Page 1 of 3

10/15.07ბულიწყუ-ჩხაია-ხეთა-პაპანწყვირი-ცაიში-ჭაქვინჯი-ჯიხაშკარი/

Posted: 17 ივნ 2009, 12:41
by ARCHILI
მეგრული ტური 1 და მეგრული ტური 2-ის შემქმნელებისაგან:

08/13.07. ხობი-ბულიწყუ-ჩხაია-ხეთა-პაპანწყვირი-ცაიში-ჭაქვინჯი-ჯიხაშკარი-ზუგდიდი/მეგრული ტური 3



ტბაზე თევზაობა
ჩანჩქერზე ბანაობა
გამოქვაბული ტაძრის ქვეშ
ციხეების ნახვა
ტაძრების მოლოცვა
საეკლესიო რიტუალში მონაწილეობა
და არა მარტო...


კერძოდ:

I დღე

მიმართულება:

თბილისი – ხობი – ბულიწყუ

გაჩერება I

ხობი და ხობის მონასტერი (ქალაქიდან 3 კმ)

სანახაობები:

ხობის სამონასტრო კომპლექსი - ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის მოლოცვა.

გაჩერება II

ბულიწყუ (ხობიდან 4კმ)

სანახაობები:

• წმინდა სოფიას ტაძარი და ტაძრის ქვეშ გამოქვაბული.
• მაჩხომერი.
• ჯახუთი.
• ნასკალე.
• ყურუმელიას ჯიხა (ციხე).
• სალომაიოში ჩხაიას ჩანჩქერის ნახვა.

ღამისთევა:

ბულიწყუს მოშორებით სადმე მდინარესთან.


II დღე

მიმართულება:

ბულიწყუ – ხეთა – პაპანწყვირეს ტბა

გაჩერება I

ხეთა (ბულიწყუდან 4-5 კილომეტრი)

სანახაობები:

• ნოჯიხინის უბანი.
• წინაგოლას უბანი.
• ოხვამეკარის მთავარანგელოზის ეკლესიის მოლოცვა.
• საჯირიოს ჩეოხვამეს (ძველი თეთრი ტაძარი) მოლოცვა.
• ჯეგეთას (ძველი წმინდა გიორგის ეკლესია) მოლოცვა.

გაჩერება II

პაპანწყვირის ტბა (ხეთადან 3-4 კილომეტრი)

ღამისთევა:

პაპანწყვირის ტბასთან.


III დღე

თევზაობა პაპანწყვირის ტბაზე, ღამისთევა.


IV დღე

მიმართულება:

პაპანწყვირეს ტბა – ხამისქური - ცაიში

გაჩერება I

ხამისქური (3-4 კილომეტრი)

სანახაობები:

• ხამისქურის ციხე.

გაჩერება II

ცაიში (8-10 კილომეტრი)

სანახაობები:

• ცაიშის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი და ცაიშის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიის მოლოცვა.
• იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმის მონახულება.
• ცაიშის მინერალური წყლები.

ღამისთევა:

ცაიშის საკურორტო ზონაში.


V დღე

მიმართულება:

ცაიში – ზუგდიდი – ჯიხაშკარი - ჭაქვინჯი

გაჩერება I

ზუგდიდი (3-4 კილომეტრი)

სანახაობები:

• დადიანების სასახლე.

გაჩერება II

ჯიხაშკარი (17 კილომეტრი – გადაადგილება ზუგდიდი – ჯიხაშკარის ავტობუსით)

სანახაობები:

• ჭაქვინჯის ციხე.
• ციხე ჯახა.
• ჯეგე მისარონის (წმინდა გიორგი) სალოცავი.
• ეგნატე ხაცავას ეზო.

ღამისთევა:

ჯიხაშკარში.

VI დღე

მიმართულება:

ჯიხაშკარი-ზუგდიდი

გაჩერება I

• ღვთისმშობლის კვართის გამობრძანების რიტუალზე დასწრება.

გაჩერება II

თბილისი.

Image

10/15.07ბულიწყუ-ჩხაია-ხეთა-პაპანწყვირი-ცაიში-ჭაქვინჯი-ჯიხაშკარი/

Posted: 17 ივნ 2009, 12:46
by ARCHILI
ინფორმაცია დეტალურად:

I დღე

თბილისი – ხობი – ბულიწყუ

გაჩერება I – ხობი

სანახაობები:

ხობის ტაძარის მოლოცვა


გაჩერება II – ბულიწყუ

სანახაობები:

• წმინდა სოფიას ტაძარი და ტაძრის ქვეშ გამოქვაბული
• მაჩხომერი
• ჯახუთი
• ნასკალე
• ყურუმელიას ჯიხა (ციხე)
• სალომაიოში ჩხაიას ჩანჩქერის ნახვა


ღამისთევა ბულიწყუს იქით სადმე მდინარესთან.


ხობი:

1. ხობის სამონასტრო კომპლექსი - ღვთისმშობლის მიძინების სახელობის-მდებარეობს ხობისწყლის მარცხენა ნაპირზე, ქ. ხობიდან 3 კილომეტრის დაშორებით სოფელ ნოჯიხევის ტერიტორიაზე. ძველად მას ხოფის, ხობის მონასტერს ეძახდნენ.

ხობის მონასტერი სამონასტრო კომპლექსს წარმოადგენს, რომელშიც შედის ტაძარი, სასახლე, სამრეკლო, გალავანი და სხვა ნაგებობათა ნაშთები. გალავანი XX საუკუნის 70-იან წლებში აღადგინეს, გუმბათიანი სამრეკლო ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში, რომელიც თლილი ქვისაგანაა ნაგები, აქვს შვიდი სარკმელი, სამრეკლო ადრე მოხატული ყოფილა. გალავნის შიგნით დგას ბაზილიკური დარბაზული ტიპის ტაძარი, რომელსაც აქვს გვიანდელი მინაშენები: XIV საუკუნის დამლევის ეგვტერი, აგრეთვე სამხრეთიდან და დასავლეთიდან შემორტყმული დერეფნები. ზუსტი თარიღი აშენების შესახებ არ არსებობს.

მონასტერმა დღევანდელი სახე XI-XII საუკუნეების მიჯნაზე მიიღო. ტაძარი დამშვენებულია ჩუქურთმებითა და ფრესკებით. ფრესკები ძლიერ დაზიანებულია და სასწრაფოდ სერიოზულ სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარებას მოითხოვს.
ლევან დადიანის სიტყვებით: «პატიოსანთა და სახელოვანთა ძუელთა ჩუენთა პაპათა და პაპისპაპათა.... გვირგვინოსანთა საფლავი იყო».

უნდა ვიგულისხმოთ, რომ, ხობის მონასტერი ძველ დადიანთა საგვარეულო საძვალეს წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე ნავარაუდევია, რომ ცოტნე დადიანიც აქ უნდა იყოს დასაფლავებული.

ხობის ტაძარში დასვენებული იყო უძვირფასესი ხატები, რომლებიც დღეს სხვადასხვა მუზეუმებშია დაცული.

ხობის ტაძრის კუთვნილებას წარმოადგენდა ისეთი სიწმინდეები, როგორებიცაა: ღვთისმშობლის კვართი, წმინდა გიორგის ბარძაყი, იოანე ნათლისმცემლის ნაწილები, წმინდა მარიანეს მკლავი, წმინდა კვირიკეს ხელის მტევანი, შოლტი-რომლითაც მაცხოვარი იგვემა, დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი. მრავალნაწილიანი ხატი, რომელიც 52 უჯრად არის გაყოფილი, რომლებშიც წმინდანთა ნაწილებია და ამ ხატის შუაში მოთავსებულია ძელიცხოვლის ჯვარი.

ბულიწყუ: კულტურული ძეგლები - პირველი მაისი

პირველი მაისი მდებარეობს ხობის რაიონში, ოდიშის დაბლობზე, ქალაქ ხობისა და ხეთის შუა. ურთის სერის სამხრეთ აღმოსავლეთ ბოლოსთან მდ. მუნჩიის მარცხენა ნაპირზე, ხობი ზუგდიდის მაგისტრალზე, ხობიდან 4 კილომეტრის დაშორებით.

პირველი მაისის ფართობი 1200 ჰა, მოსახლეობის რაოდენობა 2534 კაცი.

პირველი მაისი მოიცავს ორ ძირითად ნაწილს: პირველი ბულიწყუ (ამჟამინდელი ბულიწყუ) და მეორე ბულიწყუ ამჟამინდელი საკვიკვინიო.

სოფლის უდიდეს მნიშვნელობაზე მიუთითებს მის ტერიტორიაზე შენარჩუნებული ისტორიული ძეგლები: წმინდა სოფია, მაჩხომერი, ჯახუთი, ნასკალუ, ყურუმელიას ჯიხა.

მდინარე მუნჩიის სანაპიროზე მდებარეობს წმინდა სოფიას ეკლესია. ეკლესიას ირგვლივ გალავანი უვლის. შესასვლელში ოთხკუთხა კოშკის ნაშთია. ეკლესია, კოშკი და გალავანი ნაგებია ადგილობრივი კირ ქვით. ეკლესია ამაღლებულ ბექობზე დგას. ტაძარი სავარაუდოდ 1614 წლის მიწისძვრის დროს დანგრეულა და შემდეგ აღუდგენიათ ლევან დადიანის ბრძანებით და შემწეობით. ამაზე მიუთითებს ეზოში გაბნეულ ჩუქურთმიანი ლოდები. წმინდა სოფიას ტაძრის შესახებ ყველაზე სრულყოფილი მონაცემები მოგვაწოდა გ. ჩიტაიამ ნაშრომში “ფოთისა და ხობის ეპარქიის ისტორიული ძეგლები“.

ტაძრის შემოგარენში აღმოჩენილია ადრე ფეოდალური ხანის თიხის ჭურჭლის ნატეხები. ეტყობა მე-19 საუკუნემდე სოფელი ამ ტაძრის ირგვლივ მდებარეობდა. როდესაც რუსული მმართველობა დამთავრდა გარეთა შემოსევები შეწყდა სოფელი ვაკეში ჩამოსულა და იქვე ვაკეში აუშენებიათ - საკვიკვინოს წმინდა სოფიოს ეკლესია. ძველი საეკლესიო ხატები ჯვრები და ჭურჭლები ახალ ეკლესიაში ადმოუსვენებიათ.

მკვლევარ-ისტორიკოსი ხარიტონ კაკულიას ცნობით აია სოფიაში მოიაზრება ფაზისის უძველესი აკადემია.
1923 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა.

ტაძრის ქვეშ გამოქვაბულია.

პირველ მაისში მდებარეობს ყურუმელიას ჯიხა მუნჩიასა და ჩხაიას შეერთების ადგილზე გორაკზე. მას სამი მხრიდან გარს უვლის მდინარე ჩხაია. ციხე კეტავდა ვიწრო ხევს, საიდანაც გზა დღევანდელ სოფელ აბასთუმანში გადადის. აშენებულია ადგილობრივი კირქვით. იქ ნაპოვნია ადრე ფეოდალური თიხის ჭურჭელი, ზოგი მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება, ზოგიც მიმოფანტულია.

სენაკი ზუგდიდის სარკინიგზო მონაკვეთის მარჯვენა მხარეს, მდინარე მუნჩიიდან ნახევარ კილომეტრის სავალ გზაზე მდებარეობს ისტორიული ძეგლი მაჩხომერი.
იქვე ჩამოედინება ღელე “მაჩხომერი”. სახელი მაჩხომერი დაკავშირებულია “მეთევზესთან“, წაგრძელებული მართკუთხედის ფორმით გალავნითა და კოშკებით ყოფილა შემოსაზღვრული.

