა ასეთია (ცუდით დავიწყოთ თუ კარგით

)
1. გზა არ ვიცით
2. თოვლი იქნება (ეს ზოგისთვის ცუდია, ზოგისთვის კარგი)
3. მწვადს შევწვავთ
4. (მთავარი, რამაც ეს გასვლა შთამაგონა

) დღეს ფეხის თითების გასათბობები ჩამომივიდა

, ამ საკითხზე ბევრი კითხვები არ დამისვათ ჯერ არ ამიღია, ხვალ ავიღებ და ზეგ თან წამოვიღებ და იქ გავიგებთ რა არის, ეხლა არც მე ვიცი
ვიკრიბებით 20 თებერვალს, შაბათს, სამთო ქიმიათან დილის 9 საათზე
მივდივართ დავათში, იქედან გადავდივართ ახატანში (თუ ვიპოვეთ

) შევწვავთ მწვადს, მოგავკითხებს სამარშუტო და წამოვალთ
სამარშუტო 19-20 ადგილიანია, ითხოვს 130 ლარს, გათბობა აქვს, კითხვაზე დავათი იცი სად არის? პასუხობს "მა რა!" (ასევე ახატანზეც

), ასე რომ ჩვენ თუ ვერ ვიპოვით ახატანს მძღოლი მაინც იპოვის

20.02.2010 დავათიდან ახატანში
Posted: 18 თებ 2010, 19:15
by ნინი_85
Gvalva
აუ, ლელა, ძააან მაგრად მინდა მარა შაბათს ვერანაირად ვერ მოვახერხებ,
არ შეიძლება კვირას რომ იყოს ?
.
20.02.2010 დავათიდან ახატანში
Posted: 18 თებ 2010, 19:19
by teo-
ლელაააააააააა
მიხარიხარ ამ ბოლოს რო გააქტიურდი
20.02.2010 დავათიდან ახატანში
Posted: 18 თებ 2010, 19:47
by Na-tia
მართალია, ახატანი არ ვიცი სად არის, დავათში კი მგონი ნამყოფი უნდა ვიყო, მარა წამოსვლა მინდა

ოღონდ თუ არ იწვიმებს რა

20.02.2010 დავათიდან ახატანში
Posted: 18 თებ 2010, 20:40
by Truli
იიი მე სავარაუდოთ 2-ის მერე მცალია....
20.02.2010 დავათიდან ახატანში
Posted: 18 თებ 2010, 21:07
by lama
Gvalva
ძალიან გამიხარდა და ....
დავფიქრდით მე და ირმუნელა....
ვნახოთ?????
20.02.2010 დავათიდან ახატანში
Posted: 18 თებ 2010, 22:23
by lilika
კარგი აზრია მაგრამ სამწუხაროდ მეც არ მცალია შაბათს, კვირას ალბათ მეც მეცლება.
20.02.2010 დავათიდან ახატანში
Posted: 18 თებ 2010, 22:34
by pauna
Gvalva
აუ აუ ლელ არამგარია აუუ
ალაბთ წამოვალ ვეცდები ყველანაირად აუუუ მინდა
უი 20 შაბათია? ვაჰ
მაშინ 2 ჯერ უფრო მაგრა უნდა შავეცადო
20.02.2010 დავათიდან ახატანში
Posted: 18 თებ 2010, 23:30
by Gvalva
მოკლედ,
ვისაც აინტერესებს რა არის ყველა ველკომია
წამომსვლელების რაოდენობა რომ 20 გახდება მერე აღარ
ლამა, ირმუნიას თავი დაანებე, ეგ სამისო ლაშქრობა არაა

და შენ წამოდი გზა არ ვიცით

20.02.2010 დავათიდან ახატანში
Posted: 19 თებ 2010, 09:09
by nodarsho
ოხ, ეს შაბათი.... რა გახდა ეს შაბათი დღე...
კვირა-დღეს რას უწუნებ გვალვა-ლელა?
დავათიდან ახატანამდე, ცხადია ფეხით..
ხომ არ აცით, რამდენია ზუსტად?-5-7...?
ბილიკია? საურმე-სამარხილე გზაა?
არავინაა ნამყოფი?

20.02.2010 დავათიდან ახატანში
Posted: 19 თებ 2010, 10:45
by Ninukala
ლელ რა მაგარია.... ეხლა ქოჩოს ვკითხავ და მგონი რომ ორივე შემოგიერთდებით...

20.02.2010 დავათიდან ახატანში
Posted: 19 თებ 2010, 10:55
by Ninukala
უი შაბათია

, ამიტომ სამწუხაროდ ვერ...

20.02.2010 დავათიდან ახატანში
Posted: 19 თებ 2010, 11:08
by tamuna_gudarexi
ვაჰ-ვაჰ!
რა კარგი რამ დაუგეგმავს ლელას!
ერთი სამი წლის წინ მე და ნა-თია ახატანში ვიყავით...
ჭოპორტთან ჩამოვხტით სამარშრუტოდან და მერე რა გზით ვიარეთ, არ მახსოვს
იქნებ მოვახერხო წამოსვლა!
20.02.2010 დავათიდან ახატანში
Posted: 19 თებ 2010, 11:16
by Na-tia
tamuna_gudarexi wrote:ვაჰ-ვაჰ!
რა კარგი რამ დაუგეგმავს ლელას!
ერთი სამი წლის წინ მე და ნა-თია ახატანში ვიყავით...
ჭოპორტთან ჩამოვხტით სამარშრუტოდან და მერე რა გზით ვიარეთ, არ მახსოვს
იქნებ მოვახერხო წამოსვლა!
წამო რა, წამო

რაღაც ბევრი ვიბოდიალეთ მაშინ, მახსოვს

20.02.2010 დავათიდან ახატანში
Posted: 19 თებ 2010, 12:08
by guruli
ხვალ ბაკურიანში ვაპირებ წასვლას იმ ოლიმპიელის დაკრძალვაზე... თუ ვერ წავედი, შეიძლება წამოსვლა.
თუმცა მაგ მარშრუტზე წასვლა უფრო გაზაფხული-შემოდგომაზე მირჩევნია - ბევრად უფრო ლამაზია იქაურობა.
დავათიდან ახატანში გადმონასვლელი არც მე ვარ, მაგრამ დავათში ბოლოს რომ ვიყავით - გამყინვარებაში,

მაშინ ადგილობრივებს მაგ გზაზე ვკითხე და ეკლესიის ქვემოთ ტყეში რომ ბილიკი გადიოდა (რომლითაც სოფლიდან ადიხარ, მაგის გაგრძელებაა), იმაზე მითხრეს. ნუ, სამხიდიანებიც დადიან მაგ გზაზე, მაგრამ უფრო საურმე გზაა რა!