Page 1 of 16

შატილი-პირიქითა ხევსურეთი საქველმოქმედო აქციით, 12-13.09.09

Posted: 30 აგვ 2009, 04:14
by GAMARJOBA SAKARTVELO
2009 წელს ისე როგორ ჩაევლო, პირიქითა ხევსურეთის კარავული გასვლა არ შემდგარიყო?
არ მინდა, ფორუმს ეს ჩვეულება ჩაუვარდეს, ისევე, როგორც ხევსურეთის მხარდასაჭერი საქველმოქმედო ღონისძიება.
ბევრი ფიქრისა და დიდი მეცადინეობის, რჩევებისა და გამ20დილების გათვალისწინებით, გეგმაც ჩამოვაყალიბე.

12-13 ენკენისთვეს (სექტემბერი) დილით ადრე გავუდგებით შატილის გზას.
მანამდე ვნახავთ კორშის მუზეუმს, ლებაისკარისა და კისტანის კოშკებს.
თუ ბევრნი ვიქნებით, ღამეს კარვებით შატილში გავათენებთ, რადგან დიდი შანსია, რომ კისტანზე დიდი
ჯგუფით ასვლის შემთხვევაში, მუცოსთან დაბანაკება დაგვაგვიანდება.

თუ არ დავგვიანდებით და ვიყოჩაღებთ, მუცოსთან დავბანაკდებით. კვირას, ანუ 13 ენკენისთვეს
მუცოს კოშკებზე ავალთ, შემდეგ კი არდოტში, რომელიც მუცოდან 5 კმშია.

რაც მთავარია, ამ გასვლაში ვნახავთ ქაჩუს ისტორიულ ნამოსახლარ- ნაკოშკარებს, ქვიტკირით
ნაგებსა და მრავალ წელს მტკიცედ მდგომს.
სოფელი ქაჩუ ჭინჭარაულების ნამოსახლარია და შატილზე ადრეც კი არსებობდა.
ქაჩუს ნახვა, თუ სწორად ვიცი, "კარავისთვის" სიახლე იქნება.
აქ მისასვლეად კლდენაშალზე ასვლაა საჭირო და შესაბამისი ფეხსაცმლის სამოსი აუცილებელია.
ქაჩუდან შატილის ხეობის ულამაზესი ხედები იშლება.

კიდევ უფრო მეტის ნახვა ჩვენზეა დამოკიდებული.
ვივლით მინიბუსითაც და ფეხით.
სირთულე - საშუალო.

რაც შეეხება საქველმოექმედო აქციას - ამ მონაკვეთზე შატილისთვის სასკოლო ნივთების ატანით შემოვიფარგლებით.
მოგეხსენებათ, ახალი სასწავლო წელი კარს მოგვადგა.
შევკრებთ 5-7 ლარს ზედმეტს. წინასწარ ნივთებს მე ვიყიდი და ანგარიშს წარმოგიდგენთ.
თუ რა იქნება საყიდელი, ბავშვების რაოდენობის მიხედვით დავაზუსტებ.


შეკრების დრო და ადგილი:
სქიმია, 06:57 სთ, 12 ენკენისთვე (2009)

ფასი:
350 ლარი მინიბუსისთვის.
თანხა გაიყოფა თანაბრად. დაემატება საქველმოქედო აქციისთვის 5-7 ლარი.
აგრეთვე,
სურვილისამებრ, "კარავის" რაიცების შესაძენი თანხისთვის ნებაყოფლობითი შემოწირულობა.

აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები:
შეკრების ადგილას დროულად მოსვლა. სათევად საძილე, ქვეშაგები, კარავი, საკუთარი საგზალი,
თბილის სამოსი, საწვიმარი და ყოველ შემთხვაში, 1 ხელი გამოსაცვლელი. მოხერხებული და
კლდოვან საფარზე სასიარული ფეხსაცმელი.
სასურველლია, ვიქონიოთ არა1ჯერადი პირადი ჭურჭელი.