აღმოჩენილია კრამიტისა და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები და კირქვისაგან გამოთლილი სამშენებლო დეტალები. სავარაუდოდ მკვლევართა აზრით ადრექრისტიანული ხანის ეკლესია უნდა ყოფილიყო.

ჯახუთს განმარტავენ, როგორც “ჯა-ხუთს“ რაც ქართულად ხუთ ხეს ნიშნავს. არსებობს სხვა ვერსია, რომ ჯახუთი შეიძლება ჯახუს-თემს ნიშნავდეს. აქ აღმოჩენილია კირქვით ნაგები მართკუთხედის ფორმის შენობის ნაშთი. ნაგებობა ადრე ფეოდალური ხანის სამლოცველო უნდა ყოფილიყო. ძეგლი ხე-მცენარეებითაა დაფარული. კედლებთან მიმოფანტულია ადრე ქრისტიანული ხანის მოზრდილი ფრაგმენტები. შეიმჩნევა გალავნის კვალი. რჩება ისეთი შთაბეჭდილება რომ ჯახუთის ძეგლი საინტერესოა და საჭიროებს სრულიად შესწავლას.

დღესასწაულები და ადათ-წესები - პირველი მაისი



სხვა რეგიონებისაგან განსხვავებით სამეგრელოში ტრადიციული და წარმართული ადათწესებია. დღემდე შემორჩენილია წარმართული დროის რიტუალები ქელეხში, ქორწილში და ყოველ.დღიურ ცხოვრებაში.

ქელეხი- ადამიანი რომ გარდაიცვლება, ატყდება უშველებელი წივილ-კივილი და მთელი სოფელი გროვდება უსამძიმრებენ ჭირისუფალს. გარდაცვლილი მთელი კვირა ასვენია. გასვენების დღეს ჭირისუფლები თავიანთ ადგილს იკავებენ. მაგ:როცა შვილია მკვდარი -დედა აუცილებლად თავთან უნდა იჯდეს, ცოლი-ფეხებთან, კაცები კი გარეთ დგანან და ხელის ჩამორთმევით უსამძიმრებენ.

გასვენების დღეს, სამძიმარზე მისულები გარდაცვლილს გარს უვლიან მარცხნიდან მარჯვნივ, კაცები მიცვალებულის წინ ბრუნდებიან და მიემართებიან გასასვლელისკენ, ხოლო ქალები ჭირისუფალს ხელს გადაუსმევენ რაც თანაგრძნობას ნიშნავს. აუცილებლად შავი ნაჭერი უნდა დაიჭრას და მისგან შეკერილ სამოსს ატარებენ ერთი წლის განმავლობაში. შვილ-მკვდარი დედა სუფრასთან არ ჯდება, სახლიდან არ გადის, დადის მხოლოდ სასაფლაოზე.

ყოველდღე მკვდრისთვის განკუთვნილ მაგიდასთან დებენ წყალს ღვინოს და საჭმელს. გასვენების დღეს მიცვალებულის პატივსაცემად იმართება ქელეხი მთელი დღის განმავლობაში. აუცილებლად სუფრაზე უნდა იყოს ლობიო, მჟავე, პური, ღვინო,ლიმონათი, ფლავი, მჭადი და ყველი.

ქორწილი - სანამ ქორწილი გაიმართება, სიძე-პატარძალი იმყოფება სხვა ნათესავის სახლში. მას მეგრულად ქვია “დოხუნაფა“. ქორწილის დღემდე პატარძალი არავინ უნდა ნახოს. ქორწილში ოთხი სადღეგრძელოს შემდეგ შემოყავთ სიძე-პატარძალი. აუცილებლად კუჩხი ბედინერის ფონზე. მათი სადღეგრძელო უნდა შეისვას დიდი ყანწით. თამადა აუცილებლად სვამს ყველა სასმისს და არა აქვს უფლება მაგიდიდან ადგეს. მიმდინარეობს პაექრობა თამადასა და მოადგილეს შორის. ვინც ბოლომდე დალევს ყველა სადღეგრძელოს, ის გამარჯვებულად ჩაითვლება და საჩუქრად მიიღებს საქონლის ბეჭს.

ყოველდღიურ ცხოვრებაში-ყველიერის ბოლო დღეს, კვერცხის ნაჭუჭში დებენ ყველს, პურს და დილით ადრე ბოსტანში შესული ოჯახის ერთ-ერთი წევრი ისვრის ამ კვერცხს და ყვავს მიმართავს: “გორჯგი ყვარია”, რაც ნიშნავს გაჯობე ყვავო. სანაცვლოდ, მთელი წლის განმავლობაში ყვავი იცავს წიწილებს. ორშაბათ-ხუთშაბათობით სოფელში მეზობელს არ მისცემენ ყველს, კვერცხს, კვეთს. ოჯახს თითქოსდა სიუხვე ეკარგება.

აღდგომის შემდგომ მეორე ორშაბათს მეზობელ სოფლის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში ათასობით ადამიანი იკრიბება და ამ დღესასწაულს “მიქამგარიობას“ ეძახიან, რომელსაც შინაური პირუტყვის გამრავლებას შესთხოვენ. მართალია, ამ დღეს ქრისტიანული კალენდრით რაიმე განსაკუთრებული დღესასწაული არ აღინიშნება და იგი უდაოდ წარმართული ხანის გადმონაშთია. მიუხედავად ამისა, ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა სოფლის მოსახლეობისათვის.

პირველი მაისის ერთ ერთ უბანში - სალომაიოში არის ბუნების მიერ შექმნილი ჩანჩქერი ჩხაია. მას უკავშირდება ლეგენდა, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: გვალვების დროს, ადგილობრივი მოსახლეობა ატარებდა რიტუალს. ეკლესიიდან გამოაბრძანებდნენ ხატებს და ჩხაიის წყლით ბანდნენ, თან ლოცვით შესთხოვდნენ წვიმის მოსვლას. ცნობილია, რომ ამ რიტუალის შესრულების შემდეგ ბუნება სოფელს წვიმას უწყალობებდა. ეს წარმართული რიტუალი დღემდე შემორჩენილია.


:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

10/15.07ბულიწყუ-ჩხაია-ხეთა-პაპანწყვირი-ცაიში-ჭაქვინჯი-ჯიხაშკარი/

Posted: 17 ივნ 2009, 12:49
by ARCHILI
:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:


II -III დღე

ბულიწყუ – ხეთა (ბულიწყუდან 4-5 კილომეტრი) – პაპანწყვირეს ტბა

გაჩერება I

სანახაობები:

• ნოჯიხინის უბანი
• წინაგოლას უბანი
• ოხვამეკარის მთავარანგელოზის ეკლესიის მოლოცვა
• საჯირიოს ჩეოხვამეს (ძველი თეთრი ტაძარი) მოლოცვა
• ჯეგეთას (ძველი წმინდა გიორგის ეკლესია) მოლოცვა

გაჩერება II

პაპანწყვირის ტბა (ხეთადან 3-4 კილომეტრი)

• თევზაობა

ღამისთევა პაპანწყვირის ტბასთან და ერთი დღე-ღამე გაჩერება.


ხეთა წარმოშობის ისტორია:


,,ჩქიმი ხეთა, ჯგირი ხეთა
ირო ფალი გოლუაფირო!”

სოფელი ხეთა, დასავლეთ საქართველოში კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს. სოფელს დასავლეთით ესაზღვრება სოფელი თორსა-დღვაბა, სამხრეთ-დასავლეთით დასახლება ,,ოქროს საწმისი”, სამხრეთით შუახორგის მასივი, სამხრეთ-აღმოსავლეთით სოფელი პირველი მაისი, ჩრდილო-დასავლეთით სოფელი ხამისკური, ჩრდილოეთით-ურთის მთები.

სოფელი გაშენებულია ურთის მთის სამხრეთ-დასავლეთი კალთის ძირას ზღვის დონიდან 50 მ-ზე.

სოფლის საერთო ფართობი 260 ჰექტარია.

ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი და რკინიგზა სოფელს თითქმის შუაზე ყოფს.

დაშორებები: ხობიდან-8კმ
თბილისიდან-305კმ
ზუგდიდიდან-21კმ
შავი ზღვის სანაპიროდან-19კმ


ხეთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია სამეგრელოში ფართობითა და მოსახლეობის რაოდენობით. სოფელი მდიდარი ისტორიული წარსულით გამოირჩევა.
პირველად ხეთა მოიხსენიება მალაქია კათალიკოსოს მიერ 1616-1621 წლებში შედგენილ ,,საცაიშლო გამოსავალი მოსაკრებლების დავთარში”. საცაიშლო სოფლების-დარჩელის, ჩოხათის, ჭალას-გვერდით დასახელებულია ხეთაც. ვახუშტი ბატონიშვილი ოდიშის აღწერისას აღნიშნავს, რომ ხორგისწყლის ,,ჩრდილოთ, მთისძირას, ველსა ზედა არს ხეთას ციხე და სასახლე დადიანისა”. (ვახუშტი 1973,გვ 778).

ისტორიულ წყაროებში ხეთა მოიხსენიება ლევან II დადიანის მიერ 1611-1657 წლებში ვაზირთუხუცეს ქორთოძესან (ამჟამად ქორთუების გვარი). ქორთოძე თავადი გახლდათ და მისი რეზიდენცია ,,ხეთი” ყოფილა.

1783 წელს ვახუშტის რუკაზე აღნიშნულია სოფ. ხეთა.

1923 წელს ივ. ჯავახიშვილის მიერ შედგენილ რუკაზე ხეთა, როგორც დაბა-ისეა აღნისნული.

არქეოლოგ ანდრო კუკავას ცნობით, ხეთის ტერიტორიაზე გვიან ბრინჯაოს ხანაშიც უცხოვრია უძველეს ადამიანს. არსებობს ამ ცნობის დამადასტურებელი ფაქტებიც-კოლხური ცულები, ,,კოლხური თეთრი”, რომელიც იწრებოდა ძვ.წ. VI-IV საუკუნეებში და მიმოქცევაში იყო როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

ხეთის წარმოშობაზე სხვა მეცნიერული ჰიპოთეზებიც არსებობს. ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ხეთას ხეთების ტომის უძველეს საცხოვრისად მიიჩნევდნენ, რადგან ისტორიული წყაროებით დადგენილია, რომ ხეთების ამ ,,ათასი ღვთაების” ქვეყანას ურთიერთობები ჰქონდათ ძველ ქართულ სახელმწიფოებრივ გაერთიანებებთან: დიაოხსა და კოლხასთან.

ხალხში არსებობს ლეგენდებიც ხეთაზე. საერთოდ, ხეთა რამდენიმე უბნისგან შედგება და ამ უბნების უმეტესობის დასახელება მათ ადგილმდებარეობას ან ამ უბანსი კომპაქტურად დასახლებულ გვარებს უკავშირდება.

ხალხში არსებული ვერსიით _ ხეთის დაბლობი და მთა, რომელიც მას გადმოჰყურებს, დაბურული ტყით ყოფილა მოსილი, აქედან მოდის ,,ხეთა მთა – ხემთა”, შემდეგ ,,მ” ამოვარდა და მივიღეთ ხეთა.

