Page 1 of 7
გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი
Posted: 28 მაი 2009, 17:43
by Tamari-ch.
ეჰ...
მოკლედ ასე ჩემო ძმებო და დებო,
წავალ მე გოხნარში...
იქნებ გამიმართლოს და ვიპოვო კიდეც დოლმენი...
იქვეა მანგლისიც სადაც ულამაზესი ეკლესიაა -
მანგლისის სიონი-
მანგლისის სიონი — ძველი ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი. მდებარეობს თეთრი წყაროს რაიონის დაბა მანგლისთან.
თარიღდება მეოთხე საუკუნით. მას მრავალი ბრძოლა გადაუტანია. დღესდღეობით მანგლისის სიონზე უძველესი წარწერებია შემორჩენილი
როგორ რუქაზე ჩანს -
სამი ეკლესიაა გოხნარში -
ლიპარიტების, წმ გიორგის და წმ მარიამის,
ახლოსაა ასევე ალგეთის წმ მიხეილის სახ ეკლესია
დიდი თონეთის წმ გიორგის სახ ეკლესია
შეიძლება მოვახერხოთ ახალსოფელის ორი ეკლესიისა და ზირბითის წმ გიორგიც ვნახოთ...
მაინტრესებს კიდევ რუქაზე რას ნიშნავს Zv. goxnaris eklesia-
ის სულ სხვა ხეობაშია..
გასვლის სავარაუდო თარიღი - 7 ივნისი
(თუ ამინდმა გვიმტყუნა შევცლით თარიღს)
მგზავრობის ფასი 160 ლარი -
ეს თანხა გაიყოფა წამომსვლელთა რაოდენობაზე
სასურველია წამომსვლელთა რაოდენობა 10 კაცზე მეტი იყოს.
იდეალურ ვარიანტში 16 კაცი
სამარშრუტოში 22 კაცი ეტევა.
1) Tamari-ch.
2) ეკა - მეგზური
3) Gilgamesh (?)
4) Balaxa (?)
5) გატუზო (ლაშა)
6) ხალიანა (?)
7)
Chiamaya (?)
8 )
გავალთ რესპუბლიკის მოედნიდან -
დილით 8:30 - ზე
გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი
Posted: 28 მაი 2009, 17:57
by Chiamaya
Tamari-ch.
ძალიან საინტერესოა
არასდროს ვყოფილვარ.
თუ მოვახერხე წამოვალ.

გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი
Posted: 28 მაი 2009, 18:57
by bususa
თამთ, ძალიან საინტერესო რამეა... ამჯერად მაინც თუ ბევრი არ იქნება საბოდიალო, აუცილებლად წამოვალ ჩემს პლიუსთან ერთად .... ძალიან მინდა ... მაგარი იდეაა ...

გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი
Posted: 28 მაი 2009, 19:01
by Tamari-ch.
1) Tamari-ch.
2) ეკა - მეგზური
3) Gilgamesh (?)
4) Balaxa (?)
5) გატუზო (ლაშა)
6) ხალიანა (?)
7) Chiamaya (?)
8 )
bususa
9)
bususa-ს +
bususa საბოდიალო სავარაუდოდ იქნება იქვე კლესიასთან -
დაახლოებით ისეთივე -
როცა კორპუსის გარშემო დაკარგულ ნივთს ეძებ.
თეთრიწყაროს ტერიტორიაზეა .
ისტორიული ძეგლები: სამშვილდის ნაქალაქარი (ქალაქი ჩაისახა ძვ.წ. I ათასწლ. შუა საუკუნეში და იარსება XVIIIს-მდე), გუდარეხის (XIIIს.), დიდი თონეთის სამების (X-XIსს.), ფიტარეთის გუმბათოვანი (1213-22), წინწყაროს დედაღვთის (VIII-Iხსს.) ეკლესიები; ნადარბაზევის სასახლე (X-XIსს.), მანგლისის ციკლოპური ტიპის მოედანი “გულდამაანთ მამიდა” (უძველესი ხანა და ადრინდელი შუა სს.), სასახლე ტბის მიდამოებში (გვიანი შუა სს.), ფარცხისის ციხე-დარბაზი (X-XIსს.), ფიტარეთის ციხე (შუა სს.).
გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი
Posted: 28 მაი 2009, 19:31
by limpompo
წამოვალ თუ გამომიშვა ბებიამ

და მინდააა
გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი
Posted: 28 მაი 2009, 19:51
by Tamari-ch.
limpompo
ნერვიული ბებიები და მამიდები არ გვინდა -
არც მე ვარ პიონერთხელმძღვანელი
და არც კარავია საბავშვო ბაღი...
გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი
Posted: 28 მაი 2009, 21:35
by Giorgi Bagrationi
გასათვალისწინებელია, რომ სოფ. გოხნარში ძალიან დანგრეული გზა ადის (თუ ამ ბოლო წლებში არ შეაკეთეს) და შესაძლოა სამარშრუტო მიკროავტობუსმა ვერ იაროს. ასეთ შემთხვევაში თუ ფეხით მოგიწიათ სიარული 1 დღეში ნამდვილად ვერ ჩაეტევით, არადა შესანიშნავი ძეგლებია

გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი
Posted: 28 მაი 2009, 21:47
by Tamari-ch.
Giorgi Bagrationi
რამდენი კილომეტრია ფეხით სასიარულო?
ისე გოგა გვიწერდა აქ -
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0
გოხნარი მანგლისიდან 14-15 კმითაა დაშორებული.
ახლომახლოს დასახლებები არ არის.
თეთრიწყაროს რაიონს ეკუთვნის.
ადვილია მისასვლელად
მე მგონი ადის გზა

გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი
Posted: 28 მაი 2009, 21:51
by kiki
გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი
Posted: 28 მაი 2009, 21:54
by Katy
რა საინტერესოდ გავხსნიდი ზაფხულის სეზონს კარავზე.. ძალიან ლამაზი ლაშქრობა გამოვა
გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი
Posted: 28 მაი 2009, 21:57
by Giorgi Bagrationi
გოგა რაზეც წერდა (ლიპარიტების ეკლესიაზე) თითქმის გზის პირასაა და სოფლიდან საკმაოდაა მოშორებული. სხვა ძეგლები სოფლებში დგას სადაც გზა მანგლისიდა ბევრად ახლოდან იწყება. თუ წასვლამდე შემხვდებით (tamari-ch -ს ვგულისხმობ) რუკის მოხმარებას და საჭირო ინფორმაციის ამოღებას ვასწავლი.
გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი
Posted: 28 მაი 2009, 21:59
by nusa
ვახ, ძალიან საინტერესოა
ეგებ შევძლო წამოსვლა, მაგრამ ჯერ დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი
დიდი თონეთის წმ გიორგის სახ ეკლესია
ამ ეკლესიის შესახებ რა ვიცით?
სასაფლაოს ტერიტორიაზე რომაა იმაზე ხომ არ ამბობთ?

გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი
Posted: 28 მაი 2009, 22:00
by Tamari-ch.
Giorgi Bagrationi
მადლობთ - სიამოვნებით შეგხვდებოდით...
ახალსოფელი და ზირბითის წმინდა გიორგისთან მისვლა რამდენად რთულია?
ანუ ამ მარშრუტში ჩაეტევა?
გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი
Posted: 28 მაი 2009, 22:05
by Giorgi Bagrationi
თუ გოხნარში ახვალთ ახალსოფელს გაივლით, ხოლო ზირბითში ახალსოფლიდან უნდა გადაუხვიოთ.

გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი
Posted: 28 მაი 2009, 22:07
by Tamari-ch.
nusa
Katy
kiki
მოიფიქრეთ და წამოდით - ჯერ ბევრი დროა მანამდე...
