Page 1 of 2
17.01.10 გოზინაყი საგურამოს ბავშვთა სახლში
Posted: 07 იან 2010, 20:20
by saskva
მოკლედ რაშია ეხლა საქმე
როგორც შარშან წელსაც ვიყიდეთ საახალწლოდ გოზინაყის გასაკეთებელი მასალა თუმცა აბასთუმანში ჩასულებს გოზინაყი უკვე სუფრაზე დაგვხვდა, ასე რომ ნაყიდ თაფლსა და ნიგოზს სხვა გამოყენება მოვუძებნეთ, გადავწყვიტეთ საგურამოს ბავშვთა სახლში წავიდეთ და გოზინაყი გავუკეთოთ.
გავალთ კვირას, 17 იანვარს, 12 საათზე,
ვიკრიბებით სამთო ქიმიასთან, დაგვიანებებს არ ვართ
გავალთ მანქანებით, თუ ბევრნი შევიკრიბეთ ტრანსპორტს ვიქირავებთ ან სარეისოთი ვიმგზავრებთ
თუ ვინმეს სურვილი აქვს შეუძლია შემოწირულობის სახით თანხა, სათამაშოები, ტანისამოსი და ა.შ. წამოიღოს.
შეგიძლიათ კითხვებით PM-ში მომმართოთ
პს. მე გოზინაყის გაკეთება არ ვიციიიიიიიიიიი, ეგებ ვინმე მცოდნენ შეძლოთ წამოსვლა რააააააააა
სია:
1. saskva
2. saskva +
17.01.10 გოზინაყი საგურამოს ბავშვთა სახლში
Posted: 07 იან 2010, 20:43
by teo-
1. saskva
2. saskva +
3. მე თუ გუდაურში არ წავედი
17.01.10 გოზინაყი საგურამოს ბავშვთა სახლში
Posted: 07 იან 2010, 22:53
by paata_
წელს გოზინაყი არ მიჭამია

17.01.10 გოზინაყი საგურამოს ბავშვთა სახლში
Posted: 07 იან 2010, 23:28
by keto
paata_
უიმე ეგ რათ მოგსვლია?
სიამოვნებით შემოგიერთდებოდით, თუმცა ჯერ ზუსტად არ ვიცი
17.01.10 გოზინაყი საგურამოს ბავშვთა სახლში
Posted: 08 იან 2010, 10:37
by del
არც მე არ მიჭამია

17.01.10 გოზინაყი საგურამოს ბავშვთა სახლში
Posted: 08 იან 2010, 11:47
by lama
paata_
del
არც მე მიჭამია

17.01.10 გოზინაყი საგურამოს ბავშვთა სახლში
Posted: 08 იან 2010, 12:09
by Mta Mkvarebia
del wrote:არც მე არ მიჭამია

არ გადამრიო

, საბილიარდოში რომ ამოვიტანე 2-ჯერ თეფშით და ცეკვა-ცეკვით გაჭმევდით ყველას, შენ გამომრჩი? ეს რა მომსვლია?
საგურამოში წამოსვლას კი ალბათ ვერ მოვახერხებ....
17.01.10 გოზინაყი საგურამოს ბავშვთა სახლში
Posted: 08 იან 2010, 19:47
by saskva
იმის გამო რომ სიაში ჯერჯერობით არავინ წერია და მეც ძალიან დიდი პრობლემები გამომიჩნდა კვირისთვის გოზინაყობას საგურამოში ცოტატი გადავიტან. სავარაუდოდ 11ში წავალ, თუმცა ზუსტად კვირას დავწერ
17.01.10 გოზინაყი საგურამოს ბავშვთა სახლში
Posted: 09 იან 2010, 15:26
by Jimmy

სამწუხაროა, წამოსვლა მინდოდა კვირას
17.01.10 გოზინაყი საგურამოს ბავშვთა სახლში
Posted: 09 იან 2010, 19:44
by likakoo
რომ წამოვიდე და გოზინაყი ვერ გავაკეთო?.......
მერე, ბავშვებს თვალებში როგორ ჩავხედო?

17.01.10 გოზინაყი საგურამოს ბავშვთა სახლში
Posted: 09 იან 2010, 21:35
by Archil
likakoo
შენც უთხარი, აი სასკვა დეიდა როგორ აკეთებსო,
მეც ვაპირებსავით წამოსვლას და გოზინაყის მკეთებელი ვარ ეხლა მე? თუ მაგიტომ ბავშვებს თვალებში ვერ ვუყურო?
მთავარია ნიგოზი და თაფლი იყოს, თორემ ჭამით ისედაც შეჭამ.
გოზინაყის კეთება რთული არაა, ასე რომ ნუ გეშინია
17.01.10 გოზინაყი საგურამოს ბავშვთა სახლში
Posted: 09 იან 2010, 21:49
by bambina
საკმარისი დანები წაიღეთ და ბავშვები ჩართეთ, ძალიან გაერთობიან და არა მგონია უფროსებს გაცალონ გოზინაყის გაკეთება, ის კი არა, აქეთ გასწავლიან

17.01.10 გოზინაყი საგურამოს ბავშვთა სახლში
Posted: 16 იან 2010, 00:28
by saskva
პირველი წერილი შესწორებულია, აბა მსურველები სად ხართ???
17.01.10 გოზინაყი საგურამოს ბავშვთა სახლში
Posted: 16 იან 2010, 00:40
by teo-
აუაუ არადა გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა ..საღამომდე ალბატ ვერ ჩამოვალთ ხო? არადა რამდენი ხანია არ ვყოფილვარ
ვახ არვქნა აღარ ვიცი
17.01.10 გოზინაყი საგურამოს ბავშვთა სახლში
Posted: 16 იან 2010, 00:49
by saskva
teo-
თეო საგურამოდან ჩამოსვლა ნამდვილად არ არის პრობლემა. თუ ჩვენ არ წამოვედით სარეისოს გამოყვები და ეგ არის, 1ღირს თუ რაღაც ეგეთი, ასე რომ წამოდი წამოდი, არ გამოგვაკლდეეეეეეე