Post
by ARCHILI » 16 აპრ 2009, 15:11
ცოტა რამ გლდანის ხევის (იგივე გლდანულას შესახებ)
გლდანის ხევი (გლდანულა)
ისტორიული წყაროებით გლდანი პირველად მოხსენებულია თამარ მეფის ისტორიკოსის ბასილ ეზოსმოძღვარის თხზულებაში "ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი": გლდანი ხშირად იხსენიება XVI-XVIII საუკუნეების საბუთებში. ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი რამდენჯერმე მოიხსენიებს ამ დასახლებულ პუნქტს, ოღონდ "გრდანის" სახელწოდებით. მის მიერ შედგენილ რუკაზე ორი გრდანი არის აღნიშნული, კიდევ ერთი დუმაგრდანი. ჩვენი საუკუნის დასაწყისიდან საბოლოოდ დამკვიდრდა სახელწოდების ფორმა - გლდანი. ვახუშტი ბატონიშვილის მიერ აღნიშნული დუმაგრდანი XIX საუკუნეში გამქრალა.
გლდანულა მდებარეობს ქალაქ თბილისის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთ განედის 41გრადუსი 42 წუთი. აღმოსავლეთ გრძედის44გრადუსი 30 წუთი. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მცხეთის რაიონი.
სკოლიდან სამხრეთით არის ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმო KASEI LTD. იგი მუშაობს 2004 წლიდან მისი ნაწრმი ფანერები იგზავნება თურქეთში, იტალიაში. (ადრე აქ იყო ჩაის გადამამუშავებელი კომბიანტი) მისი კვამლი საკამოდ აბინძურებს ატმოსფეროს. (სკოლიდან დაშორებულია დაახლოებით 50 მეტრით)
წარმოშობა
ადგილობრივ მოსახლეობაში შემორჩენლია თქმულება, თითქოს ვახტანგ მეექვსის ლაშქარს დაემარცხებინოს ლეკების ლაშქარი და იქვე მდებარე წვეტიან ქვასთან მოეკლათ ლეკების სარდალი გალდანი, რის შემდეგ ამ დასახლებას გალდანი უწოდეს, რომელიც შემდეგ გლდანის სახელით შეიცვალაო. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორის კობა ხარაძის აზრით სახელწოდების თავდაპირველი ფორმა უნდა ყოფილიყო გრდანი.
ვახუშტი ბაგრატიონის მიერ დახასიათებულია რეგიონის საზღვრები "განჰყოფს გრდანს აღმოსავლით ერწოს მთა, სამხრით ხევძმარი, ლილო, მარტყოფი, ჩრდილოთ მთა იალნო, დასავლით მტკუარი და არაგვ" (ქართლის ცხოვრება, ტომი მეოთხე, 1973, გვერდი 537) გარდა ნიშნავს გარდამავალს მთისა და ბარის თავშეყრის ადგილს. ვახუშტი ბაგრატიონი გრდანის მდებარეობას ასე ახასიათებს: "ამას ქუეით (ჯრის მონასტერი) არს ველი მთასა და მტკუარს შორისო".... (ქართლის ცხოვრება, ტომი მეოთხე, 1973, გვერდი 536) სწორედ მთასა და ბარს შორის გარდამავალ ზოლში მდებარეობს გლდანი. გრდანისა და დუმასაგან მიღებულია სახელწოდება დამაგრანდი. დუმა ნიშნავს ჩუმ, წყნარ, ადგილს.
ამ ტერმინისაგან საქართველოში რამდენიმე პუნქტის სახელია ნაწარმოები, მაგ: დუმას უბანი, (კახეთში), დუმასური (პანკისის ხეობა), დუმანი (ჯავახეთში) და სხვა. სად მდებარეობდა დასახლებული პუნქტი დუმაგრანდი? ვახუშტი ბაგრატიონის სოფლების სიაში და იოანე ბაგრატიონის "ქართლ კახეთის სოფლების აღწერაში'' დუმაგრანდი გლდანსა და მამკოდას შორის არის დასახელებული. ასევეა დატანილი ვახუშტი ბაგრატინის რუკებზე. გამოდის, რომ დუმაგრანდი მდინარე გლდანის ხევზე მამკოდამდე მდებარეობდა.
ადამიანის მრავალ საუკუნოვანი სანეურნეო საქმანობასთან დაკავშირებით პირველადი ბუნებრივი ლანდშაფტები დარღვეულია და საკმაო ტერიტორიაზე შექმნილია ანთროპოგენური ლანდშაფტების სახესხვაობანი. საკაო ნაწილზე შეიქმნა ე.წ. "სამოსახლო" ლანდშაფტი.
სანამ დასახლება გლდანულა შეიქმნებოდა ადრე ეს ტერიტორია ეკუთვნოდა მცხეთას, მოჰყავდათ ბაღჩეული კულრტურები შემდეგ საძოვრად იყენებდა სოფელ გლდანის მოსახლეობა. მაგრამ ქალაქის გაფართოების მიზნით ტერიტორია თბილისს გადაეცა, როგორც გარეუბანი და აქ გაშენდა პატარა დასახლება რომელსაც სახელად ეწოდა გლდანის ხევი, იგივე გლდანულა. დასახლების მშენებლობა დაიწყო 1983 წელს დასრულდა 1987 წელს.
აქ განლაგებულია 16 საცხოვრებელი კორპუსი რომლებიც ნაგებია არქიტექტორ ყავლაშვილის პროექტით, საცხოვრებლები ჩეხური სტლით, შენობები რკინა ბეტონის კონსტრუქციებით არის ნაგები. აქ მდებარე 16 კორპუსიდან 12 არის 9 სართულიანი, ხოლო 4 კი 14 სართულიანი. დასახლებაში არის სკოლა. 2 ბაღი საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები.
რაც შეეხება სასმელი წყლით უზრუნველყოფას ძირითად როლს თბილისის ზღვა ასრულებს. ქუჩების მწვანე სამოსელშიჭარბობს ნეკერჩხალი, ცხენის წაბლი, ცაცხვი, მუხა, იფანი, კვიპაროსი.
Last edited by
ARCHILI on 16 აპრ 2009, 15:33, edited 1 time in total.