ქველმოქმედებასთან დაკავშირებით მიიღება თქვენი მოსაზრებები, აგრეთვე, სხვა სახის შემოწირულობები,
მათ შორის - დამატებითი თანხა.

და კიდევ, ნება მიბოძეთ, ეს გასვლა "კარავის" ადმინს - gvalvaს მივუძღნა, ვის
სახელთანაც დაკავშირებულია ფორუმის ეს ტრადიციები

შატილი-პირიქითა ხევსურეთი საქველმოქმედო აქციით, 12-13.09.09

Posted: 30 აგვ 2009, 04:27
by GAMARJOBA SAKARTVELO
ახალბედებს ვთავაზობ "კარავზე" გახნილი თემების ბმულებს პირიქითა ხევსურეთზე:

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1319

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=774

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=2546

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2324

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2352

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1550

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1667

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1539

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=736

ეს კი ის თემ, რომელიც შატილიონკს მივუძღვენი:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2705

სხვაც ბევრი თემაა, მაგრამ ეს ბმულები, ვინც 1ლად იმოგზაურებს პირიქითა ხევსურეთში,
საკმაო წარმოდგენას შეუქმნის ქართველთა სასწაულ საგანძურზე

შატილი-პირიქითა ხევსურეთი საქველმოქმედო აქციით, 12-13.09.09

Posted: 30 აგვ 2009, 04:27
by GAMARJOBA SAKARTVELO
ახლა კი, სია შევადგინოთ.
წამომსვლეთა საყურადღებოდ - სიაში მიუთითეთ, ვის გაქვთ კარავი,
საძილე, ქვეშაგები, რომ აღჭურვილობაზე ვიზრუნოთ

შატილი-პირიქითა ხევსურეთი საქველმოქმედო აქციით, 12-13.09.09

Posted: 30 აგვ 2009, 19:49
by tamuna_gudarexi
GAMARJOBA SAKARTVELO
გაიხარე, გოგა, მშვენიერი რამ დაგიგეგმია! სურვილი მაქვს წამოსვლის, თუმც ჯერჯერობით დაზუსტებით ვერ ვიტყვი.. წამოსვლის შემთხვევაში - საძილე, საგებელი მაქვს, ერთადერთი - კარავი მაკლია ;)

შატილი-პირიქითა ხევსურეთი საქველმოქმედო აქციით, 12-13.09.09

Posted: 31 აგვ 2009, 00:41
by GAMARJOBA SAKARTVELO
tamuna_gudarexi wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
საძილე, საგებელი მაქვს, ერთადერთი - კარავი მაკლია ;)
ვინმეს კარავში დაგაბინავებთ.
უმაგისოდ არ დაგტოვებთ

შატილი-პირიქითა ხევსურეთი საქველმოქმედო აქციით, 12-13.09.09

Posted: 31 აგვ 2009, 10:27
by Gamge
1.GAMARJOBA SAKARTVELO
2.3 Gamge+NUca საძილეებით, კარვით.
4...

შატილი-პირიქითა ხევსურეთი საქველმოქმედო აქციით, 12-13.09.09

Posted: 31 აგვ 2009, 11:43
by bellge
-1

შატილი-პირიქითა ხევსურეთი საქველმოქმედო აქციით, 12-13.09.09

Posted: 31 აგვ 2009, 11:43
by paata_
bellge
:shock: :shock: :shock:

ცოცხალი ხარ?

შატილი-პირიქითა ხევსურეთი საქველმოქმედო აქციით, 12-13.09.09

Posted: 31 აგვ 2009, 11:48
by Ninukala
1.GAMARJOBA SAKARTVELO
2.3 Gamge+NUca საძილეებით, კარვით.
4. bellge :)
5. bellge+
6. ნინუკალა
7. ნინუკალა +
8. ნინუკალა + ?

