Page 1 of 9
გერგეტი 21 ივნისს, კვირას. რჩევაც მჭირდება ;)
Posted: 18 ივნ 2009, 17:49
by tamuna_gudarexi
ძვირფასო მეგობრებო, აგერ უკვე რახანია, მსურს გერგეტის სამების მონახულება, ის კი არა და, სტეფანწმინდაშიც არ ვარ ნამყოფი.
ამიტომაც, ამ კვირას სულ მარტოს რომ მომიწიოს წასვლა, მაინც წავალ...
ჰოდა, თქვენ თუ შემომიერთდებით, ძალიან გამახარებთ.
წასვლით ჩვეულებრივი სარეისოთი წავალთ სტეფანწმინდამდე დილით და შემდეგ ფეხით განვაგრძობთ გზას.
გამოცდილი მოლაშქრეებისგან რჩევაც მჭირდება:
სამარშრუტოდან რომ ჩამოვალთ, შემდეგ რა გზით უნდა წავიდეთ?
დაახლოებით რამდენ ხანში მივალთ სამების ეკლესიამდე?
რა უნდა გავითვალისწინოთ?
და სარეისოები საიდან გადიან სტეფანწმინდისაკენ?
მოკლედ, თქვენს დახმარებას ველი!
დიიდი მადლობა წინასწარ! 
P.S. ამინდი კვირას კარგიაო, მზიანიო და არ იწვიმებსო, ამბობს AccuWeather-ი
გერგეტი 21 ივნისს, კვირას. რჩევაც მჭირდება ;)
Posted: 18 ივნ 2009, 17:50
by ZVIOSULI
მოასწრებ?
თუ სპრინტერებთენ ერტად მიდიხარ?

გერგეტი 21 ივნისს, კვირას. რჩევაც მჭირდება ;)
Posted: 18 ივნ 2009, 17:52
by ARCHILI
tamuna_gudarexi
30 ივნისს სტუდენტები მიმყავს და თუ ვერ მოახერხებ ახლა წასვლას, გამაგებინე და ვეცდები, დაგიმგზავრო
ჰოდა..
თუ მაინცდამაინც მარტო დააპირებ წასვლას, 16 ივლისს საპატრიარქოს საექსკურსიო ჯგუფებს გაყევი, არ გირჩევნია?
საკმაოდ იაფიც ჯდება.
გერგეტი 21 ივნისს, კვირას. რჩევაც მჭირდება ;)
Posted: 18 ივნ 2009, 17:55
by tamuna_gudarexi
ZVIOSULI
აქამდე ვისაც ვკითხე, არ არისო შორი, სამარშრუტოს 2-3 საათი სჭირდებაო და მერე ფეხით 2 საათიო

და არაა ასე?
ARCHILI
მარტო წასვლა სულაც არ მინდა და, თუკი ვინმე შემომიერთდება, ძალიანაც გამიხარდება

უბრალოდ, ამ კვირას მცალია! იქითა კვირას საჯომარდოდ ვაპირებ წასვლას და მერე კიდევ როდის მოვიცლი, კაცმა არ იცის....
და ვინ იცის, შენს სტუდენტებში ჩემებიც არიან

გერგეტი 21 ივნისს, კვირას. რჩევაც მჭირდება ;)
Posted: 18 ივნ 2009, 17:56
by ARCHILI
ჰო...
სამარშრუტო ტაქსები (მარშრუტკები) დიდუბიდან გადიან, ქცედა გაჩერების ოდნავ ზემოთ რომ დგანან მლეთის, ქართლის და ა.შ. მარსრუტკები, მანდედან.
სავარაუდოდ საათში ერთხელ დადის.
მარშრუტკა ჩაგიყვანს ყაზბეგის ცენტრში, იქიდან ქვემოთ უნდა ჩახვიდე ხიდისკენ სოფელ გერგეტას მიმართულებით.
სოფელს რომ აცდები ოდნავ, მანდ ორი გზა მიდის გერგეტასკენ, ერთი მოკლეა და უფრო ციცაბო, მეორე სამანქანოა და უფრო გრძელი.
არც მოკლე გზააა რთული, მხოლოდ შრომატევადია.
გქონდეს აუცილებლად თბილი სამოსც და გრილიც, სულ მზე რომ იყოს, როგორც კი ღრუბელი გადაეფარება ხოლმე, ამნდ უკვე ცივა.
გზა ჯდება 10 ლარი, ბოლო მარშრუტკა სტეფანწმინდიდან 5 საათისათვის გამოდის.
გერგეტი 21 ივნისს, კვირას. რჩევაც მჭირდება ;)
Posted: 18 ივნ 2009, 17:56
by pataputina
tamuna_gudarexi
არც მე ვარ ნამყოფი
და
მინდა
ძალიან
კი არა და
აგერ უკვე რამდენი ხანია
მინდა

გერგეტი 21 ივნისს, კვირას. რჩევაც მჭირდება ;)
Posted: 18 ივნ 2009, 17:57
by tamuna_gudarexi
pataputina wrote:tamuna_gudarexi
არც მე ვარ ნამყოფი
და
მინდა
ძალიან
კი არა და
აგერ უკვე რამდენი ხანია
მინდა

ძალიანაც კარგი!
წამოდი, ერთად ვიაროთ!!!

