Page 1 of 2

ანდრიაწმინდა-წყორძა-ურაველი-ხეოთი 28-30 აგვისტო

Posted: 23 აგვ 2009, 17:34
by ჩიტუციო
ვინაა მსურველი ურაველის ხეობა რომ დალაშქროს?

ამ მხარეში ძალიან ლამაზი ეკლესია-მონასტრებია. ვნახავთ ანდრიაწმინდაში 1 ეკლესიას, წყორძაში 2 ეკლესიას, აქვე უნდა იყოს ოხერას წმ. გიორგის ეკლესია. მერე ვნახავთ ''ბაიების'' სამონასტრო კომპლექსს, ღრომის წმ. თევდორეს ეკლესიას, ავალთ სოფ. ურაველში და ვნახავთ ურავლის ტრიკონქს და აგარას მონასტერს, ბოლოს მივალთ სოფელ ხეოთში და ხეოთის სამონასტრო კომპლექსს მოვინახულებთ.

მოკლედ ასეთია გეგმა.

ვინმე არის ამ ადგილებში ნამყოფი? რამდენად მოსწრებადია ეს ყველაფერი 3 დღეში? რას ამოიღებდით ან რას დაამატებდით სიას? Image

ისე მაკენა იქნება ამ ადგილებში ნამყოფი დარწმუნებული ვარ :)

აი რუკა
Image

ანდრიაწმინდა-წყორძა-ურაველი-ხეოთი 28-30 აგვისტო

Posted: 23 აგვ 2009, 20:38
by Tamusia
შარშან ვიყავით კარავი ურაველის ხეობაში, ჯიპ ტურით. ბაიების კომპლექსიც ვნახეთ და სხვა რაღაცეებით

მართლაც ერთ-ერთი საინტერესო და ნაკლებად ცნობილია მანდაურობა

ანდრიაწმინდა-წყორძა-ურაველი-ხეოთი 28-30 აგვისტო

Posted: 24 აგვ 2009, 10:42
by ჩიტუციო
როგორც გავიგე ურავლიდან ყოფილა გადასასვლელი საფარაში, ხო და მანდაც გადავიდეთ, მგონი უნდა ჩავეტიოთ 3 დღეში. :)

ანდრიაწმინდა-წყორძა-ურაველი-ხეოთი 28-30 აგვისტო

Posted: 24 აგვ 2009, 10:58
by Truli
როდის?
უჩემოდ გეგმავ რამეს სამცხეში??? :lol: 8) 8)

ანდრიაწმინდა-წყორძა-ურაველი-ხეოთი 28-30 აგვისტო

Posted: 24 აგვ 2009, 11:03
by ჩიტუციო
Truli
არა უშენოდ არა... PMიც კი მოგწერე :D

28დან 30 აგვისტომდე... 3 დღე

წამოხვალ?

ანდრიაწმინდა-წყორძა-ურაველი-ხეოთი 28-30 აგვისტო

Posted: 24 აგვ 2009, 11:14
by ჩიტუციო
მოკლედ საფარაში გადასასვლელი არის სავარაუდოდ ანდრიაწმინდამდე, ასე დავადგინე, ნუ ახალციხეში ვიკითხავთ არ იქნება პრობლემა...

ხო და მაშინ შეიძლება ჯერ საფარაში ავიდეთ და მერე იმ გზაზე გადმოვიდეთ და ანდრიაწმინდაში მივიდეთ... მგონი მონასტერშიც უნდა იცოდნენ ეგ გზა...

ანდრიაწმინდა-წყორძა-ურაველი-ხეოთი 28-30 აგვისტო

Posted: 24 აგვ 2009, 11:18
by Naia
ჩიტუციო
აი, ეს თემა ნახე. იქნებ გამოგადგეს http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2675

სიამოვნებით წამოვიდოდი კიდევ ერთხელ, მაგრამ თარიღი არ მაწყობს

ანდრიაწმინდა-წყორძა-ურაველი-ხეოთი 28-30 აგვისტო

Posted: 24 აგვ 2009, 11:21
by ჩიტუციო
Naia
დიდი მადლობა :)

41 გვერდი ყოფილა :D

ჩავუჯდები ახლა მაგ თემას

ანდრიაწმინდა-წყორძა-ურაველი-ხეოთი 28-30 აგვისტო

Posted: 24 აგვ 2009, 11:24
by Naia
ჩიტუციო
მაკენასაც შეეხმიანე. იქაურობა ძალიან კარგად იცის

ანდრიაწმინდა-წყორძა-ურაველი-ხეოთი 28-30 აგვისტო

Posted: 24 აგვ 2009, 19:00
by Archil
ურაველა კაია..

