Page 1 of 16

26 მაისი - ბუჩაანი, ისტორიული ჭართალი

Posted: 13 მაი 2009, 20:49
by Giorgi Bagrationi
მოგესალმებით კარველებო!
ბოლო დროს მოუცლელობის გამო ბევრ გასვლაში ვერ მივიღე მონაწილეობა. ასეც არ შეიძლება!
გადავწყვიტე ერთი საინტერესო გასვლა შემოგთავაზოთ. ლაშქრობა ერთ დღიანი იქნება და თარიღი თვითონ შემომთავაზეთ (შაბათი ან კვირა), კარგი იქნება თუ გაზაფხულს მოვასწრებთ, რადგან აღმართები იქნება ასასვლელი მზეში და სიცხეში (თან ზემოთ წყალი არაა) მთლად სასიამოვნოარ იქნება. თანაც პირველი ორი ძეგლი ტყეში დგას და ფოტოს გადასაღებათ ბოლომდე შეფოთლილი გარემოც პრობლემებს შექმნის.
ამ გასვლის დადებითი მხარეების:
1. რამდენადაც ვიცი ისტორიული საქართველოს მიკრო მხარეებიდან ჭართალი კარავს არ აუთვისებია და ეს პირველი გასვლა იქნება კარვის ისტორიაში.
2. რადგან ამ წელს კარავი ზოგადად ციხეებს უძღვნის, ამ გასვლისას ორ მნიშვნელოვან საფორტიფიკაციო ძეგლს ვნახავთ: მერეს ციხეს და მთავათას კომპლექს.
3. ენერგიის დასახარჯად საკმაოდ დიდი აღმართის ასვლა მოგვიწევს (დაახლოებით 500 მ. სიმაღლეში) რაც კარგი ვარჯიში იქნება სამომავლოდ.
4. ვნახავთ მზეწვერის წმ. გიორგის კომპლექსს, რომელიც ძნელად მისასვლელობის გამო, არასაკადრისად მივიწყებულია, არადა ესაა აღმოსავლეთ საქართველოს ამიერკავკასიაში ყველაზე ჩრდილოეთით მდგარი ტაძარი, რომელიც შიგნიდან მთლიანად მოხატულია, თან სწორკუთხასაკურთხევლიანია და გარშემოც უამრავი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებითაა გარშემორტყმული.
5. მთავართას ციხე სიმაგრეც თავისი ეკლესიითურთ ორიგინალურ ძეგლს წარმოადგენს (მისი გალავნის გარე წყობა რაღაცით ინკების მიერ დიდი ლოდებით აგებულ კედლებს მაგონებს), რომელსაც გამორჩეული არქიტექტურული სახე აქვს.
6. მერეს ციხეს ხშირად ავუვლით და ჩავუვლით ხოლმე არაგვის მეორე ნაპირიდან, არადა ახლოდანაც კარგი დასათვალიერებელია; იქვეა მცირე სამლოცველოც.
7. ქედზე რომ შევდგებით კარგი საპანორამე პეიზაჟები იშლება: ერთ მხარეს არაგვის ხეობისა და მეორე მხარეს ჭართლის ხევისა.
8. ტრანსპორტი მარშრუტის საწყის ადგილას ადვილი მისადგომია (სამხედრო გზიდან 1კმ-ია, რასაც მიკროავტობუსიც გაივლის თუ ამ ტრანსპორტით წავალთ). არ მისული ფასანაურამდე.
9. თუ მანქანიანი ხალხიც წამოვა, მეც ჩემი ჯიპით ვიქნები და გადავნაწილდებით.

მოკლედ ველი გამოხმაურებას; მზად ვარ მეგზურობა გაგიწიოთ.
ესეც რუკა.
Image :wink:

26 მაისი - ბუჩაანი, ისტორიული ჭართალი

Posted: 13 მაი 2009, 20:58
by Mta Mkvarebia
Giorgi Bagrationi
რა საინტერესო მარშრუტია, ბატონო გიორგი,
არაფრით გამოვტოვებ :D

რადგან ივნისში გადატანა მიზანშეწონილი არ არის, 23, 24 ან 26 მაისს რომ დაიგეგმოს? :roll:

26 მაისი - ბუჩაანი, ისტორიული ჭართალი

Posted: 13 მაი 2009, 21:03
by Giorgi Bagrationi
მე მზად ვარ, მთავარია დასვენების დღე იყოს :wink:

26 მაისი - ბუჩაანი, ისტორიული ჭართალი

Posted: 13 მაი 2009, 21:06
by ნიმფა
მართლა ძალიან საინერესოა, ძალიან მინდა და იმედია შაბათს დაიგეგმება :)

26 მაისი - ბუჩაანი, ისტორიული ჭართალი

Posted: 13 მაი 2009, 21:11
by Tamari-ch.
წავიდეთ!!!

:)

26 მაისი - ბუჩაანი, ისტორიული ჭართალი

Posted: 13 მაი 2009, 21:19
by Giorgi Bagrationi
ისე შორს რომ არ გადავდოთ და ამ შაბათს, 16-ში რომ წავიდეთ რა გვიშლის ხელს?

26 მაისი - ბუჩაანი, ისტორიული ჭართალი

Posted: 13 მაი 2009, 21:20
by Wanderer
23 ან 26 მაისი მომწონს მე ამ ლაშქრობისთვის. :)

26 მაისი - ბუჩაანი, ისტორიული ჭართალი

Posted: 13 მაი 2009, 21:21
by Tamari-ch.
26 მაისი დასვენებაა -
24 კი კვირა...
შაბათს ზოგი მუშაობს

26 მაისი - ბუჩაანი, ისტორიული ჭართალი

Posted: 13 მაი 2009, 21:24
by Giorgi Bagrationi
ისე 26 მაისს ქართული ციხეების და წმ. გიორგის ეკლესიის მონახულება სიმბოლურია, დაე 26 მაისი იყოს :wink:

26 მაისი - ბუჩაანი, ისტორიული ჭართალი

Posted: 13 მაი 2009, 21:28
by Wanderer
26 მშვენიერია. მე და ნინო შემოგიერთდებით. :)

26 მაისი - ბუჩაანი, ისტორიული ჭართალი

Posted: 13 მაი 2009, 21:28
by ჩიტუციო
წამოვალ მეც დიდი სიამოვნებით :)

26 მაისი - ბუჩაანი, ისტორიული ჭართალი

Posted: 13 მაი 2009, 21:46
by Mta Mkvarebia
26 მაისი მართლა მოსახერხებელი თარიღია. დაგეგმვითაც მგონი არაფერია დაგეგმილი ჯერ :)

26 მაისი - ბუჩაანი, ისტორიული ჭართალი

Posted: 13 მაი 2009, 21:50
by Giorgi Bagrationi
ბარემ სათაურს შევცვლი :wink:

26 მაისი - ბუჩაანი, ისტორიული ჭართალი

Posted: 13 მაი 2009, 21:51
by qvevri
მეც მინდა

26 მაისი - ბუჩაანი, ისტორიული ჭართალი

Posted: 13 მაი 2009, 21:56
by Mta Mkvarebia
Giorgi Bagrationi
სიაც ხომ არ ჩამოგვეწერა? :)

1. Giorgi Bagrationi
2. მთა მყვარებია
3. ვანდერერი
4. მისის ვანდერერი
5.

აბა დაზუსტებული თარიღი ვისთვისაა ხელსაყრელი, ჩაეწერეთ :)