Page 1 of 7

12.12.09 იყალთო - ალავერდი - გრემი - გურჯაანი (თელავის გავლით)

Posted: 07 დეკ 2009, 12:56
by ARCHILI
მეგობრებო, დღეს ერთი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა:

ალავერდის ტაძრის კედელში იოსებ ალავერდელის ნეშტი აღმოაჩინეს

ალავერდის მთავარ ტაძარზე მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოების დროს სენსაციური აღმოჩენა გაკეთდა. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ათცამეტთაგან ერთ-ერთის, იოსებ ალავერდელის ნეშტი არა ალავერდის ტაძარში განისვენებს, როგორც ეს აქამდე ითვლებოდა, არამედ - ტაძრის კედელში.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა განაცხადა, არქეოლოგიური კვლევის დროს, ალავერდის წმინდა გიორგის ტაძრის ჩრდილოეთ მკლავში, ასურელი მამის - იოსებ ალავერდელის საფლავი აღმოჩნდა.

`დღემდე ითვლებოდა, რომ ალავერდის ლავრის დამაარსებელი – იოსებ ალავერდელი საკურთხევლის მარჯვენა მხარეს იყო დაკრძალული, თუმცა ეს საფლავი მხოლოდ სიმბოლური გამოდგა. როგორც გაირკვა, ნეშტი არ განისვენებდა შიგნით. აღმოჩნდა, რომ XV საუკუნეში წმინდანის ნეშტი საგანგებოდ გადამალეს, რადგან შემოსევებისა და არეულობის დროს მისთვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ~, - განმარტა ვაჩეიშვილმა.

მისივე თქმით, კვლევის დროს ეს კედელი გაიხსნა და გამოჩნდა, რომ მოწყობილია სამეფო რანგის საფლავი. გაკეთებულია ლუსკუმა, რომელიც ქვის კედლებიან სამარხში დევს. სამარხის კედლები კი, სხვადსახვა ფერის ქვით არის გაწყობილი და ჩუქურთმებით შემკული. `საფლავს აქვს სარქველიც, რომელიც იხსნება გვერდიდან, რათა მლოცველებს საშუალება ჰქონოდათ, ნეშტისთვის პატივი მიეგოთ. ისეთი საფლავი, რომელიც შემორჩენილი იყოს თავდაპირველი სახით, მეორე არ მახსენდება~, - განაცხადა ვაჩეიშვილმა.

სპეციალისტების განცხადებით, თავად საფლავი XI საუკუნისაა. როგორც ჩანს იგი, ტაძარში იდგა და მოგვიანებით კედელში ჩააყოლეს. მის ადგილზე კი სიმბოლური საფლავი დაიდგა.

ალავერდის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები მესამე წელია მიმდინარეობს. წელს დაიწყო კომპლექსის მთავარი, წინდა გიორგის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია. ტაძარზე მიმდინარე სამუშაოები მოიცავს კონსტრუქციებს გამაგრებას, ფასადების აღდგენას და არქეოლოგიურ კვლევას.




ჰოოდა, გადავწყვიტე, ხომ არ წავსულიყავით შაბათს, 12 დეკემბერს, ამ მარშრუტზე, კვლავ პენსიონერული გასვლის სისტემით?

12.06.09 იყალთო - ალავერდი - გრემი - გურჯაანი

:)

თუ მოვასწარით, გზაზეა ნინოწმინდა, მანავი კაკაბეთის ციხე, აკურა, ვაჩნაძიანის ეკლესია, გურჯაანის ყოვლაწმინდა,ვეჯინი, და კიდევ უამრავი

შესაბამისად, ვნახავთ:

1. იყალთოს აკადემია
2. ალავერდი
3. გრემი
4. გურჯაანის ყოვლადწმინდის ორგუმბათიანი ეკლესია

ე.ი.

წამომსვლელები:

1.2. არჩილი და ნინოლა
3.

მსურველები:

1.

12.12.09 იყალთო - ალავერდი - გრემი - გურჯაანი (თელავის გავლით)

Posted: 07 დეკ 2009, 13:17
by Tengo
წამომსვლელები:

1.2. არჩილი და ნინოლა
3. თენგო

მსურველები:

1.



