ვირთხების რბოლა 2 www.ratrace.ge

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ვირთხების რბოლა 2 www.ratrace.ge

Post by lama » 11 სექ 2009, 12:26

ყურადღებით!!!!!!!!!!!!!!!

ძალიან საინტერესო იდეაა და მოისმინეთ

მოკლედ:


კულტურულ-შემეცნებითი ვირთხების რბოლა წარმოადგენს ახალგაზრდულ, შემეცნებით-გასართობ, სპორტულ ღონისძიებას.

სახელი მომდინარეობს ბრიტანული იდიომატური გამოთქმისგან “Rat Race” (“ვირთხების რბოლა“), რაც ნიშნავს იმას,

რომ ადამიანთა გარკვეული რაოდენობა ერთმანეთს ეჯიბრება ერთი პუნქტიდან მეორემდე ჩასასვლელად ნებისმიერი საშუალებით.

ეს გამოთქმა ძალიან პოპულარულია ინგლისურ ენაში, ხოლო ქართველებისთვის

უფრო მეტად ცნობილი გახდა ამავე სახელწოდების ფილმისგან.

მსოფლიოს ძალიან ბევრ ქალაქში არია ახალგაზრდული Ratrace კლუბები,

რომლებიც აწყობენ მსგავს ახალგაზრდულ სპორტულ ღონისძიებებს.

საქართველოში პირველად მსგავსი რბოლა განხორციელდა 2009 წლის ივლისში, მაგრამ განსხვავებით სხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში

აქამდე ჩატარებული ღონისძიებებისგან, ჩვენ ამ შეჯიბრს მივეცით კულტურულ-შემეცნებითი ელფერი, რაც იმას გულისხმობს,

რომ ჩვენ მიერ ჩატარებული „ვირთხების რბოლა“ არ წარმოადგენდა მხოლოდ ერთი პუნქტიდან მეორემდე ნებისმიერი საშუალებით ჩაღწევას,

არამედ რბოლის მთელი დროის განმავლობაში მონაწილე გუნდებს უნდა მოენახულებინათ

ქართული კულტურული ძეგლები და ამ გზით შეეგროვებინათ ქულები.

პირველი რბოლა მოიცავდა მარშრუტს სიღნაღიდან ბათუმამდე.

პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ გადავწყვიტეთ, კიდევ ჩაგვეტარებინა მსგავსი ღონისძიება.

პროექტი წარმოადგენს რბოლას ლაგოდეხის ნაკრძალიდან ბათუმამდე.

მასში მონაწილეობას მიიღებს ორი წევრისგან შემდგარი მინიმუმ 15 გუნდი

(გუნდების რაოდენობა შეზღუდული არაა).

გუნდებს ექნებათ ლაშქრობისთვის საჭირო აღჭურვილობა

(კარავი, საძილე ტომრები, პარალონები, სამგზავრო ჩანთები, რუკები).

თითოეულ ადამიანს თან ექნება საკვებისა და ფულის

საარსებოდ აუცილებელი მინიმალური რაოდენობა.

გუნდები შეეცდებიან დანიშნულების პუნქტამდე ჩააღწიონ ყველა საშუალებით (ავტოსტოპით, ფეხით).

გამარჯვებულად გამოცხადდება ის გუნდი,

რომელსაც ექნება ქულების მაქსიმალური რაოდენობა.



ქულების მოგროვებას გუნდები შეძლებენ კულტურული ძეგლების მონახულებით,

რომელთა სია გადაეცემათ რბოლის დაწყების წინ და

თითოეულ ძეგლს განსაზღვრული ქულა ექნება მინიჭებული.

ძეგლების მონახულების დამადასტურებელი საბუთი იქნება ფოტოსურათები,

რომლებსაც მონაწილეები გადაიღებენ კონკრეტულ ძეგლთან.

ამ ფოტოსურათებში მათ აუცილებლად უნდა ეცვათ რბოლის მაისურები.

