Page 1 of 4

რკონიდან საყავრესკენ/17-20 აპრილი

Posted: 13 აპრ 2009, 01:50
by ჩიტუციო
მოკლედ, აღდგომის დღეებში გადავწყვიტე რკონისკენ გალაშქრება.

მარშრუტი ასეთი იქნება:

I დღე 17.04- ტრანსპორტით დილით ჩავდივართ სოფელში.
დაბანაკება რკონში.
სანახავი ძეგლები:
1. ციხის კომპლექსი (XIIIს., XVIII ს.,)
2. სამოჭალოს წმინდა გიორგის ეკლესია (XII ს.)
3. რკონი (VII ს-ის II ნახ, XIII-XIV სს., XVII-XVIIIსს.)
4. სვიმეონ მესვეტის სავანე.

II დღე 18.04- ვიბარგებით და მივდივართ წითელწყაროსკენ.
დაბანაკება წითელწყაროში.
სანახავი ძეგლები:
1. ნათლისმცემლის ეკლესია (XI ს.)
2. ჭიათას ეკლესია (IX ს.)
3. მთადეკეულის წმინა გიორგის ეკლესია (IX ს.).

III დღე 19.04- მივდივართ საყავრესა და ფიცესისკენ.
დაბანაკება ან საყავრეში ან ფიცესში, გააჩნია პირველს რომელს ვნახავთ.
სანახავი ძეგლები:
1. ფიცესში- საორბისის წმინდა გიორგის ეკლესია (1152 წ.)
2. საყავრეში-ღვთისმშობლის ეკლესია (IX-X სს.).

IV დღე 20.04- საყავრედან ჩამოვუყვებით ქვემოთ გზას ხოვლესკენ და დავბრუნდებით სახლში.
სანახავი ძეგლი:
1. წმინდა გიორგის ეკლესია (VI-VII სს.)

16ში შევიკრიბებით, ავაგროვებთ თანხას და ვყიდულობთ საჭმელს 4 დღისათვის.

ტრანსპორტის ამბავია გასარკვევი. მგონი კასპის მარშრუტკას რომ გადავუხადოთ ზედმეტი მიგვიყვანს რკონამდე. ამას გავარკვევ ხვალ თუ არა ზეგ მაინც, ისე რამე იდეა თუ იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით დაწერეთ :)

2 კარაველი ვიცი კიდევ რომელსაც სურს წამოსვლა, იმედია არ გადაუფიქრიათ და ჩაეწერებიან სიაში :D

წამსვლელები:
1. ჩიტუციო.
2. ჩიტუციოს + (?)
3. KSOVRELI
4. ...

რკონიდან საყავრესკენ/17-20 აპრილი

Posted: 13 აპრ 2009, 02:49
by Giorgi Bagrationi
საინტერესო მარშრუტი აგირჩეიათ, თითქმის ყველაფრის მომცველი იმ არე-მარეში, მაგრამ I დღეს იკვი რატომ გამოგრჩათ? მე მგონი მოსწრებადია. და თუ არა ბოლო-ბოლო სამოჭალოს მაგივრად ჩავსვამდი გეგმაში (რკონიდან უფრო ახლოსაცაა) :wink:

რკონიდან საყავრესკენ/17-20 აპრილი

Posted: 13 აპრ 2009, 08:35
by ჩიტუციო
Giorgi Bagrationi
I დღეს იკვი რატომ გამოგრჩათ?
არ გამომრჩენია, უბრალოდ მეგონა რომ პირველ დღეს იკვის ნახვას ვერ მოვასწრებდით და მაგიტომაც ამოვიღე. თანაც იკვი მგონი ყველას გვაქვს ნანახი და ძალიან მინდა სამოჭალოს წმინდა გიორგის ნახვა. :? თუ დროში ჩავეტევით და მოვასწრებთ იკვის მონახულებასაც მაგას რა ჯობია, ვნახავთ აუცილებლად. :)

რკონიდან საყავრესკენ/17-20 აპრილი

Posted: 13 აპრ 2009, 11:07
by ZVIOSULI
არა,
არც არავინ არ წამოვა

სამწუხაროდ............

მე კი ეგ მხარე ეხლა ნაკლებად მიიდავს
არა და.........