გერგეტი 21 ივნისს, კვირას. რჩევაც მჭირდება ;)
Posted: 18 ივნ 2009, 17:58
by Chiamaya
tamuna_gudarexi
არც მე ვარ ნამყოფი და მეც მინდა პატაპურინასავით უკვე დიდი ხანია

რა ვიცი თუ მოვახერხე წამოვალ, მაგრამ ჯერ ვერ დავწერ დაზუსტებით.
ისე მანდ სულ წვიმსო.
გერგეტი 21 ივნისს, კვირას. რჩევაც მჭირდება ;)
Posted: 18 ივნ 2009, 18:00
by ARCHILI
Chiamaya wrote:
ისე მანდ სულ წვიმსო.
ზოგჯერ კარგი ამინდებიც არის.
ისე, მაინცდამაინც ამ დღეებში წასვლას არ გირჩევთ - სულ ატალახებული იქნება იქაურობა და ეციება კიდეც.
გერგეტი 21 ივნისს, კვირას. რჩევაც მჭირდება ;)
Posted: 18 ივნ 2009, 18:01
by pataputina
tamuna_gudarexi
თუ წვიმა არ იქნება წავიდეთ
ანდაც
წვიმაშიც
წავიდეთ

გერგეტი 21 ივნისს, კვირას. რჩევაც მჭირდება ;)
Posted: 18 ივნ 2009, 18:07
by tamuna_gudarexi
ARCHILI wrote:Chiamaya wrote:
ისე მანდ სულ წვიმსო.
ზოგჯერ კარგი ამინდებიც არის.
ისე, მაინცდამაინც ამ დღეებში წასვლას არ გირჩევთ - სულ ატალახებული იქნება იქაურობა და ეციება კიდეც.
მადლობა, არჩილ, მაგრამ მაინც მინდა წასვლა და... რა ვიცი, ტალახი და წვიმა კარაველებს რომ არ აბრკოლებს, ეგ ჩემზე უკეთ იცი!

თანაც პროგნოზი ისეთია, რომ 21-ში სულ მზემ უნდა იჩახჩახოს იქ!
გეცოდინება, არჩილ, სარეისოები საიდან გადიან...
pataputina
მიხარიხარ!
Chiamaya
იქნებ მოახერხო და გაგიცნობდი, შქმერელო!!
რაჭის მთები კი ვიცით და ახლა აქეთ ვნახოთ!

გერგეტი 21 ივნისს, კვირას. რჩევაც მჭირდება ;)
Posted: 18 ივნ 2009, 18:20
by ARCHILI
ARCHILI wrote:.
სამარშრუტო ტაქსები (მარშრუტკები) დიდუბიდან გადიან, ქცედა გაჩერების ოდნავ ზემოთ რომ დგანან მლეთის, ქართლის და ა.შ. მარსრუტკები, მანდედან.
სავარაუდოდ საათში ერთხელ დადის.
მარშრუტკა ჩაგიყვანს ყაზბეგის ცენტრში, იქიდან ქვემოთ უნდა ჩახვიდე ხიდისკენ სოფელ გერგეტას მიმართულებით.
სოფელს რომ აცდები ოდნავ, მანდ ორი გზა მიდის გერგეტასკენ, ერთი მოკლეა და უფრო ციცაბო, მეორე სამანქანოა და უფრო გრძელი.
არც მოკლე გზააა რთული, მხოლოდ შრომატევადია.
გქონდეს აუცილებლად თბილი სამოსც და გრილიც, სულ მზე რომ იყოს, როგორც კი ღრუბელი გადაეფარება ხოლმე, ამნდ უკვე ცივა.
გზა ჯდება 10 ლარი, ბოლო მარშრუტკა სტეფანწმინდიდან 5 საათისათვის გამოდის.
გერგეტი 21 ივნისს, კვირას. რჩევაც მჭირდება ;)
Posted: 18 ივნ 2009, 18:23
by pataputina
ARCHILI wrote:
გზა ჯდება 10 ლარი
აქედან
თუ
იქიდან?

გერგეტი 21 ივნისს, კვირას. რჩევაც მჭირდება ;)
Posted: 18 ივნ 2009, 18:24
by ARCHILI
pataputina wrote:ARCHILI wrote:
გზა ჯდება 10 ლარი
აქედან
თუ
იქიდან?

აქედან 10
იქიდან 10
აბა, მიუმატე - რამდენია?

გერგეტი 21 ივნისს, კვირას. რჩევაც მჭირდება ;)
Posted: 18 ივნ 2009, 18:27
by tamuna_gudarexi
ARCHILI
დიდი მადლობა, არჩილ!
იქნებ იმდენი მსურველიც შევიკრიბოთ კვირამდე, რომ სამარშრუტოც ვიქირავოთ... ვნახოთ.