ხეთის უბნებია: ლარჩვა, ნოჩხონი, წინაგოლა, ოხვამეკარი, კორცხო, საქირიო, ჯეგეთა.

დღევანდელი ხეთის ცენტრს ,,ლარჩვა” რქმევია. ეს სახელი გვიანდელი უნდა იყოს. ტოპონიმი ,,ლარჩვა” ორი სიტყვისგან შედგება – ლარი და ჩუალა. ჩუალა – დამალვა ლარის, რომელსაც ხის მორის გათლისას იყენებდნენ. როცა სოფლის მაცხოვრებლების თავშეყრა იყო საჭირო, სპეციალურად ამისთვის დანიშნული კაცი მაღალ ხეზე ავიდოდა და საპიპინოს-ოპიპინეს (ოყეს) დაუკრავდა და მთელი მოსახლეობა იკრიბებოდა მოედანზე.

ნოჩხონი - ,,ნოჯიხონი” (ნაციხარი) – ნოჯხონი – ნოჩხონი, მოხდა მჟღერი ბგერის გადქცევა ყრუ ბგერად.
წინაგოლა – ნიშნავს წმინდა მთას. ამ უბანსა და მთა ურთას შორის არის ,,ოხვამეკარი”, სალოცავი გორაზე. ალბათ აქედანწარმოსდგება ამ უბნის სახელწოდება.

ოხვამეკარი - ,,ეკლესიისკარი”- ოხვამე, სალოცავს-ეკლესიას ნიშნავს. აქ, დღესაც დგას ეკლესია მთავარანგელოზების სახელობისა, რომელიც ლატარიებისა და ბუკიების სალოცავად მიიჩნევა. ხალხი აღდგომის მეორე კვირის ორშაბათს ,,მიქამგარიობაზე” ადიოდა.

ადრე, ამ დღესასწაულზე ძირითადად საქონელ-საყოლის დამწყალობება ხდებოდა. ,,მიქამგარიობის” შიანაარსის მიხედვით ისტორიკოსები ასკვნიან, რომ ხალხში ეს ადგილი წარმართობის დროიდა მიიჩნეოდა სალოცავად.

დღეს ეკლესია მოქმედია და მთავარანგელოზობას – 21 ნოემბერს აღნიშნავს. აქ ხდება ლატარიებისა და ბუკიების გვარის დალოცვა-კურთხევა. თუმცა, ზემოთ აღნიშნული ,,მიქამგარიობა”, როგორც სახალხო დგესასწაული დრესაც შემორჩენილია.

კორცხო – ანუ ,,კოთხო” (მეგრულად ნიშნავს ქოთანს). მართლაც, ეს უბანი შემორაგულია მთებით გარშემო, თვითონ კი მთის ძირას იყო გაშლილი, ქოთნის ფსკერზე განთავსებულივით.

საქირიო – ქირიებით დასახლებული უბანია, სადაც დგას ძველი ეკლესია ,, ჩეოხვამე” (თეთრი ეკლესია).

ჯეგეთა – აქ არის წმინდა გიორგის ეკლესია და ეწოდება ,,ჯეგემისარიონი”, აქვე იმართებოდა გიორგობა - ,,გერგობა” 22 აპრილს ღამით ძველი სტილით, ხოლო ახალი სტილით 6 მაისს, ,,გერგობაზე” ხალხი ღამის თევით ადიოდა.

ხეთა ბუნებრივი რესურსები:

სოფელი ხეთა გამოირჩევა თავისი უნიკალური მიკროკლიმატით, ბუნებრივი რესურსებით.

სოფლის ტერიტორიაზე გაედინება პატარა მდინარეები: მუნჩია, ოჩხომური. ღელეები: ჩეწყურგილე, ოხვარჩალაია, კინჩხურა, დარჩაღალი, პართენის წყარო, სახალიკო, ოწყანდე, ბაკვაღალი, ოკარკალაია, მიკიანწყუ.

აქვე მდებარეობს ტბა ,,პაპანწყვირე”.

პაპანწყვილი - კარსტრული ტბა ურთის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ხობის მუნიციპალიტეტში. სარკის ფართობი 0,62 ჰა, მაქსიმალური სიღრმე 7 მ, საშუალო სიღრმე 4,2 მ, წყლის მოცულობა 26400 მ³. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გამდინარეა. წყალი მომწვანოა. ზაფხულობით ტბაში წარმოიქმნება პირდაპირი ტემპერატურის სტრატიფიკაცია.

მდ.ოჩხომური სათავეს იღებს ნაწრეტი წყლებიდან. მისი სახელწოდება მომდინარეობს მეგრული სიტყვა ,,ჩხომისგან”, რაც ქართულად თევზს ნიშნავს. მდინარეში თევზები სახეობრივად და რაოდენობრივად მრავლადაა წარმოდგენილი. მისი შენაკადებია: სახალიკო, ოწყანდე, ბაკვაღალი და დარჩაღალი. ოჩხომური მდინარე მუნჩიაში ჩაედინება.

მდ. მუნჩია წყალუხვი მდინარეა. სათავეს იღებს ურთის კალთაზე. ჩაედინება მდ. ჭურიაში. ეს უკანასკნელი კი შავ ზღვას უერთდება.მდ. მუნჩია საზრდოობს ნაწრეტი წყლებით, წვიმის წყლით და მიწისქვეშა წყლებითაც.

მდინარის კალაპოტი მოხერხებულია მინი-კაშხალის მშენებლობისთვისაც.
მდინარე მუნჩიაში უხვადაა: ლოქო, ქარიყლაპია, ქორჭილა, ბოლოწითელა და ა.შ.

მნიშვნელოვანია ტბა ,,პაპანწყვირე” ზღაპრული ბუნებით. იგი ძველი ტბაა. ადრე ძალიან ღრმა ყოფილა. ამჟამად არც თუ ისე ღრმაა. ეს ცვლილება გამოიწვია მისი შენაკადი წყაროს წყლის ,,ჩეწყურგილეს” მიერ შეტანილმა სხვადასხვა მინარევებმა და აგრეთვე გზის გაყვანისას კლდეების აფეთქების დროს ლოდების ჩამოცვენამ. ასევე 1971 წელს ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული მეწყერის ჩამოზვავებამ.

სპეციალისტების მიერ დადგენილია, რომ ტბის ფსკერზე ამოდის რამოდენიმე წყაროს წყალი და მათ მიერ ამოტანილი მინარევებიჩ ფსკერზე ილექება.

ტბა დაუშრობელია. ზამთარ-ზაფხულ თითქმის ერთ დონეზეა. ზამთარში თბილია, ზაფხულში ცივი. ტბაში ბინადრობენ განსაკუთრებული სახეობის თევზები. ტბის ფსკერზე სახლობს მოლუსკების საგდულიანთა წარმომადგენელი-მემარGალიტე. მემარგალიტის, როგორც იშვიათი ბუნებრივი რესურსის გამოყენების პერსპექტივაზე დამუშავებულ იქნა პროექტი ხეთელი ქიმიკოსის ქ-ონი მედეა ქობალიას მიერ.

ტბის წყალს მოსახლეობა იყენებს სასმელად, სარწყავად. ზაფხულში კი გასაგრილებლად და გასარუჯად. მისი თვალწარმტაცი სილამაზე მრავალ ტურისტს იზიდავს.

ტბის სესახებ არსებობს სხვადასხვა ხასიათის თქმულება-ლეგენდები. ჩვენ ყველაზე ლამაზი ავირჩიეთ, რომლის მიხედვით ტბის სორიახლო სახლობდა მღვდელი, რომელიც გაჭირვებულთა განმკითხავუ ყოფილა. საცხოვრებლის ახლომდებარე კლდიდან გამოდიოდა წყაროს წყალი. მადლიერმა ხალხმა ამ მიდამოებს ,,პაპასწყუ” უწოდა, რაც ქართულად მღვდლის წყაროს ნიშნავს.

აღსანიშნავია სოფლის ტერიტორიაზე მდებარე მიწისქვეშა თერმული გოგირდოვანი წყლები, რომელთაც დიდი სამკურნალო თვისებები გააჩნიათ.
ექსპლუატაციაშია ქვის კარიერი, სადაც ღია წესით ხდება ღორღის დამზადება.
სწავლულთა აზრით ხეთის მაღლივი მასივი გამოირჩევა ეკოლოგიური სისუფთავით, რაც განაპირობებს მის რეკრეაციულ თვისებებს.

სოფლის სამხრეთ-დასავლეთი, ჭურიის ტყე, კოლხეთის ნაკრძალის კუთვნილებაა. იგი შავი ზღვისპირა ზოლში მდებარეობს.


:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

10/15.07ბულიწყუ-ჩხაია-ხეთა-პაპანწყვირი-ცაიში-ჭაქვინჯი-ჯიხაშკარი/

Posted: 17 ივნ 2009, 12:54
by ARCHILI
:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

IV დღე

პაპანწყვირეს ტბა – ხამისქური - ცაიში

გაჩერება I – ხამისქური (3-4 კილომეტრი)

სანახაობები:

• ხამისქურის ციხე

გაჩერება II – ცაიში (8-10 კილომეტრი)

სანახაობები:

• ცაიშის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი (X – XI სს. მიჯნა, XII-XIV სს. მიჯნა)ცაიშის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიის მოლოცვა.
• იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმის მონახულება.
• ცაიშის მინერალური წყლები.


ღამისთევა ცაიშის საკურორტო ზონაში;


ხამისქური

ხამისქური ადგილმდებარეობა:

ხობის რაიონის სოფელი ხამისქური კოლხეთის დაბლობზე ურთის მთის კალთაზე მდებარეობს.

ესაზღვრება :

ჩრდილო-დასავლეთით _ სოფ. ცაცხვი
აღმოსავლეთით _ სოფ. ხეთა
სამხრეთ-აღმოსავლეთით _ სოფ. თორსა
სამხრეთ-დასავლეთით _ სოფ. დიდინეძი

საშუალო სიმაღლე ზ. დ. 20_25 მ.
ყველაზე მაღალი ადგილი _ ურთის მთა 400 მ. ზ. დ.
სოფლის ფართობი 18,4 კვ. კმ-ია.
აქედან:
სახნავი მიწების ფართობი _ 490 ჰა
მრავალწლიანი ნარგავები _ 207 ჰა
საძოვარი _ 403 ჰა
ტყის ფართობი _ 447 ჰა
წყალს უკავია 7,19 კვ. კმ.
გზები _ 4,1 კვ. კმ.

მანძილი ზუგდიდამდე _ 18 კმ.
ხობამდე _ 8 კმ.

ინფორმაცია სოფლის წარმოშობის შესახებ:

I ვერსია

სოფელი ხამისქური ხეთის თემში შედიოდა. ხეთის თემი ეკუთვნოდა ქორთაძეებს, დღეს ეს გვარი ქორთუების სახელითაა ცნობილი და მისი შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ ხამისქურში _ ამის შესახებ დოკუმენტებში XVI ს. არის ცნობები. ასე, მაგალითად, ს. ცაიშის დავთარში მოხსენიებულია ხეთა და ქორთაძეები, რომელიც ინახება ზუგდიდის მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში.

ხამისქურის ტოპონომია ასეთია: ს. ხამისქურის ტერიტორიაზე არის ციხე-სიმაგრე ჯიხა (ჯიხა მეგრულიდან ქართულად ციხეს ნიშნავს), რომელიც თურქების მიერ უნდა იყოს აშენებული. ზოგიერთი ისტორიული ცნობის მიხედვით, ქორთოძეების მიერ ყოფილა აშენებული, სადაც თურქები გამაგრებულან XVII ს-ში.
თურქი ხანი ადგილობრივ ადამიანს მოუკლავს. დადევნებიან მას, მაგრამ მდინარე სახალიკოსთან დაკარგულა მისი კვალი.

“ხანის ქური” ანუ ხანის მკვლელის ნაკვალევი დაიკარგა, იმ ადგილას სადაც ნაკვალევი დაიკარგა, “ხანის ქური” უწოდეს, შემდეგში ამოვარდა “ნ” და გახდა “მ” _ სოფელს ეწოდა ხამისქური.


II ვერსია

ხამისქურის თავდაპირველი სახელია ქამისქური (ქამისკური). ორი ქანის ერთ სიტყვაში თავმოყრა მეგრულში იშვიათია და სწორედ ამით არის გამოწვეული ქამისქურის ტრანსფორმაცია ხამისქურად. სახელი ხამისქური ნაწარმოებია სამი სიტყვისაგან ქამი+სქუა+რე (ქამი+შვილი+არის).

თვითონ სოფლის სახელიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ ტერიტორიაზე ოდიდგანვე (ოდოიასგანვე) ცხოვრობდა ხალხი, რომელიც თავს ქამის შთამომავლად თვლიდა.

ყველასათვის ცნობილია, რომ ბიბლიურ ნოეს სამი ვაჟიშვილი ჰყავდა: სემი, ქამი და იაფეტი. აზროვნების ჩამოყალიბებული სტერეოტიპის მიხედვით მიჩნეულია, რომ იაფეტი _ ევროპელთა წინაპარია, სემი _ ებრაელი წარმოშობის ხალხის, ხოლო ქამი _ ზანგთა და სხვა მდაბალ რასათა წინაპრად მიიჩნევა. სინამდვილეში ნოე სიმბოლოა წარღვნის შემდგომი ახალი ცხოვრების. ქამი წარღვნის შემდგომი ცხოვრების პირველი საფეხურია, სემი _ მეორე, ხოლო იაფეტი თანამედროვე წარსული და მომავალი.

როგორც ეტყობა, ურთის მთაზე შემოგარენში თავმოყრილი იყო უძველესი სჯულის მსახურთა, უდიდესი ცენტრი. როგორც ჩანს, ეს ცენტრი ზევსამდელი ცივილიზაციის ეპოქაში ურთა ურანოსისადმი მიძღვნილი მთაა.

ცაიში ცისთვისაა მიძღვნილი, ხამისქური ახალი სჯულის მქადაგებელთა ცენტრია, ხოლო წარღვნის შემდგომი ახალი სჯულის სწავლების მეორე საფეხური გაგრძელდა ხეთაში.

ხეთაში ეს ცენტრი არსებობდა ჩვენს ერამდე. კაცობრიობის განვითარების მესამე ერა ანუ იაფეტერი დაკავშირებულია ქრისტეს დაბადებასთან. ქრისტ. რელიგიის შემოსვლის შემდგომ სჯულისმიერი სწავლების ცენტრი გადადის მცხეთაში. (მცხეთა _ მეორე ხეთა ანუ მირონცხეულ ხეთა).


ხამისკურის ციხე-სიმაგრე.ჯიხა (ხეთის ციხე)

წერილობით წყაროებში ეს ძეგლი ხეთის ციხედაა ცნობილი. ადრე ხამისკურის ტერიტორია გამოუყვიათ სოფელ ხეთიდან და ციხეც ამ ფარგლებში მოექცა.

ძეგლი წარმოადგენს სამი კოშკით გამაგრებულ ციხე-სიმაგრეს. აშენებულია კლდოვან დედაქანზე კირქვით, კირის ხსნარზე. კედლების სიმტკიცისთვის "არმატურად" ხის ძეგლებია გამოყენებული. ჯერ აუშენებიათ კოშკები და შემდეგ გალავანი. მათ შორის არ არის გადაბმა. კოშკები და გალავნის კედლებში გამართულია ნიშები. სათოფურები მხოლოდ კოშკებშია ჩაშენებული. სართულთაშორისი გადახედვა თაღოვანია.

ნომერ 3 კოშკში მისი დიდი ფრაგმენტია შემორჩენილი. კარიბჭე ჩაშენებული აქვს გალავნის ჩრდილოეთის კედელში. გაწმენდის შედეგად გამოვლინდა მორკალულად ნაგები ორი კედელი ,რომელშიც კარიბჭეს გარეთა მხრიდან აქვს მიშენებული. კარიბჭეს ფრაგმენტები და რკინის ლურსმნები. გალავნის აღმოსავლეთით კედელში ჩაშენებულ ნიშს ადგილობრივი მკვიდრი სასანთლე ნიშნს ეძახის. წმენდისას ამოიფრქვა სანთლის მძაფრი სურნელი. ნიშს ირგვლივ შემოუყვება დიდი ზომის ქვის წყობა, რომელიც აბსიდის შთაბეჭდილებას ტოვებს.

გალავნის საძირკველთან მიშენებული კედლები და თიხატკეპნილი იატაკი დაფარული იყო ნახშიროვან-ნაცროვანი ფენით, როგორც ჩანს, ქვის საძრკველზე გამართული ხის ნაგებობა ყოფილა გალავანზე მიდგმული. სათავსო ხანძრითაა გადამწვარი. ნაყარ მიწაში აღმოჩნდა დიდი რაოდენობის მსხვილფეხა საქონლის ძვლები, თიხის ჭურჭლის ნატეხები, რკინის ლურსმნები, პურის საცხობი ქვის ანუ კეცის ნატეხები. მათთან ერთად აღმოჩნდა ორი პატარა დანა, თიხის ორნამენტირებული ყალიონი, შვლის დამუშავებული რქა და ვერცხლის მონეტა, რომელიც კიდესთან არის გახვრეტილი და შემდგომ საკიდადაა გამოყენებული. მონეტაზე წარწერა არაბულად არის შესრულებული. მოჭრილია თბილისის ზარაფხანაში 1698 წელს თურქეთის სულთნის -თურღას ხელდასმით.

კოშკი ნომერი 2 ციხე-სიმაგრის ინტერიერში კუთხით სოლისებურადაა შეჭრილი. წმენდის შედეგად , სამხრეთ კედელში დადასტურდა სათოფურები. კოშკის პირველ სართულზე გამართულია მარანი. დასტურდება წითლად გამომწვარი ოთხი ქვევრი, რომელთა პირები ამოდის მეორე სართულის იატაკის ზედაპირზე. სამაგრისთვის ქვევრები კირის ხსნარითაა შელესილი. მეორე სართულის იატაკი დაგებულია ქვის ფილებით. კოშკში მარნის აღმოჩენის ფაქტი იშვიათობაა.

როგორც არქიტექტურული იერსახე, სამშენებლო ტექნიკა და ძეგლზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა მხარს უბამს წერილობით წყაროებსდა ციხე_სიმაგრე გვიანი შუასაუკუნეებით, კერძდ ახ.წ.მე-18 საუკუნის პირველი ნახევრით უნდა დათარიღდეს.


ცაიში

სოფელ ცაიშის წარმოშობა:

ცაიშის შესახებ მეცნიერულ ლიტერატურაში მრავალი მოსაზრება არსებობს. კაკაბაძის აზრით, ტოპონიმს რელიგიური საფუძველი უდევს: “(კოლხები)“ ყველაზე მეტად თაყვანს სცემდნენ ურანიოსსა და გეას“ (ზეცასა და დედამიწას)“ ცაიში ღვთის კუთვნილებას ნიშნავდა.

კალისტრატე სამუშიას აზრით, “ცდ-იონი“ ცაიშად წოდებული სოფლის ძველი სახელიდან ჩანს. აქ აღმოჩენილი ლომის თავი, შუბლზე მზის გამოსახულებით, ზოგიერთ არქეოლოგს მზე-ღვთაების ქანდაკებად მიაჩნდა.

ამ მიდამოებში მზე-ღვთაების კერპის აღმოჩენა წარმართობის ხანაში, მზე-ღვთაების სამლოცველოს არსებობაზე მიუთითებს და ეს მიდამოა ის, სადაც ამჟამად ცაიშის ეკლესია დგას ან მის ზემო უბანზე, რომელსაც ციონს ეძახიან. მეცნიერი ასევე დასძენს:“ციურ ღვთაებათა შორის, მთვარესთან ერთად, მზე-ღვთაებაც ითვლებოდა.მისი კერპი აქ მდგარა, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ცაიში(ცეში)უნდა ნიშნავდეს მზე-ღვთაებას.

ცისა... ასე, რომ გეოგრაფიული სახელები: ცაიში(ცეს) და ურთის მთა წარმართული პერიოდის მზე და მთვარის კულტთან დაკავშირებული სახელებია და წარმოსდგება სწორედ მზე-ღვთაების სალოცავ ხისგან-თელასაგან მეგრულად“ცდ“-გან.

ძველ აღმოსავლეთში საკმაოდ გავრცელებული იყო ხის კულტი. ხე ცოცხალი სიმბოლოა ორი სამყაროს შემაერთებელი ღერძისა - ზეცისა და მიწისა.
ამდენად, ტოპონიმი ცაიში უკავშირდება მზე-ღვთაების სალოცავ ხეს-თელას, მეგრულად “ცდ“-იონს, რომელიც, თავის მხრივ, მითრას კულტთან არის დაკავშირებული.

ცაიში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსოა, მისი მოხსენება მე-6 და მე-8 საუკუნეების ბერძნულ წყაროებში იმაზე მეტყველებს, რომ ცაიშის საეპისკოპოსო უფრო ადრე უნდა შექმნილიყო, მე-6 და მე-8 საუკუნეთა მიჯნაზე მაინც. მე-10 საუკუნისათვის იგი მცხეთის საკათალიკოსო ტახტს დაექვემდებარა და ერთ-ერთი უძლიერესი ქართული სასულიერო და კულტურული ცენტრი გახდა.

სოფელი ცაიშის ადგილმდებარეობა:

ზუგდიდიდან 10-15 კმ-ის დაშორებით, სოხუმ-თბილისის გზატკეცილზე საქართველოში ერთ-ერთი ახალგაზრდა კურორტი ცაიში მდებარეობს.
სოფელი ცაიში მდებარეობს საქართველოს მთათაშორისი ბარის შემადგენლობაში შემავალ კოლხეთის დაბლობზე, მდინარე ჯუმის ხეობაში, შავი ზღვიდან 18 კმ-ზე. ცაიშის ფართობია 15000 კვ.კმ.

ცაიში ემიჯნება ურთასა და ბოკოთას მთებს, განფენილია მდინარე ჯუმის ფერდობებზე და მდინარისპირა დაბლობზე.

ბუნებრივი რესურსები:

ცაიში მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბუნებრივი წყაროები. ცნობილი გეოგრაფის ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ცაიშის მინერალური წყლები, როგორც სამკურნალო საშუალება უძველესი დროიდანაა ცნობილი.

მე-20 საუკუნის დასაწყისისათვის ამ წყლის ღირსებები ხალხს უკვე აღარ სცოდნია, როგორც ჩანს, იგი დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცა. ადგილობრივი მცხოვრებნი ამჩნევდნენ მხოლოდ, რომ ამ წყალს სასმელად განსაკუთრებით ეტანებოდა პირუტყვი.

