22/23/24.05 ზნაკვა(პატაპუტინას და არამარტო -ფესვები)/ფესვებტური I

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/23/24.05 ზნაკვა(პატაპუტინას და არამარტო -ფესვები)/ფესვებტური

Post by ARCHILI » 14 აპრ 2009, 02:22

როგორც იცით, გამიჩნდა იდეა, რომ შეგვექმნა ფესვებ-ტური.

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3215&start=0

ამ ტურის მიზანი იმ ადგილების მონახულებაა, საიდანაც ჩვენ მოვდივართ, სადაც ჩვენს წინაპრებს უცხოვრიათ, ან მათი საფლავებია, ან მათი ნასახლარები, სასურველ შემთხვევაში კი მათი ნათესავები და ახლობლები ცხოვრობდნენ.

ამ ტურით ჩვენ კიდეც მოვინახულებთ ამ ადგილებს, გავეცნობით ხალხს, მაცხოვრებლებს, შევეცდებით გავიკითხოთ ჩვენს წინაპრებთან დაკავშირებული ნებისმიერი ამბავი ინფორმაცია, მოგონებები.

გადავიღებთ ფოტოებს მოსახლეებთან, ჩავიწერთ მათ მონათხრობებს და ა.შ.

ერთი სიტყვით, კარვებს ჩავდგამთ საწინაპრეთში...

:)

როგორც იცით, პირველ ტურად ჩემი ფესვების მონახულება მინდოდა სუჯუნაში... მაგრამ პატაპუტინასთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტეთ, პირველი ფესვებ-ტური რაჭაში, კერძოდ კი ზნაკვაში მოგვეწყო.

ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზიც გვაქვს, რომ პირველი ფესვ-ტური პუტინას დავუთმოთ, ოღონდ ამ მიზეზს მხოლოდ ზნაკვაში წასული კარველები გაიგებენ იქ, ადგილზე, ხოლო დნარჩენები კი რეპორტაჟის საშუალებით.

========================================================
ჩვენი გეგმა ასეთია:

22 მაისი პარასკევი

1. საღამოსპირს გასვლა თბილისიდან დაქირავებული სამარშრუტო ტაქსით (მარშრუტკით)

2. ახლადდაღამებულზე ჩასვლა ზნაკვაში

3. დაბანაკება ზნაკვაში პუტინას ერთ-ერთი ახლობლის ეზოში (გავიკითხავთ ადგილზე, თუ სად მდებარეობს ამ პიროვნების ეზო)

4. აღნიშვნა


23 მაისი შაბათი

1. დილის საუზმე

2. სოფლის დათვალიერება. მაცხოვრებლების გაცნობა. პუტინას მოგვარეების ან ახლობლების მოძიება. ფოტოების გადაღება და ისტორიების ჩაწერა.

3. ტყეში გასვლა, მდინარეზე ჩასვლა და ჩანქერის ნახვა.

4. ღვთისმშობლის ეკლესიის მონახულება.

5. საღამოს აღნიშვნა და ღამის 12 საათზე სპეცფართი.


24 მაისი კვირა

1. დილის საუზმე

2. კარვების აღება და შუადღისათვის ზნაკველებთან დამშვიდობება და გამომგზავრება.

3. გზად ნიკორწმინდის ნახვა

4. შაორზე გასეირნება მცირე ხნით.

5. თბილისში გამომგზავრება

ნელ-ნელა პატაპუტინა დადებს მასალებს თვის გვართან, წინაპრებთან და ზნაკვასთან დაკავშირებით.

და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ადრეა, ნელ-ნელა დავიწყოთ სიის ფორმირებაც, წამოსვლის მსურველები კი შეეცდებან გაითვალისწინონ ახლავე, რომ მაისის ბოლოს უიკენდები გამოათავისუფლონ, ხოლო პარასკევს ცოტა ადრე გამოიპარონ სამსახურებიდან...

==============================================================
წამსვლელები:

1. პუტინა
2. არჩილი
3.


პოტენციურად წამსვლელები:

1.
Last edited by ARCHILI on 20 აპრ 2009, 20:41, edited 4 times in total.

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
22/23/24.05 ზნაკვა(პატაპუტინას და არამარტო -ფესვები)/ფესვებტური

Post by Int3lig3nt » 14 აპრ 2009, 02:28

ვა, რა მაგარია :).
პატაპუტინას ფესვები როგორ არ უნდა ვნახო?!

