Page 1 of 5

მშობელთა ლაშქრობა II 27 ივნისს ავენისში

Posted: 20 ივნ 2009, 17:00
by guruli
მოკლედ, ვინც მონაწილეობა ვერ მიიღო მშობელთა პირველ ლაშქრობაში, ეძლევა ისტორიული შანსი, გამოისყიდოს ეს დანაშაული მშობლების, ერისა და კარავის წინაშე. ვისაც გულით გინდათ გამოსყიდვა, შაფათს, 27 ივნისს ჩაჰკიდეთ მშობლებს ხელი და წამოდით ავენისში. ცხადია, იმათი წამოსვლაც აუცილებელია, რომლებიც მშობელთა პირველ ლაშქრობაში იყვნენ. :P შეგიძლიათ მეუღლეები და შვილებიც წამოიყვანოთ და კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქოთ მშობლებს. :wink:
ვინც არ იცის, განვმარტავ, რომ ავენისი მდებარეობს ანანურის გაღმა, წყალსაცავის მეორე მხარეს. ეკლესია ძალიან ლამაზ ადგილასაა - ტყეც იქვეა და წყალსაცავიც, სადაც ბანაობაც შეგიძლიათ. ეკლესიასთან პატარა მდინარეც ჩამოდის, რომელშიც თურმე, ლეგენდების მიხედვით, თათბირის სემდეგ ანგელოზები განიბანებოდნენ. ჰოდა, ანგელოზთა თავშესაყრელი ადგილი ცუდი რომ არ იქნება, ჩემი თქმაც არ გინდათ. ეკლესიის უკან წითელი წიგნის ბინადარი ურთხელის ტყეა, რომლის ვეებერთელა წარმომადგენელიც ზედ ეკლესიის შესასვლელთანაა. ერთ დროს ავენისი კარაველთა უსაყვარლესი ადგილი იყო და ზედიზედ ეწყობოდა გასვლები. ყველა ბმულს ვერ მივაკვლიე, მაგრამ რამდენიმე მოვიძიე და შემოგთავაზებთ. ცნობები ეკლესიის და იქაურობის შესახებ თავისი ფოტოებითურთ მაქედან შეგიძლიათ მიიღოთ.
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=879
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1965
გასვლის ზუსტ დეტალებს ცოტა გვიან დავდებ, გასვლას კი რაც შეეხება, დრო და ადგილი უცვლელია, ისევ ნაცნობ დროს და ნაცნობ ადგილას - შაფათს, 8,30-ზე დიდუბეში, სამთო ქიმიასთან. წავალთ დილით, ჩამოვალთ საღამოთი. ავენისში მანქანა ზედ ეკლესიასთან მიდის - რაღაც 100-ოდე მეტრი გვექნება გასავლელი ოდნავ შეღმართზე და სულ მინდორზე. ავენისის გარდა, გზად ანანურსაც ვნახავთ და სურვილის შემთხვევაში, ბოდორნის დამატებაც შეიძლება, მაგრამ როგორც ვიცი, ბოდორნაში ტრანსპორტი არ ადის, გზიდან კი ფეხით 3 კმ-ა სასიარულო. ამიტომ მაინც მგონია, პირდაპირ ავენისში წავიდეთ, გზად ანანური ვნახოთ და ვისაც სურვილი ექნება, ჟინვალში იბანაოს კიდეც.
დაბოლოს, რაკიღა ვიცი, კარაველები რა უცნაურებიც არიან, ოიროდე განმარტება. :D
1). ლაშქრობაში სიდედრ-სიმამრებს წამოყვანას არავინ გიშლით, მაგრამ რეკომენდირებული არაა სიდედრის გამო დედის სახლში დატოვება. :D
2). სიაში პირველივე დღეს ჩაწერის და გასვლის წინ ამოწერის მანიით შეპყრობილთა :wink: საყურადღებოდ - აჯობებს, ბოლომდე დაიცადოთ და მხოლოდ წინა დღეს ჩაეწეროთ სიაში - იმედია, მეორე დღესვე არ
ამოეწერებით. :D
კიდევ ერთი - მშობელთა I ლაშქრობის ყველაზე პატარა და ყველაზე საყვარელი მონაწილეების - გიორგისა და ლუკას გარეშე ეს გასვლა არ შედგება. ასევე აუცილებელია მთაშენკას (ბევრი დოსიე ექნება შესავსები :) :) და თან მშობლის ვალი აქვს გასასტუმრებელი) და კლასის ხელმძღვანელის ანუ ადმინის წამოსვლა - მშობელთა კრება დამრიგებლის გარეშე ისეთი შიშხათიანი ვერაა რა, ძაან მოფერების ლაშქრობად იქცა და კრიტიკა, მუშტების ბრახუნი და თმების დაწიწკნა აკლდა. :)
1). guruli

