Page 1 of 3

14.11 - ნარიყალა - კუს ტბა

Posted: 13 ნოე 2009, 02:12
by Tengo
თარიღი: შაბათი, 14 ნოემბერი, 2009 წელი
შეკრების ადგილი: აბანოთუბანი
შეკრების დრო: 10 საათი, რა თქმა დილის
საჭირო აღჭურვილობა: მოსახერხებელი ფეხსაცმელი
საჭირო აქსესუარები: კარგი განწყობა, ხალისი, ღიმილი შეხვედრისას, სიცილი სიარულისას
საკვები: წასახემსებელი ყველამ თავისი, დაბრუნებისას შესაძლოა სადმე თავშეყრა და ხინკლის დაგემოვნება
საჭირო თანხა: ნადიმის შემთხვევაში 10-15 ლარი კაცზე, მის გარეშე, არც არაფერი

წამომსვლელები:

1.generouslady, იგივე კეთილი ქალბატონი
2-4. თენგო (შესაძლო გზა აბნეული 2+ ით)
5. ლადო
6. :arrow:

14.11 - ნარიყალა - კუს ტბა

Posted: 13 ნოე 2009, 19:23
by Sarajistka
ხალხნო ხვალ თუ მართლა კუს ტბაზე აპირებთ ამოსვლას, მე იქ ვიქნები და შემოგიერთდებით მეთქი ვერ შეგპირდებით, მაგრამ უბრალოდ გაგაიცნობთ მაინც. არცერთს არ გიცნობთ სამწუხაროდ და :(

14.11 - ნარიყალა - კუს ტბა

Posted: 13 ნოე 2009, 20:39
by ln_ln
საჭირო აქსესუარები: კარგი განწყობა, ხალისი, ღიმილი შეხვედრისას, სიცილი სიარულისას

:) :) :)

14.11 - ნარიყალა - კუს ტბა

Posted: 13 ნოე 2009, 20:43
by generouslady
ln_ln
Sarajistka


იქნებ მაინც შემთხვევით შეგეშალოთ და წამოხვიდეთ თქვენც? :)

14.11 - ნარიყალა - კუს ტბა

Posted: 13 ნოე 2009, 20:44
by marmenio
მეც მოვდივარ......და ჩემი გიგანტი ბიძაშვილიც :D


წამომსვლელები:

1.generouslady, იგივე კეთილი ქალბატონი
2-4. თენგო (შესაძლო გზა აბნეული 2+ ით)
5. ლადო
6-7.marmenio,+

14.11 - ნარიყალა - კუს ტბა

Posted: 13 ნოე 2009, 20:45
by generouslady
marmenio

რა კარგია :D :D :D

14.11 - ნარიყალა - კუს ტბა

Posted: 13 ნოე 2009, 23:06
by Sarajistka
generouslady wrote:ln_ln
Sarajistka


იქნებ მაინც შემთხვევით შეგეშალოთ და წამოხვიდეთ თქვენც? :)
ვერ შემეშლება სამწუხაროდ, სამსახურებრივი მოვალეობა მაქვს შესასრულებელი :(

14.11 - ნარიყალა - კუს ტბა

Posted: 14 ნოე 2009, 00:56
by Tengo
მე სამწუხაროდ ჩემი პლიუსები გამომაკლდა და დავრჩი მარტო, თუმცა მიმაჩნია რომ ხუთი კაცი ძალიან კარგი ეკიპაჟია, რა არა? :-)

წამომსვლელები:

1.generouslady, იგივე კეთილი ქალბატონი
2. თენგო
3. ლადო (იმედია არ გადაგვაგდებს :-))
4-5.marmenio,+

14.11 - ნარიყალა - კუს ტბა

Posted: 14 ნოე 2009, 00:59
by Lado meleksishvili
@Tengo@
რაგბზე არწამოხვალ?

14.11 - ნარიყალა - კუს ტბა

Posted: 14 ნოე 2009, 01:02
by Tengo
არ ვიცი, არ ვიცი.... მეეჭვება, იქიდან რომ დავბრუნდებით მერე ეს ჩემი გზააბნეულები უნდა ვატარიო სუვენირების შესაძენად.... რომელზეა? თანაც დიდად მაინტერესებსთქო მოგატყუებ, თუმცა თუ ვიგებთ მაგარი მიხარია, პატრიოტობის ამბავში :)

14.11 - ნარიყალა - კუს ტბა

Posted: 14 ნოე 2009, 10:30
by Tengo
მოკლედ ვიტყვი სათქმელს!

დიდ აყრა-გადაყრას ჰქონდა ადგილი, არავინ მოვიდა და მეც სახლში დავბრუნდი!

ისე მეტად თუ ვცემთ პატივს ერთმანეთს და თუ არ მოვდივართ, აქ ერთ სიტყვას დავამატებთ ხოლმე ურიგო არ იქნება! დილას შევამოწმე 9:45-ზე და ისე გავედი სახლიდან!

:evil: :twisted: :evil: :twisted: :evil:

14.11 - ნარიყალა - კუს ტბა

Posted: 14 ნოე 2009, 13:11
by tamuna_gudarexi
@Tengo@ wrote:მოკლედ ვიტყვი სათქმელს!

დიდ აყრა-გადაყრას ჰქონდა ადგილი, არავინ მოვიდა და მეც სახლში დავბრუნდი!

ისე მეტად თუ ვცემთ პატივს ერთმანეთს და თუ არ მოვდივართ, აქ ერთ სიტყვას დავამატებთ ხოლმე ურიგო არ იქნება! დილას შევამოწმე 9:45-ზე და ისე გავედი სახლიდან!

:evil: :twisted: :evil: :twisted: :evil:
@Tengo@
ჰოდა, წადი რაგბიზე! ;)

14.11 - ნარიყალა - კუს ტბა

Posted: 14 ნოე 2009, 13:33
by Archil
@Tengo@

მარტოკა რატომ არ წახვედი?

მე წავიდოდი, მაგი სხვა მუღამია, სცადე ერთხელაც მარტო გასვლა. შენი თავის იმედად რომ ხარ და არც არავინაა შენზე დამოკიდებული, მაგი სხვა გრძნობა და განწყობაა. მოძრაობის ტემპიც გაცილებით ჩქარია.

14.11 - ნარიყალა - კუს ტბა

Posted: 14 ნოე 2009, 13:59
by Tengo
Archil

გეთანხმები... ალბათ უნდა წავსულიყავი... მაგრამ ძალიან ძალიან ძალიან შევშფოთდი (რბილად ნათქვამი), უბრალოდ ელემენტარული პატივისცემის ამბავია რა. ვერ მოდიხარ? თქვი რა ეს დალოცვილი!

თან აიპოდი არ მქონდა თან წაღებული, ამანაც თავისი როლი ითამაშა გადაწყვეტილების მიღებაში... ხალხთან ურთიერთობისთვის ვიყავი განწყობილი! :-) მაგრამ სადაა ხალხი? :):):)

tamuna_gudarexi

სამწუხაროდ ვერ ვახერხებ :( საქმეები მაქვს მისახედი

14.11 - ნარიყალა - კუს ტბა

Posted: 14 ნოე 2009, 17:34
by generouslady
აყრა დაყრას არ ქონის ადგილი.მეიდანზე შევიკრიბეთ 10 საათზე .მოედანზე.
და მოვედით 4 ადამიანი.გოგოები.გელოდეთ 11-ის ნახევრამდე და რადგან არავინ აღარ მოდიოდა ჩვენ თვითონ წავედით.ისე რომ ლაშქრობა შედგა :shock: