22/23/24.05 ზნაკვა(პატაპუტინას და არამარტო -ფესვები)/ფესვებტური
Posted: 14 აპრ 2009, 02:22
როგორც იცით, გამიჩნდა იდეა, რომ შეგვექმნა ფესვებ-ტური.
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3215&start=0
ამ ტურის მიზანი იმ ადგილების მონახულებაა, საიდანაც ჩვენ მოვდივართ, სადაც ჩვენს წინაპრებს უცხოვრიათ, ან მათი საფლავებია, ან მათი ნასახლარები, სასურველ შემთხვევაში კი მათი ნათესავები და ახლობლები ცხოვრობდნენ.
ამ ტურით ჩვენ კიდეც მოვინახულებთ ამ ადგილებს, გავეცნობით ხალხს, მაცხოვრებლებს, შევეცდებით გავიკითხოთ ჩვენს წინაპრებთან დაკავშირებული ნებისმიერი ამბავი ინფორმაცია, მოგონებები.
გადავიღებთ ფოტოებს მოსახლეებთან, ჩავიწერთ მათ მონათხრობებს და ა.შ.
ერთი სიტყვით, კარვებს ჩავდგამთ საწინაპრეთში...

როგორც იცით, პირველ ტურად ჩემი ფესვების მონახულება მინდოდა სუჯუნაში... მაგრამ პატაპუტინასთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტეთ, პირველი ფესვებ-ტური რაჭაში, კერძოდ კი ზნაკვაში მოგვეწყო.
ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზიც გვაქვს, რომ პირველი ფესვ-ტური პუტინას დავუთმოთ, ოღონდ ამ მიზეზს მხოლოდ ზნაკვაში წასული კარველები გაიგებენ იქ, ადგილზე, ხოლო დნარჩენები კი რეპორტაჟის საშუალებით.
========================================================
ჩვენი გეგმა ასეთია:
22 მაისი პარასკევი
1. საღამოსპირს გასვლა თბილისიდან დაქირავებული სამარშრუტო ტაქსით (მარშრუტკით)
2. ახლადდაღამებულზე ჩასვლა ზნაკვაში
3. დაბანაკება ზნაკვაში პუტინას ერთ-ერთი ახლობლის ეზოში (გავიკითხავთ ადგილზე, თუ სად მდებარეობს ამ პიროვნების ეზო)
4. აღნიშვნა
23 მაისი შაბათი
1. დილის საუზმე
2. სოფლის დათვალიერება. მაცხოვრებლების გაცნობა. პუტინას მოგვარეების ან ახლობლების მოძიება. ფოტოების გადაღება და ისტორიების ჩაწერა.
3. ტყეში გასვლა, მდინარეზე ჩასვლა და ჩანქერის ნახვა.
4. ღვთისმშობლის ეკლესიის მონახულება.
5. საღამოს აღნიშვნა და ღამის 12 საათზე სპეცფართი.
24 მაისი კვირა
1. დილის საუზმე
2. კარვების აღება და შუადღისათვის ზნაკველებთან დამშვიდობება და გამომგზავრება.
3. გზად ნიკორწმინდის ნახვა
4. შაორზე გასეირნება მცირე ხნით.
5. თბილისში გამომგზავრება
ნელ-ნელა პატაპუტინა დადებს მასალებს თვის გვართან, წინაპრებთან და ზნაკვასთან დაკავშირებით.
და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ადრეა, ნელ-ნელა დავიწყოთ სიის ფორმირებაც, წამოსვლის მსურველები კი შეეცდებან გაითვალისწინონ ახლავე, რომ მაისის ბოლოს უიკენდები გამოათავისუფლონ, ხოლო პარასკევს ცოტა ადრე გამოიპარონ სამსახურებიდან...
==============================================================
წამსვლელები:
1. პუტინა
2. არჩილი
3.
პოტენციურად წამსვლელები:
1.