რკონიდან საყავრესკენ/17-20 აპრილი

Posted: 13 აპრ 2009, 12:07
by Wanderer
ჩიტუციო
2 კარაველი ვიცი კიდევ რომელსაც სურს წამოსვლა, იმედია არ გადაუფიქრიათ და ჩაეწერებიან სიაში
ერთ-ერთი მე ვარ მგონი. :D სიაში მოგვიანებით ჩავეწერები. დასაზუსტებელი მაქვს რაღაც-რუღაცეები...
16ში შევიკრიბებით, ავაგროვებთ თანხას და ვყიდულობთ საჭმელს 4 დღისათვის.
პატარა შეკრებაც თუ გვექნება პარალელურად სასურველია.
მგონი კასპის მარშრუტკას რომ გადავუხადოთ ზედმეტი მიგვიყვანს რკონამდე. ამას გავარკვევ ხვალ თუ არა ზეგ მაინც, ისე რამე იდეა თუ იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით დაწერეთ
ეგ მგონი არ იქნება პრობლემა, მაგრამ რაღა კასპი? ახალქალაქი უფრო ახლოს არ არის? მანდ აუცილებლად იქნება რეისი. დამატებაც ნაკლები დაგვიჯდება და მძღოლიც უფრო ხალისით დაგვთანხმდება.

ZVIOSULI
ეხლა შენ არ გაგვანერვიულო... :D

რკონიდან საყავრესკენ/17-20 აპრილი

Posted: 13 აპრ 2009, 12:13
by ჩიტუციო
Wanderer
პატარა შეკრებაც თუ გვექნება პარალელურად სასურველია.
კი, კარგი იქნება.
ეგ მგონი არ იქნება პრობლემა, მაგრამ რაღა კასპი? ახალქალაქი უფრო ახლოს არ არის? მანდ აუცილებლად იქნება რეისი. დამატებაც ნაკლები დაგვიჯდება და მძღოლიც უფრო ხალისით დაგვთანხმდება.
ხო დღეს მამაჩემმაც მითხრა რო ახალქალაქამდე უნდა იყოს წესით რეისი თბილისიდანო. ხვალ სამსახურის მერე გავალ დიდუბეში და გავარკვევ.
რკონამდე თუ მარშრუტკით მივგრიალდით მგონი იკვის ნახვასაც მოვასწრებთ და 1-2 წიგნის წაკითხვასაც საღამომდე.
მაგას რა ჯობია :D

რკონიდან საყავრესკენ/17-20 აპრილი

Posted: 13 აპრ 2009, 12:14
by Tamari-ch.
ჩიტუციო
დიდუბეში მიწევს გასვლა ხოლმე
თუ გინდა გაგიგებ

რკონიდან საყავრესკენ/17-20 აპრილი

Posted: 13 აპრ 2009, 12:17
by Naia
ეჰ, კარგი მარშრუტია... სააღდგომოდ ქალაქიდან რომ არ გავდიოდე აუცილებლად შემოგიერთდებოდით

რკონიდან საყავრესკენ/17-20 აპრილი

Posted: 13 აპრ 2009, 12:19
by ჩიტუციო
Tamari-ch.
დიდუბეში მიწევს გასვლა ხოლმე
თუ გინდა გაგიგებ
იქნებ დაგვეხმარო მაგაში :oops:

რკონიდან საყავრესკენ/17-20 აპრილი

Posted: 13 აპრ 2009, 12:22
by ჩიტუციო
Naia
თუ რამე შეიცვალა პარასკევამდე შენს გეგმებში წამოდი ჩვენთან ერთად :)

რკონიდან საყავრესკენ/17-20 აპრილი

Posted: 13 აპრ 2009, 13:06
by Naia
ჩიტუციო wrote:Naia
თუ რამე შეიცვალა პარასკევამდე შენს გეგმებში წამოდი ჩვენთან ერთად :)
მეც მაგას ვფიქრობ :)

რკონიდან საყავრესკენ/17-20 აპრილი

Posted: 13 აპრ 2009, 15:51
by Tamusia
ახალქალაქამდე სამარშრუტოები ნამდვილად ვიცი რომ დადიან

რკონიდან საყავრესკენ/17-20 აპრილი

Posted: 13 აპრ 2009, 19:43
by Tamari-ch.
ვიყავი დიდუბეში და ყველაფერი გავიგე
ახალქალაქისკენ გადის
9-ზე, 12 - ზე, 15 საათზე და 18 საათზე -

რკონამდე თბილისიდან არ მიდისო არაფერი -

ამ რეისების მძროლების ტელეფონებია -

899283872
და
893283445

ორივე მძროლს ვანო ჰქვია -
და ერთი დაგის 9 ზე - და 15 ზე
და მეორე კი 12 ზე და 18 სთ - ზე

დაურეკეთ და დაელაპარაკეთ -

იქაურები არიან ოდა იქნებ იქ ახალქალაქში სხვა მარშრუტკა გიშოვონ..

რკონიდან საყავრესკენ/17-20 აპრილი

Posted: 13 აპრ 2009, 19:45
by ჩიტუციო
Tamari-ch.
დიიიიიდი მადლობა

Image

რკონიდან საყავრესკენ/17-20 აპრილი

Posted: 13 აპრ 2009, 20:04
by Tamari-ch.
ჩიტუციო
Image