ერთი თხოვნა რა! გასვლა რესპუბლიკის მოედნიდან და უკანა გზაზე სახლებში დარიგებების გარეშე, დღეს დილას მივედით სქ-სთან იმდენი ვიბოდილეთ თბილისში :lol: :lol: :lol:

12.12.09 იყალთო - ალავერდი - გრემი - გურჯაანი (თელავის გავლით)

Posted: 07 დეკ 2009, 13:29
by QEBURIUS
ოჰოჰო!
ორივე ხელის წევით მივესალმები არჩილ მეგრელყოფილის ორგანიზატორულ გააქტიურებას კარავზე! ეტყობა ცოლის მოყვანამ აშკარად უშველა

12.12.09 იყალთო - ალავერდი - გრემი - გურჯაანი (თელავის გავლით)

Posted: 07 დეკ 2009, 13:30
by limpompo
წამომსვლელები:

1.2. არჩილი და ნინოლა
3. თენგო

მსურველები:

1. ლიმპომპო
[/quote]

12.12.09 იყალთო - ალავერდი - გრემი - გურჯაანი (თელავის გავლით)

Posted: 07 დეკ 2009, 14:04
by ARCHILI
@Tengo@ wrote:
ერთი თხოვნა რა! გასვლა რესპუბლიკის მოედნიდან და უკანა გზაზე სახლებში დარიგებების გარეშე, დღეს დილას მივედით სქ-სთან იმდენი ვიბოდილეთ თბილისში :lol: :lol: :lol:
ვიფიქრებ მაგაზე გურულო...

;)


:)

12.12.09 იყალთო - ალავერდი - გრემი - გურჯაანი (თელავის გავლით)

Posted: 07 დეკ 2009, 14:39
by Tengo
იფიქრე, იფიქრე :):):)

12.12.09 იყალთო - ალავერდი - გრემი - გურჯაანი (თელავის გავლით)

Posted: 07 დეკ 2009, 15:19
by ARCHILI
წამომსვლელები:

1.2. არჩილი და ნინოლა
3. თენგო
4.

მსურველები:

1. ლიმპომპო
2. არჩილის პლიუსი გოგა
3.

12.12.09 იყალთო - ალავერდი - გრემი - გურჯაანი (თელავის გავლით)

Posted: 07 დეკ 2009, 16:17
by saskva
წამომსვლელები:

1.2. არჩილი და ნინოლა
3. თენგო
4.

მსურველები:

1. ლიმპომპო
2. არჩილის პლიუსი გოგა
3. saskva

12.12.09 იყალთო - ალავერდი - გრემი - გურჯაანი (თელავის გავლით)

Posted: 07 დეკ 2009, 16:42
by Tengo
და გზად კიდევ გრემშიც რომ შეგვევლო არა? ძალიან მიყვარს ეგ ძეგლი :)

12.12.09 იყალთო - ალავერდი - გრემი - გურჯაანი (თელავის გავლით)

Posted: 07 დეკ 2009, 16:47
by ARCHILI
@Tengo@ wrote:და გზად კიდევ გრემშიც რომ შეგვევლო არა? ძალიან მიყვარს ეგ ძეგლი :)
შეიძლება

:)

12.12.09 იყალთო - ალავერდი - გრემი - გურჯაანი (თელავის გავლით)

Posted: 07 დეკ 2009, 16:50
by MIRANDA
ARCHILI wrote:
12.06.09 ალავერდი - იყალთო - თელავი - გურჯაანი
ARCHILI
თარიღი შეცვალე, თორემ თემაში ყოველი შემთხვევისთვის შემოვიხედე.. 12 ივნისის გასვლა მეგონა :))

P.S. მოვიფიქრებ, შეიძლება მოვახერხო წამოსვლა...

წამომსვლელები:


1.2. არჩილი და ნინოლა
3. თენგო
4.

მსურველები:

1. ლიმპომპო
2. არჩილის პლიუსი გოგა
3. saskva
4. MIRANDA

12.12.09 იყალთო - ალავერდი - გრემი - გურჯაანი (თელავის გავლით)

Posted: 07 დეკ 2009, 16:52
by ARCHILI
MIRANDA


უპს...

:)

შევცვალე უკვე

:)

12.12.09 იყალთო - ალავერდი - გრემი - გურჯაანი (თელავის გავლით)

Posted: 07 დეკ 2009, 20:46
by perwkli
წამომსვლელები:

1.2. არჩილი და ნინოლა
3. თენგო
4.

მსურველები:

1. ლიმპომპო
2. არჩილის პლიუსი გოგა
3. saskva
4. MIRANDA
5.პერწკლი

სამსახურმა თU დამინდო და კვირას არ მომიწია, წამოვალ :?

12.12.09 იყალთო - ალავერდი - გრემი - გურჯაანი (თელავის გავლით)

Posted: 07 დეკ 2009, 21:24
by Lado meleksishvili
წამომსვლელები:

1.2. არჩილი და ნინოლა
3. თენგო
4. ლადო
5.

მსურველები:

1. ლიმპომპო
2. არჩილის პლიუსი გოგა
3. saskva
4. MIRANDA
5.პერწკლი

12.12.09 იყალთო - ალავერდი - გრემი - გურჯაანი (თელავის გავლით)

Posted: 07 დეკ 2009, 21:46
by ika-bebo
აუ მეც მინდა წამოსვლა რაა ძააან მარა კვრიას არ გამოვა შაბათს ვერ ვახერხეეებ ვერანაირად :( ანუ 13.12.09 პპპპპლლლლლზზზზზზზზზ