Page 1 of 2

მნა - 28-30 აგვისტოს

Posted: 26 აგვ 2009, 23:06
by Giorgi Bagrationi
როგორც იქნა 3 სამსახურისგან თავისუფალი დღე გამოჩნდა და გადავწყვიტე ერთი საინტერესო ლაშქრობის განხორციელება.
ბოდიშს ვიხდი რომ გასვლამდე 2 დღეღაა დარჩენილი, მაგრამ ასე გამოვიდა.
მე მანქანაში 2 ადგილი მაქვს და თუ მსურველები ბევრნი იქნებიან ყაზბეგის მიმართულების მიკროავტობუსის შოვნა რთული არაა და კობთან შეიძლება ჩამოსვლა და შემდეგ ფეხით გზის გაგრძელება.

ეს ხეობა თრუსოს მკინვარწვერის მხრიდან ეკვრის და მრავალი ფაქტორითაა საინტერესო:
1) შუა საუკუნეებში მნის საერისთავო დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა და ძლიერ "ქვეყნად" ითვლებოდა.
2) გზის დასაწყისში ვნახანთ მნის ციხე-სახლს.
3) ოდნავ სიღრმეში X-XI საუკუნეების წმ. მარიამის ეკლესიაა.
4) მის სიახლოვეს მინერალური წყალია.
5) ოდნავ მოშორებით 14 მ. სიმაღლის ჩანჩქერი.
6) ხეობის სიღრმეში მყინვარწვერიდან წამოსული მნის მყინვარია.
7) ოდნავ მაღლა 25 მ. ჩანჩქერია.
8) ყველაზე მაღლა კი 3600 მ-ზე ზღვისა დონიდან ბუნების საოცრება "მნის" კლდოვანი კბილი.
ამის შემდეგ უკან დავეშვებით. ჩემს კარავშიც 2 ადგილი მაქვს დარჩენილი. თუ მეტი მსურველი იქნება კარავზე უნდა იზრუნოთ.
ხეობაში შეშა არაა და გაზზე უნდა გავაცხელოთ საკვები.
ღამე ეციება და სასიარულოც ბევრი არა, მაგრამ აღმართებია ბოლოსკენ (სიმაღლეთა სხვაობა 1600 მეტრია). უნდა იქონიოთ სათხილამურო ან სხვა დამხმარე ჯოხი. ფეხზეც შესაბამისად უნდა გეცვათ და მდინარეში გატოპვისსთვისაც მზად უნდა იყოთ.
შემდეგ წერილში რუკას დავდებ სადაც 1 კვადრატის სიგრძე 1 კმ-ია.

მნა - 28-30 აგვისტოს

Posted: 26 აგვ 2009, 23:08
by Tamari-ch.
X-XI საუკუნეების წმ. მარიამის ეკლესიაა
მოხატულობა არის?

მნა - 28-30 აგვისტოს

Posted: 26 აგვ 2009, 23:13
by Giorgi Bagrationi
Image

1. წმ მარიამის ეკლესია
2, 14 მეტრიანი ჩანჩქერი
3. 25 მეტრიანი ჩანჩქერი
4. მნის კბილი

Image

ჰორიზონტზე "კბილი" მოჩანს
ხეობის შუაში კი პატარა თეთრი ლაქა წმ. მარიამის ეკლესიაა

მნა - 28-30 აგვისტოს

Posted: 26 აგვ 2009, 23:13
by Int3lig3nt
ვაა, რა მაგარია :(

მნა - 28-30 აგვისტოს

Posted: 26 აგვ 2009, 23:15
by Giorgi Bagrationi
მოხატულობა არაა რადგან XIX საუკუნეში რუსებმა შეათეთრეს.

მნა - 28-30 აგვისტოს

Posted: 27 აგვ 2009, 00:03
by Tamari-ch.
Giorgi Bagrationi wrote:მოხატულობა არაა რადგან XIX საუკუნეში რუსებმა შეათეთრეს.
:twisted: :evil:

მნა - 28-30 აგვისტოს

Posted: 27 აგვ 2009, 00:11
by keto
ვა, რა საინტერესო მარშრუტია :!: სამწუხაროდ ამჯერად ვერ შემოგიერთდებით, თუმცა მომავალში გასათვალისწინებლად ნამდვილად ღირს.

უახლოესი დასახლებული პუნქტი რა არის მანდ? იქნებ გაგვირკვიოთ მეგზურის აყვანა თუა შესაძლებელი გზის უცოდინართათვის და თუ შესაძლებელია, საკონტაქტო ნომერიც გამოართვათ :)

მნა - 28-30 აგვისტოს

Posted: 27 აგვ 2009, 03:13
by guruli
აუ, რა დროსაა დაგეგმილი - წამოსვლის არანაირ შანსი არა მაქვს! :cry: :cry:
სურათს ტექსტის წაკითხვამდე დავხედე და ეგრევე თრუსო გამახსენდა. რა ლამაზი ადგილებია მაქეთ.

