Page 1 of 9

ხადადან - სონჩოში - 18.10.09

Posted: 30 ივლ 2009, 21:33
by Int3lig3nt
მთელი დღეა გურულს ვურეკავ და ვერ ვუკავშირდები :(.
არადა მაგის გარეშე ამ ლაშქრობის გაკეთება არ მინდოდა, იმიტომ რომ გურულის იდეა იყო...
იმედია შეძლებს კვირას წამოსვლას :).

ახლა რაც შეეხება მარშრუტს:

ხადას ხეობაში შარშან ორჯერ ვიყავით.
ერთხელ სამანქანო გზით ავედით ფეხით ბოლომდე და მეორედ გუდაურის მხიდან გადავედით, ცეცხლიჯვარის და ქოროღოს ეკლესიის გავლით.

ამჯერად ხადას ხეობიდან (კონკრეტულად სოფელ იუხოდან) გადავალთ სოფელ სონჩოში, რომელიც ხადას ხეობის გვერდით ხეობაში მდებარეობს.

მანქანით ავალთ მჟავე წყლებამდე და მერე ფეხით გავაგრძელებთ გზას.
სონჩოს მხრიდანაც შეიძლება ფეხით მოგვიწიოს არაგვის ხეობამდე ჩამოსვლა.
ასე რომ ფეხით ბევრი სიარულისთვის მზად იყავით.

საჭმელი მოაქვს ყველას თავისი.
სასმელი წყალი შეგხვდება გზაში.

მიკროავტობუსი დაახლოებით 100 ლარი დაჯდება.
ცოტა ხნის წინ 100 ლარად წაგვიყვანა მანდეთ ერთმა 14 ადგილიანმა და იმედია არც ახლა გვეტყვის უარს :).

შეკრების ადგილი: სამთო ქიმია - 8:30

შეკრების ადგილი

1. int3lig3nt
2. :?:

ხადადან - სონჩოში - 18.10.09

Posted: 30 ივლ 2009, 21:48
by Int3lig3nt
არ ვიცი გურულს რატომ დააინტერესა სონჩო, თუმცა მე სხვა მიზანი და ინტერესი მაქვს :).

სონჩო არის ნარიმანიძეების სოფელი.
პირველი ნარიმანიძე სონჩოდან მოდის.

მე კი, როგორც გადმოცემით ვიცი, ნაზღაიძეები ნარიმანიძეებისგან მოდიან.
ჩემი წინაპარი ”სისხლნაზღავი” ნარიმანიძე, რომელმაც რაღაცის გამო შური იძია და სოფელ სონჩოდან წამოვიდა, მლეთის მაღლა (არაგვის სათავისკენ) დასახლდა და სოფელი მექეთი დაარსა.

მექეთი იყო ციხე, რამდენიმე საცხოვრებლით, რომლისგანაც მხოლოდ ნანგრევები შემორჩა.

წლების შემდეგ მექეთიდან ნელ-ნელა მლეთაში ჩამოვიდნენ ნაზღაიძეები, რომელთაგანაც კიდე 12 ახალი გვარი წამოვიდა, თუმცა ეს უკვე სხვა თემაა.

ჰოდა რას მოვაყოლე ეს ყველაფერი.

არც მექეთში არ ვყოფილვარ და არც სონჩოში.

რადგანაც ჯერ სონჩოდან წამოვიდა ჩემი გვარი, ჯერ სონჩოს ვნახავ და მერე მექეთს :).

აუF თარიღი 5 ივლისი ჩამიწერია :D.

ხადადან - სონჩოში - 18.10.09

Posted: 30 ივლ 2009, 22:15
by Naia
Int3lig3nt
1 დღიანია?

ხადადან - სონჩოში - 18.10.09

Posted: 30 ივლ 2009, 22:17
by Int3lig3nt
Naia
კი, ერთდღიანი :).

