ესეიგი
22 მაისი (პარასკევი საღამო) - სამსახურების მერე მივდივართ სამარშუტო ტაქსით და ვრჩებით ზანავის გუშაგთა კოტეჯში
23 მაისი (შაბათი) - გადავდივართ დედაბერაზე და ჩავალთ ნუნისში (დედაბერაზე სავარაუდოდ დავიკარგებით და ჩასვლას მთელი დღე დასჭირდება

)
24 მაისი (კვირა) - კვირაას დილას გადავიხდით წირვას ნუნისში მდებარე მონასტერში, მოვივლით ირგვლივ ადგილებს (ბერების კლდეს და ა.შ.) და შუადღეგადაცილებულს ხალხის ნაწილი (ვინც ორშაბათს - სამუშაო დღეს ვერ აცდენს) წამოვა თბილისში - გამოვაცილებთ. სავარაუდოდ 9-ისთვის აქ იქნებიან უკვე
25 და 26 მაისს კი დავრჩებით დანარჩენი მსურველები და მოვივლით ირგვლივ ალაგებს. სანახავი ძალიან ბევრია (როგორც ადგილობრივები ამბობენ), ასე, რომ არ მოვიწყენთ...
წამომსვლელთა სია:
1. მე
2. ამირანი (I ხმა) თავის + - ებით
3. გიორგი მორჩაძე (II ხმა) თავის + - ებით
4.
GOGONA wrote:მოგონებანი 2007 წლის მაისი: ბორჯომ-ხარაგაულის მარშრუტიდან:
"ჰოოდა... აი, საშინლად, დაუნდობლად ლამაზი იყო ყველაფერი
ისიც ძალიან მაგარი იყო ლამა და დრუიდი რომ წამოვიდნენ სპონტანურად ეგ ხომ საერთოდ
თვითონაც არ სჯეროდათ, ისე საინტერესოა გასაცილებლად რომ მიხვალ და აღმოაჩენ რომ შენც მიდიხარ თანაც სად? მთელი 3 დღით, წინ 3-4 დღიანი მზადება რომ გვქონდა, მათ მხოლოდ 5 წუთი დასჭირდათ
""შეუდარებელია გაზაფხულის თოვლიანი წიფლნარი...
ზოგან ბებერი თოვლი ორ მეტრსაც აღწევდა.
ხეებს რაღაცა ძალით თავის ირგვლივ ბებერი თოვლი შემოედნოთ და უზარმაზარი ძაბრები გაეჩინათ, ამ ძაბრების ფსკერზედ ფურისილების ფოთლები ამოწვერილიყო. ძაბრის კედლები - დაგლუვებული, ბებერი თოვლი.
ჰოდა ამ თეთრ ფონზედ აშოლტილ ხეებს ტოტებზე სულ მთლად ყრმა ფოთლები გამოესხათ, ფოთლები თითქოსდა გამჭვირვალედ მწვანე იყო, ხასხასა ფოთლებში გაბლანდული მზის სხივები ქვემოთ თოვლს ალიცლიცებდნენ...
ვიდექი და ვნატრობდი - ნეტავ გონებამ ეს სურათი სიზმრებში ხშირად მომივლინოს-მეთქი.
ზღაპარი იყო...
დაკიდული აღმართი იყო. სული კბილით ავიტანეთ დედაბერაზე და ზემოთ ასულებმა სანავარდოთ გავუშვით... ვიდეოზე ეგ ადგილია, სადაც ჩვენი სულები ნავარდობდნენ (ხოლო ლამას სული ანცობდა კიდეც)
სანახები იყოო... უკიდეგანო სივრცეს კაკასიონი აპობდა... აბა კავკასიონი ჩვენში ვის უკვირს მარა... იქედან მაინც საკვირველად ჩანდა... "
"ხო, და ერთი ''რჩევისეული ელემენტი" დედას გაფიცებთ ფეხზე ნორმალურად ჩაიცვით, ისეთი რამე ჩაიცვით წყალსა და ტოტებს რომ არ უშვებდეს თორემ.... .... თქვენც დაიტანჯებით (ეს მსუბუქადაა ნათქვამი) და იმ ხალხსაც დატანჯავთ ვინ დაგელოდებათ რომ დროულად იაროთ
კიდევ, ბარემ მეორესაც ვიტყვი
გრძელმკლავიან-ტოტებიანი(აქ ტანსაცმლის გაგრძელება იგულისხმება და არა დედამიწის ) რარაცეები ჩაიცვით რიმ ნაკლებად დაიკაწროთ, დაისუსხოთ და დაიწვათ... ეს ისაა, ერთი პატარა დაკვირვების შედეგი... დანარჩენი თქვებ იცით "
პ.ს. ეს რომ არ დამეკოპირებინა არ გამოდიოდა
