Page 1 of 2

13-19 ივლისი ჯავახეთი

Posted: 29 ივნ 2009, 10:49
by ჩიტუციო
ამ პერიოდში ვიღებ შვებულებას და ძალიან მინდა ჯავახეთის მონახულება.

იდეაში ფარავნის ტბიდან დავიწყებთ მოგზაურობას, ვნახავთ ფარავნის ეკლესიებს, ფოკის ეკლესიებს და ციხეს, ასფარას, შაორის ციხეს, საღამოს ტბას და ა.შ. 1 კვირაში საკმაოდ ბევრი რამის ნახვა შეიძლება, ხანჩალის ტბასაც ვნახავთ... ამ მხარეში მე არ ვარ ნამყოფი და რუქის იმედზე მივდივარ :D ვისაც გინდათ მსგავსი ლაშქრობა შეგიძლიათ წამოხვიდეთ.

13-19 ივლისი ჯავახეთი

Posted: 29 ივნ 2009, 11:25
by z g a r b i
მინდა ჯავახეთი დიდი ხანია და ზაფხულისკენ გადავდე ეგ ამბავი :)
ვნახოთ როგორ იქნება საქმეები და :roll:

13-19 ივლისი ჯავახეთი

Posted: 29 ივნ 2009, 11:26
by Int3lig3nt
ჩიტუციო
შვებულება თუ დაემთხვა და მთავარი გეგმა ჩამეშალა, აუცილებლად ჩავეწერები :).

13-19 ივლისი ჯავახეთი

Posted: 29 ივნ 2009, 11:43
by Wanderer
ზაფხულში ძაან არ ეხცელება მანდ? გაზაფხულზე ხომ არ სჯობია?

13-19 ივლისი ჯავახეთი

Posted: 29 ივნ 2009, 12:34
by ჩიტუციო
Wanderer
ზაფხულში ძაან არ ეხცელება მანდ?

ვიღიმებით და არ ვიმჩნევთ :D


გაზაფხული ჯობია, მარა გაზაფხულში შვებულება არ მეკუთვნის და თანაც უკვე გავიდა გაზაფხული :D რა დაუცდის თავიდან მოსვლას :D

თანაც რამდენიმე თემა ვნახე კარავზე და იყვნენ ზაფხულში წასულები და რავი ცოცხლები ჩამოვიდნენ, არ დახრუკულან :D უნიდანაც ექსპედიციას აკეთებენ ზაფხულში... ანუ არაა პრობლემა მგონი.

Int3lig3nt
შვებულება თუ დაემთხვა და მთავარი გეგმა ჩამეშალა

არ დავწერ იმას რაც გავიფიქრე :twisted: :twisted: :D

დიდი იმედი მაქვს რო წამოხვალ :)

z g a r b i
საქმეები კარგად იქნება და შენც წამოხვალ :D


* * *
რა საშინლად მინდა ჯავახეთში წასვლა ვერც კი წარმოიდგენთ :D

13-19 ივლისი ჯავახეთი

Posted: 29 ივნ 2009, 12:49
by Wanderer
ჩიტუციო
:D :D :D

სიამოვნებით შემოგიერთდებოდით, მაგრამ ამ ზაფხულს ისეთი გეგმები მაქვს და იმდენ ადგილას ვაპირებ წასვლას, რომ ჯავახეთში წამოსვლის ფუფუნებას ნამდვილად ვეღარ მივცემ თავს...

13-19 ივლისი ჯავახეთი

Posted: 29 ივნ 2009, 14:47
by z g a r b i
Wanderer

ზამთარში რომ ძალიან ცივა მგონი და ასეთი განსხვავებაა რო ზაფხულში მასე ცხელოდეს..?

ჩიტუციო
იმედია
:roll:

13-19 ივლისი ჯავახეთი

Posted: 29 ივნ 2009, 16:22
by Wanderer
z g a r b i
ზამთარში რომ ძალიან ცივა მგონი და ასეთი განსხვავებაა რო ზაფხულში მასე ცხელოდეს..?
მანდ ცივა ზამთარში ძალიან? სიცხით კი ძალიან ეცხელება ახლა. თუმცა გააჩნია ზღვის დონიდან რა სიმაღლეზე იქნები, მაგრამ ფარავნის ტბაზე წესით მაგარი პაპანაქება უნდა იყოს...

მე ზაფხულში მთას ვარჩევ ხოლმე მაინც...

