ჭაუხის უღელტეხილი 10-11-12(მოცლილებისთვის13-14იც)07.2009
Posted: 02 ივლ 2009, 21:52
გავდივართ 10 ივლისს 5 საათზე სამთო ქიმიიდან.
დაგვიანებულებს დაველოდებით მაქსიმუმ 10 წუთი.
ჩავდივართ ჯუთაში, ვბანაკდებით, ვვახშმობთ და ადრე ვიძინებთ, რადგან
11ში ვიღვიძებთ 6 საათზე, ვსაუზმობთ, ავლაგდებით და 7 საათზე დავიძრებით ჭაუხის ძირისკენ, სადაც ვისვენებთ 30 წუთი,
შემდეგ კი ვიწყებთ სვლას უღელტეხილის გადასალახად. ცხადია გზაში მცირე შესვენებებით.
გაცნობებთ,
რომ ლაშქრობა გარკვეულწილად ექსტრემალურია, ვინაიდან ზღვის დონიდან ავდივართ სიმაღლეზე, რომელზეც ნისლი, ჩვეული მოვლენაა. ამის გათვალისწინებით, ძალზე მნიშნელოვანია ჯგუფის შეკრულად და არა გაწელილად სვლა. გთხოვთ ყოველთვის დაელოდოთ დანარჩენებს.
11ში საღამოსკენ ჩავალთ აბუდელაურის ტბებთან. საბოლოო შეკრების ადგილი იქნება მწვანე ტბა. გავშლით ბანაკს და... დავისვენებთ.
12ში დილით ალბათ 9 საათზე დავეშვებით როშკისკენ. თუ იქნება საშუალება(ამ საკითხზე საბოლოო ცნობას მოგვიანებით მოგაწვდით)როშკიდან ჩავალთ ტრანსპორტით კორშამდე, სადაც დაგხვდება თბილისში წამომყვანი ასევე ტრანსპორტი. შესაძლოა კორშამდე ფეხით მოგვიწიოს 12 კილომეტრის გავლა.
რაც შეეხება ტანსაცმელს:
დაგჭირდებათ, როგორც საზაფხულო, ასევე სრულიად საზამთრო სამოსი, მაგ: ჯემპრი, თბილი წინდა და ა.შ. იქონიეთ კეპი და საწვიმარი.
ფეხსაცმელი
მსუბუქი ბათინკი ყველაზე კარგი ვარიანტია. შეიძლება ბოტასიც. პირადა მე ე. წ. შლიოპანციც მომაქვს, რათა ბანაკში ფეხი დავასვენო.
საკვები
წამოიღეთ ვისაც რა გსურთ. პური ყველას ედოს 1, ან ნახევარი მათ გარდა, ვინც წამოიღებს ცომეულს( ხაჭაპური, ღვეზელი). გირჩევთ იქონიოთ ქიშმიში, რომელიც კუჭს არ ამძიმებს, მაგრამ ენერგიას გმატებთ. იგივე ფუნქცია შეუძლიათ შეასრულონ კამფეტებსაც. ერთი ბოთლი წყლისთვის იქონიეთ.
მაგრამ
აუცილებლაბ შეეცადეთ, წამოიღოთ მხოლოდ ის, რაც აუცილებლად დაგჭირდებათ და შეიკავეთ თავი ისე რა საჭირო ნივთებისგან, რათა რაც შეიძლება მსუბუქი ზურგჩანთა გქონდეთ.
ჯერ ყველაფერი ჩააწყვეთ პარკებში და შემდეგ ზურგჩანთაში, რათა წვიმის შემთხვევაში ყველაფერი მშრალად შეგენახოთ.
გთხოვთ, სიას თქვენი თავი მიაწეროთ ხელახლა, დასტურად იმისა, რომ მოდიხართ. ასევე მიიწერეთ კარვიან-უკარვობა და ორდღიან-მოცლილობა(როგორც იცით მოცლილებმა შესაძლოა ლაშქრობა2-3 დღით გავზარდოთ, ამ საკითხზე კონკრეტული გეგმა მოგვიანებით დავსახოთ)
1. tamusia (უკარვოდ, მოცლილი)