მშობელთა ლაშქრობა II 27 ივნისს ავენისში

Posted: 20 ივნ 2009, 17:20
by teo-
guruli
ვაა ჩემი უსაყვარლესი ადგილია:)))
ისიც შეიძლება კვირისთვის დმარჩენები წამოგყვეთ და მერე დავრჩეთ:)

მოკლედ ვეტყვი დედაჩემს

მშობელთა ლაშქრობა II 27 ივნისს ავენისში

Posted: 20 ივნ 2009, 17:34
by Int3lig3nt
ჰაჰააა, მაგარია :).
მოვა დედაჩემი და ვეტყვი :).

მშობელთა ლაშქრობა II 27 ივნისს ავენისში

Posted: 20 ივნ 2009, 19:17
by guruli
teo-
guruli
ვაა ჩემი უსაყვარლესი ადგილია
ვაა - შენიც? :) :) მგონი, ნახევარი კარავი შეყვარებული ვართ მაგ ადგილზე. :)
ისიც შეიძლება კვირისთვის დმარჩენები წამოგყვეთ და მერე დავრჩეთ
მაშ, მაშ - შაიძლება, როგორ არა!
მოკლედ ვეტყვი დედაჩემს
ღამე დარჩენა მაგასაც არ სესთავაზო, არ გადარიო ქალი, თორემ იუარებს წამოსვლას - ტყეში მათევინე ღამეო. :)
Int3lig3nt
მოვა დედაჩემი და ვეტყვი
უთხარი, ძველების გარეშე ეს გასვლა არ შედგება-თქო. :wink:

მშობელთა ლაშქრობა II 27 ივნისს ავენისში

Posted: 20 ივნ 2009, 19:19
by teo-
guruli
შარშან 2ჯერ ზედიზედ ვიყავით მანდ კარვებით და კიდე გვიჭირდა მაგ ადგილის დატოვება) ეხლაც იმედი მაქვს მალე გამოვა ამინდები :oops:

მშობელთა ლაშქრობა II 27 ივნისს ავენისში

Posted: 20 ივნ 2009, 22:12
by guruli
teo-
ეხლაც იმედი მაქვს მალე გამოვა ამინდები
იმედია. ამბობენ, ხვალიდან უნდა გამოიდაროსო, მაგრამ კარაველთა პასიურობა არ მომწონს. :(
ჰო, ზევით დაწერა დამავიწყდა და აქ გეტყვით - ფერეიდნელებიც იქნებიან, ოღონდ რამდენნი და ვინ, ჯერ არ ვიცი. 2006-ში რომ გასვლა მოვაწყვეთ მანდ, მაშინაც იყვნენ - 4-ნი. ეს იყო ფერეიდნელების პირველი კარავული გასვლა.

მშობელთა ლაშქრობა II 27 ივნისს ავენისში

Posted: 20 ივნ 2009, 22:14
by Int3lig3nt
guruli
მაგრამ კარაველთა პასიურობა არ მომწონს.
მე მჯერა, რომ ამჯერად მაინც მოგვიწევს ავტობუსის დაქირავება :).

მშობელთა ლაშქრობა II 27 ივნისს ავენისში

Posted: 20 ივნ 2009, 22:37
by z g a r b i
guruli wrote: სურვილის შემთხვევაში, ბოდორნის დამატებაც შეიძლება, მაგრამ როგორც ვიცი, ბოდორნაში ტრანსპორტი არ ადის, გზიდან კი ფეხით 3 კმ-ა სასიარულო.
არ ღირს ნამდვილად, მანდ ასვლისას მე ვიღლები მსობლები კი არა :lol: ისე ლამაზი ადგილი კია :roll:
ანუ მგონი სასიარულო არ გამოდის ბევრი და კოჭლი მამაჩემის წამოყვანას შევძლებ.. :roll: ორი კვირის წინ კარგა მაღლიდან ისკუპა,მარა საბედნიეროდ კარგად დაეცა :) ხოდა ეხლა ნელ-ნელა ფეხი აიდგა და ვნახოთ აბა თუ მანდობენ და გამომატანენ :D
teo- wrote:guruli
შარშან 2ჯერ ზედიზედ ვიყავით მანდ კარვებით და კიდე გვიჭირდა მაგ ადგილის დატოვება) ეხლაც იმედი მაქვს მალე გამოვა ამინდები :oops:
უი ეგ ადგილია? მეც არა ვთქვი უჩემოდ როდის მოასწრო შარშან :D
და ტაძარი სად იყო მანდ? :roll:

მშობელთა ლაშქრობა II 27 ივნისს ავენისში

Posted: 20 ივნ 2009, 22:51
by teo-
z g a r b i
:lol: :lol: :lol: :lol:


ვახ რაგჭირს?:))))

არ მაქ ამ კომპში ანანურის ფოტოები თორე განახებდი შენებს ავენისთან.. წინ რო დიდი მუხა იყო რო შევძვერით.. აი პატარა ჩანჩქერთან

მშობელთა ლაშქრობა II 27 ივნისს ავენისში

Posted: 20 ივნ 2009, 23:04
by z g a r b i
teo-

უიიი თავს რომ ვიხრჩობდიი? :lol: მდინარეც გამახსენდა ეხლა :D აქამდე ვერ ვიხსენებდი :oops: სრულიად გაცოცხლდა ჩემს ვიზულაურ მეხსიერებაში ყველაფერი :!: :)
მამაჩემის წამოყვანა კი შეიძლება მაშინ, უბრალოდ, მოუწევს დაბლა ლოდინი :P
პატარა ჩანჩქერუკაც არის იქ :) ნეტა ცხელოდეს რააა

მშობელთა ლაშქრობა II 27 ივნისს ავენისში

Posted: 21 ივნ 2009, 01:16
by guruli
teo-
თორე განახებდი შენებს ავენისთან.. წინ რო დიდი მუხა იყო რო შევძვერით..
ავენისთან მუხა? :roll: იქ ურთხელია - დიდი, ფუღუროიანი...

მშობელთა ლაშქრობა II 27 ივნისს ავენისში

Posted: 21 ივნ 2009, 13:30
by lali
სიამოვნებით წამოვალ :)

მე , ნიკა, ლუკა და შეიძლება ნიკას პლიუსებიც :D (ამის შესახებ ნიკა თვითონ დაპოსტავს, ალბათ :D

მშობელთა ლაშქრობა II 27 ივნისს ავენისში

Posted: 21 ივნ 2009, 17:29
by lali
:)

1).guruli
2).lali +ლუკა
3). nikushanikusha

ნიკას პლიუსებს მოგვიანებით ჩავამატებთ :)

მშობელთა ლაშქრობა II 27 ივნისს ავენისში

Posted: 21 ივნ 2009, 21:10
by Mta Mkvarebia
guruli wrote:მოკლედ, ვინც მონაწილეობა ვერ მიიღო მშობელთა პირველ ლაშქრობაში, ეძლევა ისტორიული შანსი, გამოისყიდოს ეს დანაშაული მშობლების, ერისა და კარავის წინაშე. .........ასევე აუცილებელია მთაშენკას (ბევრი დოსიე ექნება შესავსები :) :) და თან მშობლის ვალი აქვს გასასტუმრებელი) ....წამოსვლა...
მე მშობლის წინაშე ვალს შემდეგნაირად ვიხდი, ამ კვირას ნახევარკვირიან სამსახურეობრივ (ერთად ვმუშაობთ) "ლაშქრობაზე" მიმყავს ზღვაზე :) . ჰოდა მისი შვილისაგან განსხვავებით, რომელსაც მთაზე ეკეტება ჭკუა, ზღვა მისთვის ყველაფერია, ამიტომ ვეჭვობ ამ გზით უფრო გახარებული დარჩება :wink: , თან სამსახურეობრივ ვალსაც მოიხდის.

ასე რომ, ისევ სხვა დროს იყოს ჩემი სიაში ჩაწერა, ანუ შემდეგ ტრადიციულ გასვლას დაველოდები :)

მშობელთა ლაშქრობა II 27 ივნისს ავენისში

Posted: 21 ივნ 2009, 21:28
by guruli
lali - გვიხარია სიაში თქვენი ოჯახის ხილვა.
Mta Mkvarebia - ისევ გაგვექეცი, არა? :) კარგი ბატონო - ზღვაზე ჩამოგაკითხავთ III ლაშქრობაში. :P :P :? :?