Page 1 of 11

ტახტითეფა-ვაშლოვანი-პანტიშარა-დათვისხევი-სხვაც,15-17.05.2009

Posted: 13 მაი 2009, 23:07
by GAMARJOBA SAKARTVELO
როგორც იქნა, ამ შეუდარებლად ლამაზი გასვლის გეგმას გაგაცნობთ:
15 ვარდობისთვეს საღამოს წავალთ დედოფლისწყაროში, ღამეს იქვე გავათევთ, 16ში, შაბათს კი დილიდანვე ქართულ აფრიკას
(ეუფ, ეს რა ვთქვი) ვეწვევით.
კერძოდ, ვნახავთ მიჯნისყურესა და მის ულამაზეს გარემოს, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიას,
ტახტითეფას ასევე ულამაზეს გარემოსა და ამობუყბუყებულ ტალახებს, ე.წ. ცივ ვულკანებს,
დათვისხევს და თუ დრო დაგვრჩება, სხვა უმშვენიერეს ადგილებს.
მათ შორის, ელია თეზბიტელის ტაძარს.

ვიდრე ტურის დეტალებზე გადავიდოდე, წამომსვლელებს ვაცნობებ, რომ
მიჯნისყურეში შესასვლელად თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა

რა შედის ტურში?
2 ღამისთევა - დედოფლისწყაროსა და დაცული ტერიტორიების კეთილმოწყობილ კოტეჯებში.
2 დღე საკუთარი მანქანებით გადაადგილება.
ადგილობრივი მეგზურის მომსახურება.

ფასი:
დედოფლისწყაროს საოჯახო სასტუმროში ღამისთევა 25 ლარი
2ადგილიანი 1 კოტეჯის ფასი 30 ლარი. ანუ, კაცზე 15-15 ლარი.
მანქანის საწვავის სა1ო ხარჯი, კაცზე 18იდან 25 ლარი. დამოკიდებულია მანქანის ხარჯზე.
მეგზურის 2 დღიანი მომსახურება 100 ლარი.
ფასი აქაც თანაბრად განაწილდება.
თითო მონაწილის ხარჯი, 75-85 ლარს შორის მერყეობს.

მანქანით გასავლელი მანძილი:
თბილისი-დედოფლისწყარო-თბილისი - 278 კმ
დაცულ ტერიტორიაზე 2ვე დღე სა1ო ჯამში დაახლოებით 343 კმ.

რა გავითვალისწინოთ?
საკუთარი საგზალი 2 დღისთვის, ყოველ შემთხვევაში, საწვიმარი, საღამოს ალაზნის ნაპირებისთვის თბილი სამოსი, ქუდი, სასმელი წყალი.

გასვლის დრო და ადგილი:
ვარდობისთვის 15, პარასკევი, 17:59
სასტუმრო "ივერიის" წინ

ტახტითეფა-ვაშლოვანი-პანტიშარა-დათვისხევი-სხვაც,15-17.05.2009

Posted: 13 მაი 2009, 23:13
by GAMARJOBA SAKARTVELO
სიას რაც შეეხება:
ბატეთის ტბაზე გეგმის წინასწარი განხილვისას წამოსვლის სურვილი გამოთქვეს:

1. ნაია (მანქანით)
2. გამარჯობ საქართველო
3. გოგონა
4. მთაშენკა
5. Toma
6. ნეოზა, რომელიც იდეების კიდობანში წამოსვლის სურვილს გამოხატავდა.
7. ციცი
8. ...

19 მსურველის შემთხვევაში, სია დაიხურება.
ფიზიკურად არ არის ადგილები

ტახტითეფა-ვაშლოვანი-პანტიშარა-დათვისხევი-სხვაც,15-17.05.2009

Posted: 13 მაი 2009, 23:20
by GAMARJOBA SAKARTVELO
და კიდევ, კოტეჯებში 2 საწოლია, მაგრამ 3-3 კაცს აბინავებენ.
ვინც საწოლის ნაცვლად საძილეში გაათევს ღამეს, ის კოტეჯის ფულს არ გადაიხდის.
30 ლარი საწოლიანებზე გადანაწილდება.
დედოფლის წყაროს საოჯახო სახლში კი, რომელიც კეთილმოწყობილია და რამდენიმე კარაველმა
არწივის ხეობის გასვლაში
(10-11.01.20090 ღამეც გაათენა, საწოლი ყველასთვის არის

ტახტითეფა-ვაშლოვანი-პანტიშარა-დათვისხევი-სხვაც,15-17.05.2009

Posted: 13 მაი 2009, 23:31
by Mta Mkvarebia
GAMARJOBA SAKARTVELO
ვადასტურებ, მოვდივარ :)

