Page 1 of 20

ახალი თუშეთობა 18-19-20 სექტემბერს

Posted: 21 აგვ 2009, 15:00
by guruli
ესე იგი, ჩემი სამუშაო გრაფიკის დიდი ჩხრეკა-ქექვის მერე გადავწყვიტე, თუშეთის წლევანდელი ჯიპ-ტური 2-6 სექტემბერს დავგეგმო. მართალია, ამ დროს შემოდგომა არ იქნება ძალაში და არც ისეთი ფერები დაგვხდება, როგორიც - შარშან და ამიტომ სექტემბრის შია რიცხვებში წასვლა ათას წილად მერჩივნა, მაგრამ ჩემი სამსახურის გადამკიდე, ვერ ვახერხებ და ჩამომახრჩვეთ ახლა ცერის უღელტეხილზე გადებულ ძელზე! :cry: :cry:
თავისუფალი მხოლოდ ეს კვირა მაქვს, თორემ 11-13 სექტემბერს ძიუდოშია ევროპის ჩემპიონატი (ახალგაზრდებში) და სამსახურში უნდა ვიყო, 21-27 სექტემბერს კი ჭიდაობაშია მთლად უფროსებში და მით უფრო უნდა ვიყო იმ დასაქცევში! :cry: საზიზღარი სამსახური მაქვს-მეთქი, რომ ვამბობ, არ მიჯერებთ არავინ.
მოკლედ, შუა კვირაში - ოთხშაბათს გავალთ, შაბათ-კვირასაც გამოვიყენებთ და 6-ში, კვირას დავბრუნდებით თბილისში. მაგრამ სანამ სიას დავწერთ, მანამ ჯიპები მოვიკითხოთ წამსვლელი. სავარაუდოდ, ადგილები შეზღუდული იქნება, რადგან ბევრი ჯიპი არა მგონია, მოგროვდეს. ოფროუდერებს შეეხმიანეთ ვინმე, იქნებ წამოვიდნენ იქიდანაც.
ღამეებს გავათევთ კარვებში, თუმცა ვისაც სურვილი ექნება, სასტუმროებშიც დაბინავდება.
მანამ კიდევ ორი კვირაა და მიალაგ-მოალაგეთ თავისუფალი დრო.
სანახავი რამე-რუმეები:
1 დღე: პირიქითის ხეობა - დართლო, დანო, კვავლო. დავბინავდებით დართლოში
2 დღე: ისევ პირიქითი, ოღონდ უკვე ზემო წელი - ჭეშო-ფარსმა-გირევი-ლაროვანი. იმავე ღამეს დავბრუნდებით და ღამეს გავათევთ ან ომალოში, ან მის გადაღმა - მირგველაში, გომეწრის ხეობის დასაწყისში.
3 დღე: გომეწრის ხეობა თავისი დოჭუთი
4 დღე: დიკლო-შენაქო დიკლოს ძველი ნაციხარით.
5 დღე: ომალოში ვნახავთ კესელოებს და გამოვეშურებით თბილისისკენ
სამწუხაროდ, ორეთის ტბა ამჯერადაც უნახავი გვრჩება, მაგრამ ადგილზე ვნახოთ - იქნებ რამე მოხერხდეს.
1). guruli
2). Chiamaya

ახალი თუშეთობა 18-19-20 სექტემბერს

Posted: 21 აგვ 2009, 15:26
by keto
1) guruli
2) Chiamaya
3) ქეთო

ჩემს პლიუსებსაც ჰქონდათ სურვილი, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ ვიცი სამსახურიდან როგორ ექნებათ საქმე.

მანქანითაც სიამოვნებით წამოვიდოდი, მაგრამ როგორც ადრე ნიკამ მითხრა, გაუჭირდება იოსო და რავი :roll:

ახალი თუშეთობა 18-19-20 სექტემბერს

Posted: 21 აგვ 2009, 15:28
by Naia
guruli
ეჰ, ჩემი დიდი სურვილის მიუხედავად ვერ წამოვალ :( მაგ დროს აქ არ ვიქნები

ახალი თუშეთობა 18-19-20 სექტემბერს

Posted: 21 აგვ 2009, 15:31
by guruli
keto - მიხარია, რომ მოდიხარ.
Naia
guruli
ეჰ, ჩემი დიდი სურვილის მიუხედავად ვერ წამოვალ მაგ დროს აქ არ ვიქნები
არ მოხერხდება გადაცვლა? :cry: :cry: ცუდია. :cry:

ახალი თუშეთობა 18-19-20 სექტემბერს

Posted: 21 აგვ 2009, 15:46
by Ninukala
guruli
სამწუხაროდ ჩემი სამსახურის გამო სექტემბერი ძალიან დაკავებული მექნება :(
მაგრამ ირაკლი ერთ რამეშI ვერ დაგეთანხმები, შარშან ჩვენ დაახლოებით მაგ პერიოდში ვიყავით 5-8 სექტემბერი და ნახე რა ფერებია ;)

Image

Image

Image

ახალი თუშეთობა 18-19-20 სექტემბერს

Posted: 21 აგვ 2009, 16:04
by Tamari-ch.
მეგზურის უნდა წამოსვლა

ახალი თუშეთობა 18-19-20 სექტემბერს

Posted: 21 აგვ 2009, 16:19
by Naia
guruli wrote:keto - მიხარია, რომ მოდიხარ.
Naia
guruli
ეჰ, ჩემი დიდი სურვილის მიუხედავად ვერ წამოვალ მაგ დროს აქ არ ვიქნები
არ მოხერხდება გადაცვლა? :cry: :cry: ცუდია. :cry:
ალბათ ვერ :( შეიძლება ერთადერთი იმ შემთხვევაში თუ ვიზაზე უარს მეტყვიან :)

ახალი თუშეთობა 18-19-20 სექტემბერს

Posted: 21 აგვ 2009, 19:46
by guruli
Ninukala
მაგრამ ირაკლი ერთ რამეშI ვერ დაგეთანხმები, შარშან ჩვენ დაახლოებით მაგ პერიოდში ვიყავით 5-8 სექტემბერი და ნახე რა ფერებია
შენს პირს შაქარი - მეც ეგ მინდა, აჭრელებული დაგვხდეს იქაურობა.
Naia
შეიძლება ერთადერთი იმ შემთხვევაში თუ ვიზაზე უარს მეტყვიან
ვილოცოთ, უარი გითხრან? :D :D
1) guruli
2) Chiamaya
3) ქეთო
4) მეგზური
5) გურული +

ახალი თუშეთობა 18-19-20 სექტემბერს

Posted: 21 აგვ 2009, 21:04
by na_ka
მეც მინდაა თუშეთშიიიიი

ახალი თუშეთობა 18-19-20 სექტემბერს

Posted: 21 აგვ 2009, 21:14
by ნიმფა
მმმ, მეც ძალიან მინდა, მაგრამ არ ვიქნები საქართველოში :(

არა და მეგონა 11 სექტემბრის მერე იქნებოდა გასვლა.

რა გაეწყიბა.

ახალი თუშეთობა 18-19-20 სექტემბერს

Posted: 21 აგვ 2009, 21:18
by paata_
ვაა, მაგ დროს დიდი ხევსურეთობა მაქვს

ახალი თუშეთობა 18-19-20 სექტემბერს

Posted: 21 აგვ 2009, 23:28
by Nika
guruli
ოფროუდერებს შეეხმიანეთ ვინმე, იქნებ წამოვიდნენ იქიდანაც.
სამწუხაროდ 29-30 აგვისტოდან 5-6 დღიანი ექსპედიცია გვაქვს. ძირითადი ნაწილი მანდ ვიქნებით ალბათ.

ახალი თუშეთობა 18-19-20 სექტემბერს

Posted: 22 აგვ 2009, 02:16
by GAMARJOBA SAKARTVELO
თუშეთზე შეყვარებული ვარ.
გურულო,
გადასარევი გეგმა გაქვს.

გკითხავდი, წამომსვლის მსურველი ბევრი რომ იყოს, მანქანი კი - ცოტა, სათადარიგო ვარიანტი გააქვს?
ალვანში რომ ტრანსპორტი დაიქირავოთ, არ გირჩევნიათ?

ახალი თუშეთობა 18-19-20 სექტემბერს

Posted: 22 აგვ 2009, 02:20
by GAMARJOBA SAKARTVELO
guruli wrote: 2 დღე: ისევ პირიქითი, ოღონდ უკვე ზემო წელი - ჭეშო-ფარსმა-გირევი-ლაროვანი. იმავე ღამეს დავბრუნდებით და ღამეს გავათევთ ან ომალოში, ან მის გადაღმა - მირგველაში, გომეწრის ხეობის დასაწყისში.
3 დღე: გომეწრის ხეობა თავისი დოჭუთი
1 დღეში ამდენ რამეს მოასწრებ და თან, უკან, ომალოში უნდა დაბრუნდე?
თუ ფეხით ივლით, მოსწრება, უბრალოდ, შეუძლებელია.
უფრო მეტიც, ლაროვანის ტბას ვერ ნახავთ.
თუ მაინც მოასწარით; ჰომ კგ და რადგან მე2 დღეს გომეწარში მიდიხართ, ომალოში ჩასვლა დროს დაგაკარგინებთ

ახალი თუშეთობა 18-19-20 სექტემბერს

Posted: 22 აგვ 2009, 02:22
by guruli
Nika
სამწუხაროდ 29-30 აგვისტოდან 5-6 დღიანი ექსპედიცია გვაქვს. ძირითადი ნაწილი მანდ ვიქნებით ალბათ.
საით? გირაც მანდ მოდის, თუ იცი?
GAMARJOBA SAKARTVELO
სათადარიგო ვარიანტი გააქვს?
ალვანში რომ ტრანსპორტი დაიქირავოთ, არ გირჩევნიათ?
ცხადია, ეგ ვარიანტიც არის, მაგრამ აქედანვე იმიტომ მირჩევნია მანქანით წასვლა, რომ იქაც ჩვენი მანქანებით ვიმოძრაოთ - გაცილებით ბევრს ვნახავთ. ადგილზეც შეიძლება დაქირავება, მაგრამ ცოტა ძვირია იქაური ფასები.