იმისათვის, რომ არ დაირღვეს რბოლის საერთო მარშრუტი,

გარკვეული ძეგლების მონახულება იქნება სავალდებულო.

ასევე განსაზღვრული იქნება იმ ავტომობილების მინიმალური რაოდენობა,

რომლებითაც უნდა იმგზავროს გუნდმა საბოლოო დანიშნულების

პუნქტამდე, რისი დადასტურებაც ასევე მოხდება ფოტოსურათებით.




ქულების მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც შეიძლება მოაგროვოს

გუნდმა ძეგლების მონახულებით შეადგენს 180.

გარდა ამისა, საბოლოო პუნქტამდე პირველად ჩასული გუნდი

მოიპოვებს 20 ქულას, მეორე - 15, მესამე - 10.

ყველა გუნდი ვალდებულია ბათუმამდე ჩააღწიოს არაუგვიანეს 7 დღე-ღამისა,

წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ქულები განულდება.



რბოლის ჩატარების დრო:

18 – 25 სექტემბერი 2009



რბოლის ჩატარების ადგილი:

რბოლა მოიცავს მარშრუტს – ლაგოდეხი-ბათუმი



რბოლის სავარაუდო მარშუტი:

(სავარაუდო, რადგან რბოლის მონაწილეებს თავად შეეძლებათ
მათთვის ყველაზე სასურველი და ხელსაყრელი მარშრუტის შედგენა)


ლაგოდეხი - ახალსოფელი - ყვარელი - გრემი - თელავი -
ახმეტა - თიანეთი - ჟინვალი - ნატახტარი - მუხრანი -
ქსანი - იგოეთი - გორი - აგარა - გომი - ალი - საჩხერე -
ჭიათურა - ზესტაფონი - ქუთაისი - სამტრედია - ვანი -
ლანჩხუთი - გრიგოლეთი - ციხისძირი - ბათუმი.


მოსანახულებელი კულტურული ძეგლების სია:


1. ძველი გავაზი
2. ყვარლის ციხე
3. ნეკრესი
4. გრემი
5. თელავის ციხე
6. შუამთა
7. იყალთო
8. თეთრი გიორგი
9. ალავერდი
10. მატანის ცხრაკარა
11. კვეტარა
12. ანანურის ციხე
13. ბოდორნა
14. წილკანი
15. მუხრანი
16. ქსნის ციხე
17. სამთავისი
18. მეტეხი
19. ერთაწმინდა
20. უფლისციხე
21. გორის ციხე
22. გორიჯვარი
23. ატენის სიონი
24. ატენის დედათა მონასტერი
25. დანახვისის წნინდა გიორგის ეკლესია
26. ურბნისის მონასტერი
27. რუისის მონასტერი
28. ბრეთის ეკლესია
29. ალისციხე
30. მღვიმევი
31. ჯრუჭი
32. კაცხის სვეტი
33. დევის ნამოსახლარი
34. შორაპნის ციხე
35. ბაგრატის ტაძარი
36. გელათის სამონასტრო კომპლექსი
37. მოწამეთა
38. სათაფლიის მღვიმე
39. ვანის ნაქალაქარი
40. უდაბნო
41. ჯიქეთი
42. შამოქმედი
43. პეტრას ციხე
44. გონიოს ციხე
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ვირთხების რბოლა 2 www.ratrace.ge

Post by lama » 11 სექ 2009, 12:28

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ საიტ

www.ratrace.ge

:)

ავტოსტოპების მოყვარულებო ყველა კუთხისა შეერთდით :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ვირთხების რბოლა 2 www.ratrace.ge

Post by lama » 11 სექ 2009, 12:33

რბოლაში სამონაწილეო გადასახადი თითოეული მონაწილისათვის შეადგენს 25 ლარს.

