Page 1 of 8

საახალწლო საქველაქცია სოფ. თელიანის დევნილებისთვის, 26.12.09

Posted: 27 ნოე 2009, 01:39
by GAMARJOBA SAKARTVELO
2009 წლის მიწურულს, ქრისტეშობისთვის 26ში, ჩვენი გულისხმიერებით კასპის რაიონის სოფელ
თელიანში ჩასახლებული, ცხინვალის მხარიდან დევნილი 54 ოჯახი გავახაროთ.

სახელმწიფომ ისინი სახლებით უზრუნველყო. თუმცა, საკუთარი სახლი მაინც სხვაა.
დევნილებს 1ჯერადი აქციით ცხოვრებას ვერ გავუდვილებთ, მაგრამ მცირეოდენი შესაწირით გავახარებთ.
ისინი ჰომ ჩვენები არიან, ისინი ხომ 2008 წლის ომის მსხვერპლნი გახდნენ და უდიდესი ტკივილი განიცადეს.
ჩვენი თანადგომით თითოეულმა მათგანმა უნდა იგრძნოს, რომ გაჭირვების მიუხედავად, მარტონი
არ არიან, რომ თანამემამულენი მათზე ზრუნავენ და მათ ტკივილს ისევე განიცდიან, როგორც თავად...

საახალწლო საქველაქცია სოფ. თელიანის დევნილებისთვის, 26.12.09

Posted: 27 ნოე 2009, 01:42
by GAMARJOBA SAKARTVELO
ახლა კი საქმეზე -

სოფელში 54 ოჯახია, 126 მაცხოვრებლით.
აქედან 4 ჩვილია, 7 თვემდე.
1 ოჯახი 6-შვილიანია და მთავრობამ იმავე სოფელში მე2 სახლი მისცა, რაც, გონივრული გადაწყვეტილებაა.
დევნილებს მეტ-ნაკლებად ამარაგებენ ჰიგიენური საშუალებებით, 1ლადი ნივთებით.
ვესაუბრე სოფლის გამგებელს, რომელიც გვირჩევს, რომ მათ საახალწლო ნუგბარი ჩავუტანოთ.
ჰოლო თუ ნივთებს ჩავუტანთ, სჯობს, რომ უკმაყოფილების ასარიდებლად ყველა ოჯახისთვის 1ნაირი იყოს.
შეგვიძლია, სკოლის მოსწავლეებს ზურგჩანთები ჩავუტანოთ.
გავიგებ, რამდენი მოსწავლეა.
დევნილთათვის საჭირო ნივთების სიასაც მომაწვდიან.
იმისთვის, რომ ნუგბარი ვიყიდოთ, უნდა შევაგროვოთ ფული.
აგრეთვე, შეგიძლიათ, მოგვაწოდოთ სათამაშოები და თბილი სამოსი.
ვისაც შეხვედრის ადგილზე მოსვლა არ შეუძლია, თავად შევხვდები.
იმედია, შარშანდელივით დევნილთა სამინისტრო ტვირთის გადასაზიდი ტრანსპორტით დაგვეხმარება.
დიდი იმედი მაქვს tsitsiს მეგობრისაც, რომელიც სოფელ მეტეხში თავისი მინიბუსით
უსასყიდლოდ გადაზიდა დევნილთათვის შეგროვებული ნივთები.

მიიღება რჩევები და მოსაზრებები.
ცხადია, შემოწირულობები.
გმადლობთ გულისხმიერებისთვის.

საახალწლო საქველაქცია სოფ. თელიანის დევნილებისთვის, 26.12.09

Posted: 27 ნოე 2009, 01:43
by baqo
ძალიან კარგს ვიზამთ თუ წავალთ მე წამოვალ.

საახალწლო საქველაქცია სოფ. თელიანის დევნილებისთვის, 26.12.09

Posted: 27 ნოე 2009, 01:43
by GAMARJOBA SAKARTVELO
შევიკრიბებით 26 ქრისტეშობისთვეს, დილის 10ზე სქიმიასთან.
თბილისიდან თელიანამდე 74-76 კმია.
ეს სოფელი შემთხვევით იმათმა მაშინ აღმოვაჩინეთ, რომლებიც გიორგობისთვეში უფლისციხეში
დასუფთავების აქციაზე მივდიოდით.
საახალწლო საქველმოქმედო აქციამდე 1 თვეა.
თუ შეიძლება, თემაში უსაგნო მსჯელობებს მოერიდეთ, მათ შორის, მსჯელობას ომის საკითხებზე.