ამ პერიოდში, ცაიშის მინერალურ წყალს ყურადღება მიაქცია იქ სტუმრად ჩასულმა მოქალაქე ჯაბა ჩხოლარიამ, მან ეს წყალი ფერით, სუნით და გემოთი პიატიგორსკის მინერალურ წყლებს შეადარა და რადგან რევმატიული დავადებებით იყო შეპყრობილი, დაიწყო აქ აბაზანების მიღება. რამდენიმე ხანში მკვეთრი გაუმჯობესება იგრძნო. ამის შესახებ უამბო ადგილობრივ პროვიზორს ილიკო მეუნარგიას, რომელმაც 1906 წელს მოსკოვში გააკეთებინა ამ წყლის ანალიზი, საიდანაც გაირკვა, რომ იგი შეიცავს გოგირდ წყალბადს და მასში სხვადასხვა სამკურნალო ნივთიერებათა დიდი მარაგია.

1951 წელს გეოლოგიურ საძიებო სამუშაოების წარმოებისას ცაიშში აღმოჩენილ იქნა 83 0 ჩ ტემპერატურის რთული ქიმიური შედგენილობის მინერალური წყალი.
ცაიშში არსებობს ორი ტიპის მინერალური წყალი: 1.ცაიშის ახალი ჰიპერთერმული 83 0 ჩ ტემპერატყრის მქონე, სულფატურ-ჰიდროკარბონატულქლორიდულ-ნატრიუმ-კალიუმინიანი წყალი. 1956 წელს ძველი მინერალური წყაროების რაიონებიდან 700 მეტრის დოშორებით ღრმა ჭაბურღილიდან (725მ) მიღებულიქნა ახალი ტიპის ცხელი მინერალური წყლის შადრევანი(830ჩ ტემპერატურის).

გარდა აღნიშნული წყაროებისა, ცაიშში (ურთას მთის კალთებზე) არსებობს მინერალური წყალი, რომელშის გოგირდწყალბადის რაოდენობა 100 მილიგრამია ლიტრში. აქ არის აგრეთვე სოდიანი წყალი, კუჭის წყალი და ცივი აბანო.
ცაიშის ძველი მინერალური წყლების ამოსვლის რაიონში 2-3 მეტრის სიღრმეზე მიწის ფენა კუპრისფრადაა შეღებილი. ავადმყოფები ძველი დროიდანვე იყენებდნენ, როგორც სამკურნალო ტალახს. ეს ტალახი კონსისტენციით რბილია, აქვს გოგირდის სუნი.

ცაიშის წყალი კურნავს სახსრების ქრონიკული რევმატიზმით დაავადებულებს. ასევე ცაიშის მინერალური წყლების აბაზანებით ჩატარებული მკურნალობა დადებით შედეგს იძლება დისტროფიული და ტრამვული ათრიტების შემთხვევაში.ცაიშის მინერალური წყლების გავლენით იცვლება ნერვული სისტემის ფუნქცია, იგი იწყებს ნორმალიზებას, აღგზნებადობა მკვეთრად მცირდება, რის შედეგადაც უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა.

ცაიშის მინერალური წყლების მოქმედება დადებითი აღმოჩნდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მთელ რიგ დაავადებათა შემთხვევაში.

ცაიშში საკმაო რაოდენობით მკურნალობდნენ ჰიპერტონული დაავადებით შეპყრობილი ავადმყოფები. ცაიშის მინერალური წყლების აბაზანებს კარგად იტანენ ისეთი ავადმყოფების კი, რომლებსაც წნევა 200-220 მმ აქვთ. ასეთ ავადმყოფებს აბაზანები ენიშნებათ მეტი სიფრთხილით.

ცაიშის მინერალური წყლების აბაზანები დადებითად მოქმედებს კანის მთელ რიგ დაავადებებზე(ეგზემა, ფსორიაზი, ნერვოდერმიტი, ქავილი, ჰიოდემიტები და სხვა). აგრეთვე იხმარება გინეკოლოგიურ დაავადებათა შემთხვევაში.

კურორტზე სამკურნალოდ ჩამოსულ ავადმყოფთა საკმაოდ დიდ კონტიგენტზე დაკვირვების შედეგად შემჩნეულია, რომ ცაიშის ორივე მინერალური წყლის გავლენით ჩქარდება, როგორც ჭრილობების შეხორცება ასევე დაზიანებული ძვლისა და ნერვული ღეროს აღდგენილი პროცესები.

ცაიშის მინერალური წყლის მოქმედება ეფექტური აღმოჩნდა ქრონიკული პარაპროექტიტისა და ბუასილით დაავადების შემთხვევებში. ასევე ეს წყალი დადებითად მოქმედებს თვალის ლორწოვანი გარსის ზოგიერთ ქრონიკულ დაავადებათა(კონიუქტივიტი, ბლეფარიტი) შემთხვევაში.


სოფელ ცაიშის კულტურული ძეგლები:

ცაიშის ხუროთმოძღვრული კომპლექსი მე-8 საუკუნის ბოლოსა და მე-14 საუკუნის დასაწყისის ხუროთმოძღვრების პირმშოა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიეთი ნიშანი უკვე მე-8 საუკუნის დამდეგს ძირითადად მასში სამი სამშენებლო პერიოდი გამოირჩევა. აქვე გვხვდება უფრო ადრეული, კერძოდ მე-10 საუკუნის და უფრო გვიანდელი მე-17 საუკუნის ხუროთმოძღვრების ნიმუშებიც.

ცაიშის ტაძრის ფრესკული მხატვრობა დღეისთვის სრულიად შეუსწავლელია. ტაძრის შიდა სივრცის შემამკობელი, დიდ ფრაგმენტად შემორჩენილი ფრესკული მხატვრობა შესრულების თავისებური მანერით განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. აღსანიშნავია მე-17 საუკუნის წმინდა გიორგის ფრესკა, პატრიკონის დასავლეთ კედელზე მე-17 საუკუნის დედოფალ ნესტან-დარეჯანის ფრესკა, მე-17 საუკუნის ცაიშის ტაძრის საკურთხევლის მოხატულობა, მე-17 საუკუნის სცენა წმინდა გიორგის ცხოვრებიდან.

ცაი

10/15.07ბულიწყუ-ჩხაია-ხეთა-პაპანწყვირი-ცაიში-ჭაქვინჯი-ჯიხაშკარი/

Posted: 17 ივნ 2009, 12:59
by ARCHILI
:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

V დღე

ცაიში – ზუგდიდი – ჯიხაშკარი - ჭაქვინჯი

გაჩერება I – ზუგდიდი (3-4 კილომეტრი)

სანახაობები:

• დადიანების სასახლე

გაჩერება II – ჯიხაშკარი (17 კილომეტრი – გადაადგილება ზუგდიდი – ჯიხაშკარის ავტობუსით)

სანახაობები:

• ჭაქვინჯის ციხე.
• ციხე ჯახა.
• ჯეგე მისარონის (წმინდა გიორგი) სალოცავი.
• ეგნატე ხაცავას ეზო.

ღამისთევა ჯიხაშკარში.

ჯიხაშკარი და ჭაქვინჯი:

ციხე ჯახა მდებარეობს ზუგდიდის რაიონ სოფელ ჯიხაშკარში.

ცენტრიდან ჩრდილოეთით, მაღალ მთაზე მისთვის ადგილი მოხერხებულადაა შერჩეული ისე, რომ იქ მჯდომი ძალიან დიდ მანძილზე ზვერავდა. ქვემოთ შორს კოლხეთის დაბლობი მოჩანს და მზიან ამიდში საღამო ჟამს ზღვაც კი ირეკლება.
დასავლეთ საქართველოს ციხე-სიმაგრეთა შორის ჯიხა ულამაზეს მდებარეობაზეა. მაღალი გადასახედიდან სოფელი ათმაგად ლამაზი მოჩანს, თითქოსდა დღესაც იმ ფუნქციის შემსრულებელია საუკუნეების მანძილზე რომ ეკისრა.

ჭაქვინჯის ციხეს (ჯიხას) იხსენიებს XVIII საუკუნის ცნობილი ქართველი ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი, როგორც საისტორიო წყაროებიდან ჩანს ციხის ტერიტორიის მიდამოებში საზაფხულო სასახლე ჰქონდათ სამეგრელოს მთავრებს - დადიანებს. ამ სასახლეში 1813 წელს დაბადებულია სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი დავით ლევანის ძე დადიანი.

ხალხში ამბობენ, რომ ჯიხა XIV - XVII საუკუნეებშია აგებული თურქების მიერ. მაფრამ ციხის შესასვლელთან მითითებულია XVII საუკუნე.

ასევე არის II მოსაზრება, რომ ციხე სოფელში მცხოვრებმა მოსახლეობამ ააშენა ჭანისწყლის ქვებით. თურმე ხალხის მიერ იყო შექმნილი ცოცხალი ჯაჭვი და ერთმანეთს ხელიდან ხელში აწვდიდნენ ქვებს. ამ მუშათა შორის ყველაზე ადრე ის ორი მომკვდარა, რომლებიც თავში და ბოლოში იდგნენ.

ფეოდალიზმის ეპოქაში სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით ჯიხაშკარის ციხეს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. აქ ქართველ მხედრებს მრვალჯერ დაუმარცხებიათ თურქი დამპყობლები.

1905 წელს რევილუციის პერიოდში ადელხანოვის ჯარებს გადაუწვავთ ჯიხაშკარი, ჭაქვინჯი და მათი მიმდებარე სოფლები. მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი ამოუჟლიტავთ. სახლ-კარ გადამწვარი მოსახლეობა თავს აფარებდა ციხეს და მის ფართო გალავანს.

საქრთველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთვის ბრძოლის დღეებში მენშევიკების რაზმებმა დაიკავეს ჯიხაშკარის ციხე, საიდანაც ტყვიას უშენდნენ ადგილობრივ მოსახლეობას. მენშევიკები განდევნილ იქნა ბოლშევიკების მიერ.

ციხის ტერიტორიის არქეოლოგიური შესწვლა და არქიტექტურულ ნაგებობათა ფიქსაცია წარმოებულ იქნა 1968-1969 წლებში. პირველი წლის ექპედიციის ხანგრძლივობა 45 დღით შემოიფარგლა, მეორე წლისა კი 30 დღით.

ციხის შიგნით იმყოფება აკლდამა, რომელიც ჰგავს პატარა ბეღელს. როგორც ადგილობრივი მოხუცნი ამბობენ, ეს აკლდამა ძველ დროში ყოფილა სასაფლაო მიცვალებულთათვის ომიანობის დროს, როდესაც კაცის გვამის გატანა გარეთ არ შეიძლებოდა. შიგ ციხეში ახლაც არის ჩანგრეული ძველი ეკლესია ციტადელის ჩრდილო აღმოსავლეთით. იგი ძალიანაა დაზიანებული, მაგრამ ძირითადი ფორმების დადგენა მაინც ხერხდება.

ეკლესია ზომებით მინიატურულია. მართალია, იგი, როგორც ეძახიან, "კარის ეკლესიაა", მაგრამ მაინც ძალიან პატარაა. ციტადელში ჩვეულებრივი ციხის უფროსის გარდა, ადგილობრივი მფლობელიც იქნებოდა, თუ ყოველთვის არა, განსაკუთრებულ შემთხვევებში მაინც. თანაც არც ისაა გამორიცხული, რომ ეკლესიის აგების მომენტში ჭაქვინჯა ციხე კი არა, ციხე-დარბაზი ყოფილიყო.

