Page 1 of 13

მაჭის ციხე-ჩანჩქერი ლაგოდეხის ნაკრძალში,ეძღვნება ილიას,31.10

Posted: 27 ოქტ 2009, 01:09
by GAMARJOBA SAKARTVELO
შაბათს, 31 ღვინობისთვეს ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე 2 ლაშქრობას გთავაზობთ.
უფრო სწორად, ეს იქნება მოგზაურობა შემოდგომაში.
ლაგოდეხის ნაკრძალის ქვედა ნაწილი ფოთლოვანი ტყეებითაა დახატული. ძირითადათ რცხილა და წიფელია.
თავდა1ლად, წავალთ სოფელ მაწიმში, რომელიც, ჰერეთს, ისტორიულ საქართველოს ესაზღვრება.
იქიდან მსვლელობას მაჭის ისტორიულ ციხისკენ დავიწყებთ. ასვლა-ჩამოსვლას 4 სთ უნდა.
დაახლოებით 8,4 კმს გავივლით.

ამის შემდეგ ლაგოდეხში დავბრუნდებით და დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციული შენობიდან
ლაშქრობას შრომისხევის კოხტა ჩანჩქერისკენ დავიწყებთ.
ამ შემთხვევაში სულ 11 კმს გავივლით.
მთელი გზა ჩვენი მეგზური მდინარე იქნება.

სა20არი ბუნებაა. ჩანჩქერი მოგხიბლავთ.
თუმცა, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე სხვა უფრო დიდი ჩანჩქერი, იგივე ნინოსხევის ჩანჩქერიც არის.
ესეც ლამაზია, მაგრამ ჩემი ხედვით, შრომისხევის ჩანჩქერის ბუნება უფრო თვალწარმტაცია.

ეს ის შემთხვევაა, რომ ლაშქრობაში თანამონაწილეობას ვთხოვ იმათ, ვინც სიარულისთვის მზად არის,
ვინც გზად არ შეგვაყოვნებს, ვინც შეხვედრის ადგილზე მოსვლას არ დაიგვიანებს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ადგილებში ნამყოფი ვარ, მეგზურის (და არა "გიდის") აყვანა გადავწყვიტე,
რომლის ფასი 35 ლარია.
ეს სიმბოლური თანხა ნაკრძალის დაცვა-მოვლას ხმარდება.
დაცულ ტერიტორიაზე ამ ეტაპზე ბილეთები არ იყიდება.


შეკრების დრო და ადგილი:
31.10.2009, შაბათი
სასტუმრო რედისონ-ივერიის წინამდებარე მოედანი

ფასი:
მინიბუსის ფასია 180 ლარი

ტევადობა მინიბუსში:
16 მგზავრი

გასათვალისწინებელი რჩევები:
საკუთარი საგზალი, სასურველია არა1ჯერადი ჭურჭელი, საწვიმარი, წყალგაუმტარი ფეხსაცმელი.
შესაძლოა, 1 ადგილას მდინარეს კოჭებამდე შევეხოთ.
ფანარი, თბილი და ლაშქრობისთვის მოხერხებული სამოსი

გასავლელი მანძილი -
ფეხით: დაახლოებით 20 კმ
მინიბუსით: - დაახლოებით 334 კმ

ეძღვნება მოდერ ილიას, იუბილარს

მაჭის ციხე-ჩანჩქერი ლაგოდეხის ნაკრძალში,ეძღვნება ილიას,31.10

Posted: 27 ოქტ 2009, 01:10
by GAMARJOBA SAKARTVELO
თუ შეიძლება, სია შევადგინოთ.
გპირდებით შემოდგომის ზღაპარს