ვყოფილვარ მაქეთ ფეხით...

კიდევ წავიდოდი...

ანდრიაწმინდა-წყორძა-ურაველი-ხეოთი 28-30 აგვისტო

Posted: 24 აგვ 2009, 19:14
by ჩიტუციო
Archil
კიდევ როდის? 28 აგვისტოს?

ანდრიაწმინდა-წყორძა-ურაველი-ხეოთი 28-30 აგვისტო

Posted: 25 აგვ 2009, 00:03
by tamuna_gudarexi
ჰოო, იდეა კარგია... იქნებ წამოვიდე კიდეც... :roll:

ანდრიაწმინდა-წყორძა-ურაველი-ხეოთი 28-30 აგვისტო

Posted: 25 აგვ 2009, 17:40
by Truli
ვერა :(((
ბათუმში მივდივარ...

ანდრიაწმინდა-წყორძა-ურაველი-ხეოთი 28-30 აგვისტო

Posted: 26 აგვ 2009, 03:39
by GAMARJOBA SAKARTVELO
ჩიტუციო
მშვენიერია.
3 დღეში ყველაფერს მოასწრებ.
ლაშქრობა ასპინძიდან დაიწყე, სოფელ ზველში ახვალ და იქიდან გადახვალ ურაველა-ენთელი-აგარებში ღამისთევით.
მე2 დღეს ბაიებთან ჩამოხვალ და ღამეს გაათენებ.
მე დღეს ახალციხის გავლითაც შეგიძლია მიხვიდე საფარაში და ბაიებიდანაც მკვეთრი,
მაგრამ არც თუ გრძელი აღმართებითაც.
ახალგაზრდა ტყეებშიც მოგიწევს სიარული.
საფარასთან ვიდრე მიხვალ, მდინარე ურაველა ჩანს კიდეც.

ანდრიაწმინდა-წყორძა-ურაველი-ხეოთი 28-30 აგვისტო

Posted: 26 აგვ 2009, 13:30
by Makena
ჩიტუციო
როგორც ვხვდები ფეხით უნდა იაროთ, საკმაოდ საინტერესო ძეგლების ნახვა შეიძლება ურაველის ხეობაში, რაც ჩამოთვლილი გაქვს ყველა საინტერესოა რამდენიმეს დაგიმატებ კიდევ, აგარის მონასტრამდე გზაზე ენთელის ეკლესიიის ლამაზი ნანგრევის და ენთელის ქვაკაცის ნახვა შეგიძლიათ, ხეოთის გზაზე სანამ ხეოთისკენ დაღმავალ გზას დაადგებით მანამდე გზაზე გადასახვევია მარჯვნივ რომელიც მიგიყვანთ ორცეფის ციხესთან, ცოტას კიდევ თუ გააგრძელებთ ორცეფის ეკლესიას მიადგებით მარცხნივ.
თუ კარგად ივლით ყველაფრის ნახვას მოასწრებთ თუ არადა ამოაგდებთ რაღაცეებს.
გოგას შემოთავაზებული მარშრუტი კარგია, გზადაგზა ხედებითაც დატკბებით, მთავარია დროში ჩაეტიოთ.
მეორე ვარიანტია რომ პირდაპირ ურაველის ხეობას შეუყვეთ, თუმცა ეს უფრო უღიმღამო და მოსაწყენი სავალია.
საფარას ნახვა ყოველთვის შეიძლება, მე თუ მკითხავ სხვა დანარჩენის ნახვა უფრო მნიშვნელოვანია რადგან ამ ძეგლებს თითქმის არავინ ნახულობს.