კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები
Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 19 აპრ 2009, 22:40
მოკლედ ვაპირებთ წასვლას ხაშმში -
თავად სოფელში არის რამდენიმე ეკლესია -
და სოფლიდან დაშორებით კი სამების კომპლექსი -
წავალთ ივლისში-
ხალხის რაოდენობაზეა დამოკიდებული ასევე ტრანსპორტის ნაირსახეობაც.
ხაშმი - სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. მდინარე ივრის მარცხენა მხარეს. საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან 770 მეტრი საგარეჯოდან 14 კილომეტრი. სოფლიდან 10 კილომეტრზე აღმართულია V საუკუნის დასასრულისა და VI საუკუნის დასაწყისის სამების ეკლესია.
სოფ. ხაშმი შუა საუკუნეებში იწოდებოდა კაწარეთის სახელწოდებით. XVIII საუკუნის პირველ ნახევრამდე ხაშმის ს ა მ ე ბ ა ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია კაწარეთის სახელწოდებით. საისტორიო მწერლობაში კაწარეთი პირველად იხსენიება ისტორიულ თხზულებაში ,,მოქცევაი ქართლისაი". იმ ადგილას სადაც ლაპარაკია წ მ ი ნ დ ა ნ ი ნ ო ს მოღვაწეობაზე, მემატიანე ბრძანებს ,,და ნ ი ნ ო შთავიდა კხოელთა და დადგა კაწარეთს: მონათლნა კხოელნი და სოჯნი. იგივეა ნათქვამი ,,ქართლის ცხოვრებაში": ,,ხოლო წმინდა ნინო ჩავიდა კახეთსა და დადგა კაწარეთს და მოაქცივნა იგინიცა
ხაშმის სამება იწოდებოდა კაწარეთად. გადმოცემით კაწარეთის ეკლესია აშენებულია ვ ა ხ ტ ა ნ გ გ ო რ გ ა ს ლ ი ს მიერ. ილია ჯაში გვამცნობს ამ გადმოცემას: ვ ა ხ ტ ა ნ გ გ ო რ გ ა ს ა ლ ი თავისი ერთ-ერთი ლაშქრობის დროს მთიელთა წინააღმდეგ, გაჩერდა ღამის სათევად სწორედ იმ ადგილას, სადაც ახლა ს ა მ ე ბ ა დგას. კეთილმორწმუნე მეფემ, მისი თანამძროლთა დასწრებით, მისცა ღმერთს დიდებული აღთქმა, თუ ვინიცობაა დაამარცხოს მტერი და მშვიდობიანათ დაბრუნდეს ლაშქრობიდან, სადგომის ადგილას ააგოს ეკლესია წ მ ი ნ დ ა ს ა მ ე ბ ი ს სახელზე. ვახტანგმა გაიმარჯვა მთიულებზე და თანახმად პირობისა, მალე ეკლესიაც ააშენა
ხაშმის სამების ეკლესია - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში. მიეკუთვნება V-VI საუკუნეების მიჯნას. ადრე მას კაწარეთის სამებას უწოდებდნენ. ეკლესიას გარს უვლის ქვის გალავანი, შესასვლელი გალავანს შიგნით ჩართული საცხოვრებელი კოშკიდან აქვს. გალავნის შიგნით არის აგრეთვე ეპისკოპოსის სასახლე, სამრეკლო და მარანი. ეკლესია ბაზილიკის ტიპის გეგმით წაგრძელებული სწორკუთხა ნაგებობაა. შესასვლელი სამი მხრიდან აქვს. ინტერიერი სვეტების 4 წყვილით 3 ნავად არის გაყოფილი. აფსიდით დასრულებული შუა ნავის ორივე მხარეს, მთელ სიგრძეზე, სვეტებზე ამოყვანილია 5-5 თაღი. საშენ მასალად გამოყენებულია ოდნავ გათლილი ნატეხი და რიყის ქვა, თაღებისათვის - სუფდად გათლილი ქვის კვადრები. აფსიდი და თაღები ნალისებრი ფორმისაა. შიგნით მოხატულია. გარედან შემოსილია მომწვანო-მოვარდისფრო ქვიშაქვის კვადრებით. აღმოსავლეთ ფასადზე, შუა სარკმლის თავზე, დიდი ქვის ჯვარია გამოყვანილი. ეკლესია რამდენჯერმე საფუძვლიანად არის გადაკეთებული.
აბა ვის რა თარიღი აწყობს?
Last edited by
Tamari-ch. on 08 ივლ 2009, 14:28, edited 4 times in total.
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 19 აპრ 2009, 22:42
1)
Tamari-ch. (ჩემთვს სულერთია 26/IV ან 3 /V)
2)
qvevri ?
3)
GAMARJOBA SAKARTVELO ?
4)

