Page 1 of 2

სამშვილდე

Posted: 19 ოქტ 2005, 20:58
by Mrs. Robinson
შაბათს 22 ოქტომბერს დილის 8 საათზე ისევ ჩვენი მანქანებით ვაპირებთ სამშვილდეში წასვლას. პირღებულასთან ვტოვებთ მანქანებს და შემდეგ ფეხით.....
ახლა თავსხმა წვიმაა მაგრამ შაბათამდე იმედია გამოიდარებს (იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა :D )...
ვინც ნამყოფია სამშვილდეში დიდი გულისყურით მოვისმენ მათგან რჩევებს.

იმედია კარველები შემოგვიერთდებიან.

სამშვილდე

Posted: 19 ოქტ 2005, 22:33
by Gvalva
Mrs. Robinson

რჩევაა ეს თუ არა არ ვიცი მარა მე როცა ვიყავი დამრჩა უკმარისობის განცდა იმიტომ რომ ეს ამდენი სამშენებლო ნაგებობა რა დანიშნულებისაა კარგად რომ მცოდნოდა კარგი იქნებოდა. მოკლედ წასვლის წინ თუ რამეს წაიკითხავთ (განსაკუთრებით გეგმა რომ ეხატოს ისეთს :) ) გამოგადგებათ

სამშვილდე

Posted: 20 ოქტ 2005, 11:34
by David
Mrs. Robinson

თქვენ ადგილი არ გექნებათ მანქანაში, ალბათ... :)

სამშვილდე

Posted: 20 ოქტ 2005, 15:24
by Mrs. Robinson
შეიძლება გვქონდეს და შეგეხმიანებით!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ისევ ძველი შეკითხვა მაქვს ყველასთან, ვინც გზა იცის:
სამანქანე გზა როგორია?
ნივის გარდა სხვა მანქანით შეიძლება წასვლა? ისე , რომ პირღებულამდე მანქანით მივიდეთ და დანარჩენი ფეხით.

სამშვილდე

Posted: 20 ოქტ 2005, 16:41
by Nika
Mrs. Robinson
ზაფხულში ვიყავი და მარშუტკა მივიდა ბოლომდე. მშრალ ამინდში პრობლემა ნამდვილად არაა. სოფელ სამშვილდემდე მისვლა ნებისმიერ ამინდში არ უნდა იყოს პრობლემა. იქიდან სავალი 2 კილომეტრიც არაა ფეხით.
ისე ცუდ ამინდში მანდ მაგრა გაგიტყდებათ. საკმაოდ მაღალი ბალახებია და შიგნთ გზაც ისე გადის ვერ გადახვალ გზიდან და გუბეები იქნება.

სამშვილდე

Posted: 21 ოქტ 2005, 11:38
by lama
Mrs. Robinson
პირღებულამდე მანქანით ვერანაირად ვერ მიხვალთ ხოლო რაც შეეხება სამშვილდეს იქ შეიძლება ნივით მისვლა მხოლოდ დიდი გაჭირვებით

სამშვილდე

Posted: 21 ოქტ 2005, 11:47
by alkapone
თუ მართლა გადაწყვიტეთ წასვლა დამეკონტაკტეთ

სამშვილდე

Posted: 21 ოქტ 2005, 12:05
by lama
შაბათს ხალხნო თბილისობაა

სამშვილდე

Posted: 21 ოქტ 2005, 13:10
by Mrs. Robinson
lama
მე მაინცადამაინც ვეღარ ვხალისობ დღესასწაულებით, დღეობებით და ბოლოს ღრეობებით. ამიტომ ქალაქიდან აუცილებლად გავალ. . . :wink:

პირღებულადან სამშვილდემდე რამდენი კმ იქნება?
მე მითხრეს რომ პირღებულადან საათი-საათნახევარი მოგვიწევსო სიარული. მთავარია გზა ნორმალური იყოს...

Nika
ხო ჩვენ გუდარეხშიც არ ველოდით, მაგრამ ტალახში მანქანებს ძალიან უჭირდათ, ორივე ჯიპი ციბრუტივით ტრიალებდა. "ვივა ნივას!!!" იქნებ როდისმე მანქანებით ყველა ერთად წავიდეთ. რას იტყვი? ოღონდ სად, თქვენ მოიფიქრეთ!!! :)

alkapone
არა მგონია ჩვენთან ადგილი იყოს. საღამოს მოვილაპარაკებ ყველასთან. გზაც მაფიქრებს და ამინდიც, ოღონდ ქარი არა!!!! წვიმასა და თოვლშიც კი პრობლემა არ არის. მაშინ სადმე სხვაგან გავალთ.....

სამშვილდე

Posted: 21 ოქტ 2005, 14:14
by Nika
Mrs. Robinson
სოფლამდე ტალახი არანაირად არ უნდა იყოს დაუძლეველი. მერე კიდე არაა შორი. თან მგონი ამინდიც გამოვიდა დღეს. პროგნოზით ხვალაც კაი უნდა იყოს.

სამშვილდე

Posted: 21 ოქტ 2005, 19:43
by semiramida1
Mrs. Robinson

სიამოვნებით წამოვალ მეც მაგრამ ალბათ გვიან გამოვთქვი სურვილი, თუ ხვალ დილას მიდიხართ:( ..ისე დიდ ადგილს არ დავიკავებდი ნამდვილად :D ...ხოო მისის რობინსონ? :)

სამშვილდე

Posted: 23 ოქტ 2005, 22:24
by Mrs. Robinson
ხმის უმრავლესობით და მწვადების სიყვარულით :cry: მარშრუტი შევიცვალეთ....
მოკლედ, იქეთ კვირას ისევ სამშვილდე..... არადა რა ამინდი!!!!! :wink:

სამშვილდე

Posted: 23 ოქტ 2005, 23:11
by Gvalva
Mrs. Robinson

ააა, სამშვილდეში არ წახვედიიით?... ჩვენ კიდევ...

მე რამდენადაც მახსოვს, სამშვილდემდე სამანქანე გზის ავ-კარგობა ამინდზე არაა დამოკიდებული. ყველანაირ ამინდში ერთნაირად შესაძლებელია. გრუნტის ქვიანი გზაა, იქ ციბრუტივით ტრიალი არა მგონია მოხერხდეს :)

ამინდი კომპლექსის ტერიტორიაზე ფეხით სიარულისთვის არის შესარჩევი. ეხლა კი გათიბული ან დამწვარი შეიძლება იყოს მარა მაინც ძალიან ბალახიანი ადგილია და გაითვალისწინეთ.

სამშვილდე

Posted: 24 ოქტ 2005, 00:03
by Mrs. Robinson
Gvalva wrote:ჩვენ კიდევ...
რაო?
რა მრავალმნიშვნელოვანი ფრაზააააააა..........
..............................

ეეეეჰ, ჩემებს კიდევ ქეიფი მოუნდათ, თბილისობით გულაჩუყებულებს.....
გაპროტესტებას რა აზრი ჰქონდა, თან რაღაც კაი კი გამოვიდა..........

სამშვილდე უკვე იმდენჯერ ჩაიშალა , თუ როდისმე ვნახავ აღარ მგონია.... :cry: :cry: :cry:
ახლა გვიანი შემოდგომაა და ვეჭვობ მაღალი ბალახი კიდევ იყოს......

ენციკლოპედიის გარდა სამშვილდეს შესახებ ვერსად ვერაფერი ვნახე......

სამშვილდე

Posted: 24 ოქტ 2005, 00:50
by Nika
Mrs. Robinson
nu es foto mainc naxe
http://www.photosight.ru/photo.php?photoid=509926