მნა - 28-30 აგვისტოს

Posted: 27 აგვ 2009, 09:53
by Naia
ძალიან საინტერესო გასვლაა, მაგრამ სამწუხაროდ, დრო არ მაწყობს :( იმედია რეპორტაჟს შემოგვთავაზებთ და მომავალში თუ ისევ მოეწყო ასეთი გასვლა, იმითი ვიხელმძღვანელებთ

მნა - 28-30 აგვისტოს

Posted: 27 აგვ 2009, 11:22
by arcivi9
Giorgi Bagrationi
ჩემს კარავშიც 2 ადგილი მაქვს დარჩენილი. თუ მეტი მსურველი იქნება კარავზე უნდა იზრუნოთ
მგონი ჯერ არავის გამოუთქვამს წასვლის სურვილი, მე კი მინდა სადმე გავიდე ამ 3 დღით, მაგრამ კარავი არ მაქვს და მგონი 1 ადგილს შევავსებ :)
ღამე ეციება და სასიარულოც ბევრი არა, მაგრამ აღმართებია ბოლოსკენ (სიმაღლეთა სხვაობა 1600 მეტრია). უნდა იქონიოთ სათხილამურო ან სხვა დამხმარე ჯოხი
წერაყინი მქონდა ადრე და გავყიდე :( აუცილებელია ჯოხი? აღმართებზე სიარული არ მიჭირს....
ფეხზეც შესაბამისად უნდა გეცვათ და მდინარეში გატოპვისსთვისაც მზად უნდა იყოთ.
ეს იოლია :)

მნა - 28-30 აგვისტოს

Posted: 27 აგვ 2009, 12:18
by Giorgi Bagrationi
arcivi9
მიხარია რომ გადაწყვიტე
დამირეკე 899-57-52-64 და შევთანხმდეთ

მნა - 28-30 აგვისტოს

Posted: 27 აგვ 2009, 12:19
by ARCHILI
Giorgi Bagrationi


აფსუს აფსუს რომ ისევ არ შემიძლია...

არადა არავის ლაშქრობაში წასვლა არასდროს ეგრე არ მდომებია, როგორც თქვენს დაგეგმილში.

ახლა არც დრო მაქვს და არც ფეხი მივარგა, თორემ მე და ჩემი მომავალი მეუღლე ძალიან დიდი სიამოვნებით წამოვიდოდით.

არა უშავს ;) სამომავლოდაც ხომ მოიფიქრებთ რამეს და...

თქვენ კი ძალიან სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ...

:)

მნა - 28-30 აგვისტოს

Posted: 27 აგვ 2009, 12:38
by arcivi9
Giorgi Bagrationi
რაღაც-რაღაცეები მინდა გავარკვიო რომ მერე გაუგებრობა არ შეიქმნეს (ფულის ამბავში მაგალითად)
მე მანქანაში 2 ადგილი მაქვს

ნუ ერთ-ერთი მე შეიძლება ვიყო ხომ რაკი ჯერ სხვა მსურველი არ ჩანს? პრობლემა არაა მარშუტკით/ავტობუსით წამოსვლა მაგრამ წინასწარ მინდა ეს საკითხი გაირკვეს :)
ჩემს კარავშიც 2 ადგილი მაქვს დარჩენილი
ეს უფრო მნიშვნელოვანი საკითხია რადგან კარავი არ მაქვს :)


სხვებო სად ხართ? ასეთ კარგ ადგილზე ყოველთვის კი არ წავალთ :)

მნა - 28-30 აგვისტოს

Posted: 27 აგვ 2009, 12:52
by Tamari-ch.
მინდააა....

:(

მაგრამ თბილისში არ ვიქნები ამ დროს....

:x

მნა - 28-30 აგვისტოს

Posted: 27 აგვ 2009, 13:49
by Giorgi Bagrationi
საწვავის ხარჯის გათვალისწინებით (ჯიპი mitsubishi montero sport 3.0 ძრავით) კაცზე 15 ლარამდე უწევს ჩემი გამოთვლებით.
კარავი კი ოთხ კაციანია, მაგრამ 8-საც გვიძინია.
დღეს შევიძინე ფრანგული გაზის პრიმუსი თავისი "ბალონჩიკით" რომელიც 3 საათს ანთია (მე მგონი გვეყოფა)