Page 1 of 6

ქსნის ციხე - სხალტბა - მცხეთა - 29.11.09

Posted: 25 ნოე 2009, 22:27
by Int3lig3nt
კარავის კალენდრის თემაში, ქსნის ციხის ფოტო ვნახე და ძალიან მომეწონა.

მოდი წავიდეთ ამ კვირას.
იქნებ გამოგვივიდეს კარგი კადრები და კარავის კალენდარშიც მოასწროს მოხვედრა :).

გავალთ დილით დიდუბიდან ქსნის მიმართულებით და საღამოს ჩამოვალთ მცხეთაში.

ვნახოთ, რამდენი ადამიანი შეიკრიბება, იქნებ მიკროავტობუსიც ვიქირაოთ.

ვიკრიბებით კვირას, სამთო ქიმიასთან - 8:30-ზე
იქონიეთ საკვები და გზისთვის 5 ლარი.

Fრიმეტეო მცირედ მოღრუბლულობას გვპირდება.
ვინაიდან ვივლით ტრიალ ადგილზე, სავარაუდოდ ქარი იქნება და შესაბამისად ჩაიცვით, რომ არ გაცივდეთ.
ასევე, ყოველი შემთხვევისთვის - ფანარი და საწვიმარი.

ესეც ქსნის ციხის ფოტო:

Image

ქსნის ციხე - სხალტბა - მცხეთა - 29.11.09

Posted: 25 ნოე 2009, 22:28
by Int3lig3nt
მარშრუტი მოლაშქრე.ჯი-ზე ვნახე და იმედია იქაურები არ გაგვინაწყენდებიან, რომ ვაკოპირებ :).

Image

მათი თქმით სულ 21 კმ არის გასავლელი

ქსნის ციხე - სხალტბა - მცხეთა - 29.11.09

Posted: 25 ნოე 2009, 22:33
by Int3lig3nt
ე.ი. ვიწყებთ ქსნიდან და ავდივართ ქსნის ციხეზე.
იქიდან გადავალთ ციხის უკან, პატარა ეკლესიაში, რომელიც ქსნელებს 1996 წელს აუგიათ.
შემდეგ გამოვუყვებით ქედ-ქედ და შიომღვიმის გადმოსახედთან მივალთ და იქიდან სხალტბისკენ გადავალთ.
ეს მონაკვეთი ნაცნობია კარაველებისთვის, წელს ვიყავით, 8 თებერვალს.

სხალტბიდან სადღაც უნდა ჩავუხვიოთ მცხეთისკენ, ამას ადგილობრივებთან გავარკვევთ.

ქსნის ციხე - სხალტბა - მცხეთა - 29.11.09

Posted: 25 ნოე 2009, 23:25
by meleksa
ყოჩაღ ინტელ, მშვენიერი მარშუტია, რაც მთავარია ფეხით ვივლით :D :D

ქსნის ციხე - სხალტბა - მცხეთა - 29.11.09

Posted: 25 ნოე 2009, 23:26
by meleksa
ბარემ სიაც შევადგინოთ: :)


1: Meleksa

ქსნის ციხე - სხალტბა - მცხეთა - 29.11.09

Posted: 25 ნოე 2009, 23:27
by Int3lig3nt
ჰო, წამომსვლელთა სია:

1. int3lig3nt
2. meleksa
3. :?:

სიაში ჩაწერამდე გაითვალისწინეთ, რომ 21 კმ არის გასავლელი, საშუალო სირთულის გზაზე :).

ქსნის ციხე - სხალტბა - მცხეთა - 29.11.09

Posted: 25 ნოე 2009, 23:29
by Mta Mkvarebia
Int3lig3nt wrote:..ვინაიდან ვივლით ტრიალ ადგილზე, სავარაუდოდ ქარი იქნება და შესაბამისად ჩაიცვით, რომ არ გაცივდეთ.

...
გუშინ ვიყავი მანდ, ქსნის ციხის ძირში ჩვენი ქვესადგურია, გადასარევი ამინდი იყო და ქარი კი არა ნიავიც არ ქროდა, მაგრამ კვირას რა ამინდი იქნება, კაცმა არ იცის, ამიტომ მაინც გაითვალისწინეთ ინტელას რჩევა.
აი სხალტბა კი მართლა არ მაქვს ნანახი, და მაინტერესებს თუმცა არ ვიცი მოვახერხებ თუ არა წამოსვლას :roll: , ამ დღეებში გადავწყვეტ.
აი სხალტბის ტერიტორიაზე იცის ქარი თუ იცის, როგორც ფოტოებიდან მახსოვს :D , ისე ინტელ, ქარი იქნებაო ალბათ სხალტბაზე ამბობდი :roll: :)

ქსნის ციხე - სხალტბა - მცხეთა - 29.11.09

Posted: 25 ნოე 2009, 23:33
by Int3lig3nt
Mta Mkvarebia
მხოლოდ სხალტბა არ მიგულისხმია. შემაღლებულ და ტრიალ ადგილზე რომ ხარ, მუდამ ქარი ქრის.
შენ ალბათ ქვემოთ იყავი ხეობაში და მანდ სიწყნარე იქნებოდა :).

