
არადა მაგის გარეშე ამ ლაშქრობის გაკეთება არ მინდოდა, იმიტომ რომ გურულის იდეა იყო...
იმედია შეძლებს კვირას წამოსვლას

ახლა რაც შეეხება მარშრუტს:
ხადას ხეობაში შარშან ორჯერ ვიყავით.
ერთხელ სამანქანო გზით ავედით ფეხით ბოლომდე და მეორედ გუდაურის მხიდან გადავედით, ცეცხლიჯვარის და ქოროღოს ეკლესიის გავლით.
ამჯერად ხადას ხეობიდან (კონკრეტულად სოფელ იუხოდან) გადავალთ სოფელ სონჩოში, რომელიც ხადას ხეობის გვერდით ხეობაში მდებარეობს.
მანქანით ავალთ მჟავე წყლებამდე და მერე ფეხით გავაგრძელებთ გზას.
სონჩოს მხრიდანაც შეიძლება ფეხით მოგვიწიოს არაგვის ხეობამდე ჩამოსვლა.
ასე რომ ფეხით ბევრი სიარულისთვის მზად იყავით.
საჭმელი მოაქვს ყველას თავისი.
სასმელი წყალი შეგხვდება გზაში.
მიკროავტობუსი დაახლოებით 100 ლარი დაჯდება.
ცოტა ხნის წინ 100 ლარად წაგვიყვანა მანდეთ ერთმა 14 ადგილიანმა და იმედია არც ახლა გვეტყვის უარს

შეკრების ადგილი: სამთო ქიმია - 8:30
შეკრების ადგილი
1. int3lig3nt
2.