ისტორიამ არც იმის ცნობა მოგვცა, თუ როდის დაინგრა ეს ეკლესია. ამაზე პირდაპირი პასუხის გაცემა არც ნანგრევებში ნაპოვნ ნივთებს შეუძლია, მაგრამ ზოგიერთის აქ მოყვანა მაინც საჭიროა. ეკლესიის გათხრისას აღმოჩნდა ვერცხლის ხატის რამდენიმე ნატეხი. ერთი მათგანი მედალიონს წარმოადგენს. მასზე გამოსახულია ვეშაპის დამთრგუნავი ამხედრებული წმ. გიორგი. იგი დაშტამპვითაა მიღებული. ეს ტექნიკა გვიან საუკუნეებში იყო გავრცელებული.

მედალიონი და იმ ხატის ფრაგმენტებიც სტილისტურად სწორედ XVII - XVIII სს-ზე მიგვითითებს. აქვე იყო აღმოჩენილი ერთი მოოქრული ვერცხლის ხატის ფრაგმენტი. მასზე ორნამენტია გამოსახული და ფორმის მიხედვით ხატის ჩარჩოს ნაწილი უნდა იყოს.

ეკლესიის საკურთხევლის იატაკზე ნაპოვნი იყო ათი ცალი ვერცხლის მონეტა. ისინი მოჭრილია ქ. მისრასა და ისტამბულში (კონსტანტინოპოლში).მონეტებს თარიღებად უზის 1757, 1773,და 1788 წლები. იატაკზე ამ მონეტებთან ერთად პოვნა თავისთავად შეიძლება კატასტროფაზე უთითებდეს. შესაძლებელია XVIII ს. მიწურულში მტერმა (ოსმალომ)აიღო ციხე, დააზიანა და ეკლესიაც დაანგრია.

ციხის შუა ადგილას არის ჭა, რომელიც სიღრმით იქნებოდა 40 საბჯენი. ჭაში გადებულია რკინის კარი და "ხაჯალურები".

ციხიდან ჩრდილოეთისაკენ, საკმაოდ დაშორებულ მანძილზე არის კიდევ მეორე პატარა ციხე. ამ ორ ციხეს შუა, თურმე დაკარგული სავალი ყოფილა (და ახლაც არის). როცა დიდ ციხეში მყოფთ ომიანობის დროს მტრების მიერ გარშემორტყმულთ, ჭის წყალი შემოელეოდათ, ამ დაფარული გზით მიდიოდნენ პატარა ციხეში და იქიდან მოჰქონდათ თურმე წყალი.

ციხის მშენებელთა წინაშე წყლით მომარაგების საკითხი ყოველთვის პირველ რიგში იდგა _ მშენებლები ამაზე წინასწარ ფიქრობდნენ და ეძებდნენ ისეთ ადგილს, რომელიც სტრატეგიულად გამართლებული იქნებოდა და წყაროც შიგ ექნებოდათ. თუ ასეთი ადგილი არ იყო, მაშინ მდინარის პირას დგამდნენ ციხეს და წყლამდე გვირაბი გაჰყავდათ. თუ ასეთიც არ იყო, მაშინ ჭას თხრიდნენ ეზოში.

ჭა ადვილი გასათხრელი იყო ვაკეზე, დაბლობზე, მაგრამ მთაზე შეუძლებელი ან ძნელი. ჭაქვინჯშიც ასეთ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე. ციტადელი რადგან მთაზე დგას, ჭა მეტად ღრმა უნდა ყოფილიყო. ციხის სახელიც ამ ჭიდან უნდა მომდინარეობდეს "ჭაქვინჯი" ქართულად ითარგმნება როგორც "ჭის ძირი".

გვიან საუკუნეებში, როცა ციტადელის ჩრდილოეთით ვრცელი გალავანი ააშენეს, მაშინ იქვე ხევში მომდინარე წყარო გალავანში მოაქციეს.

დიდი ციხიდან ჩრდილო _ დასავლეთისკენ დაახლოებით 80 საბჯენით დგას ერთი დამტვრეული ბუხარი, სადაც ყოფილა ძველად სასახლე სამეგრელოს მფლობელის ლევან დადიანისა. ამ ნაბუხარსა და დიდ ციხეს შუა არის კიდევ ქვით გაკეთებული ფარული სავალი.

ჯიხაში ყოფილა დამნაშავეთა საპყრობილე. ძველად, მთავრობის დროს, ქურდების გასასამართებლად შემდეგ საშუალებას ხმარობდნენ: ბრალდებულ კაცს ხელის გულზე დაადებდნენ სამი ქაღალდის ნაჭერს და ჩაუგდებდნენ ხელის გულში ცეცხლით გახურებულ შანთს - რკინას და თუ სამჯერ წინ გადააგდებდა და ხელი უვნებელი დაურჩებოდა, მაშინ გაანთავისუფლებდნენ, თუ ხელი დაეწვებოდა დამნაშავედ ცნობდნენ და დაკარგულის საფასურს გადაახდევინებდნენ შვიდჯერ მეტს. დამნაშავეს დაბორკავდნენ "ხაჯალურებით" და ციხეში ჩააგდებდნენ.

პროფ. პ. ზაქარაიას განმარტებით ჭაქვინჯის ციხე - სიმაგრე შედგება ციტადელისა და ქვედა ციხისაგან. არქეოლოგიურმა გათხრებმა მშენებლობის რამდენიმე ფენა გამოავლინა.I ფენა მიეკუთვნება III-IV სს. II ფენა მიეკუთვნება _ VIII - IX სს, ხოლო მესამე XVI - XVIIს-ებს.

ციტადელი აღმართულია მაღალი მთის თავზე გარს ერტყმის გალავანი, რომლის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთ მხარეებზე სხვადასხვა დროს ჩაშენებულია 4 კოშკი. ციტადელი ქვედა ციხეს უკავშირდება ჩრდ. ფერდობზე გაყვანილი გვირაბით, რომლის ბოლოშიც კოშკი დგას. ქვედა ციხის ჩრდ.ნაწილში წყარო იყო. ციხის ეზოს სამხრეთ მონაკვეთის ცენტრში მდებარეობდა X ს-ის პალატი, რომლისაგან დარჩენილია მხოლოდ Iსართული.

ციხე ძალიან დაზიანებულია. ნანგრევებში არა თუ თავდაპირველი სახის დადგენა, არამედ ზოგჯერ კედლების მიმართულების გარკვევა შეუძლებელია.
ციხე შედგება ორი ნაწილისაგან. ერთია ციტადელი, რომელსაც მთის მაღლობი ეკავა, ხოლო მასზე მობმული ციხის დიდი ეზო ჩრდ. _ რთულ რელიეფზეა.

გათხრების შედეგად, ამ ეზოს გეგმა თითქმის აღსდგა. აქ არის ასევე კოშკები. გალავნის ჩრდ. აღმ. მონაკვეთში მდგარი კოშკი საგანგებო დანიშნულების ყოფილა. იგი აგებულია გვირაბთან ერთად. საკმაოდ მაღალი და განიერი გვირაბი ციტადელს უკავშირდება. იგი გარნიზონის შიდა სამოძრაოდ იქნებოდა განკუთვნილი. რთული სვლებით კი, გარემოცვის დროს კოშკიდან შეეძლოთ მოულოდნელი თავდასხმა მოეწყოთ. ციტადელი ძირითადად IV - V საუკუნეებისაა, გვირაბი და კოშკი XV -XV ს-ებისა.

აქ სამი ქრონოლოგიური ფენაა _ ადრეშუასაუკუნეებისა, მოწიფული ფეოდალური ხანისა და გვიანი საუკუნეებისა. ბოლო პერიოდის ციხის ისტორია უშალოდ დაკავშირებულია დადიანებთან.

ციტადელის ტერიტორიის მთლიანი გათხრების შემდეგ სამშენებლო ფენები გაიმიჯნა.იგი განლაგებულია გრძელ, ელიფსურ გორაზე. მშენებლებს კარგად გაუთვლიათ რელიეფის თავისებურება. ძნელად მისადგომ ადგილებზე გალავნებით დაკმაყოფილებულან, ხოლო ჩრდილოეთით, სადაც ადგილი მისადგომია გალავანში 3 კოშკი ჩაურთავთ. ყველაფერი ეს შეიძლება დათარიღდეს ეგრისის სამეფოს საწყისი პერიოდით. ამ ფენამ მომდევნო ეპოქებში რამდენჯერმე იცვალა სახე, მაგრამ ძირითადი შენარჩუნებული იქნა.
შესამჩნევი რეკონსტრუქცია განიცადა ციხემ XIII-XIVსს. ძლიერი მტრის დარტყმებმა მეტად დააზიანა. ციტადელის აღმ. ბოლოში აშენდა ერთი კოშკი, ხოლო ჩრდ. შიდა კოშკი ხელახლა აიგო.

მომდევნო სს-ებში მტრის შემოსევები ხშირდება, რაც იწვევს ციხის დაზიანებას. დიდი აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს XVI ს-დან.

ამ ეპოქის სარესტავრაციო და დამატებითი სამუშაოები ყველგან ჩანს.
ციხეზე გზა ამჟამად ადის სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით და ციტადელს აღმოსავლეთიდან უვლის. მაგრამ ადრე, გზა, როგორც ჩანს, ციტადელს დასავლეთით ადგებოდა. იქვე იყო მცირე კარი, ხოლო ქვედა ციხის ეზოში შესასვლელი ჭიშკარი უფრო ზემოთ, წყაროს მიდამოებში უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა აქ და არც მოპირდაპირე მხარეს ქვედა ციხეში ჭიშკრის კვალი კი არა, გალავნის კვალიც არ ჩანს. ციტადელს კი მთავარი შესასვლელი ჩრდილოეთით აქვს.

ციხის თავდაპირველი სახის, მისი ზრდისა და შემდეგი ცვლილებების სრული სახით წარმოდგენა შეუძლებელია, რადგან არავითარი გრაფიკული მასალა არ შემოგვრჩენია, ხოლო ისტ. წყაროებში იგი ფაქტიურად XVII ს-მდე არ იხსენიება.
ვახუშტი ბაგრატიონი მეფე ვახტანგ V-ის ცხოვრების აღწერისას საკმაოდ ვრცლად წერს ლევან II-ის (დადიანის) მოღვაწეობაზე და სიკვდილზე. შემდეგ ვამეკის გადადიანებაზე. ამას მოსდევს აღწერა, თუ როგორ დამორჩილდა სკანდას მდგომი თეიმურაზ I მეფე ვახტანგVI-ეს.

აქდან დაბრუნებულმა ვახტანგმა ქუთაისი აიღო, იმერეთი დაიპყრო და ოდიშს გადავიდა. "ვერ წინააღუდგა დადიანი, არამედ ილტვოდა სვანეთს, ხოლო ბრძანებითა მეფისათა შეუჩინა დისშვილმა სოსიამ კაცი და მოკლეს დადიანი მუნ. მაშინ მეფემან მოსტყუენა ოდიში და აღიხუნა ციხენი. მერმე მოადგა ჭაქვინჯის ციხესა შინა მყოფს ცოლ-შვილსა დადიანისასა. მცირედ ხანსა შინა გამოიყვანა იგინი და გამოიხუნა საჭურჭლენი მრავალნი დადიანისანი და ჰპოვა მუნ ხატი ოჯონისა, რომელი დაშთა მეფესა სვიმონს".

