Page 1 of 5

09.09.09 - დიიიიიიიდი კალათბურთი თბილისში

Posted: 07 სექ 2009, 01:56
by GAMARJOBA SAKARTVELO
დამოუკიდებელი ქართული კალათბურთის მატიანეში 2009ის 9 ენკენისთვე შეიძლება უდიდეს დღედ იქცეს.
საქმე ის არის, რომ რამდენიმე წლინი მცდელობის შედეგად, საქართველოს კალათბურთელთა
ნაკრები A დივიზიონში შედის.
ცუდი სასწაული უნდა მოხდეს, რომ ნაკრებმა ელიტარულ ჯგუფში არ იასპარეზოს.

B დივიზიონში საქართველო 1ლ ადგილზე გავიდა. იმისთვის, რომ უფრო მაღალ საფეხურზე აღზევდეს,
ბელორუსიის ნაკრებს 2 თამაშის ჯამში უნდა მოუგოს.
5 ენკენისთვეს, მაშინ, როდესაც საქართველოს ფეხბურთელთა გუნდმა იტალიასთან წაგებით
დაგვამწუხრა, კალათბურთელებმა ბელორუსიაში, ქალაქ მოგილიოვში 1ლ თამაშში
ბეჭებზე გააკრეს ამ ქვეყნის ნაკრები
- 75:89.
14 ქულით მოვუგეთ.
A დივიზიონში რომ ვერ მოვხვდეთ, თბილისში 15 ქულაზე მეტით უნდა წავაგოთ.
საკუთარ კედლებში წარმოუდგენელივით კი არის, მაგრამ დღეს ყველაფერი შესაძლებელია.
ჩვენს ნაკრებს დიიიიიიიიიდი ქომაგობა და გამხნევება სჭირდება.
ვუქომაგოთ ნაკრებს 9 ენკენისთვეს სპორტის სასახლეში.
ყველანი კალათბურთზე.
წასვლა სავალდებულოა.

09.09.09 - დიიიიიიიდი კალათბურთი თბილისში

Posted: 07 სექ 2009, 01:57
by GAMARJOBA SAKARTVELO
09.09.09
დიდი ქართული დღეა

დასაწყისი 19:00ზე

09.09.09 - დიიიიიიიდი კალათბურთი თბილისში

Posted: 07 სექ 2009, 10:52
by Nika
ხო აი ამაზე ღირს წასვლა. თორე კალაძის შესრულებით "სვარკის ყურება" უკვე მაზოხიზმს მაგონებს.

09.09.09 - დიიიიიიიდი კალათბურთი თბილისში

Posted: 07 სექ 2009, 10:58
by MIRANDA
მეც ძალიან მინდა ამ თამაშზე წასვლა და ახლა ვგეგმავდი ზუსტად :) :) :)

09.09.09 - დიიიიიიიდი კალათბურთი თბილისში

Posted: 07 სექ 2009, 11:03
by Int3lig3nt
ვა, არასდროს არ ვყოფილვარ კალათბურთზე და კარაველებთან ერთად სიამოვნებით წავიდოდი.
მარა ოთხშაბათობით წესით თათბირი მაქვს და თუ გამოვძვერი, აუცილებლად წამოვალ.

ბილეთები როდის უნდა ავიღოთ?

09.09.09 - დიიიიიიიდი კალათბურთი თბილისში

Posted: 07 სექ 2009, 11:54
by gion
Int3lig3nt
დღეს დაიწყება ბილეთების გაყიდვა.

GAMARJOBA SAKARTVELO
ორგანიზებულად აპირებთ წასვლას?

09.09.09 - დიიიიიიიდი კალათბურთი თბილისში

Posted: 07 სექ 2009, 12:09
by QEBURIUS
Nika wrote:ხო აი ამაზე ღირს წასვლა. თორე კალაძის შესრულებით "სვარკის ყურება" უკვე მაზოხიზმს მაგონებს.
ამბობენ კალაძემ საქართველოს საგადასახადოს აბაროტი აუღოო!



