pauna
Toma
კი
კაცხის ეკლესიაა, მე-11 საუკუნის უნიკალური ძეგლი. მაგრამ ბანასგან განსხვავებით მრავალაფსიდიანი ეკლესიაა (ასეთი ეკლესიებია: კუმურდო, Xს., ნიკორწმინდა, XI ს., ბოჭორმა, X ს., ტაოსკარი, Xს.,
კაცხი, XIს. და სხვ) ბანა კი ტეტრაკონქია.
ტეტრაკონქი (ტეტრა... და კონქი), ოთხაფსიდიანი ცენტრული ეკლესია ან სხვა რაიმე შენობა, რომელშიც ნახევრად წრიული აფსიდები სიმეტრიულ-ჯვრისებრ არის განლაგებული ცენტრალური (ჩვეულებრივ, გუმბათქვეშა) სივრცის ირგვლივ. ტეტრაკონქი გავრცელებული იყო ადრინდელ ქრისტიანულ არქიტექტურაში (VI ს.), განსაკუთრებით კი — საქართველოსა და სომხეთში (ავანი, რიფსიმეს ეკლესია, ზვართნოცი). საქართველო ტეტრაკონქს უპირატესად VI-VII საუკუნეებში აშენებდნენ: ძველი გავაზის (ახალსოფელი), მანგლისის, თბილისის ქაშვეთის, ნინოწმინდის ეკლესიები, მცხეთის ჯვრისა და ბანის ტიპის ტაძრები.
აი ცნობები
კაცხის ეკლესიის სესახებ:
მაცხოვრის სახელობის ეკლესია, მდებარეობს ჭიათურის რაიონის სოფელ კაცხში, მდ. კაცხურას ხეობაში. ტაძარი აგებულია XI საუკუნის დასაწყისში. მისი ძირითადი ნაწილი 1010—1014 წლებშია აშენებული, 30 წლით გვიან სამი მხრიდან მიშენებული აქვს გარშემოსავლელი. ნაგებობას გარს აკრავს ხუთკუთხა გალავანი (აღადგინეს 1937). ტაძარს აქვს ძველი სამრეკლო, რომრლიც კარიბჭის ფუნქციასაც ითავსებს. კაცხის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური ძეგლია. მსგავსი ფორმების არქიტექტურული ძეგლი სხვაგან არ გვხვდება. ნაგებობა შედგება საფეხურებად განლაგებული სამი წახნაგოვანი ნაწილისაგან: გარშემოსავლელის, ტაძრის კორპუსისა და გუმბათის ყელისაგან. ტაძრის კორპუსი და გუმბათის ყელი ექვს აფსიდიანია. ნაგებობა მთლიანად შემკული იყო მდიდრული ჩუქურთმებით, მაგრამ 1854 წელს ტაძარს საფუძვლიანი „რესტავრაცია“ ჩაუტარეს, რის შედეგადაც ძირითად კორპუსს მოხნეს ძველი პერანგი (რომელსაც ულამაზესი ჩუქურთმები ამშვენებდა) და თავიდან მოაპიტკეთეს. დღეისათვის პირვანდელი სახე მხოლოდ გარშემოსავლელის ნაწილს აქვს შენარჩუნებული. კაცხის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირშესანიშნაობას ოთხი ანგელოზის მიერ ჯვრის ამაღლების სცენა წარმოადგენს, ის გარშემოსავლელის შიგნით მარჯვენა მხარეს მდებარეობს. სამწუხაროდ, ამ ხელოვნების ნიმუშსაც არ აქვს შენარჩუნებული პირვანდელი იერი, რადგან გაუგებარი მიზეზების გამო თეთრი საღებავი აქვს გადასმული. ტაძრის ეზოში გვხვდება ლომის მონუმენტური ბარელიეფი, რომელიც სავარაუდოდ ნაგებობის კედელზე იყო განთავსებული, მაგრამ 1854 წლის „რესტავრაციის“ შემდეგ ჩამოხსენეს. ეკლესიის ყველა შესასვლელის თავზე განლაგებულია ბარელიეფები (ძირითადად ლომის გამოსახულებები). ტაძრის ყველა ბარელიეფს ასომთავრული წარწერები აქვს დატანებული. წარწერათა უმრავლესობა დაქარაგმებულია (ამოგდებულია ხმოვანი).
კაცხის ტაძარს უდიდესი ისტორია აქვს. ის სხვადასხვა დროს სხვადასვა ფეოდალურ სახლთა საგვარეულო ეკლესია და საძვალე იყო. ის აშენებულია ბაღვაშების მიერ (ნაგებობის მთავარ შესასვლელში გვხვდება ბაღვაშთა გერბის შემადგენელი ფიგურები: ლომი და „მოხუცი ანგელოზი“). კაცხშია დაკრძალული საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გამორჩეული ფეოდალი ლიპარიტ IV ბაღვაში. ის ბაგრატ IV-ის დროს მოღვაწეობდა (გარდაიცვალა 1064 წელს). დავით აღმაშენებლის მიერ, ბაღვაშთა საგვარეულოს დამარცხების და საქართველოდან განდევნის შემდეგ კაცხის ტაძარი უპატრონოდ დარჩა. XVI საუკუნეში მიტოვებული და დაზიანებული ტაძარი, მისმა ახალმა მფლობელმა აბულასარ ამირეჯიბმა აღადგინა. XVII—XVIII საუკუნეებში კაცხი აბაშიძეების საგვარეულოს კუთვნილება იყო.
პ.ს. ისე ყოჩაღ თქვენ, 2 თვით ადრე თუ იცით, დანამდვილებით მოხვდებით თუ არა კონკრეტულ გასვლაში