მაჭის ციხე-ჩანჩქერი ლაგოდეხის ნაკრძალში,ეძღვნება ილიას,31.10

Posted: 27 ოქტ 2009, 01:20
by paata_
ვახ

კაია

მაჭის ციხე-ჩანჩქერი ლაგოდეხის ნაკრძალში,ეძღვნება ილიას,31.10

Posted: 27 ოქტ 2009, 01:25
by Lado meleksishvili
მოვდივარ :D

მაჭის ციხე-ჩანჩქერი ლაგოდეხის ნაკრძალში,ეძღვნება ილიას,31.10

Posted: 27 ოქტ 2009, 01:32
by GAMARJOBA SAKARTVELO
შრომისხევის ჩანჩქერი

Image

Image

Image

მაჭის ციხე-ჩანჩქერი ლაგოდეხის ნაკრძალში,ეძღვნება ილიას,31.10

Posted: 27 ოქტ 2009, 01:38
by GAMARJOBA SAKARTVELO
ეს მეზობელი ჩანჩქერუკაა

Image

ეს მთავარი მეგზური - მდინარეა, რომელსაც ავუყვებით და ჩავუყვებით

Image

მაჭის ციხე-ჩანჩქერი ლაგოდეხის ნაკრძალში,ეძღვნება ილიას,31.10

Posted: 27 ოქტ 2009, 01:41
by GAMARJOBA SAKARTVELO
ბუნება, რომელიც გზად შემოგვეხატება
Image

Image

Image

ჭეშმარიტად შემოდგომის ფარდაგია -
Image

მაჭის ციხე-ჩანჩქერი ლაგოდეხის ნაკრძალში,ეძღვნება ილიას,31.10

Posted: 27 ოქტ 2009, 01:46
by GAMARJOBA SAKARTVELO
მაჭის ციხე, იგივე თოღას (მთის სახელია) ციხე, მე5-მე8 საუკუნეების ციხე, ქართველ მეფეთა საზაფხულო საბრძანებლო
Image

იქვე მდებარე (კარის) ეკლესია
Image

მაჭის ციხე-ჩანჩქერი ლაგოდეხის ნაკრძალში,ეძღვნება ილიას,31.10

Posted: 27 ოქტ 2009, 01:49
by GAMARJOBA SAKARTVELO
ბნელი ხევი, მდინარე მაწიმის ტოტი მაჭის ციხემდე
Image

გზად -
Image

Image

მაჭის ციხე-ჩანჩქერი ლაგოდეხის ნაკრძალში,ეძღვნება ილიას,31.10

Posted: 27 ოქტ 2009, 01:49
by teo-
1 ღამე დარჩენაც კარგი იქნებოდა ვოვოვო

მაჭის ციხე-ჩანჩქერი ლაგოდეხის ნაკრძალში,ეძღვნება ილიას,31.10

Posted: 27 ოქტ 2009, 01:53
by GAMARJOBA SAKARTVELO
paata_ wrote:ვახ

კაია
კი, მართლაც, მშვენიერია
meleksealpinisti wrote:მოვდივარ :D
სწორედ შენნაირი მოსიარულეებისთვისაა ეს ლაშქრობა
teo- wrote:1 ღამე დარჩენაც კარგი იქნებოდა ვოვოვო
საუკეთესო ადგილია 2-3 დღიანი გასვლისთვის.
მსურველებს შეუძლიათ დარჩნენ.
ვისაც 2დღიანი უნდა, სიას მიაწეროს და სათანადო რაოდენობის შემთხვევაში, მინიბუსზეც ვიზრუნებ

მაჭის ციხე-ჩანჩქერი ლაგოდეხის ნაკრძალში,ეძღვნება ილიას,31.10

Posted: 27 ოქტ 2009, 01:55
by Int3lig3nt
მე მგონი არაფერი არ შემიშლის ხელს, რომ ჩავეწერო :).

მაჭის ციხე-ჩანჩქერი ლაგოდეხის ნაკრძალში,ეძღვნება ილიას,31.10

Posted: 27 ოქტ 2009, 08:31
by navigator
არ ეციება? :?

მაჭის ციხე-ჩანჩქერი ლაგოდეხის ნაკრძალში,ეძღვნება ილიას,31.10

Posted: 27 ოქტ 2009, 09:59
by bela
მე მგონი ორდღიანი მენდომება და რა ვიცი...
თუ, რასაკვირველია, წვიმა არ იქნება :(

მაჭის ციხე-ჩანჩქერი ლაგოდეხის ნაკრძალში,ეძღვნება ილიას,31.10

Posted: 27 ოქტ 2009, 10:01
by GAMARJOBA SAKARTVELO
navigator wrote:არ ეციება? :?
მერე რა, ციოდეს.
ლაშქრობა გაგვახურებს.
რჩევებში თბილი სამოსი დავწერე კიდეც.
თუმცა, არც ისეთი სიცივე იქნება, რომ აგვაკანკალოს