გასვლა არ გადაიგება, ხვალ გავდივართ მესხეთის ჯიპტურზე!
მეგობრებო, ხვალ 14 ნოემბერს დილის 6:15 ზე ვიკრიბებით სამთო ქიმიასთან და შვიდის ნახევარზე გავდივართ.
დღეს ერთმანეთს შეეხმიანეთ და დააზუსტეთ ვინ სად ჯდებით, როგორც უკვე აღვნიშნე მარშრუტზე გასვლისას ლომი შემოგვიერთდება, ასერომ თბილისიდან შეგვიძლია უფრო დატვირთულები წავიდეთ და შემდეგ ადგილზე ლომთან გადაჯდებით მარშრუტის გავლის დროს.
ღამისთევა ღირს
30 ლარი საუზმით ვახშამის გარეშე, ასერომ სავახშმოთ და დღის განმავლობასი საჭმელად სანოვაგე ჩვენ უნდა შევიძინოთ, ეს ჯობია ყველა ეკიპაჟმა დამოუკიდებლად გააკეთოს.
რადგან ლებისში უნდა ჩავიდეთ მიწის ქვეშ, ვისაც გაქვთ წამოიღეთ ფანრები.
თუ ვინმეს კარგი ჭოგრიტი გაქვტ წამოიღეთ, ნამდვილად გამოგადგებათ, მთელ ჯავახეთის პლატოს ხელის გულზე დაინახავთ
ჩვენ საკმაოდ მაღლა ავდივართ, გარშემო მთები დათოვლილია, ამიტომ ჰაერში სუსხია, თბილად ჩაიცვით.
გავივლით დაახლოებით 700-800 კმ ს, საწვავის მარაგს შევივსებთ ახალციხეში, დამატებითი საწვავის წამოღება კანისტრებით საჭირო არ არის.
თუ რამე გაურკვეველია დაწერეთ და შევეცდები ამომწურავად გიპასუხოთ.