ხადადან - სონჩოში - 18.10.09

Posted: 30 ივლ 2009, 22:20
by Naia
ახლა შევხედე თარიღს. თუშეთი რომ არა, აუცილებლად წამოვიდოდი

ხადადან - სონჩოში - 18.10.09

Posted: 30 ივლ 2009, 22:36
by tamuna_gudarexi
გვინდა-გვინდა! მე და ჩემს ორ პლიუსსაც სავარაუდოდ, ნუ ერთ პლიუსს ნაღდად! :wink:

ხადადან - სონჩოში - 18.10.09

Posted: 30 ივლ 2009, 22:50
by tamuna_gudarexi
ბარემ სიასაც მივეწერებით სიხარულით! :wink:

1. int3lig3nt
2. თამუნა_გუდარეხი
3. თამუნა გუდარეხის + (მარი, ჩემი დაიკო)
4. თამუნა_გუდარეხის + (პაველი, საქართველოს ქომაგი ჩეხეთიდან)
5. :arrow:

ხადადან - სონჩოში - 18.10.09

Posted: 30 ივლ 2009, 22:55
by anano
ჯერ დაზუსტებით არ ვიცი, მაგრამ შეიძლება მე ფასანაურში შემოგიერთდეთ...

ხადადან - სონჩოში - 18.10.09

Posted: 30 ივლ 2009, 23:21
by nica-nica
მგონი მეც შევძლებ წამოსვლას.ზუსტ პასუხს ხვალ დავწერ :)

ხადადან - სონჩოში - 18.10.09

Posted: 30 ივლ 2009, 23:55
by ann
მეცცც მინდაააა....სავარაუდოთ წამოვააააალ, ხვაალ ჩავეწერებიი :)

ხადადან - სონჩოში - 18.10.09

Posted: 30 ივლ 2009, 23:58
by keto
ბედნიერი მოლაშქრება, ხალხო, სამწუხაროდ ვერ გიერთდებით, მაგრამ სულით და გულით თქვენთან ვარ :)

ხადადან - სონჩოში - 18.10.09

Posted: 31 ივლ 2009, 02:51
by guruli
Int3lig3nt
მთელი დღეა გურულს ვურეკავ და ვერ ვუკავშირდები
რატომ იტყუები - ჩემი ნომერი მხოლოდ 16 საათიდანაა გამორთული.
:evil: :x
და ლაშქრობა რაღა მაშინ დანიშნე, როცა მე არ მცალია... :cry: :cry:
არ ვიცი გურულს რატომ დააინტერესა სონჩო,
იმიტომ, რომ ადრე გიორგი ბაგრატიონი თუ კახა წერდა, ლამაზი ხეობააო.
მოკლედ, მე ახლა ძაან მცირე შანსი მაქვს. :cry: ისეთი შანსი, რომელსაც უშანსობა უფრო ჰქვია.
და ხადას ხეობა სექტემბერში მშობელთა მესამე გასვლისთვისაც კარგი ადგილია. :wink:

ხადადან - სონჩოში - 18.10.09

Posted: 31 ივლ 2009, 10:31
by გვალდა
ვეცდები ყველანაირად!!!!!!!!

ხადადან - სონჩოში - 18.10.09

Posted: 31 ივლ 2009, 10:49
by bela
მეც ძალიან მცორე შანსები მაქვს, ა
ნუ, გურულივით, უშანსობა :(
მაგრამ ამინდის ამბავი გაარკვიეთ,
გული მაინც რომ არ დამწყდეს....

ხადადან - სონჩოში - 18.10.09

Posted: 31 ივლ 2009, 11:23
by nica-nica
გადაწყდა, მე მოდივაააააააააააარ. ოღონდ ამინდები როგორიააა?

1. int3lig3nt
2. თამუნა_გუდარეხი
3. თამუნა გუდარეხის + (მარი, ჩემი დაიკო)
4. თამუნა_გუდარეხის + (პაველი, საქართველოს ქომაგი ჩეხეთიდან)
5. ნიცა-ნიცა