-
Bivrili
- მაწანწალა
- Posts: 992
- Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
- Location: სახატეთი...
Post
by Bivrili » 20 აპრ 2009, 13:48
26 აპრილს ვერ შევძლებ წამოსვლას
თუ გადაწყვიტავთ 3 მაისს წასვლას , მეც წამოვალ
სიაში მოგვიანებით ჩავეწერები
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 20 აპრ 2009, 13:59
1) Tamari-ch. (ჩემთვს სულერთია 26/IV ან 3 /V)
2) qvevri ?
3) GAMARJOBA SAKARTVELO ?
4) Bivrili (3 მაისი)
5) ვიცი რომ ჩიტუციოსაც 3 / IV - ში შეუძლია
მიაწერეთ ხოლმე თარიღიც -
ვის რა თარიღი გაწყობთ
თან ამინდის პროგნოზით თითქოს 3/IV- ში უკეთესი ამინდი უნდა იყოს...
ამიტომ მეტი შანსია რომ 3 -ში წავიდეთ...
-
Gio-horus
- იეტი
- Posts: 1360
- Joined: 18 დეკ 2006, 17:44
- Location: El Amarna
-
Contact:
Post
by Gio-horus » 20 აპრ 2009, 14:54
სამსახური სამსახური.....
ყველანაირად ვეცდები.. ძალიან მაგრად მინდა!!!!!! ყოველთვის მაინტერესებდა... სიახლოვის მიუხედავად ვერცერთხელ ვერ მოვახერხე ხაშმის დაწვრილებით შესწავლა.... მსურველთა სია თუ შედგება ჯერ-ჯერობით მსურველებში ჩავეწერები.... ხაშმის საფერავიც ისე ერთ-ერთი მთავარი ღირსშენაიშნაობაა... რითაც ხაშმელები დღემდე სამართლიანად ამაყობენ...

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 20 აპრ 2009, 17:44
ეხლა ვნახე, რომ 26 სამშაბათი ყოფილა და რატომ შუა კვირა? შაბათ-კვირა ხომ არ გვეცადა?
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 20 აპრ 2009, 17:48
უი
კვირას ვგულისხმობ -
26 აპრილი კვირაა კაცოუ!
შენ მაისი ნახე ეტყობა...
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 20 აპრ 2009, 18:01
Tamari-ch. wrote:უი
კვირას ვგულისხმობ -
26 აპრილი კვირაა კაცოუ!
შენ მაისი ნახე ეტყობა...
შევრცხვი

-
Gilgamesh
- ბილიკზე მოარული
- Posts: 37
- Joined: 27 ნოე 2006, 15:16
-
Contact:
Post
by Gilgamesh » 20 აპრ 2009, 18:09
გზა რა დაჯდება არ უნდა დაიწეროს??

-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 20 აპრ 2009, 18:15
Gilgamesh
თუ სარეისოთი წავედით 2-3 ლარია მგონი + უკან ამდენივე..
თუ ვიქირავეთ მაქსიმუმ ალბათ 10 ლარი
-
amigo
- მაწანწალა
- Posts: 954
- Joined: 08 აპრ 2005, 15:22
Post
by amigo » 20 აპრ 2009, 18:24
1) Tamari-ch. (ჩემთვს სულერთია 26/IV ან 3 /V)
2) qvevri ?
3) GAMARJOBA SAKARTVELO ?
4) Bivrili (3 მაისი)
5) ვიცი რომ ჩიტუციოსაც 3 / IV - ში შეუძლია
6) ამიგო

-
Katy
- მაწანწალა
- Posts: 629
- Joined: 16 მარ 2006, 15:01
Post
by Katy » 20 აპრ 2009, 21:43
1) Tamari-ch. (ჩემთვს სულერთია 26/IV ან 3 /V)
2) qvevri ?
3) GAMARJOBA SAKARTVELO ?
4) Bivrili (3 მაისი)
5) ვიცი რომ ჩიტუციოსაც 3 / IV - ში შეუძლია
6) ამიგო
7) Katy
-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 აპრ 2009, 01:18
თუ ყველა ტაძრის ნახვაა გეგმაში, სარეისო მინიბუსი ახლავე უნდა გამოირიცხოს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები