Page 1 of 4
მამკოდის წმიდა გიორგის ტაძარი-გლდანის ხევი ფეხით
Posted: 16 აპრ 2009, 15:03
by ARCHILI
ჩემს გრაფიკს გადავავლე თვალი და 26 მაისს - დასვენებას -სამშაბათს თავისუფალი დრო ვიპოვნე.
კარგა ხანია მინდა მამკოდაში ასვლა და ვერ მოვახერხე.
ამიტომ გადავწყვიტე, გამოვიყენო შესაძლებლობა და ავიდე:
1. დილის 9 საათისათვის მეტრო სარაჯიშვილთან შეკრება და სოფელი გლდანის სამარშრუტო ტაქსის გაყოლა სოფელ გლდანამდე.
2. ბოლო გაჩერებიდან მამკოდის გადასახვევამდე, მდინარე გლდანულამდე მისვლა (ასე 5-6 კილომეტრი ადვილი გზა).
3. მამკოდის ტაძარზე ასვლა და მონახულება.
3. უკან დაბრუნება სოფელ გლდანამდე ფეხით და თბილისში ჩვეულებრივი ტრანსპორტით გამომგზავრება.
ხარჯი:
50 თეთრი მარშრუტკა მეტრო სარაჯიშვილიდან სოფელ გლდანამდე. შესაბამისად, აქეთ. სულ 1 (ერთი ლარი).
საჭმელი და სასმელი.
შეგვიძლია წავუმწვადოთ კიდეც.
=====================================================================
მამკოდის წმინდა გიორგის ეკლესია (XIX საუკუნე) და მონასტერი

მამკოდის წმიდა გიორგის ტაძარი-გლდანის ხევი ფეხით
Posted: 16 აპრ 2009, 15:11
by ARCHILI
ცოტა რამ გლდანის ხევის (იგივე გლდანულას შესახებ)
გლდანის ხევი (გლდანულა)
ისტორიული წყაროებით გლდანი პირველად მოხსენებულია თამარ მეფის ისტორიკოსის ბასილ ეზოსმოძღვარის თხზულებაში "ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი": გლდანი ხშირად იხსენიება XVI-XVIII საუკუნეების საბუთებში. ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი რამდენჯერმე მოიხსენიებს ამ დასახლებულ პუნქტს, ოღონდ "გრდანის" სახელწოდებით. მის მიერ შედგენილ რუკაზე ორი გრდანი არის აღნიშნული, კიდევ ერთი დუმაგრდანი. ჩვენი საუკუნის დასაწყისიდან საბოლოოდ დამკვიდრდა სახელწოდების ფორმა - გლდანი. ვახუშტი ბატონიშვილის მიერ აღნიშნული დუმაგრდანი XIX საუკუნეში გამქრალა.
გლდანულა მდებარეობს ქალაქ თბილისის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთ განედის 41გრადუსი 42 წუთი. აღმოსავლეთ გრძედის44გრადუსი 30 წუთი. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მცხეთის რაიონი.
სკოლიდან სამხრეთით არის ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმო KASEI LTD. იგი მუშაობს 2004 წლიდან მისი ნაწრმი ფანერები იგზავნება თურქეთში, იტალიაში. (ადრე აქ იყო ჩაის გადამამუშავებელი კომბიანტი) მისი კვამლი საკამოდ აბინძურებს ატმოსფეროს. (სკოლიდან დაშორებულია დაახლოებით 50 მეტრით)
წარმოშობა
ადგილობრივ მოსახლეობაში შემორჩენლია თქმულება, თითქოს ვახტანგ მეექვსის ლაშქარს დაემარცხებინოს ლეკების ლაშქარი და იქვე მდებარე წვეტიან ქვასთან მოეკლათ ლეკების სარდალი გალდანი, რის შემდეგ ამ დასახლებას გალდანი უწოდეს, რომელიც შემდეგ გლდანის სახელით შეიცვალაო. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორის კობა ხარაძის აზრით სახელწოდების თავდაპირველი ფორმა უნდა ყოფილიყო გრდანი.
ვახუშტი ბაგრატიონის მიერ დახასიათებულია რეგიონის საზღვრები "განჰყოფს გრდანს აღმოსავლით ერწოს მთა, სამხრით ხევძმარი, ლილო, მარტყოფი, ჩრდილოთ მთა იალნო, დასავლით მტკუარი და არაგვ" (ქართლის ცხოვრება, ტომი მეოთხე, 1973, გვერდი 537) გარდა ნიშნავს გარდამავალს მთისა და ბარის თავშეყრის ადგილს. ვახუშტი ბაგრატიონი გრდანის მდებარეობას ასე ახასიათებს: "ამას ქუეით (ჯრის მონასტერი) არს ველი მთასა და მტკუარს შორისო".... (ქართლის ცხოვრება, ტომი მეოთხე, 1973, გვერდი 536) სწორედ მთასა და ბარს შორის გარდამავალ ზოლში მდებარეობს გლდანი. გრდანისა და დუმასაგან მიღებულია სახელწოდება დამაგრანდი. დუმა ნიშნავს ჩუმ, წყნარ, ადგილს.
