

ვინც არ იცის, განვმარტავ, რომ ავენისი მდებარეობს ანანურის გაღმა, წყალსაცავის მეორე მხარეს. ეკლესია ძალიან ლამაზ ადგილასაა - ტყეც იქვეა და წყალსაცავიც, სადაც ბანაობაც შეგიძლიათ. ეკლესიასთან პატარა მდინარეც ჩამოდის, რომელშიც თურმე, ლეგენდების მიხედვით, თათბირის სემდეგ ანგელოზები განიბანებოდნენ. ჰოდა, ანგელოზთა თავშესაყრელი ადგილი ცუდი რომ არ იქნება, ჩემი თქმაც არ გინდათ. ეკლესიის უკან წითელი წიგნის ბინადარი ურთხელის ტყეა, რომლის ვეებერთელა წარმომადგენელიც ზედ ეკლესიის შესასვლელთანაა. ერთ დროს ავენისი კარაველთა უსაყვარლესი ადგილი იყო და ზედიზედ ეწყობოდა გასვლები. ყველა ბმულს ვერ მივაკვლიე, მაგრამ რამდენიმე მოვიძიე და შემოგთავაზებთ. ცნობები ეკლესიის და იქაურობის შესახებ თავისი ფოტოებითურთ მაქედან შეგიძლიათ მიიღოთ.
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=879
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1965
გასვლის ზუსტ დეტალებს ცოტა გვიან დავდებ, გასვლას კი რაც შეეხება, დრო და ადგილი უცვლელია, ისევ ნაცნობ დროს და ნაცნობ ადგილას - შაფათს, 8,30-ზე დიდუბეში, სამთო ქიმიასთან. წავალთ დილით, ჩამოვალთ საღამოთი. ავენისში მანქანა ზედ ეკლესიასთან მიდის - რაღაც 100-ოდე მეტრი გვექნება გასავლელი ოდნავ შეღმართზე და სულ მინდორზე. ავენისის გარდა, გზად ანანურსაც ვნახავთ და სურვილის შემთხვევაში, ბოდორნის დამატებაც შეიძლება, მაგრამ როგორც ვიცი, ბოდორნაში ტრანსპორტი არ ადის, გზიდან კი ფეხით 3 კმ-ა სასიარულო. ამიტომ მაინც მგონია, პირდაპირ ავენისში წავიდეთ, გზად ანანური ვნახოთ და ვისაც სურვილი ექნება, ჟინვალში იბანაოს კიდეც.
დაბოლოს, რაკიღა ვიცი, კარაველები რა უცნაურებიც არიან, ოიროდე განმარტება.

1). ლაშქრობაში სიდედრ-სიმამრებს წამოყვანას არავინ გიშლით, მაგრამ რეკომენდირებული არაა სიდედრის გამო დედის სახლში დატოვება.

2). სიაში პირველივე დღეს ჩაწერის და გასვლის წინ ამოწერის მანიით შეპყრობილთა

ამოეწერებით.

კიდევ ერთი - მშობელთა I ლაშქრობის ყველაზე პატარა და ყველაზე საყვარელი მონაწილეების - გიორგისა და ლუკას გარეშე ეს გასვლა არ შედგება. ასევე აუცილებელია მთაშენკას (ბევრი დოსიე ექნება შესავსები



1). guruli