დათვიჯვარი - შუაფხო - 6 სექტემბერი
Posted: 01 სექ 2009, 01:24
მგონი მოვიდა დრო, ეს ლამაზი და საკმაოდ რთული ლაშქრობა გავიმეოროთ.
აი მონაცემები, რაც წინა ლაშქრობისას აჩვენა ნიკას GPS-მა:
სიარული მოგვიწევს ქედ-ქედ. იქნება აღმართებიც, დაღმართებიც და ალაგ-ალაგ პატარა კლდეებივით, რომლებიც რთული არ არის, უბრალოდ დაღლილზე გაგვიჭირდება დაძლევა.
გზის ბოლო ნაწილს (1-2 საათი) ვივლით სიბნელეში, ტყეში, რისთვისაც ყველას (!) აუცილებლად დაგვჭირდება ფანარი.
ამინდს გადავხედე და ცვალებად მოღრუბლულობას გვპირდებიან.
მზად უნდა ვიყოთ როგორც მზის გულზე სიარულისთვის, ასევე, სიცივისთვისაც (დათვიჯვარზე ძალიან ცივა),
საგზალი მოგვაქვს სახლიდან.
ეცადეთ საკვები ნაკლები წამოიღოთ.
სამაგიეროდ წყალი ბევრი დაგვჭირდება, იმიტომ რომ გზაში არსად არ შეგვხვდება.
მძღოლებს დავურეკავ და ლაშქრობის ხარჯებს ხვალ დავწერ.
ახლა რომ ვუფიქრდები, კი მახსოვს გზა (პრინციპში დასაკარგი იქ არაფერია), თუმცა ნიკას მაინც ვთხოვ, GPS ტრეკი მოგვცეს, ყოველი შემთხვევისთვის.
ვხსნი სიას და ყველას გთხოვთ, ჯერ კარგად შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები და მხოლოდ მას შემდეგ ჩაეწეროთ.
იქ ბევრია სასიარულო და მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე უნდა ვიყოთ.
დრო ცოტაა, სასიარულო ბევრი და თბილისში დროულად დაბრუნებას არ უნდა შეექმნას საფრთხე.
აი წინა გასვლის ბმულიც:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?p=61248#61248
წამომსვლელთა სია:
1. int3lig3nt
2. z g a r b i
3, ხალიანა
4.
ვიკრიბებით კვირას, 6 სექტემბერს, დილის 7:00 საათზე, სამთო ქიმიასთან.
წამოიღეთ მზისგან და წვიმისგან დამცავი საშუალებები, ნოყიერი საკვები და მინიმუმ 2 ლიტრი წყალი (გზაზე არსად არ შეგვხვდება).
და აუცილებლად ფანარი და ქურთუკივით სამოსი.
მძღოლი დაგვხვდება შუაფხოში.
საღამოს დაბრუნება ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ვივლით... თუ კარგად ვიარეთ, 11 საათზე თბილისში ვიქნებით.

მოკლედ, ლაშქრობა არის საკმაოდ რთული. მოლაშქრეთა უმეტესობას 10-11 საათი დასჭირდა ამ მანძილის გასავლელად.Nika wrote:მარშუტის სტატისტიკური მონაცემები
სიგრძე - 18.5 კმ
გავლის დრო (ჩემი) - 9:20
საშუალო სიჩქარე პაუზების გარეშე - 3.1 კმ/სთ
მთლიანი სიჩქარე - 2.0 კმ/სთ (ბოლოსკენ დავგაზეთ წინა ჯგუფმა და გავედით ოპტიმალურ სიჩქარეზე)
მთლიანი აღმართები - 1079 მ.
მთლიანი დაღმართები - 2451 მ.
მაქსიმალური სიმაღლე - 3019 მ.
მინიმალური - 1223 მ.
ტრეკი ზუსტად მიუყვება იმას რაც თავიდან დავდე. ასე რომ დამატებით არ დავდებ. გზიდან არსად გადაგვიხვევია.