Page 1 of 14

ბახმარო; 15-16 აგვისტო

Posted: 16 ივლ 2009, 22:31
by guruli
მაშ ასე - თარიღი დავიბევე. :D :D სამომავლოებში ამ დღეებში კონკრეტული არაფერია და გადავწყვიტე, ოცნების ასასრულებლად გამოვიყენო. უფრო გვიან - სექტემბრიდან ბახმაროში ჩამოთოვს და არ ღირს წასვლა.
ესაა ჯიპ-ტური მათთვის, ვისაც გურიის მთიანეთის, კონკრეტულად კი ბახმაროს ნახვა უნდა. თუმცა ბახმაროში ნებისმიერი მანქანა ადის და ჯიპი აუცილებელი არაა. დეტალებს დაწვრილებით მოგვიანებით დავწერ, მანამ კი ზოგადად. თბილისიდან გავალთ 14-ში, პარასკევს, სამუშაო საათების შემდეგ. ღამე ჩავალთ ან ჩემთან სოფელში, ან - სადმე სამტრედია-ჩოხატაურის ტერიტორიაზე გავათევთ კარვებში. ჩემი სოფელი ხევისწყალას ხეობაშია, მთავარი გზიდან 10 კილომეტრში და ცოტა ეს მაფიქრებს. თორემ იქ თუ ავალთ, დილით, ბახმაროში წასვლამდე ორკეს მთაზე ავარბენთ და მთელ ხეობას გადავხედავთ ზემოდან. დროის მიხედვით, იმ ჩანჩქერებსაც ვნახავთ ან სხვა ლამაზ ადგილებს, "ჩემი სოფლის" თემაში რომ დავდე. დაახლოებით 12 საათზე იქიდან წავალთ ბახმაროში, გზად ნაბეღლავის ჩამომსხმელ ქარხაბნაში შევივლით და ნაღდ ნაბეღლავსაც გავსინჯავთ (შეგვიძლია ხევის ეკლესიაც მოვინახულოთ, მაგრამ ეს სუულ ცოტათი გზას გაგვიმრუდებს), შევისვენებთ ცხრაწყაროში იქაური წყალის დასაგემოვნებლად და ფოტოებისთვის და ავალთ ბახმაროში. იქ იმ გორაზე ავალთ, საიდანაც მზის ჩასვლა მოჩანს. ამბობენ, რომ ეს ულამაზესი სანახაობაა. კვირა დილას, თუ ვივაჟკაცებთ, მზის ამოსვლასაც შეგვიძლია ვუყუროთ, ოღონდ საამისოდ საკმაოდ შორს მოგვიწევს წასვლა და ძაან ადრეც უნდა ავდგეთ - სადღაც დილის 4 საათზე. მაგრამ ეს თუ დაგვეზარება, შეგვიძლია, არ წავიდეთ, ბახმარო დალაგებულად მივიარ-მოვიაროთ და წამოვიდეთ თბილისისკენ, გზად კი ან ერკეთის ეკლესია ვნახოთ, ან - სუფსის ხეობაში გურის ტბაზე ავარბინოთ - ამის გადაწყვეტა პრობლემა არაა.
თბილისიდან გასვლასტან დაკავშირებით, თუ ვინმეს პარასკევი საღამო არ აწყობს, შეგვიძლია შაბათ დილითაც გავიდეთ, მაგრამ მაშინ ჩემს სოფელში ვერ ავალთ (აქ ნოემბრისთვის კიდევ ერთ გასვლას ვგეგმავ - მხოლოდ ამ ერთ სოფელში და არა სხვაგან). თბილისიდან დილის 7 საათზე რომ გავიდეთ, ბახმაროში 3-4 საათისთვის მაინც ვიქნებით, რაც უნდა ნელა ვიაროთ.
მოკლედ, ველოდები თქვენს რეაქციებს.

ბახმარო; 15-16 აგვისტო

Posted: 16 ივლ 2009, 23:06
by Naia
გაიხარე გურულო, ჩემს გულში იჯექი:) ერთ-ერთი მსურველი ვარ! (იმედია ხელს არაფერი შემიშლის). შეგვიძლია ზემო აჭარის სოფლებშიც ავიდეთ მაქედან

ბახმარო; 15-16 აგვისტო

Posted: 16 ივლ 2009, 23:14
by Bivrili
საყორნიის მთაზე ადით აუცილებლად , ყველაზე მაღალი ადგილია მგონი ბახმაროში ( გაითვალისწინეთ რომ იქ თოვლი დაგხვდებათ)

მზის ჩასვლა საიდანაც ჩანს იმ გორაზე ასვლა საკმაოდ მარტივია, აი, მზის ამოსვლის სანახავად კი ცოტა რთული ადგილის (მაგრამ ულამაზესი) დაპყრობა მოგიწევთ
საოცარი და მონატრებული ადგილების ნახვა დაგიგეგმავთ

:)

ბახმარო; 15-16 აგვისტო

Posted: 16 ივლ 2009, 23:15
by pataputina
:shock:


არის! 100რულდა 20ნება :shock:


კი არა და


ერთი თვით ადრე
დანამდვილებით ვერ ვიტყვი
რა
და
როგორ
მაგრამ
ძალიან ძალიან მინდა

:roll:

ბახმარო; 15-16 აგვისტო

Posted: 16 ივლ 2009, 23:22
by keto
guruli

ვაიმეე, დღეს უკვე მეორეჯერ! ჯერ თუშეთიო, ახლა ბახმარო!

მე და ჩემი ჯიპი მოვდივართ (პარასკევს გასვლა უკეთესი იქნება, უფრო ბევრ რამეს ვნახავთ)!!!!

