კინჩხა - ჩანჩქერები და კანიონი - 17-18 ივლისი
Posted: 14 სექ 2009, 12:13
გამარჯობა
მგონი დროა, იდეების კიდობნიდან სამომავლო გეგმებში გადმოვინაცვლოთ :]
17-18 ივლისს იგეგმება სოფელ კინჩხაში წასვლა
ახლა მოკლე აღწერა თუ სადაა კინჩხა და როგორ უნდა მივიდეთ :]]
არცთუ ცნობილი ადგილია და ინფორმაციის მოძიებაც არ იყო ადვილი
ზოგი ნეტში, ზოგი ნაცნობებში გავიკითხე
ვითარება ასეთია :
კინჩხა - სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში (კინჩხის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე ოკაცეს ხეობაში. ზღვის დონიდან 760 მეტრი, ხონიდან 28 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 62 ადამიანი.
მისასვლელი მარშრუტი :
1) ჩადიხარ ქუთაისში
2) ქუთაისიდან მიდიხარ ხონში
3) ხონიდან მიდიხარ მარტვილისკენ და გზად ნახავ აღნიშვნას მარტვილი მარცხნივ, გორდი პირდაპირ (შეიძლება გორდი კი არა ცაგერი ეწეროს, ცაგერის გზაა რა მოკლედ). მიდიხარ გორდისკენ.
5) მთავარია არ გამაზო გადასახვევი გორდიზე. რაღაც მომენტში გზიდან მარცხნივ ადის მახვილი კუთხით მეორე გზა.
4) გორდიდან კინჩხამდე ახლოა და მიგასწავლიან.
გორდაში არის კანიონი
ოკაცეს ხეობაში ჩანჩქერები
მგონი რომ მოვახერხებთ ორივე ვინახულოთ
ახლოსაა ერთმანეთთან
რუკაც ნეტში მოვიძიე
მე ვერ გავიგე, მაგრამ რადგან თემისთვის აუცილებელია, ბარემ დავდებ მასაც

ესეც ფოტოები

რაც შეეხება ტრანსპორტს- სამარშრუტო ოპტიმალური ვარიანტია
შესაძლებელია ჯიპტურიც (თუ იქნებიან მსურვლები
)
თანხა - რამდენი მსურველიც იქნება , იმის მიხედვით დადგინდება
აბა ველი მსურველებს და იდეებს