Page 1 of 7

ჭაუხები, აბუდელაურის ტბები გადადებულია!

Posted: 28 ივლ 2009, 10:32
by Ninukala
როგორც იდეების კიდობანში მოგახსენეთ, გეგმა ასეთია:
პირველი დღე: დილით ადრე გავდივართ თბილისიდან დილის 5 საათზე ჩავდივართ ჯუთაში, დავიძრებით ჭაუხების ძირისკენ, ცოტას დავისვენებთ და გადავივილით უღელტეხილს, იმ დღეს დავრჩებით ტბებზე, მეორე დღეს კი იმავე გზით ვბრუნდებით უკან თბილისისკენ.

ტრანსპორტი: სამარშუტო ტაქსმა 250 ლარი გვითხრა, შაბათი-კვირა. თუ პარასკევს წავლას გადავწყვეტთ მაშინ ფასი იზრდება 300 ლ, რადგან პარასკევს წასვლა დიდ არაფერ უპირატესობას არ მოგვცემს, და პირიქით პრობლემებს უქმნის იმ ადამიანებს ვინც მუშოაბს, ჯობია წავიდეთ შაბათს დილის 5 საათზე.

სასიარულო გვექნება ძალიან ბევრი, ანუ სრული 2 დღე ვივლით, თუმცა სირთულე დასაძლევია, რადგან გზა ვიცით!. ასევე ვაპირებთ ცხენის (ან ცხენების) დაქირავებას, მისი ფასი სავარაუდოდ არის 100-80 ლ, მართალია ეს ფასს უმატებს მაგრამ ჩვენ გვექნება შეღავათი და ბარგის თრევა არ მოგვიწევს პირველ დღეს!.

ტრანსპორტს პასუხი უნდა გავცეთ ოთხშაბათს ამიტომ გთხოვთ სიაში ჩაეწეროთ ოთხშაბათამდე, ადამიანების მინიმალური რაოდენობა არის 10 და მაქსიმალური 12, ამიტომ ვინც ნამდვილად წამოხვალთ, მხოლოდ ისინი ჩაეწერეთ!

საჭმელი: წამოიღეთ ვისაც რა გსურთ. პური ყველას გქონდეთ 2 დღის საკმარისი. თამუსიას დავესესხები და გირჩევთ იქონიოთ ქიშმიში, რომელიც კუჭს არ ამძიმებს, მაგრამ ენერგიას გმატებთ. ასევე შოკოლადიც ;). ერთი ბოთლი წყლისთვის ყველას თავისი.

ზედმეთ ნივთებს ნუ ათრევთ, რადგამ მერე ზურგით უნდა ათრიოთ მეორე დღეს!

ტანსაცმელი: საწვიმარი ძალიან გამოგადგებათ (კაცმა არ იცის რა ამინდი შეგხვდება), მთის ბათინკი, ჯობია ფეხი არ ცურავდეს, და დაბანაკებისას ისეთი ფეხსაცმელი სადაც ფეხს დაასვენებთ. ქუდი და თუ მზის დამცავ კრემსაც წამოიღებთ კარგი იქნება ;).

გასვლა:დილის 5 საათზე სამთო ქიმიიდან, ანუ ვიკრიბებით 4:45 საათზე, დაგვიანებულებს არ ველოდებით, რადგან დროში ვერ ვეტევით!

Image

ახლა კი სია:
1. ნინუკალა
2. ნინუკალა + (გზის მცოდნე ;))
3. ნინუკალა ++
4. ?

შენიშვნა: სიაში ეწერებით ვინც დარწმუნებული ხართ რომ შეძლებთ და ასევე ვინც არსად არ ხართ ნამყოფი ნუ გარისკავთ და პირველად ჭაუხებში ნუ წამოხვალთ, ამით თქვენ თავს და ასევე გუნდსაც ხელს შეუშლით. გუნდმა უნდა იაროს ერთად და ერთსულოვნად!

ჭაუხები, აბუდელაურის ტბები გადადებულია!

Posted: 28 ივლ 2009, 10:52
by L-O-M-I
ყველაფერი დაწვრილებით ჩამოგიყალიბებია :)

დილის 5 საათზე გასვლა ნიშნავს იმას, რომ ჯუთაში ჩახვა გამოუძინარი და სიარულიც გაძნელდება (ასე მგონია მე) ჰოდა მიუხედავად ჩემი უდიდესი სურვილისა მემგონი რომ მე ვერ შემოგიერთდებით ამ გასვლაში... :(

ჭაუხები, აბუდელაურის ტბები გადადებულია!

Posted: 28 ივლ 2009, 10:52
by Na-tia
ახლა კი სია:
1. ნინუკალა
2. ნინუკალა + (გზის მცოდნე )
3. ნინუკალა ++
4. ნა-თია

ჩემი პლიუსი წამოვა თუ არა, ეხლა გავარკვევ და დავწერ

ჭაუხები, აბუდელაურის ტბები გადადებულია!

Posted: 28 ივლ 2009, 11:00
by Ninukala
L-O-M-I
ეჰ... ცუდია :( თუმცა რჩევა პარასკევს ადრე დაწექით და დაიძინეთ ;)

ჭაუხები, აბუდელაურის ტბები გადადებულია!