ქსნის ციხე - სხალტბა - მცხეთა - 29.11.09

Posted: 26 ნოე 2009, 00:26
by Naia
Int3lig3nt
ქედ-ქედ სიარულმა მომხიბლა. მითუმეტეს, სხალტბაში ნამყოფი არ ვარ. გადავხედავ ჩემს გეგმებს და თუ მოვახერხე შემოგიერთდებით.

დაახლოებით რამდენი კმ-ს გავლა მოგვიწევს?

ქსნის ციხე - სხალტბა - მცხეთა - 29.11.09

Posted: 26 ნოე 2009, 00:42
by Int3lig3nt
Naia
გამიხარდება, თუ შემოგვიერთდები :).
21 ალბათ. ასე უწერიათ მოლაშქრე.ჯიელებს.

ქსნის ციხე - სხალტბა - მცხეთა - 29.11.09

Posted: 26 ნოე 2009, 00:59
by GAMARJOBA SAKARTVELO
Int3lig3nt
ჩემი აზრით, ახლა, როდესაც დღე მოკლეა, აქ დადებული გეზი არარეალურია.
21 კმზე ნაკლებია მანძილი,
დაახლოებით 16 კმია, მაგრამ მთა-მთაზე ბევრს გაივლით.
ყველაზე ნაღდია ქსნის ციხიდან ქედი-ქედ მთის გორაკზე ქვით აგებული ბაზილიკა ნახოთ.
შესაძლებელია, სხალტბა მოასწროთ, ოღონდ გადარბენა გექნებათ.
თუ ბინდბუნდი ჩამოწვა, შიო მღვიმეზე დაშვება არაფრით გარისკოთ.
ყოველ შემთხვევაში, ფანრები და საწვიმარი წაიღეთ

ქსნის ციხე - სხალტბა - მცხეთა - 29.11.09

Posted: 26 ნოე 2009, 01:05
by GAMARJOBA SAKARTVELO
ეს არის ბმული ქსინის ციხეზე.
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0

კარავული გასვლა 2009ის იგრიკას (აპრილი) შედგა და 10ნი ვმონაწილეობდით.
ეგებ წამსვლელებს გამოადგეთ.

ვფიქრობ შემო1ებას.
უბრალოდ, ახლანდელი გეგმებით, მაგ დღეს შეიძლება, თბილისში არ ვიყო

ქსნის ციხე - სხალტბა - მცხეთა - 29.11.09

Posted: 26 ნოე 2009, 01:09
by Int3lig3nt
GAMARJOBA SAKARTVELO
შიომღვიმეზე არ ვეშვებით, მცხეთაზე ვფიქრობ.

მოლაშქრე.ჯის ხალხმა 15 თებერვალს გაიარეს ეგ მარშრუტი და პირველი პოსტი 7:40-ზე აქვთ.
ან ძალიან გიჟები არიან, ან რა ვიცი :).

21 კმ არისო, GPS-ით გაზომეს :).

საწვიმარი და ფანარი მე ყოველთვის დამაქვს და მაინც ჩავამატებ პირველ პოსტში.

ქსნის ციხე - სხალტბა - მცხეთა - 29.11.09

Posted: 26 ნოე 2009, 01:30
by GAMARJOBA SAKARTVELO
Int3lig3nt wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
შიომღვიმეზე არ ვეშვებით, მცხეთაზე ვფიქრობ.

მოლაშქრე.ჯის ხალხმა 15 თებერვალს გაიარეს ეგ მარშრუტი და პირველი პოსტი 7:40-ზე აქვთ.
ან ძალიან გიჟები არიან, ან რა ვიცი :).

21 კმ არისო, GPS-ით გაზომეს :).
მცხეთამდე შეიძლება მეტიც იყოს.
ქსანი-სხალტბაა 16 კმ.
15 სურწყუნისს (თებერვალი) დაახლოებით 18:40ზე ღამდება, გიორგობისთვის მიწურულს კი 1 სთით ადრე, 17:40ზე.

შეხედავთ, რა, თუ მოასწრებთ, მოასწრებთ და ჯომ კგ, თუ არადა, მინიბუსსაც იქ დაიბარებთ, სადაც თქვენ იქნებით

ქსნის ციხე - სხალტბა - მცხეთა - 29.11.09

Posted: 26 ნოე 2009, 01:34
by Int3lig3nt
GAMARJOBA SAKARTVELO
სხალტბაში მივა მიკროავტობუსი?
თუ მიდის, სარეზერვო ვარიანტად მაგას მოვიტოვებთ :).