ხაშმი - 26 ივლისს
Posted: 19 აპრ 2009, 22:40
მოკლედ ვაპირებთ წასვლას ხაშმში -
თავად სოფელში არის რამდენიმე ეკლესია -
და სოფლიდან დაშორებით კი სამების კომპლექსი -
წავალთ ივლისში-
ხალხის რაოდენობაზეა დამოკიდებული ასევე ტრანსპორტის ნაირსახეობაც.
ხაშმი - სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. მდინარე ივრის მარცხენა მხარეს. საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან 770 მეტრი საგარეჯოდან 14 კილომეტრი. სოფლიდან 10 კილომეტრზე აღმართულია V საუკუნის დასასრულისა და VI საუკუნის დასაწყისის სამების ეკლესია.
სოფ. ხაშმი შუა საუკუნეებში იწოდებოდა კაწარეთის სახელწოდებით. XVIII საუკუნის პირველ ნახევრამდე ხაშმის ს ა მ ე ბ ა ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია კაწარეთის სახელწოდებით. საისტორიო მწერლობაში კაწარეთი პირველად იხსენიება ისტორიულ თხზულებაში ,,მოქცევაი ქართლისაი". იმ ადგილას სადაც ლაპარაკია წ მ ი ნ დ ა ნ ი ნ ო ს მოღვაწეობაზე, მემატიანე ბრძანებს ,,და ნ ი ნ ო შთავიდა კხოელთა და დადგა კაწარეთს: მონათლნა კხოელნი და სოჯნი. იგივეა ნათქვამი ,,ქართლის ცხოვრებაში": ,,ხოლო წმინდა ნინო ჩავიდა კახეთსა და დადგა კაწარეთს და მოაქცივნა იგინიცა
ხაშმის სამება იწოდებოდა კაწარეთად. გადმოცემით კაწარეთის ეკლესია აშენებულია ვ ა ხ ტ ა ნ გ გ ო რ გ ა ს ლ ი ს მიერ. ილია ჯაში გვამცნობს ამ გადმოცემას: ვ ა ხ ტ ა ნ გ გ ო რ გ ა ს ა ლ ი თავისი ერთ-ერთი ლაშქრობის დროს მთიელთა წინააღმდეგ, გაჩერდა ღამის სათევად სწორედ იმ ადგილას, სადაც ახლა ს ა მ ე ბ ა დგას. კეთილმორწმუნე მეფემ, მისი თანამძროლთა დასწრებით, მისცა ღმერთს დიდებული აღთქმა, თუ ვინიცობაა დაამარცხოს მტერი და მშვიდობიანათ დაბრუნდეს ლაშქრობიდან, სადგომის ადგილას ააგოს ეკლესია წ მ ი ნ დ ა ს ა მ ე ბ ი ს სახელზე. ვახტანგმა გაიმარჯვა მთიულებზე და თანახმად პირობისა, მალე ეკლესიაც ააშენა
ხაშმის სამების ეკლესია - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში. მიეკუთვნება V-VI საუკუნეების მიჯნას. ადრე მას კაწარეთის სამებას უწოდებდნენ. ეკლესიას გარს უვლის ქვის გალავანი, შესასვლელი გალავანს შიგნით ჩართული საცხოვრებელი კოშკიდან აქვს. გალავნის შიგნით არის აგრეთვე ეპისკოპოსის სასახლე, სამრეკლო და მარანი. ეკლესია ბაზილიკის ტიპის გეგმით წაგრძელებული სწორკუთხა ნაგებობაა. შესასვლელი სამი მხრიდან აქვს. ინტერიერი სვეტების 4 წყვილით 3 ნავად არის გაყოფილი. აფსიდით დასრულებული შუა ნავის ორივე მხარეს, მთელ სიგრძეზე, სვეტებზე ამოყვანილია 5-5 თაღი. საშენ მასალად გამოყენებულია ოდნავ გათლილი ნატეხი და რიყის ქვა, თაღებისათვის - სუფდად გათლილი ქვის კვადრები. აფსიდი და თაღები ნალისებრი ფორმისაა. შიგნით მოხატულია. გარედან შემოსილია მომწვანო-მოვარდისფრო ქვიშაქვის კვადრებით. აღმოსავლეთ ფასადზე, შუა სარკმლის თავზე, დიდი ქვის ჯვარია გამოყვანილი. ეკლესია რამდენჯერმე საფუძვლიანად არის გადაკეთებული.

აბა ვის რა თარიღი აწყობს?