ალილო 2010
Posted: 05 იან 2010, 17:53
აი, კიდევ ერთი შობის ბრწყინვალე დღესასწაული გვიახლოვდება 
ვიცი რომ ბევრი თქვენთაგანი უკვე რამდენიმე წელია ტრადიციულ მსვლელობაში იღებს მონაწილეობას და ამ დღეს ახლაც მოუთმენლად ელის ...
მაშ ასე :
7 იანვარს, 14 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება მეალილეთა მსვლელობა და ჩვეულებისამებრ წმ. სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება...
სამწუხაროდ, ახლა შემატყობინეს რომ შესამოსელის ნაკლებობას განიცდიან-სტუდენთების დიდი რაოდენობა შემოსილი გაჰყვება მსვლელობას, ამიტომ წელს მეც და თქვენც სტიქრების გარეშე უნდა მივიღოთ მონაწილეობა
თუ რამე შეიცვალა და სტიქრები გამოჩნდა, ხვალ დღის მანძილზე დავწერ ...
შეგახსენებთ რომ ამ დღეს გროვდება საჩუქრები და შესაწირები გაჭირვებულთათვის, იქნება ეს ფულადი მცირე შესაწირი თუ ტკბილეული...
ეს არის ულამაზესი მსვლელობა, რომლის დროსაც ჩვენ ერთმანეთს ვახარებთ და ვულოცავთ ქრისტეს შობას .
მგონი 2-ის ნახევარზე რომ შევიკრიბოთ კინოს სახლთან-ისევე როგორც შარშან, კარგი იქნება