ბახმარო; 15-16 აგვისტო

Posted: 17 ივლ 2009, 01:46
by guruli
Naia
შეგვიძლია ზემო აჭარის სოფლებშიც ავიდეთ მაქედან
მანქანით თუ ფეხით? მაგას კარგად დავადგენ...
Bivrili
მზის ჩასვლა საიდანაც ჩანს იმ გორაზე ასვლა საკმაოდ მარტივია, აი, მზის ამოსვლის სანახავად კი ცოტა რთული ადგილის (მაგრამ ულამაზესი) დაპყრობა მოგიწევთ
გცოდნია იქაურობა. :D
pataputina
ერთი თვით ადრე
დანამდვილებით ვერ ვიტყვი
რა
და
როგორ
მაგრამ
ძალიან ძალიან მინდა
მესმის, რომ ჯერ ძაან ადრეა, მაგრამ თარიღიც დავიბევე და თან მსურველები თადარიგსაც დაიჭერენ.
სიმართლე გითხრათ, ასე უცებ ამდენ გამოხმაურებას და მით უფრო - იდეებს არ ველოდებოდი. მე განზრახული მქონდა მარტო ბახმაროზე ასვლა და მზის ამოსასვლელ-ჩასასვლელების ნახვა, მაგრამ აქ საინტერესიო იდეებიც გაჩენილა. საყორნიის მთაც კარგია და მანდ ულამაზესია ჯაჯის ტბა - სუფსა იღებს მაქედან სათავეს. მაგის გადაღმა აჭარლების იაილებშიც შეიძლება გადასვლა - კეჩხიანში, მაგრამ მაგ შემთხვევაში ჩემს სოფელში ბოდიალზე დრო არ უნდა დავკარგოთ - სისხამ დილითვე გავქუსლოთ ბახმაროსკენ, თუმვა მეეჭვება, ორ დღეში რამდენად მოსწრებადია იმის ნახვა, რაც ახლა ჩამოვთვალეთ...
მოკლედ, მაგ ყველაფერს კარგად დავადგენ და დავწერ დეტალურად, მაგრამ ხვალ კარავზე გვიან ღამემდე ვერ შემოვალ. არა მგონია, სამსახურიდან მოვახერხო. არადა, სამუშაოსაც გვიან დავამთავრებ.

ბახმარო; 15-16 აგვისტო

Posted: 17 ივლ 2009, 10:17
by Mta Mkvarebia
guruli
Naia
მეც მსურველი ვარ, აუცილებლად წამოვალ თუ მართლა არაფერმა შემიშალა ხელი :) .

ბახმარო; 15-16 აგვისტო

Posted: 17 ივლ 2009, 10:28
by saskva
მემგონი მეც მეც

ბახმარო; 15-16 აგვისტო

Posted: 17 ივლ 2009, 17:44
by na_ka
მეც მსურველებში ჩამწერეთ რაა. :wink:
99% წამოვალ

ბახმარო; 15-16 აგვისტო

Posted: 17 ივლ 2009, 20:11
by Tamusia
წამოსვლა მინდა, მაგრამ ცოტა დიდი ხნით მინდა დარჩენა და ვინმეს ხომ არ გინდათ?

ბახმარო; 15-16 აგვისტო

Posted: 17 ივლ 2009, 20:52
by okulone
ვაიმეეე, ჩემი ბავშვობა გამახსენდაა.... მზის ამოსავალი მთა, მზის ჩასავალი მთა, საყორნია... ნისლი, გურული სიმღერები კოცონის გარშემო... ნაძვნარი და პიტნის არომატი.... :roll: :roll: 8) ეჰ! რა კარგი იყო მაშინ..... :D

ბახმარო; 15-16 აგვისტო

Posted: 18 ივლ 2009, 01:59
by guruli
Tamusia
წამოსვლა მინდა, მაგრამ ცოტა დიდი ხნით მინდა დარჩენა და ვინმეს ხომ არ გინდათ?
გინდა, იქაური კოტეჯების ფასები გაგიგო?
და მსურველებო - მგონი, აჯობებს სიის დაწერა აგვისტოს დასაწყისიდან დავიწყოთ. მანამ შვებულებების განრიგი გადააწყვეთ და დაამთხვიეთ ამ დროს -თემაც იმიტომ გაიხსნა ასე ადრე. :)

ბახმარო; 15-16 აგვისტო

Posted: 18 ივლ 2009, 03:51
by GAMARJOBA SAKARTVELO
guruli
ბახმაროდან მთიან აჭარის საზაფხულო დასახლებებში გადადიხარ.
ბახმაროდან 4-5 კმში სოფელია, ბახმაროზე კიდევ უფრო ლამაზი და მაგის უნახაობა ცოდოა.
გონებას დაგაკარგინებთ იქაური ეგზოტიკური ყოფითობა

ბახმარო; 15-16 აგვისტო

Posted: 18 ივლ 2009, 12:09
by civciva
დასაფიქრებელაი!!! თან ასეთ კარგ ადამიანთან ერთად


ჩემ დავთარში დღეები უნდაგადავადგილო რომ მოვახერხო წამოსვლა

3 დღეში ვიტყვი ზუსტ პასუხს

ბახმარო; 15-16 აგვისტო

Posted: 18 ივლ 2009, 12:20
by keto
Tamusia wrote:წამოსვლა მინდა, მაგრამ ცოტა დიდი ხნით მინდა დარჩენა და ვინმეს ხომ არ გინდათ?
დაფიქრდებოდა კაცი ;) თან მაგ დროს უკვე შემეძლება შვებულების აღება მგონი ;)