შატილი-პირიქითა ხევსურეთი საქველმოქმედო აქციით, 12-13.09.09

Posted: 31 აგვ 2009, 14:10
by guruli
აუ, ჩემი წამოსვლა იმდენად მყარადაა გამორიცხული, ვერც კი ვოცნებობ. :cry: :cry: ახლანდელი უქმეებიდან მოყოლებული, სექტემბრის ბოლომდე ყოველ შაბათ-კვირას მოდარაჯე ძაღლივით უნდა ვიყო სამსახურში დაბმული. :cry: არადა, წამოსვლა მაგრად მინდა. :cry: :cry: წლეულს აღმოსავლეთის მთიანეთში ვერსად გავედი. თუმცა საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ.
bellge - გამიხარდა შენი გამოჩენა.

შატილი-პირიქითა ხევსურეთი საქველმოქმედო აქციით, 12-13.09.09

Posted: 31 აგვ 2009, 14:11
by Naia
1.GAMARJOBA SAKARTVELO
2.3 Gamge+NUca საძილეებით, კარვით.
4. bellge Smile
5. bellge+
6. ნინუკალა
7. ნინუკალა +
8. ნინუკალა + ?
9. ნაია (საძილე და შეიძლება კარვიც)

შატილი-პირიქითა ხევსურეთი საქველმოქმედო აქციით, 12-13.09.09

Posted: 31 აგვ 2009, 14:30
by qvevri
მეც მინდა და თუ წამოვედი საძილესა და ორ კაციანი კარავს წამოვაყოლებ. სიაში ვერ ვეწერები, რადგან ამ დროისათვის საერთაშორისო კონფერენციაში ვიღებ მონაწილეობას, რომელიც 11 სექტემბერს ტარდება და თუ ამავე დღეს დამთავრდა მაშინ წამოვალ თუ არადა მე თავად გავალ სადმე ახლომახლოს ერთდღიანში.

შატილი-პირიქითა ხევსურეთი საქველმოქმედო აქციით, 12-13.09.09

Posted: 31 აგვ 2009, 15:43
by keto
1.GAMARJOBA SAKARTVELO
2.3 Gamge+NUca საძილეებით, კარვით.
4. bellge Smile
5. bellge+
6. ნინუკალა
7. ნინუკალა +
8. ნინუკალა + ?
9. ნაია (საძილე და შეიძლება კარვიც)
10. ქეთო (სრული აღჭურვილობით)
11. ქეთოს + (უკვე ბევრისთვის ნაცნობი თამუნა) საძილეთი და ქვეშაგებით

შატილი-პირიქითა ხევსურეთი საქველმოქმედო აქციით, 12-13.09.09

Posted: 31 აგვ 2009, 15:48
by tamo-tamo
1.GAMARJOBA SAKARTVELO
2.3 Gamge+NUca საძილეებით, კარვით.
4. bellge Smile
5. bellge+
6. ნინუკალა
7. ნინუკალა +
8. ნინუკალა + ?
9. ნაია (საძილე და შეიძლება კარვიც)
10. ქეთო (სრული აღჭურვილობით)
11. ქეთოს + (უკვე ბევრისთვის ნაცნობი თამუნა) საძილეთი და ქვეშაგებით
12. თამო-თამო (3 კაციანი კარვით და სრული აღჭურვილობით თავისი და ქეთოს პლიუსისათვის)
13. თამო-თამო + ( ლალი ქეთოს ყოფილი პლიუსი)
_________________

შატილი-პირიქითა ხევსურეთი საქველმოქმედო აქციით, 12-13.09.09

Posted: 31 აგვ 2009, 16:03
by keto
GAMARJOBA SAKARTVELO
გოგა, ფეხით სასიარულო რამდენია? კიდევ ერთ მეგობარს უნდა წამოსვლა და აინტერესებს თუ შეძლებს.