მარშრუტი ასეთი იქნება:
I დღე 17.04- ტრანსპორტით დილით ჩავდივართ სოფელში.
დაბანაკება რკონში.
სანახავი ძეგლები:
1. ციხის კომპლექსი (XIIIს., XVIII ს.,)
2. სამოჭალოს წმინდა გიორგის ეკლესია (XII ს.)
3. რკონი (VII ს-ის II ნახ, XIII-XIV სს., XVII-XVIIIსს.)
4. სვიმეონ მესვეტის სავანე.
II დღე 18.04- ვიბარგებით და მივდივართ წითელწყაროსკენ.
დაბანაკება წითელწყაროში.
სანახავი ძეგლები:
1. ნათლისმცემლის ეკლესია (XI ს.)
2. ჭიათას ეკლესია (IX ს.)
3. მთადეკეულის წმინა გიორგის ეკლესია (IX ს.).
III დღე 19.04- მივდივართ საყავრესა და ფიცესისკენ.
დაბანაკება ან საყავრეში ან ფიცესში, გააჩნია პირველს რომელს ვნახავთ.
სანახავი ძეგლები:
1. ფიცესში- საორბისის წმინდა გიორგის ეკლესია (1152 წ.)
2. საყავრეში-ღვთისმშობლის ეკლესია (IX-X სს.).
IV დღე 20.04- საყავრედან ჩამოვუყვებით ქვემოთ გზას ხოვლესკენ და დავბრუნდებით სახლში.
სანახავი ძეგლი:
1. წმინდა გიორგის ეკლესია (VI-VII სს.)
16ში შევიკრიბებით, ავაგროვებთ თანხას და ვყიდულობთ საჭმელს 4 დღისათვის.
ტრანსპორტის ამბავია გასარკვევი. მგონი კასპის მარშრუტკას რომ გადავუხადოთ ზედმეტი მიგვიყვანს რკონამდე. ამას გავარკვევ ხვალ თუ არა ზეგ მაინც, ისე რამე იდეა თუ იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით დაწერეთ

2 კარაველი ვიცი კიდევ რომელსაც სურს წამოსვლა, იმედია არ გადაუფიქრიათ და ჩაეწერებიან სიაში

წამსვლელები:
1. ჩიტუციო.
2. ჩიტუციოს + (?)
3. KSOVRELI
4. ...