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ჭაქვინჯის შესახებ ორიოდე წინადადება აქვს გამოქვეყნებული ნ. სევეროვს. იგი წერს: Чаквинджа в известной мере отражает архитектуру сванских башен".

ჭაქვინჯის ციხეს მოკლედ აღწერს ეთნოგრაფი ს. მაკალათია. ციხის თარიღად იგი იღებს XVI - XVII სს.

როგორც ვნახეთ, ჭაქვინჯის ციხე მრავალმხრივად საინტერესო ძეგლია.იგი მთელი საქ-ოს ტერიტორიაზე ერთ-ერთი იმ ძეგლთაგანია, რომელშიც კარგად ჩანს დაახლოებით 15 საუკუნის განმავლობაში შენებისა და ბრძოლის კვალი. თავდაცვის ეს ნაგებობა მტერს ბევრჯერ გამკლავებია, მაგრამ ურიცხვი ჯარის წინაშე დაცემაც განუცდია. საინტერესოაიმის აღნიშვნაც, რომ დაზიანების მასშტაბს არასოდეს შეუშინებია ციხის მესვეურები და ნანგრევებზე ახალს აგებდნენ, ნაგებობას აცოცხლებდნენ, რომ ახალი ძალითა და შემართებით დახვედრილიყვნენ მომხვდურ მტერს.

ისტორია:

სოფ. ჯიხაშკარს 1930 წლამდე ჭაქვინჯი ერქვა, 1930 წელს გაიყო და ცალ-ცალკე სოფლებად ჩამოყალიბდა _ ჭაქვინჯი და ჯიხაშკარი.

სოფ. ჭაქვინჯის ორ ნაწილად დაშლმ გამოიწვია სოფ. ჯიხაშკარის სახელის წარმოქმნა, ვინაიდან ჭაქვინჯის ციხე - ჯიხა ტერიტორიულად მოექცა ახლად წარმოქმნილი სოფლის ტერიტორიაზე.

ჯახაშკარელები გულიწყრომას გამოთქვამენ, რომ თანამედროვე ისტორიკოსები ამდენი ხნის გავლის შემდეგ ჯიხაშკარის ციხეს ჭაქვინჯის ციხედ მოიხსენიებენ _ მაგ. ბ-ნი ვალერი ხიბულავა ნაშრომში "ჭაქვინჯი IXI-XXს-ის მიჯნაზე".

სოფლის სახელწოდება მიუთითებს იმაზე, რომ მეგრული ტერმინი "ჯიხა"-დან და ქათულ-მეგრული "კარი"- დან წარმომდგარა სოფლის სახელწოდება "ჯიხაშკარი". არსებობდა ლეგენდა, რომლის თანახმად ციხესიმაგრე "ჯიხასჩ ჰქონია რკინის კარი. ეს კარი დაკარგულა და როცა ციხეზე ასულ ხალხს კარი არ დახვდა, ერთ-ერთს უკითხავს მეგრულად _ "სო რე ჯიხაშ კარ", "სად არის ჯიხას კარიო?". აქედან წარმოსდგა სახელი ჯიხაშკარი.

ტრადიციები და წეს - ჩვეულებები:

ჯიხაშკარი გამოირჩევა ტრადიციებითა და წეს - ჩვეულებებით.აღსანიშნავია, რომ სოფელში ძველად იყო "ჯარალუა", სადაც იმართებოდა მარულა, ისინდი. დღემდე შემორჩენილია ტრადიციული დღესასწაული __ ჯიხაობა _ ქეჯვარობა _ მისარონობა. სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს დღესასწაული.

სამეგრელოს ყოფაში, თითქმის ყველა რელიგიური ფენომენი წარმოადგენს კომპლექტს, რომელიც ხანგრძლივ ისტორიულ ევოლუციას გულისხმობს. ისინი ავლენენ ადგილობრივი მოსახლეობის უძველეს წარმართულ თუ ქრისტიანულ რწმენას, წარმოდგენებს ცასა და მიწაზე.

მორალური ნორმების სფეროში- ადამიანის ქცევის წარმმართავი მსაჯული და დამსჯელი- ღვთაებაა.

წმინდა გიორგი თაყვანისცემის ყველაზე პოპულარურ ობიექტს წარმოადგენს მთელ საქართველოში და შესაბამისად ყველაზე რთული და იდუმალებით მოცული საკითხია მორწმუნეთათვის.

წმინდა გიორგის მეგრული სახელწოდება ჯგეგე, ჯერგე, ჯეგე, გეგე, ერგე. მკვლევართა ყურადღებას იპყრობდა და იპყრობს საუკუნეების მანძილზე.
წმინდა გიორგი "ჯეგე" ხშირად გხვდება კომპოზიტში - ჯეგე მოსარონი! მის დღეობაá

10/15.07ბულიწყუ-ჩხაია-ხეთა-პაპანწყვირი-ცაიში-ჭაქვინჯი-ჯიხაშკარი/

Posted: 17 ივნ 2009, 13:02
by ARCHILI
:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

VI დღე

დღის პირველ ნახევარში. ჯიხაშკარი-ზუგდიდის ავტობუსით გამგზავრება ზუგდიდში და იქიდან თბილისში.

ზუგდიდში ღვთისმშობლის კვართის გამობრძანების რიტუალზე დასწრება.


ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სამოსლის ისტორიიდან:

ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში ინახება ერთ - ერთი უძვირფასესი ქრისტიანული რელიქვია - პატიოსანი სამოსელი (კვართი) ყოვლადწმიდი­სა ღმრთისმშობელისა.

ბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის (457-474) ზეობისას მეფეს­თან დაახლოებული პირები, ძმები გალბიუსი და კანდიდი კონსტანტინეპო­ლიდან პალესტინაში გაემგზავრნენ წმიდა ადგილების მოსალოცად. ნაზა­რეთის მახლობლად მდებარე პატარა სოფელში ისინი ერთ მოხუც ებრაელ ქალთან დარჩნენ ღამის გასათევად. სახლში სტუმრების ყურადღება ანთე­ბულმა სანთლებმა და საკმევლის სურნელებამ მიიპყრო.

კეთილმსახურმა ქალმა ძმებს გაუმხილა, რომ იგი იცავდა ძვირფას სიწმიდეს - ღმრთის­მშობლის სამოსელს, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღეს­რულებოდა. ყოვლადწმიდა ქალწულმა მიძინების წინ ერთი თავისი შესა­მოსელი ამ ტომის კეთილმსახურ ებრაელ ქალწულს აჩუქა და სთხოვა, რომ სიკვდილის მოახლოებისას ის სხვისთვის, ქალწულისთვის გადაებარე­ბინა. ასე, თაობიდან თაობას გადაეცემოდა სიწმიდე ამ ოჯახში. ძვირფასი კიდობანი წმიდა სამოსლით კონსტანტინეპოლში გადაასვენეს. პატრიარქი გენადი და იმპერატორი ლეონი კრძალვით მიეახლნენ, ეამბორნენ მას და ვლაქერნაში, ზღვის სანაპიროზე, ღმრთისმშობლის პატივსაცემად აგებულ ეკლესიაში დაასვენეს.

458 წლის 2 ივლისს წმიდა გენადი კონსტანტინეპოლელმა ახალ კიდო­ბანში ჩაბრძანებული სიწმიდე შესაფერისი პატივით გადაასვენა ამ ტაძარ­ში. შემდგომში ღმრთისმშობლის პატიოსანი სამოსლის კიდობანში ჩააბ­რძანეს მისი წმიდა ომოფორი და სარტყლის ნაწილი.

დედა ღმრთისას პატიოსანი სარტყელი, კვართი და ვლაქერნის ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი სხვა სიწმიდეებთან ერთად ღმრთის ნებით საქართველოში მოხვდა. ისტორიული წყაროები და ზეპი­რი გადმოცემები სხვადასხვანაირად გადმოგვცემენ ამ სიწმინდეების საქარ­თველოში დავანების ისტორიას.

პლ. იოსელიანის გადმოცემით, ქრისტიანული ეკლესიის ეს განსაკუთ­რებული სიწმინდეები საბერძნეთის კეისარმა ჰერაკლემ აჩუქა ქართველთა მეფეს VII საუკუნეში.

სხვა ცნობით, სასწაულთმოქმედი ხატი, ღმრთისმშობლის კვართი და სარტყლის ნაწილი ბიზანტიაში ხატმებრძოლთა ერესის მძვინვარების დროს გამოარიდეს მწვალებელთაგან ხელყოფას და კეთილად იქნა დაცუ­ლი ქვეყანაში, რომელმაც წმიდა გიორგი მთაწმიდელის სიტყვისაებრ, მიი­ღო და არ უარუყვია მოციქულთა სწავლება, წმიდა მართლმადიდებლური აღმსარებლობა.

არსებობს სხვა, არანაკლებ საინტერესო გადმოცემა რუსი პილიგრიმები­სა, რომლებმაც XIV საუკუნეში მოილოცეს ბიზანტიის სიწმინდეები. ერთ - ერთი მომლოცველის იგნატიუსის ჩანაწერებში ვკითხულობთ: “ იქიდან (წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძარი პეტრაში) ჩვენ წავედით ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, სადაც დასვენე­ბულია მისი სამოსელი, სარტყელი და თავსაბურავი.

ისინი ჩაბრძანებულია მაღალმხატვრულად გაფორმებულ ქვის სარკოფაგში, რომელიც შეჭედი­ლია ვერცხლის სალტეებით და ინახება ტაძრის საკურთხეველში. მეორე დღეს (1389 წლის 2 ივლისს) ჩვენ წავედით ვლაქერნის ტაძარში და ვემ­თხვიეთ ლუსკუმას, რაშიც ასვენია ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სამო­სელი და სარტყელი ”. ყველა გადმოცემაში მითითებულია, რომ ყოვლად­წმინდა ღმრთისმშობლის შესამოსელთან და სარტყლის ნაწილთან ერთად ვლაქერნის ტაძარში დაბრძანებული იყო ღმრთისმშობლის ხატი, რომელ­ზეც გამოსახული იყო საფარველი ისე, როგორც ეს დაინახა წმ. ანდრიამ. ხატზე ყოვლადწმინდა დედას უფლისას თავისი საფარველი გაეშალა მლოცველი ხალხის თავზე, როგორც სიმბოლო თავისი მფარველობისა კონ­სტანტინეპოლზე.

ამ სიწმინდეს უკავშირებდნენ კონსტანტინეპოლის მრა­ვალჯერ გადარჩენას ბარბაროსთა შემოსევებისაგან, განსაკუთრებით 626 წ. აგარიანთა გემების ჩაძირვას და 860 წ. რუსების მოგერიების შემთხვე­ვებს. გადმოცემით, კონსტანტინეპოლში გაჩაღებული ხატმებრძოლეობის ერესის მძვინვარების დროს ეს სიწმინდეები ზღვით მობრძანდნენ ვლა­ქერნაში. განსაცდელის ჟამს პატრიარქმა სერგიუსმა სამოსელი ზღვაში ჩა­ძირა. ზღვა ადუღდა და ამ სასწაულის მხილველი მტერი გაიქცა.

ეს წყაროები ეჭვქვეშ აყენებს ზემოთ მოხმობილი ვარაუდების ჭეშმარი­ტებას.