საახალწლო საქველაქცია სოფ. თელიანის დევნილებისთვის, 26.12.09

Posted: 27 ნოე 2009, 01:47
by GAMARJOBA SAKARTVELO
baqo wrote:ძალიან კარგს ვიზამთ თუ წავალთ მე წამოვალ.
აუცილებლად წავალთ და შემოგვი1დით

საახალწლო საქველაქცია სოფ. თელიანის დევნილებისთვის, 26.12.09

Posted: 27 ნოე 2009, 02:06
by Makena
GAMARJOBA SAKARTVELO
კარგი საქმეა, მე პირადად ვუერთდები ამ წამოწყებას, 26 დეკემბერს აუცილებლად წამოვალ.

საახალწლო საქველაქცია სოფ. თელიანის დევნილებისთვის, 26.12.09

Posted: 27 ნოე 2009, 09:23
by GAMARJOBA SAKARTVELO
სოფელი თელიანი, სადაც საქველმოქმედო აქცია უნდა მოვაწყოთ

Image

Image

Image

საახალწლო საქველაქცია სოფ. თელიანის დევნილებისთვის, 26.12.09

Posted: 27 ნოე 2009, 10:52
by Naia
მეც თქვენს გვერდით მიგულეთ!

თუ რამე მოხდა და ვერ წამოვედი ფინანსურად მაინც შემოგეშველებით. თუ ხელი არაფერმა შემიშალა, ჩემი მანქანით ვფიქრობ წამოსვლას...

საახალწლო საქველაქცია სოფ. თელიანის დევნილებისთვის, 26.12.09

Posted: 27 ნოე 2009, 11:03
by VANO
მეც აქ ვარ. აქ რაა თქვენს გვერდით.


დავძებნი რამე-რუმეებს და იმედია ვიპოვი რამეს.

საახალწლო საქველაქცია სოფ. თელიანის დევნილებისთვის, 26.12.09

Posted: 27 ნოე 2009, 12:15
by Iako.
ყველანაირად ვეცდები შემოგიერთდეთ

საახალწლო საქველაქცია სოფ. თელიანის დევნილებისთვის, 26.12.09

Posted: 27 ნოე 2009, 12:37
by meleksa
ვუერთდები ამ აქციას მთელი სულით გულით და შესაძლებლობებით

საახალწლო საქველაქცია სოფ. თელიანის დევნილებისთვის, 26.12.09

Posted: 27 ნოე 2009, 12:56
by GT.ge
ვეცდები შემოგიერთდეთ.

საახალწლო საქველაქცია სოფ. თელიანის დევნილებისთვის, 26.12.09

Posted: 27 ნოე 2009, 12:58
by GAMARJOBA SAKARTVELO
Makena
Naia
Vanski
meleksa

მადლობა გულსხმიერებისთვის.
თქვენი შემწეობა დევნილებს გაახარებთ.

Makena
შენ შენი ნუგბარ-საჩუქრებით შარშანაც ძნ იყოჩაღე.
ასევე, ნაია ყოჩაღი და ყოჩაღი გოგოა.
ჯერ-ჯერობით, თელიანში შენი მანქანით წამოსვლის აუცილებლობა არ არის.
მადლობა, შემოთავაზებისთვის

საახალწლო საქველაქცია სოფ. თელიანის დევნილებისთვის, 26.12.09

Posted: 27 ნოე 2009, 13:44
by Wanderer
მეც შემოგიერთდებით. ოღონდ ჯერ უნდა მოვიფიქრო როგორ და რითი.

1 თვეა მანამდე და სახლშიც შეიძლება რამე ტანსაცმელი შემხვდეს ზედმეტი და წამოვიღებ.

საახალწლო საქველაქცია სოფ. თელიანის დევნილებისთვის, 26.12.09

Posted: 27 ნოე 2009, 22:02
by GAMARJOBA SAKARTVELO
Wanderer wrote:მეც შემოგიერთდებით. ოღონდ ჯერ უნდა მოვიფიქრო როგორ და რითი.

1 თვეა მანამდე და სახლშიც შეიძლება რამე ტანსაცმელი შემხვდეს ზედმეტი და წამოვიღებ.
შენი იმედი გვაქვს