Page 1 of 2

არქეოლოგიური გათხრები ნატკორაშ&#

Posted: 11 ოქტ 2005, 16:15
by tekla
მიმდინარეობს გათხრები ნატკორაში, თელავიდან 3 კილომეტრში. სჭირდებათ მოხალისეები. ბინა განთავსებულია თელავში, საკვებითა და ბინით უზრუნველყოფილი იქნებით.

გათხრები მიმდინარეობს დილის 8-დან საღამოს 4-მდე. არქეოლოგიურ პუნქტამდე მიდის მარშუტკა.

გათხრები მიმდინარეობს არქეოლოგის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ.

გათხრები გაგრძელდება 1 თვის განმავლობაში, 12 ოქტომრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით.

გათხრებს ახორციელებს ახალგაზრდა არქეოლოგთა ასოციაცია.

მსურველებმა დამიPMეთ ;)

არქეოლოგიური გათხრები ნატკორაშ&#

Posted: 11 ოქტ 2005, 16:42
by Gvalva
tekla

ტბელს თუ დრო აქვს ბედნიერი იქნება!!

არქეოლოგიური გათხრები ნატკორაშ&#

Posted: 11 ოქტ 2005, 16:49
by tekla
Gvalva


ახალგაზრდა არქეოლოგები ნებისმიერ თანამშრომლობას, განსაკუთრებით კარვიდან, სიხარულით მიესალმებიან ;)

არქეოლოგიური გათხრები ნატკორაშ&#

Posted: 11 ოქტ 2005, 18:40
by Truli
ეეე ზაფხულში რა სიამოვნებით წავიდოდი, ახლა კი საქმეები მაქვს :(:( ლაპტოპი და ანტენა რომ მქონოდეს კიდე წავიდოდი...

არქეოლოგიური გათხრები ნატკორაშ&#

Posted: 12 ოქტ 2005, 21:36
by Truli
ერთი კვირით მოვდივარ თეკლა, და რას თხრიან?

არქეოლოგიური გათხრები ნატკორაშ&#

Posted: 12 ოქტ 2005, 21:46
by Gvalva
ტბელი და კოზა-ნოსტრაც აპირებენ მგონი, რაგაც ასეთ მოვკარი ყური

არქეოლოგიური გათხრები ნატკორაშ&#

Posted: 12 ოქტ 2005, 22:15
by Truli
tekla
საღამოთი დეტალები აისიქიუთი მითხარი.

არქეოლოგიური გათხრები ნატკორაშ&#

Posted: 13 ოქტ 2005, 12:00
by tekla
Trulala

ამბობენ არჩილ მეფის საფლავიაო. მანდ ადრეც მიმდინარეობდა გათხრები...

ისე, 1 კვირით თუ მოიცლით კარგი იქნება. :)

არქეოლოგიური გათხრები ნატკორაშ&#

Posted: 13 ოქტ 2005, 12:01
by tekla
Gvalva


კოზამ მომწერა, მე, კოტე და ლამაო... :) იმედია წამოვლენ :)

არქეოლოგიური გათხრები ნატკორაშ&#

Posted: 14 ოქტ 2005, 17:56
by Truli
tekla
რომ ჩამოხვალ დამიკავშირდი

არქეოლოგიური გათხრები ნატკორაშ&#

Posted: 17 ოქტ 2005, 19:58
by tekla
მოკლედ, გეგმები ცოტა გაფართოვდა და გამრავალფეროვნდა. :)

იგეგმება ასე:

პარასკევს დღის მეორე ნახევარში, ასე 4 საათისთვის გავალთ თბილისიდან, ჩამოვალთ გურჯაანში და ვანხავთ გურჯაანის ყველაწმინდას, და კიდევ საინეტრესო რამერუმეებს. შაბათს შევუყვებით თელავისკენ, თან მოვათვალიერებთ გზად შემხვედრ ძეგლებს და მაქსიმუმ კვირა საღამოს ჩავალთ თელავში. კონკრეტულად რას და როდის ვნახავთ, დავაზუსტებ და დავდებ :)

კტო ზა? :D

არქეოლოგიური გათხრები ნატკორაშ&#

Posted: 18 ოქტ 2005, 19:50
by tekla
პარასკევს შუადღისით გავდივართ თბილისიდან, ჩავდივართ და ვჩერდებით ვეჯინის ციხეში. მეორე დილას ვნახულობთ გურჯაანის ყველაწმინდას, მერე - ველისციხეში VI საუკუნის ეკლესიას, და მუკუზნის სვეტიცხოველს, ვაჩნაძიანის ყველაწმინდას, და გზაში იმ დღეს არსაც მოვასწრებთ ყველაფერს. მესამე დღეს დაგეგმილია შუამთის, იყალთოსა და თეთრი გიორგის ნახვა. იგულისხმება, რომ წამომსვლელებს უნდა ჰქონდეთ კარავი და სპალნიკები (სპალნიკები ისედაც საჭიროა ნატკორისათვის :) )

იმედია ამ ყველაფერს მოვასწრებთ :lol: :wink:

არქეოლოგიური გათხრები ნატკორაშ&#

Posted: 18 ოქტ 2005, 19:50
by tekla
და - კვირას ბოლო გაჩერება არქეოლოგიური ბანაკია :)

არქეოლოგიური გათხრები ნატკორაშ&#

Posted: 18 ოქტ 2005, 21:33
by DEMNA
მდაა.... :roll: gijmaj მდაა.... :roll:

არქეოლოგიური გათხრები ნატკორაშ&#

Posted: 18 ოქტ 2005, 22:31
by Mrs. Robinson
tekla

იცი მე ზუსტად წინა კვირას მოვინახულე ვეჯინიც, გურჯაანის ყველაწმინდა (დიდებული), შუამთა....

ჯერ ერთი კახეთი ამ დროს უუულამაზესია, ჩემს სიზარმაცეს რა ვუთხარი თორემ, კი უნდა მომეყოლა თქვენთვის. მითუმეტეს ლაშქრობების თემებში მგონი ამ ადგილების შესახებ არაფერია ნახსენები. ნეკრესის და გურჯაანის ყველაწმინდას შთაბეჭდილება როდის გამინელდება, არ ვიცი.

მეორეც ჩვენ ვიყავით 8 ოქტომბერს და დღისითაც კი საკმაოდ ციოდა, კურტკები გვეცვა. გაითვალისწინეთ, რომ ძააან ცივა და ღამე არ გაიყინოთ...

და ბოლოს კაია და ძვირფსია ეს ყველაფერი მაგრამ... საყვარელო თეკლა აბა საიდან ერთი თავისუფალი კვირა, მაგ ფუფუნებას მე მოკლებული ვარ, თორემ რა თქმა უნდა თქვენთან ვიქნებოდი.

აბა თქვენ იცით, კარგად იმოგზაურეთ და ყველაფერი დაწვრილებით მოგვიყევით. გელოდებით სულმოუთქმენლად.
ტელეფონით შეგეხმიანებით აუცილებლად..............