მონაწილეთა რეგისტრაცია გაგრძელდება კიდევ რამდენიმე დღე.
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ვირთხების რბოლა 2 www.ratrace.ge

Post by lama » 11 სექ 2009, 12:34

მონაწილეობის მსურველებმა მომწერეთ PM-ში ან დაგვიკავშირდით:

ბექა ბერიკაშვილი 898 23 69 63

ვახტანგ ბერიკაშვილი 899 63 11 13
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ვირთხების რბოლა 2 www.ratrace.ge

Post by namcecuna » 11 სექ 2009, 12:35

ვაააა :shock:
წამო, ზღაპარში ...
Image


User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ვირთხების რბოლა 2 www.ratrace.ge

Post by lama » 11 სექ 2009, 12:44

namcecuna
kiki
არ გსურთ?????


მოკლედ დაწერეთ რაიმე

ძალიან საინტერესო იდეაა და...

:)

გირჩევთ

პრიზებიც ძალიან კარგი იქნება :) და არ ინანებთ :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
saskva
იეტი
Posts: 2154
Joined: 02 ივლ 2007, 12:54
Location: Where Dreams Do Come True
ვირთხების რბოლა 2 www.ratrace.ge

Post by saskva » 11 სექ 2009, 12:48

აუ რა მაგარი ხალისი იქნება :D:D:D:D:D:D:D ადრე რომ მცოდნოდა შვებულებას შემოვინახავდი :P:P:P:P:P

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ვირთხების რბოლა 2 www.ratrace.ge

Post by lama » 11 სექ 2009, 12:52

თუ გსურთ ჯ.პ.ს. - ი მაშინ გაიმარჯვეთ ამ ტურნირში და გექნებათ ჯ.პ.ს-ი :) :D:D:D:D:D:D

თუ გსუყრთ კარგი ზურგჩანთა

მაშინ მეორე ადგილზე გადით :D:D:D:D:D

და თუ გსურთ კარგი საძილე ტომარა, მაშინ მესამე ადგილი დაიკავეთ და გექნებათ საძილეცა და პარალონიც

მაგრამ თუ გსურთ კარავი მაშინ მე დამიკავშირდით :D:)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ვირთხების რბოლა 2 www.ratrace.ge

Post by namcecuna » 11 სექ 2009, 12:53

lama

კი მინდა მაგრამ მაგ დროს თუშეთში მივდივარ :D
დარწმუენბული ვარ ვინც წავა -არ ინანებს :D:D:D
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
kiki
იეტი
Posts: 1518
Joined: 29 ივნ 2007, 17:25
ვირთხების რბოლა 2 www.ratrace.ge

Post by kiki » 11 სექ 2009, 12:55

lama

კი, კი მსურს , მაგრამ პრობლემა დროშია 1 კვირა ძალიან დიდია ჩემთვის :(

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
ვირთხების რბოლა 2 www.ratrace.ge

Post by Tamusia » 11 სექ 2009, 12:57

ზაფხულში ვერ მოაწყეს?!
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ვირთხების რბოლა 2 www.ratrace.ge

Post by lama » 11 სექ 2009, 13:01

Tamusia
ზაფხულში მოეწყი პირველი "ვირთხების რბოლა"

სადაც პირველ ადგილზე გასულმა გუნდმა ჯ.პ.ს.- ი მოიგო

ის იყო მარშრუტი სიღნაღიდან ბათუმამდე

წელს კი ლაგოდეხიდან სარფამდეა ტური (საზღვრიდან საზღვრამდე) :)

ძალიან იაფია 25 ლარი ამ მეტად საოცარი მოგზაურობისათვის :)

ძალიან ლამაზი თავგადასავლებისათვის
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ვირთხების რბოლა 2 www.ratrace.ge

Post by lama » 11 სექ 2009, 13:01

ეწვიეთ საიტს

www.ratrace.ge

www.ratrace.ge

www.ratrace.ge
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
kiki
იეტი
Posts: 1518
Joined: 29 ივნ 2007, 17:25
ვირთხების რბოლა 2 www.ratrace.ge

Post by kiki » 11 სექ 2009, 13:02

აუუუუუუუუუ უმაგრესია ძალიან მომწონს !!!!!!!!!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]