ამ ტერმინისაგან საქართველოში რამდენიმე პუნქტის სახელია ნაწარმოები, მაგ: დუმას უბანი, (კახეთში), დუმასური (პანკისის ხეობა), დუმანი (ჯავახეთში) და სხვა. სად მდებარეობდა დასახლებული პუნქტი დუმაგრანდი? ვახუშტი ბაგრატიონის სოფლების სიაში და იოანე ბაგრატიონის "ქართლ კახეთის სოფლების აღწერაში'' დუმაგრანდი გლდანსა და მამკოდას შორის არის დასახელებული. ასევეა დატანილი ვახუშტი ბაგრატინის რუკებზე. გამოდის, რომ დუმაგრანდი მდინარე გლდანის ხევზე მამკოდამდე მდებარეობდა.
ადამიანის მრავალ საუკუნოვანი სანეურნეო საქმანობასთან დაკავშირებით პირველადი ბუნებრივი ლანდშაფტები დარღვეულია და საკმაო ტერიტორიაზე შექმნილია ანთროპოგენური ლანდშაფტების სახესხვაობანი. საკაო ნაწილზე შეიქმნა ე.წ. "სამოსახლო" ლანდშაფტი.
სანამ დასახლება გლდანულა შეიქმნებოდა ადრე ეს ტერიტორია ეკუთვნოდა მცხეთას, მოჰყავდათ ბაღჩეული კულრტურები შემდეგ საძოვრად იყენებდა სოფელ გლდანის მოსახლეობა. მაგრამ ქალაქის გაფართოების მიზნით ტერიტორია თბილისს გადაეცა, როგორც გარეუბანი და აქ გაშენდა პატარა დასახლება რომელსაც სახელად ეწოდა გლდანის ხევი, იგივე გლდანულა. დასახლების მშენებლობა დაიწყო 1983 წელს დასრულდა 1987 წელს.
აქ განლაგებულია 16 საცხოვრებელი კორპუსი რომლებიც ნაგებია არქიტექტორ ყავლაშვილის პროექტით, საცხოვრებლები ჩეხური სტლით, შენობები რკინა ბეტონის კონსტრუქციებით არის ნაგები. აქ მდებარე 16 კორპუსიდან 12 არის 9 სართულიანი, ხოლო 4 კი 14 სართულიანი. დასახლებაში არის სკოლა. 2 ბაღი საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები.
რაც შეეხება სასმელი წყლით უზრუნველყოფას ძირითად როლს თბილისის ზღვა ასრულებს. ქუჩების მწვანე სამოსელშიჭარბობს ნეკერჩხალი, ცხენის წაბლი, ცაცხვი, მუხა, იფანი, კვიპაროსი.
მამკოდის წმიდა გიორგის ტაძარი-გლდანის ხევი ფეხით
Posted: 16 აპრ 2009, 15:12
by ARCHILI
ტოპონიმიკა
ბერთახევი - მდ. გლდანისხევის მარჯ. შენაკადი.
ბოსტნები - ეწოდება გლდანის ხევის დასახლების ფერდობებს.
ახალი გლდანი - იგივე რიყიანი
გამოღმა გლდანი - უბანი მდ. გლდანისხევის მარცხ. მხარეზე.
გაღმა გლდანი - უბანი მდ. გლდანისხევის მარჯვ. მხარეზე.
გლდანისხევი - მდ. მტკვრის მარცხ. შენაკადი ავჭალასთან. მას ეწოდება აგრეთვე ლელუბნისწყალი, გლდანისწყალი, რიყე, ადგილობრივი მოსახლეობა მას რიყეს უწოდებს.
დიდმანიანი - ნასოფლარი ჯოხტანისხევის მარცხ. ნაპირზე.
ეფრენისწყალი - წყარო სოფ. გლდანის ცრდ. დას - ით.
ვაკეტყე - ადგილი ნასოფ. მამკოის სამხრეთით 1 კმ-ზე.
ვეძები - ძლიერ მარილიანი წყარო ნასოფლარ მამკოდის ჩრდილო ამოსავლეთით.
ვეჯინი - ნასოფლარი ყოფილი სოფლის გლდანი
ჩრდილოეთით ვეჯინისხევი - მდინარე გლდანისხევი მარჯვენა შენაკადი.