ტახტითეფა-ვაშლოვანი-პანტიშარა-დათვისხევი-სხვაც,15-17.05.2009

Posted: 13 მაი 2009, 23:34
by GAMARJOBA SAKARTVELO
ვიდრე ფოტოებს შემოგთავაზებდეთ, გეტყვით, რომ
გველების მხრივ რისკი არ არის.
საჭიროა სიმშვიდე და ყურადღება.
ამაზე ადგილზე თავად მეგზური ადგილზე გვეტყვის

ტახტითეფა-ვაშლოვანი-პანტიშარა-დათვისხევი-სხვაც,15-17.05.2009

Posted: 13 მაი 2009, 23:57
by GAMARJOBA SAKARTVELO
ტურისტული კოტეჯები მიჯნისყურეში, სადაც შაბათს ღამეს გავათევთ:

Image

Image

Image

ტახტითეფა-ვაშლოვანი-პანტიშარა-დათვისხევი-სხვაც,15-17.05.2009

Posted: 14 მაი 2009, 00:00
by GAMARJOBA SAKARTVELO
ალაზანი მიჯნისყურესთან, რომელიც აზებაიჯანისკენ მიედინება
Image

ეს ახლომახლო ხედების 1 კადრი:
Image

ფრინველთა სამყაროთი დაცული ტერიტორია მდიდარია
Image

ესეც ვაშლოვანი-მიჯნისყურის შესასვლელთან მდებარე ტბური
Image

ტახტითეფა-ვაშლოვანი-პანტიშარა-დათვისხევი-სხვაც,15-17.05.2009

Posted: 14 მაი 2009, 00:02
by GAMARJOBA SAKARTVELO
ტახტითეფა, ჩემი 1-1 საყვარელი ადგილი, ძნ იდუმალიც, ამოუცნობიც...
Image

Image

ბუყბუყებს და ხმაურობს მრავალი ორმო
Image

Image

ტახტითეფა-ვაშლოვანი-პანტიშარა-დათვისხევი-სხვაც,15-17.05.2009

Posted: 14 მაი 2009, 00:03
by GAMARJOBA SAKARTVELO
ხეობის (კანიონის) მცირე ნაწილი
Image

ტახტითეფა-ვაშლოვანი-პანტიშარა-დათვისხევი-სხვაც,15-17.05.2009

Posted: 14 მაი 2009, 00:05
by Naia
GAMARJOBA SAKARTVELO
ამ ფოტოების შემდეგ ისე მომინდა იქაურობის მონახულება, რომ გიურზების ლაშქარიც კი ვერ შემაშინებს :)

წარმომიდგენია ახლა რა ფერები დაგვხვდება იქ...

ტახტითეფა-ვაშლოვანი-პანტიშარა-დათვისხევი-სხვაც,15-17.05.2009

Posted: 14 მაი 2009, 00:07
by GAMARJOBA SAKARTVELO
რაც შეეხება გზას - ზოგან ის მსუბუქი მანქანისთვის უპრობლემოა
Image

Image

Image

ალაგ-ალაგ კი გზა ისეთი გაფუჭებულია, მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანა თუ გაივლის
Image

Image

ცხადია, ჩვენც მაღალი გამავლობის მანქანებით უნდა წავიდეთ

ტახტითეფა-ვაშლოვანი-პანტიშარა-დათვისხევი-სხვაც,15-17.05.2009

Posted: 14 მაი 2009, 00:08
by GAMARJOBA SAKARTVELO
იორის მშვენიერი წყალსაცავი ტახტითეფას გზაზე
Image

ტახტითეფა-ვაშლოვანი-პანტიშარა-დათვისხევი-სხვაც,15-17.05.2009

Posted: 14 მაი 2009, 00:11
by GAMARJOBA SAKARTVELO
ელია თეზბიტელის ტაძარი, რომელსაც კვირას, ვარდობისთვის 17ში დროის არსებობის შემთხვევაში, ვნახავთ
Image

Image

ასევე, შეგვიძლია, ვნახოთ არწივის სანაქებო ხეობა, სადაც უამრავი ორბი ბუდობს და
ალაზნის ველებისა და ჭაღარა კავკასიონის ხედები იმზირება

ტახტითეფა-ვაშლოვანი-პანტიშარა-დათვისხევი-სხვაც,15-17.05.2009

Posted: 14 მაი 2009, 00:25
by pataputina
აუ, როგორ მინდა......... :?

ტახტითეფა-ვაშლოვანი-პანტიშარა-დათვისხევი-სხვაც,15-17.05.2009

Posted: 14 მაი 2009, 00:59
by Int3lig3nt
აუუუუუუ :(

კვირას ისეთი რაღაც ხდება, ვერ გამოვტოვებ, თორე აქ არწასვლა დიდი ცოდვაა :(.