Posted: 28 ივლ 2009, 11:02
by Ninukala
ახლა კი სია:
1. ნინუკალა (კარავი 3 კაციანი)
2. ნინუკალა + (გზის მცოდნე, კარავი 2 კაციანი)
3. ნინუკალა ++ (უკარვოდ)
4. ნა-თია

ნათია კარავზე დაწერე :)

ჭაუხები, აბუდელაურის ტბები გადადებულია!

Posted: 28 ივლ 2009, 11:11
by L-O-M-I
Ninukala
რჩევა პარასკევს ადრე დაწექით და დაიძინეთ
თუ შეგიძლია კი, მაგრამ მე გზაზე რომ ვდგავარ ისედაც ვერ ვიძინებხოლმე...

ძაან მწყდება გული რომ ვერ მოვდივარ.... ნება მომეცი და იმედს მაინც არ დავკარგავ და 1%დავიტოვებ :)

ჭაუხები, აბუდელაურის ტბები გადადებულია!

Posted: 28 ივლ 2009, 11:16
by Peso
სავარაუდო პასუხს ხვალ დავწერ, სურვილი მაქვს, უბრალოდ სამსახურზე ვარ დამოკიდებული... :cry:

ჭაუხები, აბუდელაურის ტბები გადადებულია!

Posted: 28 ივლ 2009, 12:06
by Na-tia
1. ნინუკალა (კარავი 3 კაციანი)
2. ნინუკალა + (გზის მცოდნე, კარავი 2 კაციანი)
3. ნინუკალა ++ (უკარვოდ)
4. ნა-თია (უკარვოდ)
5. ნა-თია + (უკარვოდ)

ჭაუხები, აბუდელაურის ტბები გადადებულია!

Posted: 28 ივლ 2009, 12:19
by Truli
ჩემი ზურგჩანთა ჩემს დისშვილს აქვს. თუ პარასკევს ჩამოვიდა და დამიბრუნა მაშინ მოვდივარ.
ანუ
1. ნინუკალა (კარავი 3 კაციანი)
2. ნინუკალა + (გზის მცოდნე, კარავი 2 კაციანი)
3. ნინუკალა ++ (უკარვოდ)
4. ნა-თია (უკარვოდ)
5. ნა-თია + (უკარვოდ)
6. ტრული (კარავი 1 კაცი) ????

ჭაუხები, აბუდელაურის ტბები გადადებულია!

Posted: 28 ივლ 2009, 12:33
by Truli
არა არ მოვდივარ. სვანეთში 2-ში გავდივართ.

ჭაუხები, აბუდელაურის ტბები გადადებულია!

Posted: 28 ივლ 2009, 13:59
by Ninukala
1. ნინუკალა (კარავი 3 კაციანი)
2. ნინუკალა + (გზის მცოდნე, კარავი 2 კაციანი)
3. ნინუკალა ++ (უკარვოდ)
4. ნა-თია (უკარვოდ)
5. ნა-თია + (უკარვოდ)
6. ნინუკალა +++
7. ???

ჭაუხები, აბუდელაურის ტბები გადადებულია!

Posted: 29 ივლ 2009, 11:26
by Na-tia
1. ნინუკალა (კარავი 3 კაციანი)
2. ნინუკალა + (გზის მცოდნე, კარავი 2 კაციანი)
3. ნინუკალა ++ (უკარვოდ)
4. ნა-თია (უკარვოდ)
5. ნა-თია + (უკარვოდ)
6. ნინუკალა +++
7. ნა-თია ++

ნინუკალა, კარავზე იცი როგორ არის, მოკლედ შემიძლია მეგობარს გამოვართვა 2 კაციანი კარავი, ნუ, რომელშიც იმედია 3 იც დავეტევით, უბრალოდ პრობლემა ისაა, რომ კარავი საზაფხულოა, არც ისე მდგრადი და წვიმის შემთხვევაში სავარაუდოდ გაატანს, ტენტი მოჰყვება და იმედი მაქვს რომ რაღაცნაირად დაიცავს. ასე რომ მგონი კარვის პრობლემა მოგვარდება :)

ჭაუხები, აბუდელაურის ტბები გადადებულია!

Posted: 29 ივლ 2009, 11:46
by Ninukala
Na-tia
გაიხარე.. მაგრამ ამინდები არ არის კარგი... და შეიძლება გადაგვედოს :(, ჭექა-ქუხილია გამოცხადებული და ვნახოთ.. :(, იქ უნდა ვისიამოვნოთ და არა დავიღალოთ :(, ხვალ დავწერ ზუსტად პასუხს :)

ჭაუხები, აბუდელაურის ტბები გადადებულია!

Posted: 29 ივლ 2009, 11:51
by Na-tia
Ninukala
აუ, მაგაზე მეც ვფიქრობდი, გუშინ აქაც რა ამინდი იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ცუდ ამინდში არ ღირს. მოკლედ მოუთმენლად ველოდები ხვალინდელ დღეს :)

ჭაუხები, აბუდელაურის ტბები გადადებულია!

Posted: 29 ივლ 2009, 11:56
by Ninukala
Na-tia
ეჰ.. წელს ზაფხულში რომ იტყვიან არ გაგვიმართლა.... :( სიცხეს კი ჯობია სიგრილე მაგრამ წვიმა, ტალახი და ნისლი მთებში ნამდვილად არ ვარგა... :(