თაკვერები - ვაკე ადგილი ყოფილი სოფელ პატარა გლდანთან.
თრილანთწყარო - წყარო ნასოფლარ მშრალხევში.
კაჭკაჭისხევი - მდინარე და წყარო ყოფილი სოფელ გლდანის ჩრდილოეთით.
კლდისთავი - ადგილი მდინარე გლდანისხევის ყოფილი გლდანის ჩრდილოეთით 1 კმ-ზე
ლელუბანი - ნასოფლარი მდინარე გლდანისხევის სათავეშეებში იალონის ქედზე.
ლეკის ქვა - წვეტიანი ქვა ყოფილი სოფელ გლდანში, მდინარე გლდანისხევში.
ლურჯისერი - მთა ყოფილი სოფელ გლდანის ჩრდილოეთით ჯოხტანისხევში.
მამკოდა - ნასოფლარი გლდანისხევისმარცხენა მხარეზე, თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.
მაყვლიანი ველი - სათიბი, საძოვარი, და მთა ყოფილი სოფელ გლდანის ჩრდილო აღმოსავლეთით.
მშრალიხევი - მდინარე გლდანისხევის მმარჯვენა შენაკადი.
ნადიკვრები - ადგილი გლდანისხევის მარჯვენა მხარეზე, მამკოდაასთან.
ნავიწყალი - წყარო მამკოდასთან, ტბის ტბის მახლობლად.
ორქვები - მთა ყოფილი სოფელ გლდანის ჩრდილო აღმოსავლეთით.
პავლიანთწყარო - წყარო ნასოფლარ მამკოდის ჩრდილოეთით.
პატარა გლდანი - უბანი მდინარე გლდანისხევის მარცხენა მხარეზე გლდანულასა და ავჭალას შორის.
პატარა ტბა - გლდანის დასახლებასა და რიყიანს შორის.
რიყე - გლდანისხევი
რიყიანი - უბანი გლდანის პატარა ტბასა და გლდანის VIII მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე.
რიყის ბაღი - ეწოდება სატბურების ტერიტორიას ყოფილი სოფელ გლდანში.
სალოკები - მინდორი ყოფილ სოფელ გლდანის ჩრდილო აღმოსაცლეით, აქ მიწა მლაშეა და ნადირი ეტანება მარილის სალოკავად.
სამების ქედი - ყოფილი სოფელი გლდანის დასავლეთით.
საყდრისფერდი - ნამოსახლარი გლდანისხევის მარჯვენა ნაპირზე.
საყინულე - ნასოფლარი ჯიხტანისხევის მარჯვენა ნაპირზე.
საყინულე - მთა ნასოფლარ ვეჯინის თავზე.
ტურისხევი - მდინარე ნასოფლარ ვეჯინის თავზე.
ქვაკალო - ადგილი საგურამო-იალონის ქედზე.
ღარიბიწყალის ხეობა - მდინარე და წყარო მიედნიება ნასოფლარ ვეჯინის თავზე.
ღვთისმშობლის ტყე - მშრალხევის დასავლეთით.
წვეტიანი ქვა - ლეკის ქვა
ხოჭა ტბა - მლაშე ტბა მამკოდას სამხრეთ აღმოსავლეთით.
ჯვარა - საძოვარი ჯინტანის ხეობაში.
ჯოხტანისხევი - მდინარე გლდანისხევის მარჯვენა შენაკადი, ყოფილ სოფელ გლდანთან.
მამკოდის წმიდა გიორგის ტაძარი-გლდანის ხევი ფეხით
Posted: 16 აპრ 2009, 15:13
by ARCHILI
კულტურული ძეგლები
მდ. გლდანის ხევის მარცხენა მხარზე ნაპოვნი იქნა სამაროვანი. სამაროვანი ნაგებია ქვის დიდი ფილებით. ნამოსახლარია თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის მარცხენა ნაპირას, ყოფილი სოფლის განაპირას. აქ ნაპოვნია ნახშირიან-ნაცროვანი ფენა, წყალსადენის თიხის მილები და სხვ. გლდანისხევის მარჯვენა მხარეზე, ადგილ საყდრისფერდში, მიკვლეულია გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის და აასევე ფეოდალური პერიოდის ნამოსახლარი. იგი შედგება ნამოსახლარისა და სამაროვანისაგან.
