

თავისუფალი მხოლოდ ეს კვირა მაქვს, თორემ 11-13 სექტემბერს ძიუდოშია ევროპის ჩემპიონატი (ახალგაზრდებში) და სამსახურში უნდა ვიყო, 21-27 სექტემბერს კი ჭიდაობაშია მთლად უფროსებში და მით უფრო უნდა ვიყო იმ დასაქცევში!

მოკლედ, შუა კვირაში - ოთხშაბათს გავალთ, შაბათ-კვირასაც გამოვიყენებთ და 6-ში, კვირას დავბრუნდებით თბილისში. მაგრამ სანამ სიას დავწერთ, მანამ ჯიპები მოვიკითხოთ წამსვლელი. სავარაუდოდ, ადგილები შეზღუდული იქნება, რადგან ბევრი ჯიპი არა მგონია, მოგროვდეს. ოფროუდერებს შეეხმიანეთ ვინმე, იქნებ წამოვიდნენ იქიდანაც.
ღამეებს გავათევთ კარვებში, თუმცა ვისაც სურვილი ექნება, სასტუმროებშიც დაბინავდება.
მანამ კიდევ ორი კვირაა და მიალაგ-მოალაგეთ თავისუფალი დრო.
სანახავი რამე-რუმეები:
1 დღე: პირიქითის ხეობა - დართლო, დანო, კვავლო. დავბინავდებით დართლოში
2 დღე: ისევ პირიქითი, ოღონდ უკვე ზემო წელი - ჭეშო-ფარსმა-გირევი-ლაროვანი. იმავე ღამეს დავბრუნდებით და ღამეს გავათევთ ან ომალოში, ან მის გადაღმა - მირგველაში, გომეწრის ხეობის დასაწყისში.
3 დღე: გომეწრის ხეობა თავისი დოჭუთი
4 დღე: დიკლო-შენაქო დიკლოს ძველი ნაციხარით.
5 დღე: ომალოში ვნახავთ კესელოებს და გამოვეშურებით თბილისისკენ
სამწუხაროდ, ორეთის ტბა ამჯერადაც უნახავი გვრჩება, მაგრამ ადგილზე ვნახოთ - იქნებ რამე მოხერხდეს.
1). guruli
2). Chiamaya