13-19 ივლისი ჯავახეთი

Posted: 29 ივნ 2009, 16:27
by z g a r b i
Wanderer wrote: მანდ ცივა ზამთარში ძალიან? სიცხით კი ძალიან ეცხელება ახლა. თუმცა
რავიცი ტრული რომ იყო ზამთარში და ცოტა მერე, გაზაფხულისკენაც, ძალიან ციოდიაო..

13-19 ივლისი ჯავახეთი

Posted: 30 ივნ 2009, 22:25
by geosul
:shock: მოგესალმბით ყველას - მე მანდ ნამყოფი არა ვარ - დრო თუ მექნა თანამგზავრობას გაგიწევთ - :)

13-19 ივლისი ჯავახეთი

Posted: 30 ივნ 2009, 22:49
by baqo
ზაფხულში ძალიან ცხელა, ყველაზე კარგი დრო სექტემბრის მეორე ნახევარია, მაგრამ სიცხისთვის არ გეცლებათ იმდენი სანახაობაა

13-19 ივლისი ჯავახეთი

Posted: 01 ივლ 2009, 00:35
by Makena
ჩიტუციო wrote:ამ პერიოდში ვიღებ შვებულებას და ძალიან მინდა ჯავახეთის მონახულება.

იდეაში ფარავნის ტბიდან დავიწყებთ მოგზაურობას, ვნახავთ ფარავნის ეკლესიებს, ფოკის ეკლესიებს და ციხეს, ასფარას, შაორის ციხეს, საღამოს ტბას და ა.შ. 1 კვირაში საკმაოდ ბევრი რამის ნახვა შეიძლება, ხანჩალის ტბასაც ვნახავთ... ამ მხარეში მე არ ვარ ნამყოფი და რუქის იმედზე მივდივარ :D ვისაც გინდათ მსგავსი ლაშქრობა შეგიძლიათ წამოხვიდეთ.
ჩიტუციო
კარგი იდეაა, ცოტა ზედმეტად ცხელა მაგ დროს ჯავახეთში, ფერები შემოდგომით უფრო ლამაზია, თუმცა გაზაფხულია თუ შემოდგომა, სამცხეჯავახეთი ყოველთვის საინტერესო სანახავია :)

13-19 ივლისი ჯავახეთი

Posted: 01 ივლ 2009, 09:30
by Truli
ჯავახეთში უჩემოდ??
სამწუხაროდ მაგფ დროს ვერაფრით ვერ ავიღებ შვებულებას :((((
დღე კი მაგრად ეცხელება, თან ჩრდილი არაა

13-19 ივლისი ჯავახეთი

Posted: 01 ივლ 2009, 22:33
by ARCHILI
ტრული მართალია, ტემპერატურის სირთულეს არ შეუშინდეთ, მაგრამ დღისით მოძრაობას არ გისურვებთ, როგორმე ისე გადაანაწილეთ სავალის გეგმა რომ დილით ძალიან ადრე იმოძრაოთ ან სიბნელე კიდევ უფრო უპრიანია.

და გაითვალისწინეთ წყალი და ჩრდილი.

ჰო... გაზის პატარა ბალონის მსგავსი რამე წაიღეთ, გამოგადგება ტრაპეზის მოსამზადებლად.

და დღისით სიარულისას კარგად უყურეთ სავალს, გვეკებთან დაკავშირებით, პირდაპირ ფეხებში გვისრიალებდა ხოლმე ჩვენც. არც აქაა პრობლემა, უბრალოდ ყურადღებით იყავით, რომ ფეხი არ დააბიჯოთ და რაიმე საფრთხე არ ეგონოთ.

დარწმუნებული ვარ, შესანიშნავი ლაშქრობა გამოგივათ, თან ჩიტუციოსთან ურთიერთობა ნამდვილად ერთი სიამოვნებაა.

:)

13-19 ივლისი ჯავახეთი

Posted: 02 ივლ 2009, 02:24
by GAMARJOBA SAKARTVELO
მოგცლიათ, რა, სიცხეებზე რომ ლაპარაკობთ.
ნეტავ ზაფხულობით საქართველოში სად არ ცხელა?
შარშან შუაგულ ზაფხულში მაქეთ 10ნი ვიყავით, ჯავახეთის 70-80 პროცენტი ვნახეთ და არც
სიცხეს შეუშლია ხელი, არც წახემსებისას თუ სადილობისას გაზის ბალონის არქონას.
1 ეგ არის, თუ ფეხით ივლით, ძნ ბევრ რამეს 6 დღეშიც ვერ ნახავთ