აქ გამოვლინდა ნახშირ-ნაცროვანი მძლავრი ფენა და თიხის ურჭლის ნატეხები, ხოლო სამაროვანზე ქვაყუთები. გლდანისხევის შენაკადების ჯოხტანის ხევის მარცხ. ნაპირზე და ვერჯინისხევის მარჯვენა ნაპირზე აღმოჩენილია ნასახლარები. ეს ადგილები ამჟამად ტყით არის დაფარული. ნაპოვნია ადრინდელი ფეოდალური ხანის თიხის ჭურჭლები. ჯოხტანისხევის მარჯვენა ნაპირზე ადგილ ბოგრებში მდებარეობს ნასოფლარი საყინულე. გადმოცემით, ღარიბი წყლიდან (ნასოფლარ ვეჯინთან) სასმელი წყალი გაუყვანიათ რუსთავსა ყარაიას ველზე. (ძველი გაჩიანი)გლდანისხევში (რიყიანში) დასახლდნენ და ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარეს ცნობილმა აკადემიკოსმა შალვა ნუცუბიძემ დ პროფესორმა ზაქარია მაისურაძემ.
რიყიანში ყოფილა XII ს-ის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომლის ნაშთი და წარწერიანი ქვები აღმოჩნდა 1942 tსს აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის სახლის შენებლობის დროს. ნასოფლარ მამკოდასთან დგას ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ეკლესიები, სამრეკლო და სხვ. ღვთისმშობლის ეკლესა დარბაზულია და აგებულია XIX ს-ში. აგებულია რიყის ქვითა და აგურით.
დარბაზულია მამკოდის წმინდა გიორგის ეკლესია XIX ს-შია აგებული. იგი ჯვარ გუმბათოვანი ტიპისაა.
მამკოდის წმიდა გიორგის ტაძარი-გლდანის ხევი ფეხით
Posted: 22 აპრ 2009, 09:54
by ARCHILI
წამსვლელები:
1. არჩილი
2.
პოტენციურად წამსვლელები:
1.
მამკოდის წმიდა გიორგის ტაძარი-გლდანის ხევი ფეხით
Posted: 22 აპრ 2009, 09:56
by qvevri
წამსვლელები:
1. არჩილი
2.
პოტენციურად წამსვლელები:
1. ქვევრი
მამკოდის წმიდა გიორგის ტაძარი-გლდანის ხევი ფეხით
Posted: 22 აპრ 2009, 10:25
by Archil
წამსვლელები:
1. არჩილი
2. არჩილი
პოტენციურად წამსვლელები:
1. ქვევრი
მამკოდის წმიდა გიორგის ტაძარი-გლდანის ხევი ფეხით
Posted: 22 აპრ 2009, 10:50
by tamuna_gudarexi
არაფერი ვიცოდი გლდანულას ისტორიის თაობაზე...

საინტერესოა!
თუ მოვახერხე, მინდა წამოსვლა.

ჯერ არ ვეწერები სიაში...
მამკოდის წმიდა გიორგის ტაძარი-გლდანის ხევი ფეხით
Posted: 22 აპრ 2009, 11:49
by Wanderer
რამდენი ხანი დასჭირდება ისე იქ ასვლას? უფრო გვიან რომ წავიდეთ ვერ მოვასწრებთ? ვთქვათ ასე 12-ზე.
წამსვლელები:
1. არჩილი
2. არჩილი
პოტენციურად წამსვლელები:
1. ქვევრი
2. ზურა
მამკოდის წმიდა გიორგის ტაძარი-გლდანის ხევი ფეხით
Posted: 22 აპრ 2009, 12:52
by KINALOKO
1. არჩილი
2. არჩილი
პოტენციურად წამსვლელები:
1. ქვევრი
2. ზურა
3. ANIKOKOL
მამკოდის წმიდა გიორგის ტაძარი-გლდანის ხევი ფეხით
Posted: 22 აპრ 2009, 16:24
by kiki
ეხლა ესე გამოიყურება....

მამკოდის წმიდა გიორგის ტაძარი-გლდანის ხევი ფეხით
Posted: 22 აპრ 2009, 16:26
by kiki
მონასტერთან ახლოს არის ასევე ეკლესიის ნანგრევები...

მამკოდის წმიდა გიორგის ტაძარი-გლდანის ხევი ფეხით
Posted: 22 აპრ 2009, 16:30
by kiki
და ასეთი სისუფთავეც...

მამკოდის წმიდა გიორგის ტაძარი-გლდანის ხევი ფეხით
Posted: 23 აპრ 2009, 15:52
by ilia
წამსვლელები:
1. არჩილი
2. არჩილი
პოტენციურად წამსვლელები:
1. ქვევრი
2. ზურა
ველოსიპედით წამსვლელები:
1. ილია
მამკოდის წმიდა გიორგის ტაძარი-გლდანის ხევი ფეხით
Posted: 23 აპრ 2009, 16:21
by Gio-horus
წამსვლელები:
1. არჩილი
2. არჩილი
პოტენციურად წამსვლელები:
1. ქვევრი
2. ზურა
ველოსიპედით წამსვლელები:
1. ილია
2. Gio-horus