თუმცა იქამდე დიდი დროა. ჯერ არ ჩავეწერები :).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/23/24.05 ზნაკვა(პატაპუტინას და არამარტო -ფესვები)/ფესვებტური

Post by ARCHILI » 14 აპრ 2009, 12:58

რამდენიმე ფოტო ზნაკვას შესახებ მცირეად მოგითხრობთ, ფოტოები იდეებში თავად პუტინოვნამ მოიძია

:)


Image


Image



Image

Image

Image

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
22/23/24.05 ზნაკვა(პატაპუტინას და არამარტო -ფესვები)/ფესვებტური

Post by pataputina » 14 აპრ 2009, 13:07

ვაჰხთ, ვაჰხთ.... Image

რა მაგარია

ეს ტური თუ გამოვიდა
ეს იქნება
ჩემს ცხოვრებაში
ყველაზე
მაგარი
ისა....... Image



კი არა და



ე.ი. რაც ზნაკვას შესახებ ვიცი,
ისაა
რომ
დაახლოებით 2 საუკუნის წინ
ჩემმა წინაპარმა
ბაბუის ბაბუის ბაბუის მამა
კი არა და
პაპის პაპის პაპის მამამ
მოკლა თავადი Image
( პ.ს. თავადი არ წამოხვალ ზნაკვაში?? საგვარეულო ტრადიციები რომ გავიმეორო...... Image )
რის შემდეგაც გამოიქცა მცხეთაში,
კერძოდ, სოფელ ძეგვში, სადაც გახდა შიო მღვიმის მონასტრის ყმა...... Image
ძეგვში ახლა ჩემი საკმაოდ ბევრი მოგვარე ცხოვრობს და ყველა იმ ერთი ადამიანის შტოს გამგრძელებლები ვართ....

კი არა და

როგორც ვიცი, იმ ძეგვში ჩამოსახლებული კვახაძის შემდეგ ზნაკვაში აღარავინ ყოფილა...... Image

ანუჰხთ

ფესვ-ტურის გარდა
ეს იქნება
უძღები შვილის დაბრუნება
2 საუკუნის შემდეგ

Image



ჰხოდა ისა......
დანარჩენი შემდეგ
Image
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

tavadi
ბოდიალა
Posts: 217
Joined: 08 თებ 2009, 23:56
Location: Tbilisi, Vera
22/23/24.05 ზნაკვა(პატაპუტინას და არამარტო -ფესვები)/ფესვებტური

Post by tavadi » 14 აპრ 2009, 21:11

ჩამწერეთ ბატონო არჩილ

მსურველი ვარ და წამომსვლელიც :D
ასე რომ სადაც გინდათ იქ ჩამწერეთ თუ არ მოვკვდი უეჭველი მოვდივარ
მიყვარს: სპორტული მოტოციკლეტი, სნოუბორდი, რაგბი,ხელჩართული ბრძოლა

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
22/23/24.05 ზნაკვა(პატაპუტინას და არამარტო -ფესვები)/ფესვებტური

Post by pataputina » 14 აპრ 2009, 21:17

Image

რა მაგარია

კი არა და

იმედია მაისის ბოლოს უკვე იქნება მდინარეში საბანაო
თუ არა
შესატობგასაწუწი ამინდი
მაინც

Image
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/23/24.05 ზნაკვა(პატაპუტინას და არამარტო -ფესვები)/ფესვებტური

Post by ARCHILI » 14 აპრ 2009, 21:20

წამსვლელები:

1. პუტინა
2. არჩილი
3. თავადი
4.


პოტენციურად წამსვლელები:

1. ინტელიგენტი
2.


c' est tres bien

:)

tavadi
ბოდიალა
Posts: 217
Joined: 08 თებ 2009, 23:56
Location: Tbilisi, Vera
22/23/24.05 ზნაკვა(პატაპუტინას და არამარტო -ფესვები)/ფესვებტური

Post by tavadi » 17 აპრ 2009, 01:14

აბა პუტინიანებში ვინ მოდის

აბა ხალხო სადა ხართ :D
მიყვარს: სპორტული მოტოციკლეტი, სნოუბორდი, რაგბი,ხელჩართული ბრძოლა

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
22/23/24.05 ზნაკვა(პატაპუტინას და არამარტო -ფესვები)/ფესვებტური

Post by namcecuna » 17 აპრ 2009, 01:36

:shock:

მე რა შუაში ვარ მაგრამ, ჩემი ნამცეცფესვები ძალიან ახლოსაა ზნაკვასთან-მამიდაჩემის შვილების ფესვებთან და თუ ცოცხალი ვიქენი მაგ დროს წესით უნდა წამოვიდე :oops:

ხოდა, კიდევ ის რომ-გზიდან გადახვევისმაგვარი არ მოსულა?
თხმორის ჩანჩქერს შემოგთავაზებდით-თხლიშინაზე-როგორც ვიცი ზნაკვის ჩანჩქერს ასე ეძახიან-უფრო დიდი და ... მაპატიეთ და ძალიან ლამაზია :oops:

არ ჩამქოლოთ :D
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
22/23/24.05 ზნაკვა(პატაპუტინას და არამარტო -ფესვები)/ფესვებტური

Post by namcecuna » 17 აპრ 2009, 01:39

pataputina

საბანაო ამინდი შეიძლება იყოს, მაგრამ წყალი ძალიან ძალიან ძალიან ცივი იქნება შესატოპადაც კი :roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

tavadi
ბოდიალა
Posts: 217
Joined: 08 თებ 2009, 23:56
Location: Tbilisi, Vera
22/23/24.05 ზნაკვა(პატაპუტინას და არამარტო -ფესვები)/ფესვებტური

Post by tavadi » 17 აპრ 2009, 02:12

pataputina wrote: დაახლოებით 2 საუკუნის წინ
ჩემმა წინაპარმა
ბაბუის ბაბუის ბაბუის მამა
კი არა და
პაპის პაპის პაპის მამამ
მოკლა თავადი Image
( პ.ს. თავადი არ წამოხვალ ზნაკვაში?? საგვარეულო ტრადიციები რომ გავიმეორო...... Image )
იქ მოკვლა და დაკვლა არ გვინდა :D
ეტყობა ის თავადი ღირსი იყო და მიიღო :)
რაც შემეხება მე ეგ კიდე დასწრებაზეა :D
თან ნაჯახი და დანა მე მომაქ თუ შენ :lol: :lol:
და მაგ დღისთვის კიდევ წამოვიღებ რაღაცეებს :D ........ რავიცი რავიცი :lol: :lol:
მიყვარს: სპორტული მოტოციკლეტი, სნოუბორდი, რაგბი,ხელჩართული ბრძოლა

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
22/23/24.05 ზნაკვა(პატაპუტინას და არამარტო -ფესვები)/ფესვებტური

Post by teo- » 17 აპრ 2009, 02:39

ერთი კვირით გაადადეთ და იქნება საბანაო ამინდი:პ
არა ექსკურსიას! Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/23/24.05 ზნაკვა(პატაპუტინას და არამარტო -ფესვები)/ფესვებტური

Post by ARCHILI » 17 აპრ 2009, 11:18

teo- wrote:ერთი კვირით გაადადეთ და იქნება საბანაო ამინდი:პ
ერთი კვირის მერე გურული ტურია დაგეგმილი:

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3247

;)

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
22/23/24.05 ზნაკვა(პატაპუტინას და არამარტო -ფესვები)/ფესვებტური

Post by lama » 17 აპრ 2009, 18:20

მე ფესვტური კარავზე უკვე ოთხჯერ მოვაწყვე

ოთხჯერვე სვანეთში და ახლაც ივლისში მეხუთედ მოვაწყობ და ამ ტურებში ფავორიტი ვარ ჯერ-ჯერობით ;)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/23/24.05 ზნაკვა(პატაპუტინას და არამარტო -ფესვები)/ფესვებტური

Post by ARCHILI » 17 აპრ 2009, 18:26

lama wrote:მე ფესვტური კარავზე უკვე ოთხჯერ მოვაწყვე

ოთხჯერვე სვანეთში და ახლაც ივლისში მეხუთედ მოვაწყობ და ამ ტურებში ფავორიტი ვარ ჯერ-ჯერობით ;)
ლამა, მსგავს საკითხში ნამდვილად სამაგალითო ხარ...

:)

მცირე განსხვავება ის არის, რომ ეს ტური კიდევ იმათაც ეხება, ვინც თავის ფესვებში არაა ნამყოფი...

:)

პატაპუტინა ზნაკველია წარმოშობით და არ არის ნამყოფი...

მე წარმოშობით სუჯუნიდან ვარ და არ ვარ ნამყოფი...

ვეცდებით, ჩავიდეთ, გავიცნოთ, გავარკვიოთ ჩვენი საწინაპრეთი და ა.შ.

აი, შენ, მაგაში მისაბაძი ხარ, რომ ყოველთვის მჭიდრო კავშირი გაქვს და არა მხოლოდ შენ, შენი ფესვტურის მონაწილე და მგონი, უკვე არანაკლებად, მეც ვარ ხოლმე...

:)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]