კალათბურთზე წასვლა კარგი იდეაა თუ ბილეთებს ვიშოვით... ძლივს არ დადგა ისდრო ქართული ნაკრების თამაშზე ბილეთი საშოვარი გახდა!

09.09.09 - დიიიიიიიდი კალათბურთი თბილისში

Posted: 07 სექ 2009, 13:03
by Gamge
ძლივს არ დადგა ისდრო ქართული ნაკრების თამაშზე ბილეთი საშოვარი გახდა!
აბა, შენ ეგ თქვი, ძალიან მაგარია! იმედია გავერევით ელიტაში (კალათბურთში მაინც :)) )

09.09.09 - დიიიიიიიდი კალათბურთი თბილისში

Posted: 07 სექ 2009, 14:34
by MIRANDA
kurush wrote:კალათბურთზე წასვლა კარგი იდეაა თუ ბილეთებს ვიშოვით... ძლივს არ დადგა ისდრო ქართული ნაკრების თამაშზე ბილეთი საშოვარი გახდა!
აუუ, ანუ შენ გინდა თქვა, რომ ბილეთები უკვე საშოვარია??

09.09.09 - დიიიიიიიდი კალათბურთი თბილისში

Posted: 07 სექ 2009, 14:37
by MIRANDA
ახლა დავრეკე სპორტის სასაახლის სალაროში... ბილეთის ფასი 10 ლარია. ბილეთები ჯერ-ჯერობით არისო, მაგრამ ძალიან ბევრი მსურველია და შეიძლება ბილეთები დღესვე გაიყიდოსო..

09.09.09 - დიიიიიიიდი კალათბურთი თბილისში

Posted: 07 სექ 2009, 14:42
by VANO
მეც მინდა წამოსვლა.


ხომ არ ჯობია ვისაც გვინდა წასვლა სია გავაკეთოთ დღესვე, ხვალ შევვდეთ და ბილეთების ფული ავკრიბოთ ერთად რო მოგვიწიოს დაჯდომა და არა ცალ-ცალკე?


ან კიდევ ისევ სია გავაკეთოთ რამდენიც ვიქნებით და რომელიმემ იყიდოს ბილეთები და მერე თამაშის დღეს მივცეთ ჩვენ-ჩვენი ბილეტების ფული?


ან როგორ მოვიქცეთ? :roll:

09.09.09 - დიიიიიიიდი კალათბურთი თბილისში

Posted: 07 სექ 2009, 14:47
by Naia
Vanski
კარგი აზრია. იქნებ საჩქაროდ ჩამოვწეროთ სია, რომ ბილეთების ყიდვა დროულად მოვასწროთ.

1. გამარჯობა საქართველო?
2. ნიკა ?
3. მირანდა
4. ვანსკი
5. ნაია
6. კურუშ
7. გამგე
8. ინტელა ?
9. გიონ?

კითხვის ნიშნიანებმა დაადასტურეთ. ხვალ რომ შევიძინოთ გვიანი იქნება?

09.09.09 - დიიიიიიიდი კალათბურთი თბილისში

Posted: 07 სექ 2009, 15:22
by Nika
ხვალ ერევანში მივდივარ და რო ჩამოვალ მერე მეცოდინება წამოვალ თუ არა :(

09.09.09 - დიიიიიიიდი კალათბურთი თბილისში

Posted: 07 სექ 2009, 15:46
by QEBURIUS
რამოდენიმე წუთის წინ ვიყავი სასახლესთან და იმხელა რიგი დამხვდა არც კი დავმდგარვარ, ჰოდა ტელევიზორი და მისი ჯანი....

ანუ გეგმა B! მირზაანი?

09.09.09 - დიიიიიიიდი კალათბურთი თბილისში

Posted: 07 სექ 2009, 15:55
by Ninukala
Naia
უკვე იმდენი ბილეთი გაყიდულა, რომ ხვალ კი არა დღესაც აღარ იქნება სავარაუდოდ.... :(