სხვა გადმოცემით, ეს სიწმიდეები მე -15 საუკუნის დასაწყისშია ჩამოტა­ნილი კონსტანტინეპოლიდან.

არსებობს ერთი, სხვებისაგან განსხვავებული, მაგრამ არანაკლებ საინტე­რესო ვარაუდი, რომელსაც გამოთქვამდა აწ განსვენებული ცნობილი ფოლ­კლორისტი და მოღვაწე კ. სამუშია. სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია, თუ რა წყაროებს ეყრდნობოდა მკვლევარი. ამ ვარაუდის მიხედვით, კონსტან­ტინეპოლის დაცემის შემდეგ ვლაქერნის ტაძრის სიწმინდეები იერუსალი­მის ჯვრის ქართველთა მონასტერში მოხვდა.

როცა სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა ჯვრის მონასტერი განაახლა, მან იქ მოღვაწე ნიკოლოზ ჩოლოყაშვილს შესთავაზა საქართველოში, სამეგრელოში ჩამოსვლა და კორცხელის მონასტრის წინამძღვრობა. ნიკოლოზი სამეგრელოში ჩამოვი­და. შინა და გარეშე ომებისაგან დაქსაქსული და ძალ - ღონეგამოცლილი სა­ქართველო ვეღარ პატრონობდა მონასტერს ამიტომ სრულიად დასაჯერე­ბელია, რომ ნიკოლოზს ჯვრის მონასტერში დაცული სიწმინდეები საქარ­თველოში ჩამოებრძანებინა.

ლევან დადიანმა სიწმინდეები სპეციალურად მისთვის დამზადებულ ღმრთისმშობლის გამოსახულებით დამშვენებულ, ვერცხლით მოჭედილ და ძვირფასი თვლებით შემკობილ კუბოში ჩაასვენებინა, რომელზეც მხედ­რული წარწერაა გაკეთებული.

წარწერა ასე იკითხება : “ შევამკე და ფერვი­თა თვალითა მარგალიტითა მე ხელმწიფემან დადიანმა პატრონმა ლევან მისთვის საოხად შეგიმკვეთ ყოვლადწმიდაო ქერუბიმთა უმაღლესო სერა­ბიმთა უაღმატებულესო ქალწულო ყდ საგალობელო ლხინებაო ყოველთა ქრისტეანეთაო შეისმინე ვედრება ჩვენი და იხსენ და აცხოვნე განუსვენე და აკურთხე სული დედოფლისა ნესტან - დარეჯანისა და დაამკვიდრე სა­სუფეველსა ამინ. მოიჭედა ყოვლადწმიდისა პერანგისა კუბო ესე ქკსა სამას ოცდარვასა ” (1640 წ.)

სამეგრელოში დავანებული სიწმინდეების შესახებ ცნობებს გვაწვდიან რუსი ელჩები ფედოტ ელჩინი და პავლე ზახარიევი (1640 წ), არქანჯელო ლამბერტი, ანტიოქიის პატრიარქი მაკარი, ჯუზეპე მარია ძამპი, ალექსი იევ­ლევი და ნიკიფორე ტოლჩანოვი, დონ კრისტოფორე დე კასტელი.

ამდენად, პატიოსანი სამოსელი ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლისა, სარტყლის ნაწილი და ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატი სამეგრელოს უპირველეს სიწმინდეებად ითვლებოდა, აქვეშევნიშნავთ, რომ ყოვლად­წმინდა დედის სარტყლის ერთი ნაწილი ათონის მთაზე, ვათოპედის მო­ნასტერშია დაცული, მეორე ტრირში, მესამე კი საქართველოში, ზუგდიდ­ში ინახებოდა.

1805 წელს სამეგრელოს მთავრის გრიგოლ დადიანის ქვრივმა ნინო ბაგ­რატიონმა (საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII- ის ასულმა) ეს სიწმიდეები საჩუქრად მიართვა რუსეთის იმპერატორს ალექსანდრე I- ს.

იმპერატორმა ხატი ძვირფასი თვლებით შეამკობინა, ახალი პერანგით შემოსა, კვართისა და სარტყლისათვის საგანგებო კიდობანი გააკეთებინა და სიწმიდეები სამეგრელოში დააბრუნა სპეციალური მოწერილობით, რომლის თანახმადაც სამთავროში უნდა აეშენებინათ ეკლესია ვლაქერნის ხატის სახელობისა და იქვე დაეარსებინათ ქალაქი გრიგოლოპოლისის სახე­ლით, განსვენებული მთავრის გრიგოლის მოსაგონებლად.

ტაძრის აშენება თავს იდვა გრიგოლ დადიანის მემკვიდრემ მთავარმა ლევან V დადიანმა. ტაძრის მშენებლობა 1830 წელს დამთავრდა. მთავარმა ზუგდიდი თავის მუდმივ საცხოვრებლად აქცია, ვლაქერნის ღმრთისმშობ­ლის სახელობის ტაძარი კი სამთავროს კარის ეკლესია გახდა.

არსებობს ვარაუდი, რომ კარის ეკლესია ყოვლადწმინდა ღმრთისმშობ­ლის სარტყლის დადების სახელობისა უნდა ყოფილიყო. ამ ვარაუდის სა­სარგებლოდ მეტყველებს ტაძრის კანკელის ხატი, რომელზეც გამოსახუ­ლია სარტყლის დადების სცენა. ეს ხატი სხვა სიწმინდეებთან ერთად ზუგ­დიდის ისტორიულ მუზეუმში ინახება.

XX საუკუნის დასაწყისის საშინელ მოვლენებს ვერც დადიანების კარის ეკლესია გაექცა. ღმრთისმგმობელი მთავრობის ბრძანებით წირვა - ლოცვა აკრძალულ და მორწმუნეებისათვის დაკეტილ ეკლესიაში ხან მხარეთ­მცოდნეობის მუზეუმის ექსპოზიცია იყო გამართული, ხან სამხატვრო სახე­ლოსნო იყო მოწყობილი, ხანაც... თოჯინების თეატრი.

1990 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის უწმიდე­სისა და უნეტარესის ილია II- ის ლოცვა - კურთხევით ტაძარში მსახურება განახლდა და მაცხოვრის შობის დღესასწაულზე პირველი წირვა ჩატარდა.

ამჟამად ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესია, რო­მელსაც ზუგდიდელები, ტრადიციულად, დადიანების ეკლესიას ეძახიან, ზუგდიდ - ცაიშის ეპარქიის საკათედრო ტაძარია.

ვლაქერნის ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომელიც 1921 წელს გაარიდეს ბოროტების იმპერიაში - საბჭოეთში მიმდინარე ცნობილ ანტიქრისტიანულ მოვლენებს, უდიდესი ქართველი მამულიშვილის წმი­და ექვთიმე თაყაიშვილის ძალისხმევით 1945 წელს საქართველოში დაბ­რუნდა. ამჟამად ინახება საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმ­ში. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის კვართი - მსოფლიო ქრისტიანობის ერთ - ერთი უდიდესი სიწმიდე, ღმრთის საოცარი განგებულებით, ნიშ­ნად ღმრთისმშობლის განსაკუთრებული სიყვარულისა თავისი რჩეული “ საზეპურო ერის ” მიმართ, ინახება ზუგდიდში, ისტორიულ მუზეუმში.


:!: :!: :!: :!: :!: :!:

10/15.07ბულიწყუ-ჩხაია-ხეთა-პაპანწყვირი-ცაიში-ჭაქვინჯი-ჯიხაშკარი/

Posted: 17 ივნ 2009, 13:28
by ARCHILI
ე.ი.

წავალთ ასე:

დილის 7 საათზე გავყვებით თბილისი-ბორომის ელმავალს ხაშურამდე ერთობლივად.

ხაშურიდან კი დავნაწილდებით 2 კაციან ჯგუფებად და გავემგზავრებით ავტოსტოპით ხობამდე.

ხობიდან კი, გეგმის შესაბამისად.

წამსვლელები:


1. არჩილი
2. ოდე
3. ოდეს პლიუსი არჩილი
4.

მსურველები:

1. ამირანი
2.


:!:

10/15.07ბულიწყუ-ჩხაია-ხეთა-პაპანწყვირი-ცაიში-ჭაქვინჯი-ჯიხაშკარი/

Posted: 17 ივნ 2009, 23:16
by tavadi
ეს მემგონი მეგრული ტური სამი არის :D

10/15.07ბულიწყუ-ჩხაია-ხეთა-პაპანწყვირი-ცაიში-ჭაქვინჯი-ჯიხაშკარი/

Posted: 18 ივნ 2009, 17:45
by ARCHILI
tavadi wrote:ეს მემგონი მეგრული ტური სამი არის :D
კი, ეს მეგრული ტური 3-ია.

მაგ დროისათვის შენც მოახერხებ, იმედია...

:)

10/15.07ბულიწყუ-ჩხაია-ხეთა-პაპანწყვირი-ცაიში-ჭაქვინჯი-ჯიხაშკარი/

Posted: 18 ივნ 2009, 21:51
by ilia
ARCHILI
ყოჩაღ შენ, ორგანიზატორობის რეკორდებს ხსნი :wink:

10/15.07ბულიწყუ-ჩხაია-ხეთა-პაპანწყვირი-ცაიში-ჭაქვინჯი-ჯიხაშკარი/

Posted: 20 ივნ 2009, 01:21
by ARCHILI
შეიძლება ჩემი ერთი პლიუსი დაემატოს

წამსვლელები:


1. არჩილი
2. ოდე
3. ოდეს პლიუსი არჩილი
4.

მსურველები:

1. ამირანი
2. არჩილის პლიუსი
3.


:!:

10/15.07ბულიწყუ-ჩხაია-ხეთა-პაპანწყვირი-ცაიში-ჭაქვინჯი-ჯიხაშკარი/

Posted: 01 ივლ 2009, 11:59
by ARCHILI
წამსვლელები:


1. არჩილი
2. ოდე
3. ოდეს პლიუსი არჩილი
4. არჩილის პლიუსი ალექსანდრე
5.

მსურველები:

1. ამირანი
2. სიფრაგიო
3.


:!:

10/15.07ბულიწყუ-ჩხაია-ხეთა-პაპანწყვირი-ცაიში-ჭაქვინჯი-ჯიხაშკარი/

Posted: 01 ივლ 2009, 23:19
by geosul
გაუმარჯოს და როდის მიდიხართ თარიღი მიაწერეთ ზუსტად :lol:

10/15.07ბულიწყუ-ჩხაია-ხეთა-პაპანწყვირი-ცაიში-ჭაქვინჯი-ჯიხაშკარი/

Posted: 03 ივლ 2009, 10:31
by ARCHILI
geosul


გაუმარჯოს ბატონო

:)

ე.ი.

თარიღი ზუსტად:

I დღე - 8 ივლისი, ოთხშაბათი.

II დღე - 9 ივლისი, ხუთშაბათი.

III დღე - 10 ივლისი, პარასკევი.

IV დღე - 11 ივლისი, შაბათი.

V დღე - 12 ივლისი, კვირა.

VI დღე - 13 ივლისი, ორშაბათი.

:)

რას იტყვი?

10/15.07ბულიწყუ-ჩხაია-ხეთა-პაპანწყვირი-ცაიში-ჭაქვინჯი-ჯიხაშკარი/

Posted: 03 ივლ 2009, 10:51
by Wanderer
აბა ვინ იტყვის ამ თემის სათაურს სწრაფად და უშეცდომოდ. :D :D